საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზღვარზე პასპორტის შემოწმების წესი იცვლება - რა სიახლეზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა?
საზღვარზე პასპორტის შემოწმების წესი იცვლება - რა სიახლეზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა?

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, წელს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ICAO) პირ­ვე­ლად გა­დას­ცა სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის უტყუ­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვებს მგზავ­რო­ბას და ქვეყ­ნის პას­პორ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე არა ჰო­ლოგ­რა­მე­ბით, არა­მედ ჩი­პით შე­მოწ­მდე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ბრე­გა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, "მი­ნის­ტრის სა­ა­თის" ფორ­მატ­ში ისა­უბ­რა და ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ 2023 წელს წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის აუ­დი­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რა სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის რე­გუ­ლა­ცი­ებს. ამ­ჟა­მად სა­ა­გენ­ტო რე­გი­ონ­ში ერ­თა­დერ­თი უწყე­ბაა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ფუძ­ველს ქმნის ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გა­ა­ფარ­თო­ონ საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე, უზ­რუნ­ველ­ყონ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მოქ­ნი­ლო­ბა და შე­ამ­ცი­რონ და­ნა­ხარ­ჯე­ბი.

ასე­ვე, წელს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ICAO) პირ­ვე­ლად გა­დას­ცა სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის უტყუ­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვებს მგზავ­რო­ბას და ქვეყ­ნის პას­პორ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე არა ჰო­ლოგ­რა­მე­ბით, არა­მედ ჩი­პით შე­მოწ­მდე­ბა. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­წილ­შიც, რაც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა”,- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, რატი ბრე­გა­ძე შე­ე­ხო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წრე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით საგ­რან­ტო კონ­კურ­სის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­კურ­სი კვლავ გრძელ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, პროგ­რა­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია, და­ფი­ნან­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი­სათ­ვის კი, 30 000 ლარს შე­ად­გენს.

"მიმ­დი­ნა­რე წელს საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ზედა ზღვა­რი 20 000-დან 30 000 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. საგ­რან­ტო პროგ­რა­მის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის და­ნერგვის ხელ­შე­წყო­ბა; ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა; სა­მარ­თლებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო საგ­რან­ტო კონ­კურსს ყო­ველ­წლი­უ­რად აცხა­დებს. გა­სულ წელს უწყე­ბამ 17 სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა“,- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაკცინაცია ჩიპიზაცია.
3

ბრავო ბატონო

ლიკა
11

ეს მგონი ნაცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საზღვარზე პასპორტის შემოწმების წესი იცვლება - რა სიახლეზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა?

საზღვარზე პასპორტის შემოწმების წესი იცვლება - რა სიახლეზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა?

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება.

ამის შესახებ ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებზე.

"იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული კომპანიის აუდიტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს. ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები.

ასევე, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა”,- განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, რატი ბრეგაძე შეეხო იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსის საკითხს და აღნიშნა, რომ კონკურსი კვლავ გრძელდება.

მისივე თქმით, პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

"მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული თითოეული პროექტის დაფინანსების მოცულობის ზედა ზღვარი 20 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა. საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა“,- განაცხადა მინისტრმა.