სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"
ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"

წლე­ვან­დე­ლი "მის ნე­პა­ლი" და ინ­ტერ­ნეტ­სენ­სა­ცია 23 წლის ჯეინ დი­პი­კა გა­რე­ტია. გო­გო­ნას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ "მის სამ­ყა­როს" კონ­კურ­სის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი შეც­ვა­ლოს და სხვე­უ­ლის პო­ზი­ტი­უ­რო­ბის დამ­ცვე­ლია. ჯე­ინ­მა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზით და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­ი­პყრო ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლე­ბის გუ­ლე­ბი და "მის ნე­პა­ლის" ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა. ახლა ის "მის სამ­ყა­როს" ტი­ტუ­ლის­თვი­საც იბ­რძო­ლებს.

"რო­გორც პუტ­კუ­ნა ქალი, რო­მე­ლიც სი­ლა­მა­ზის გარ­კვე­ულ სტან­დარ­ტებს არ მის­დევს, აქ იმის­თვის ვარ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ქალი წარ­მო­ვად­გი­ნო. ვფიქ­რობ, სი­ლა­მა­ზის გა­წე­რი­ლი სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს და ყვე­ლა ქალი ბუ­ნებ­რი­ვა­დაა ლა­მა­ზი",- თქვა მან ჟურ­ნალ HOLA!-ს ეს­პა­ნურ გა­მო­ცე­მას­თან.

გა­რე­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორ ამა­ყობს, რომ თა­ვი­სი კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვა შეძ­ლო: "ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. ჩემ­თვის ამ სცე­ნა­ზე დგო­მა და ჩემი სი­მარ­თლის თქმა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა მქონ­და, ახლა უკვე მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი და ეს ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბაა".

ჯეინ დი­პი­კა გა­რე­ტი აშშ-ში და­ი­ბა­და. 2020 წელს მან ბლო­გე­რო­ბა და­ი­წყო. ჯე­ინს მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სი აქვს და არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ით უმუ­შა­ვია - ყო­ფი­ლა მედ­და, პე­და­გო­გი და ინფლუ­ენ­სე­რი. გა­რეტს პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი საკ­ვერ­ცხე­ე­ბის სინ­დრო­მი (PCOS) აქვს და ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის, სხე­უ­ლის პო­ზი­ტი­ვის და ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ცვე­ლია.

საკ­ვერ­ცხის პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი სინ­დრო­მი ისე­თი პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც ქალს ორ­გა­ნიზ­მში მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით აღე­ნიშ­ნე­ბა მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნი, ან­დრო­გე­ნი. ეს სინ­დრო­მი საკ­მა­ოდ ხში­რია და ქა­ლე­ბის 10%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა. ამ დარ­ღვე­ვის უხ­ში­რეს სიმპტო­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი, თმის ზრდა ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ად­გი­ლებ­ში, თავ­ზე თმის ცვე­ნა, აკნე, სხვა­დას­ხვა სა­ხის მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, წო­ნის მა­ტე­ბა და წო­ნის დაკ­ლე­ბის სირ­თუ­ლე.

ის, რომ ჯე­ი­ნი პლუს ზო­მის მო­დე­ლია, მას ხან ქე­ბის, ხან კი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად აქ­ცევს. გა­რე­ტი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში ფეს­ვგად­გმუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მოწ­ვე­ვით სხე­უ­ლის პო­ზი­ტი­უ­რო­ბის მოძ­რა­ო­ბის წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რა ხდე­ბა. გა­რე­ტის გა­ბე­დუ­ლე­ბა ინ­დუსტრი­ა­ში უფრო ინ­კლუ­ზი­უ­რი და მი­სა­ღე­ბი სივ­რცის შექ­მნას უწყობს ხელს.

16 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თულ წი­ნას­წარ შე­ჯიბრში 23 წლის ჯე­ი­ნი ხალ­ხის ფა­ვო­რი­ტებს შო­რის იყო. სცე­ნა­ზე მის­მა გა­მო­ჩე­ნამ ხალ­ხში აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია: "ის ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ტაშს! რო­გო­რი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­ლია", -წერ­და X-ზე ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

პლა­ნე­ტის უდი­დე­სი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის დას­კვნი­თი ცე­რე­მო­ნია 18 ნო­ემ­ბერს ელ სალ­ვა­დორ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

წყა­რო: marca

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

კარგით რა-ათასიდან ვერცერთი ნორმალურად მოაზროვნე და გემოვნებიანი მამაკაცი ამ ქალბატონს ვერაფრით ვერ მოიწონებს--სიმსუქნეცაა და სიმსუქნეც,უკაცრავად, მაგრამ ეს ქალი ყოველგვარ ზღვარს შორს გაცდენილია!

მია
1

მსგავსი კონკურსები გამორჩეულად ლამაზის გამოსავლენად ტარდება და სულაც არაა საჭირო მსგავსი მონაწილეები..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"

ინტერნეტსენსაციად ქცეული "მის ნეპალი", რომელსაც სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს - "აქ ვარ როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სტანდარტებს არ მისდევს... მიყვარს საკუთარი თავი"

წლევანდელი "მის ნეპალი" და ინტერნეტსენსაცია 23 წლის ჯეინ დიპიკა გარეტია. გოგონას გადაწყვეტილი აქვს, რომ "მის სამყაროს" კონკურსის მოძველებული სილამაზის სტანდარტები შეცვალოს და სხვეულის პოზიტიურობის დამცველია. ჯეინმა თავისი ბუნებრივი სილამაზით და შთამაგონებელი განცხადებებით დაიპყრო ჟიურის და მაყურებლების გულები და "მის ნეპალის" ტიტულიც მოიპოვა. ახლა ის "მის სამყაროს" ტიტულისთვისაც იბრძოლებს.

"როგორც პუტკუნა ქალი, რომელიც სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს არ მისდევს, აქ იმისთვის ვარ, რომ ყველანაირი ქალი წარმოვადგინო. ვფიქრობ, სილამაზის გაწერილი სტანდარტი არ არსებობს და ყველა ქალი ბუნებრივადაა ლამაზი",- თქვა მან ჟურნალ HOLA!-ს ესპანურ გამოცემასთან.

გარეტი ინტერვიუში იმასაც განიხილავს, როგორ ამაყობს, რომ თავისი კომპლექსების დაძლევა შეძლო: "ვფიქრობ, წარმატება თითოეული ადამიანისთვის განსხვავებული მნიშვნელობისაა. ჩემთვის ამ სცენაზე დგომა და ჩემი სიმართლის თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ დაბალი თვითშეფასება მქონდა, ახლა უკვე მიყვარს საკუთარი თავი და ეს ჩემთვის წარმატებაა".

ჯეინ დიპიკა გარეტი აშშ-ში დაიბადა. 2020 წელს მან ბლოგერობა დაიწყო. ჯეინს მრავალმხრივი ინტერესი აქვს და არაერთი პროფესიით უმუშავია - ყოფილა მედდა, პედაგოგი და ინფლუენსერი. გარეტს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) აქვს და ის ფსიქიკური ჯანმრთელობის, სხეულის პოზიტივის და ჰორმონალური ჯანმრთელობის დამცველია.

საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ქალს ორგანიზმში მომატებული რაოდენობით აღენიშნება მამაკაცის სასქესო ჰორმონი, ანდროგენი. ეს სინდრომი საკმაოდ ხშირია და ქალების 10%-ს აღენიშნება. ამ დარღვევის უხშირეს სიმპტომებს მიეკუთვნება არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, თმის ზრდა ქალისთვის უჩვეულო ადგილებში, თავზე თმის ცვენა, აკნე, სხვადასხვა სახის მეტაბოლური დარღვევები, წონის მატება და წონის დაკლების სირთულე.

ის, რომ ჯეინი პლუს ზომის მოდელია, მას ხან ქების, ხან კი კრიტიკის ობიექტად აქცევს. გარეტი სილამაზის კონკურსებში ფესვგადგმული სტერეოტიპების გამოწვევით სხეულის პოზიტიურობის მოძრაობის წამყვანი ფიგურა ხდება. გარეტის გაბედულება ინდუსტრიაში უფრო ინკლუზიური და მისაღები სივრცის შექმნას უწყობს ხელს.

16 ნოემბერს გამართულ წინასწარ შეჯიბრში 23 წლის ჯეინი ხალხის ფავორიტებს შორის იყო. სცენაზე მისმა გამოჩენამ ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვია: "ის ნამდვილად იმსახურებს ტაშს! როგორი თავდაჯერებული ქალია", -წერდა X-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

პლანეტის უდიდესი სილამაზის კონკურსის დასკვნითი ცერემონია 18 ნოემბერს ელ სალვადორში გაიმართება.

წყარო: marca

მოამზადა: ანა სიბოშვილმა