პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩავხედე თვალებში - ის პირდაპირ იყო" - ბაიდენი თვლის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს: ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დეტალები
"ჩავხედე თვალებში - ის პირდაპირ იყო" - ბაიდენი თვლის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს: ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დეტალები

ჩი­ნე­თის ლი­დერ­მა, სი ძინ­პინ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტთან, ჯო ბა­ი­დენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს მო­უ­წო­და, არ და­გეგ­მოს ჩი­ნე­თის ჩახ­შო­ბა ან შე­კა­ვე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ჩი­ნეთს არ აქვს გეგ­მე­ბი და­ა­მარ­ცხოს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა არ უნდა და­გეგ­მოს ჩი­ნე­თის ჩახ­შო­ბა ან შე­კა­ვე­ბა. ორი­ვე მხა­რემ უნდა გა­ი­გოს ერ­თმა­ნე­თის პრინ­ცი­პე­ბი და ძი­რე­უ­ლი ხა­ზე­ბი, არ შექ­მნას ან არ გა­მო­იწ­ვი­ოს პრობ­ლე­მე­ბი ან გა­და­ლა­ხოს სა­ზღვრე­ბი, ამის ნაც­ვლად, უნდა ჰქონ­დეთ მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია, მეტი დი­ა­ლო­გი, მეტი დის­კუ­სია, გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა და ინ­ცი­დენ­ტე­ბის მშვი­დად მოგ­ვა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა სი ძინ­პინ­მა.

ჩი­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით ორმა ლი­დერ­მა ხაზი გა­უს­ვა ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის, მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. შეხ­ვედ­რა­ზე ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ გა­ნა­ახ­ლონ მა­ღა­ლი დო­ნის სამ­ხედ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია და ითა­ნამ­შრომ­ლონ ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, ასე­ვე გა­ნა­ახ­ლონ შეხ­ვედ­რე­ბი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებს შო­რის და სა­ზღვაო სამ­ხედ­რო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი.

  • აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნელ კო­ლე­გას­თან, სი ძინ­პინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე სამ­ხედ­რო კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ.

"ვუბ­რუნ­დე­ბით პირ­და­პირ, ღია, მკა­ფიო, პირ­და­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ორი­ვე მხა­რის მხრი­დან სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის არას­წორ­მა გათ­ვლებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ისეთ ქვე­ყა­ნას­თან, რო­გო­რიც ჩი­ნე­თია ან რო­მე­ლი­მე სხვა დიდ ქვე­ყა­ნას­თან“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა სი ძინ­პინ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჩი­ნელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რას კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი უწო­და.

"მე ვიც­ნობ ამ კაცს, ვიცი მისი ხელ­წე­რა, ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში - ჩვენ გვაქვს უთან­ხმო­ე­ბა. ბევრ რა­მე­ზე ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ის პირ­და­პი­რი იყო. მე არ ვგუ­ლის­ხმობ კარ­გს, უკე­თესს, გულ­გრილს, უბ­რა­ლოდ პირ­და­პირს, ”- თქვა მან.

მისი თქმით, გა­იხ­სნე­ბა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ხა­ზე­ბი, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის და ორი­ვე შეძ­ლებს აი­ღოს ტე­ლე­ფო­ნი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ პირ­და­პირ მო­უს­მი­ნოს ერ­თმა­ნეთს. ჯო ბა­ი­დე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გაც­ვა­ლეს მო­საზ­რე­ბე­ბი უამ­რავ გლო­ბა­ლურ სა­კი­თხზე, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სას­ტიკ აგ­რე­სი­ულ ომზე და ღა­ზა­ში კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ.

აშშ-ის პრე­ზიდნ­ტის თქმით, ჩი­ნელ კო­ლე­გას­თან ოთხსა­ა­თი­ა­ნი სა­მი­ტის დროს ასე­ვე შე­თან­ხმდნენ ფენ­ტა­ნი­ლის ნა­კა­დის შე­ზღუდ­ვა­ზე და ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე ერ­თობ­ლივ მუ­შა­ო­ბა­ზე. ბა­ი­დენ­მა გან­მარ­ტა, რომ ჩი­ნე­თის თან­ხმო­ბა ფენ­ტა­ნი­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი ქი­მი­კა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე გა­და­არ­ჩენს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს და ხაზი გა­უს­ვა, რომ აფა­სებს სი ძინ­პი­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

  • თუმ­ცა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩი­ნე­თის ლი­დე­რი, სი ძინ­პი­ნი დიქ­ტა­ტო­რია.

ჩი­ნელ კო­ლე­გას­თან გა­მარ­თუ­ლი სა­მი­ტის შემ­დეგ, აშშ-ის პრე­ზი­დენტს და­უს­ვეს შე­კი­თხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინ­პი­ნი დიქ­ტა­ტო­რია, რა­ზე­დაც ჯო ბა­ი­დენ­მა უპა­სუ­ხა :

"არის. ის არის დიქ­ტა­ტო­რი იმ გა­გე­ბით, რომ არის კაცი, რო­მე­ლიც მარ­თავს კო­მუ­ნის­ტურ ქვე­ყა­ნას”, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა და დას­ძი­ნა, რომ ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა აშშ-ის მთავ­რო­ბის­გან.

შე­გახ­სე­ნებთ, ჯო ბა­ი­დენ­სა და სი ძინ­პინს შო­რის შეხ­ვედ­რა სან-ფრან­ცის­კო­ში გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მდაა
1

ჩინელები მშვიდობისმოყვარე მშრომელი ხალხია, ამერიკა სულ ჰეგემონობაზე ფიქრობს და მასონურ პროგრამას მისდევს, პროგრამაში კი რა უწერიათ, წაიკითხეთ და მერე მიხვდებით რა "ხვითოც" არის ამერიკა.

კეთილი ადამიანები
1

მეგობარს ჩახედე თვალებში, დილავო, ოვ დილავო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩავხედე თვალებში - ის პირდაპირ იყო" - ბაიდენი თვლის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს: ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დეტალები

"ჩავხედე თვალებში - ის პირდაპირ იყო" - ბაიდენი თვლის, რომ სი ძინპინი დიქტატორია, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობის დათბობაზე საუბრობს: ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დეტალები

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება, - ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩინეთს არ აქვს გეგმები დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები.

  • აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე სამხედრო კონტაქტების განახლებაზე შეთანხმდნენ.

"ვუბრუნდებით პირდაპირ, ღია, მკაფიო, პირდაპირ კომუნიკაციას. ორივე მხარის მხრიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის არასწორმა გათვლებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალური პრობლემები ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ჩინეთია ან რომელიმე სხვა დიდ ქვეყანასთან“, - აღნიშნა ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრას კონსტრუქციული და პროდუქტიული უწოდა.

"მე ვიცნობ ამ კაცს, ვიცი მისი ხელწერა, ჩავხედე თვალებში - ჩვენ გვაქვს უთანხმოება. ბევრ რამეზე ჩემგან განსხვავებული შეხედულება აქვს, მაგრამ ის პირდაპირი იყო. მე არ ვგულისხმობ კარგს, უკეთესს, გულგრილს, უბრალოდ პირდაპირს, ”- თქვა მან.

მისი თქმით, გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის პრეზიდენტებს შორის და ორივე შეძლებს აიღოს ტელეფონი და დაუყოვნებლივ პირდაპირ მოუსმინოს ერთმანეთს. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომზე და ღაზაში კონფლიქტის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდნტის თქმით, ჩინელ კოლეგასთან ოთხსაათიანი სამიტის დროს ასევე შეთანხმდნენ ფენტანილის ნაკადის შეზღუდვაზე და ხელოვნურ ინტელექტზე ერთობლივ მუშაობაზე. ბაიდენმა განმარტა, რომ ჩინეთის თანხმობა ფენტანილის წინამორბედი ქიმიკატების შემცირებაზე გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს და ხაზი გაუსვა, რომ აფასებს სი ძინპინის ვალდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დიქტატორია.

ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა :

"არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართა.