საერათაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს, ყველაზე ნეგატიურად - პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტის ოფისს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 77% პოზიტიურად აფასებს საქართველოს არმიას (16% უარყოფითად), 71% პოზიტიურად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს (21% უარყოფითად) და 67% პოზიტიურად აფასებს პოლიციას (28% უარყოფითად).
ნეგატიური შეფასებების ყველაზე დიდი მაჩვენებლები გააჩნიათ საქართველოს პარლამენტს - 56% (38% პოზიტიურად), პოლიტიკურ პარტიებს - 52% (37% პოზიტიურად) და პრეზიდენტის ოფისს - 47% (41% პოზიტიურად).
მაღალიზი პოზიტიური შეფასებებით ასევე სარგებლობენ ადგილობრივი ხელისუფლებები - 61% (34% უარყოფითად), საგანმანათლებლო სისტემა - 59% (36% უარყოფითად) და ქართული მედია - 58% (35% უარყოფითად). პრემიერ-მინისტრის ოფისს 49% დადებითად აფასებს, ხოლო 41% - უარყოფითად.
მაღალი ნეგატიური შეფასებებით ასევე გამოირჩევიან ცენტრალური საარჩევნო კომისია - 44% (41% პოზიტიურად), სასამართლოები - 44% (40% პოზიტიურად) და ეროვნული ბანკი - 43% (39% პოზიტიურად).
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ასეთი გამოკითხვებისას კელი დეგნანი გაოცებას ვერ მალავდა,როგორ, ჩვენი ამ ბრძოლის მერე ისევ საპატრიარქო ლიდერობსო? გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას ჯარის და პოლიციის,საპატრიარქოს და პატრიოტი ხალხის იმედად!
რა სისულელეები წერია?