მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძე ამბობს, "საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო“, ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გააყალბონ" - სალომე სამადაშვილი
"კალაძე ამბობს, "საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო“, ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გააყალბონ" - სალომე სამადაშვილი

მმარ­თველ პარ­ტი­ას, "რუ­სულ ოც­ნე­ბას“ ჰყავს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბა­ტო­ნი კა­ლა­ძის სა­ხით, რო­მე­ლიც ამ­ბობს ერთს, რომ ვინ­მეს მოს­წონს თუ არ მოს­წონს, ჩვენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით დავ­რჩე­ბი­თო. ანუ ეს პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­დია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­ვა­ყალ­ბო­თო, რად­გან სხვა არა­ნა­ი­რი ახ­სნა მის სი­ტყვას არ აქვს , - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა კახა კა­ლა­ძე გა­აკ­რი­ტი­კა.

"მმარ­თველ პარ­ტი­ას, "რუ­სულ ოც­ნე­ბას“ ჰყავს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ბა­ტო­ნი კა­ლა­ძის სა­ხით, რო­მე­ლიც ამ­ბობს ერთს, რომ ვინ­მეს მოს­წონს თუ არ მოს­წონს, ჩვენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით დავ­რჩე­ბი­თო. ანუ ეს პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­დია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი უნდა გა­ვა­ყალ­ბო­თო, იმი­ტომ რომ სხვა არა­ნა­ი­რი ახ­სნა მის სი­ტყვას არ აქვს. და რო­დე­საც მას ლავ­როვ­ზე კო­მენ­ტარს სთხო­ვენ და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ლავ­რო­ვი ამ­ბობს, რომ უნდა გა­ა­ძე­ვოს თქვე­ნი რე­გი­ო­ნი­დან ევ­რო­კავ­ში­რი და და­სავ­ლე­თიო, პა­სუ­ხობს, რომ რუ­სე­თი არ არის ჩვე­ნი მტე­რი და მტე­რი მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ა­აო. იმი­ტომ რომ რუ­სია, კახი კა­ლა­ძე არის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მას ჰქვია თბი­ლი­სის მერი და ემ­სა­ხუ­რე­ბა რუ­სეთს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა თბი­ლი­სის მერი, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თვე­ლებს და თბი­ლი­სე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბის სა­კითხს, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა რომ არა, სა­მარ­თლი­ა­ნი და ლე­გი­ტი­მუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი არ იქ­ნე­ბო­და.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ში ცდი­ლობს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­როს, ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გზას და­ად­გა, თო­რემ სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ­სე­ბობს, ნამ­დვი­ლად არ არის მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი. პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ გა­მო­უვ­ლე­ნია და მათ შო­რის იყო 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რომ ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის ზღვარ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უთხრეს, რომ ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის ზღვარ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით ფონს ვერ გავა და ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა არ მი­ი­ღებს“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნი­აა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ამომ­რჩე­ველს არ ჰქონ­დეს ში­შის გან­ცდა ხმის მი­ცე­მი­სას და სჯე­რო­დეთ, რომ თა­ვი­სუფ­ლად აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

"ჩვენ გვი­თხრეს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში რომ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყოს, უნდა ჩა­ტარ­დეს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

აშშ-ს ელ­ჩის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რის დროს, დიდ­წი­ლად სწო­რედ არ­ჩევ­ნებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. ეს არის პრი­ო­რი­ტე­ტი დღეს. არ­ჩევ­ნებ­ში მოგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი გზით. მათ შო­რის იმით, რომ ეხ­მა­რე­ბი­ან სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ასე­ვე ჩვენ სა­უ­ბა­რი გვქონ­და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აქვს და ამ თვალ­საზ­რი­სით, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჰქონ­დეს ნდო­ბა, რო­მე­ლიც დღეს სამ­წუ­ხა­როდ ჯერ ისევ არ აქვს. ასე­ვე გვქონ­და სა­უ­ბა­რი იმ მე­თო­დებ­ზე, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იყე­ნებს ზე­წო­ლა­ზე, მოს­ყიდ­ვა­ზე, და­ში­ნე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე, არ შე­ე­შინ­დეთ ხმის მი­ცე­მის და სჯე­რო­დეთ, რომ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სუფ­ლად და­ა­ფიქ­სი­რონ აზრი“, - აღ­ნიშ­ნა სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ორივე გამყალბებელი მხარე ხართ,ნაცებიც და ქოცებიც !

სიმართლე მწარეა
0

სამადაშვილი და სხვა ე.წ. ოპოზიციონერები ამ გამოსვლებით ამტკიცებენ, რომ საარჩევნო კომისიებში წერა-კითხვის უცოდინარი წევრები ეყოლებათ. 21-ე საუკუნეა, ამდენი ტექნოლოგიებია, გადაუღონ სურათი შემაჯამებელ ოქმებს უბნებზე და მორჩა კინო! მაგრამ გრძნობენ ხალხს როგორ სძულთ და წინასწარ თადარიგს იჭერენ. შეიძლება ოცნება არ მოგწონდეს (განსაკუთრებით მათ და პენსიპონერების ხელფასებს თუ შეადარებთ), მაგარამ ოპოზიციიდან ვინ ფიქრობს ან ქვეყანაზე და ანდა ხალხზე?! ტელევიზორს აღარ ვუყურებ ამათი ჰაბიტუსის დანახვა აღარ მინდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კალაძე ამბობს, "საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო“, ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გააყალბონ" - სალომე სამადაშვილი

"კალაძე ამბობს, "საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო“, ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გააყალბონ" - სალომე სამადაშვილი

მმართველ პარტიას, "რუსულ ოცნებას“ ჰყავს გენერალური მდივანი ბატონი კალაძის სახით, რომელიც ამბობს ერთს, რომ ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო. ანუ ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გავაყალბოთო, რადგან სხვა არანაირი ახსნა მის სიტყვას არ აქვს , - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა კახა კალაძე გააკრიტიკა.

"მმართველ პარტიას, "რუსულ ოცნებას“ ჰყავს გენერალური მდივანი ბატონი კალაძის სახით, რომელიც ამბობს ერთს, რომ ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით დავრჩებითო. ანუ ეს პირდაპირ განაცხადია, რომ არჩევნები უნდა გავაყალბოთო, იმიტომ რომ სხვა არანაირი ახსნა მის სიტყვას არ აქვს. და როდესაც მას ლავროვზე კომენტარს სთხოვენ და ეუბნებიან, რომ ლავროვი ამბობს, რომ უნდა გააძევოს თქვენი რეგიონიდან ევროკავშირი და დასავლეთიო, პასუხობს, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მტერი და მტერი მხოლოდ ოპოზიციააო. იმიტომ რომ რუსია, კახი კალაძე არის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი. მას ჰქვია თბილისის მერი და ემსახურება რუსეთს. ჩვენ გვჭირდება თბილისის მერი, რომელიც მოემსახურება ქართველებს და თბილისელებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვლადიმერ პუტინის გამოცდილების გაზიარება რომ არა, სამართლიანი და ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება მიუღწეველი მიზანი არ იქნებოდა.

"ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველაფერში ცდილობს, რომ ვლადიმერ პუტინის გამოცდილება გაიზიაროს, ამ გამოცდილების გზას დაადგა, თორემ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება თუ პოლიტიკური ნება არსებობს, ნამდვილად არ არის მიუღწეველი მიზანი. პრობლემა იმაშია, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ გამოუვლენია და მათ შორის იყო 2020 წლის არჩევნები, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები იყო. საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნებით ფონს ვერ გავა და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის განცხადებით, ფართომასშტაბიანი კამპანიაა საჭირო იმისთვის, რომ ამომრჩეველს არ ჰქონდეს შიშის განცდა ხმის მიცემისას და სჯეროდეთ, რომ თავისუფლად აზრის დაფიქსირება შეუძლიათ.

"ჩვენ გვითხრეს, რომ ევროკავშირში რომ გაწევრიანების პროცესი დაიწყოს, უნდა ჩატარდეს ევროპული სტანდარტების არჩევნები.

აშშ-ს ელჩის პირველი კომენტარის დროს, დიდწილად სწორედ არჩევნებზე იყო საუბარი. ეს არის პრიორიტეტი დღეს. არჩევნებში მოგვეხმარებიან ყველა შესაბამისი გზით. მათ შორის იმით, რომ ეხმარებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა გამოწვევებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ადმინისტრაციას ჰქონდეს ნდობა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჯერ ისევ არ აქვს. ასევე გვქონდა საუბარი იმ მეთოდებზე, რომელსაც "ქართული ოცნება“ იყენებს ზეწოლაზე, მოსყიდვაზე, დაშინებაზე. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან ფართომასშტაბიანი კამპანია იმისთვის, რომ ადამიანები მოვიდნენ არჩევნებზე, არ შეეშინდეთ ხმის მიცემის და სჯეროდეთ, რომ შეუძლიათ თავისუფლად დააფიქსირონ აზრი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.