მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნას შეეცდება - გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია" - გია ნოდია
"ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნას შეეცდება -  გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია" - გია ნოდია

თუ მე­ო­რედ მოს­ვლა არ მოხ­და, ერთი რამ ზუს­ტად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მო­მა­ვალ მთავ­რო­ბა­ში იქ­ნე­ბა ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. ვინ­მეს­თან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან თუ არა, ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში , - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გია ნო­დი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე“ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კვლე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

გია ნო­დი­ას თქმით, თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ აიღო, კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის შან­სი აქვს და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამა­ზე უკვე ფიქ­რობს.

"ჩვენ არა­სო­დეს არ გვყო­ლია კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა. იყ­ვნენ მთავ­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­დნენ, რომ ჩვენ კო­ა­ლი­ცი­უ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ასე­თი რამ არ არ­სე­ბობ­და. ასე, რომ რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან პარ­ტი­ე­ბი, რო­დე­საც მათ და­უდ­გე­ბათ კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ეს ჩვენ არ ვი­ცით, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბას ვერ და­ვეყ­რდნო­ბით. მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი პრინ­ცი­პუ­ლად სხვა მა­სა­ლის­გან იყ­ვნენ გა­კე­თე­ბუ­ლი. გა­სა­გე­ბია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ყვე­ლა თა­ვი­სას ამ­ბობს და ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ე­მიჯ­ნოს სხვებს, ზოგი ამ­ბობს ვის­თან შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას კო­ა­ლი­ცია, ზოგი თავს არი­დებს, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მივა, საკ­მა­ოდ პრაგ­მა­ტუ­ლად მო­აზ­როვ­ნეა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ყვე­ლა­ნი, არით­მე­ტი­კაც ყვე­ლამ იცის და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ მთავ­რო­ბა თუ გინ­და შექ­მნა, ვი­ღა­ცას­თან უნდა შეხ­ვი­დე კო­ა­ლი­ცი­ა­ში.

თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ აიღო, კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის შან­სი აქვს, რა თქმა უნდა, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა შექ­მნას, ვე­რა­ვის ხელს ვერ და­ვა­დებ მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლა ამას უარ­ყოფს, მაგ­რამ ცხა­დია შე­ეც­დე­ბა და ეჭვი მაქვს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც ამა­ზე ფიქ­რობს უკვე, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს დას­ჭირ­დეს.

არ უნდა გა­მო­ა­ჩი­ნო, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ზე ფიქ­რობ, უნდა იძა­ხო, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მოვ­დი­ვარ. რო­გორც კი შე­გა­ტყო­ბენ, რომ ვი­ღაც ისე მძაფ­რად არ გა­აკ­რი­ტი­კე, მა­შინ­ვე და­ი­წყე­ბენ ლა­პა­რაკს, რომ ის კო­ა­ლი­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ე.ი. სუს­ტია და არ სჯე­რა, რომ არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებს. ეს კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ აწყობს არა­ნა­ი­რად. მე­ო­რე მხრივ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ ყვე­ლა­ნა­ი­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ და ლან­ძღა­ვენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ახალ ვი­თა­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მა­ინც ითა­ნამ­შრომ­ლონ. გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე რომ პრაქ­ტი­კუ­ლად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­ხოტ­ბე გახ­და, ეს რამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რია? მაგ­რამ ეს თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გია ნო­დი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიქაელი
1

უკვე სახელშეცვლილ კოჰაბიტაციისთვის ამზადებენ საზოგადოებას. კოჰაბიტაცია, კოალიცია ადინ ... 

ორდე
3

გუბაზ-ბერძენიშვილ-თარგამაძეები სამწუხაროდ ყველგან არიან!

ოცნებას საკოალიციოდ თუ გაუხდა საქმე, ძალიან ვიხალისებ - მერე ან ერთ ადგილზე უნდა აკოცონ გახარიას კობახიძის მეშვეობით, თუ არადა ხელახალ არჩევნებში ქოცები კიდევ უფრო ცოტას აიღებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნას შეეცდება - გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია" - გია ნოდია

"ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნას შეეცდება -  გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია" - გია ნოდია

თუ მეორედ მოსვლა არ მოხდა, ერთი რამ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ მთავრობაში იქნება ან "ქართული ოცნება“, ან "ნაციონალური მოძრაობა“. ვინმესთან ერთად იქნებიან თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად იქნება ხელისუფლებაში , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ საზოგადოებრივ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

გია ნოდიას თქმით, თუ "ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნის შანსი აქვს და დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი ამაზე უკვე ფიქრობს.

"ჩვენ არასოდეს არ გვყოლია კოალიციური მთავრობა. იყვნენ მთავრობები, რომელიც ამბობდნენ, რომ ჩვენ კოალიციურები ვართ, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობდა. ასე, რომ როგორ მოიქცევიან პარტიები, როდესაც მათ დაუდგებათ კოალიციის შექმნის აუცილებლობა, ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან გამოცდილებას ვერ დავეყრდნობით. მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ, ქართველები პრინციპულად სხვა მასალისგან იყვნენ გაკეთებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ ყველა თავისას ამბობს და ცდილობს მაქსიმალურად გაემიჯნოს სხვებს, ზოგი ამბობს ვისთან შეიძლება შექმნას კოალიცია, ზოგი თავს არიდებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნეა ადამიანები არიან ყველანი, არითმეტიკაც ყველამ იცის და მიხვდებიან, რომ მთავრობა თუ გინდა შექმნა, ვიღაცასთან უნდა შეხვიდე კოალიციაში.

თუ "ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნის შანსი აქვს, რა თქმა უნდა, ვისთან შეიძლება შექმნას, ვერავის ხელს ვერ დავადებ მით უმეტეს, რომ ყველა ამას უარყოფს, მაგრამ ცხადია შეეცდება და ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ამაზე ფიქრობს უკვე, რომ შეიძლება ეს დასჭირდეს.

არ უნდა გამოაჩინო, რომ კოალიციაზე ფიქრობ, უნდა იძახო, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვდივარ. როგორც კი შეგატყობენ, რომ ვიღაც ისე მძაფრად არ გააკრიტიკე, მაშინვე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ის კოალიციისთვის ემზადება, ე.ი. სუსტია და არ სჯერა, რომ არჩევნებს მოიგებს. ეს კი "ქართულ ოცნებას“ არ აწყობს არანაირად. მეორე მხრივ ჩვეულებრივი ამბავია, რომ არჩევნების წინ ყველანაირად აკრიტიკებენ და ლანძღავენ პოლიტიკოსები ერთმანეთს, მაგრამ ახალ ვითარებაში შეიძლება მაინც ითანამშრომლონ. გუბაზ სანიკიძე რომ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს რამდენად ლოგიკურია? მაგრამ ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა გია ნოდიამ.