მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით კრემლის ქართველ ტყვეებს - რატომ ცდილობენ რუსები ორი ქართველი სამხედროს სნაიპერად წარმოჩენას?
რა ელით კრემლის ქართველ ტყვეებს - რატომ ცდილობენ რუსები ორი ქართველი სამხედროს სნაიპერად წარმოჩენას?
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ომში მებ­რძო­ლე­ბის დაჭ­რი­სა და და­შა­ვე­ბის სრუ­ლი გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ისე­ვე, რო­გორც, სამ­წუ­ხა­როდ - და­ღუპ­ვის, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ხელ­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნაც არა­ნაკ­ლე­ბი ტრა­გე­დი­აა...

სამ­ხედ­რო ტყვის მძი­მე ხვედ­რი აფხა­ზე­თის ომის დროს, სამ­წუ­ხა­როდ, ასო­ბით ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა გა­მოს­ცა­და თა­ვის თავ­ზე (ორ­ჯერ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლო­ბა აფხა­ზე­თის ომის დროს გუ­და­უ­თი­დან ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში და არ მა­ვი­წყდე­ბა მათი ნა­ტან­ჯი სა­ხე­ე­ბი). მას შემ­დეგ ეს აგ­ვის­ტოს ომის დროს გა­მე­ორ­და (შემ­დეგ იყო და დღე­საც გრძელ­დე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე "ლე­კი­ა­ნო­ბა“ უფ­როა) და აი, უკ­რა­ი­ნის ფრონტზე ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს...

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე უკ­რა­ი­ნის მხა­რეს მებ­რძო­ლი 50-ზე მეტი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა, უფრო მეტი - და­იჭ­რა, მაგ­რამ ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის ერ­თდრო­უ­ლად და­ტყვე­ვე­ბა პირ­ვე­ლად ხდე­ბა...

რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტულ­მა მა­ს­მე­დი­ამ უკვე გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­კად­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ფრონტზე ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი ორი ქარ­თვე­ლის - გი­ორ­გი ჩუ­ბე­თი­ძის და გი­ორ­გი გოგ­ლი­ძის.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხა­რეს, რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში ათას­ზე მეტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მო­ნა­წი­ლე­ობს...

ორი­ვე მათ­განს ვი­დე­ო­კად­რებ­ში უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის სამ­ხედ­რო ფორ­მა აც­ვი­ათ და მე­ო­რე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის შევ­რო­ნი უკე­თი­ათ (ამ შევ­რონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, თა­ვი­სუ­ფა­ლი ბე­ლა­რუ­სის და უკ­რა­ი­ნუ­ლი "პრა­ვი სექ­ტო­რის“ დრო­შე­ბი ხმლის ფონ­ზე, წარ­წე­რით - VIRIBUS UNITIS).

თუმ­ცა გი­ორ­გი ჩუ­ბე­თი­ძეს ეს შევ­რო­ნი მარ­ჯვე­ნა სა­ხე­ლურ­ზე აქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი, გი­ორ­გი გოგ­ლი­ძეს კი - მარ­ცხე­ნა­ზე, რაც იმას მი­უ­თი­თებს, რომ რუს­მა პრო­პა­გან­დის­ტებ­მა ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის­თვის ამ "მამ­ხი­ლე­ბე­ლი“ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის წინ, ეს შევ­რო­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად იმ მხა­რეს და­უ­მაგ­რეს, რომ ვი­დე­ო­კად­რებ­ში კარ­გად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, თა­ნაც შევ­რო­ნე­ბი ახალ­თახ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, რაც ტა­ლა­ხი­ან სან­გრებს გა­მოვ­ლი­ლებს, უბ­რა­ლოდ, ვერ ექ­ნე­ბო­დათ...

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ორი­ვე ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე დამ­ტვრე­უ­ლი რუ­სუ­ლით აღი­ა­რებს, რომ უკ­რა­ი­ნის მე­ო­რე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის წევ­რე­ბი არი­ან, თა­ნაც მსრო­ლე­ლი-სნა­ი­პე­რე­ბი... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

რა ელით კრემლის ქართველ ტყვეებს - რატომ ცდილობენ რუსები ორი ქართველი სამხედროს სნაიპერად წარმოჩენას?

რა ელით კრემლის ქართველ ტყვეებს - რატომ ცდილობენ რუსები ორი ქართველი სამხედროს სნაიპერად წარმოჩენას?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ომში მებრძოლების დაჭრისა და დაშავების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ისევე, როგორც, სამწუხაროდ - დაღუპვის, მაგრამ მოწინააღმდეგის ხელში ტყვედ ჩავარდნაც არანაკლები ტრაგედიაა...

სამხედრო ტყვის მძიმე ხვედრი აფხაზეთის ომის დროს, სამწუხაროდ, ასობით ქართველმა მებრძოლმა გამოსცადა თავის თავზე (ორჯერ მივიღე მონაწილობა აფხაზეთის ომის დროს გუდაუთიდან ქართველი სამხედრო ტყვეების გამოყვანის პროცესში და არ მავიწყდება მათი ნატანჯი სახეები). მას შემდეგ ეს აგვისტოს ომის დროს გამეორდა (შემდეგ იყო და დღესაც გრძელდება საოკუპაციო ზოლთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება, რაც თანამედროვე "ლეკიანობა“ უფროა) და აი, უკრაინის ფრონტზე ორი ქართველი მებრძოლი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს...

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი დაიღუპა, უფრო მეტი - დაიჭრა, მაგრამ ორი ქართველი მებრძოლის ერთდროულად დატყვევება პირველად ხდება...

რუსეთის პროპაგანდისტულმა მასმედიამ უკვე გაავრცელა ვიდეოკადრები უკრაინის ფრონტზე ტყვედ აყვანილი ორი ქართველის - გიორგი ჩუბეთიძის და გიორგი გოგლიძის.

უკრაინელების მხარეს, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს...

ორივე მათგანს ვიდეოკადრებში უკრაინის არმიის სამხედრო ფორმა აცვიათ და მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის შევრონი უკეთიათ (ამ შევრონზე გამოსახულია საქართველოს, თავისუფალი ბელარუსის და უკრაინული "პრავი სექტორის“ დროშები ხმლის ფონზე, წარწერით - VIRIBUS UNITIS).

თუმცა გიორგი ჩუბეთიძეს ეს შევრონი მარჯვენა სახელურზე აქვს დამაგრებული, გიორგი გოგლიძეს კი - მარცხენაზე, რაც იმას მიუთითებს, რომ რუსმა პროპაგანდისტებმა ქართველი ტყვეებისთვის ამ "მამხილებელი“ ვიდეოს გადაღების წინ, ეს შევრონები სპეციალურად იმ მხარეს დაუმაგრეს, რომ ვიდეოკადრებში კარგად გამოჩენილიყო, თანაც შევრონები ახალთახლად გამოიყურებიან, რაც ტალახიან სანგრებს გამოვლილებს, უბრალოდ, ვერ ექნებოდათ...

მიუხედავად ამისა, ორივე ქართველი სამხედრო ტყვე დამტვრეული რუსულით აღიარებს, რომ უკრაინის მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის წევრები არიან, თანაც მსროლელი-სნაიპერები... გააგრძელეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"