სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის­თვის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის ან ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე, 19 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ორ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბი, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ და­ვა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს“ სის­ტე­მა­ტი­უ­რად აწყობ­დნენ და მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ და­ვებს იხი­ლავ­დნენ. ასე­ვე, რვა ბრალ­დე­ბულ­მა და­ვის მათ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­სა­წყვე­ტად "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა.

"6 პირს ბრალ­დე­ბა 223 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ("ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს; 5 პირს ბრალ­დე­ბა 223 ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით ("ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათ­გან 1 პირს და­უს­წრებ­ლად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ 3-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, ხოლო 8 პირს - 223 კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ("კა­ნო­ნი­ერ ქურ­დის­თვის/ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვა), რაც სას­ჯე­ლად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და "კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს“ წევრები, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში "ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად "ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.

"6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს - 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით ("კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"