მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს" – "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიატი ლიზი ნუცუბიძე
"სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს" – "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიატი ლიზი ნუცუბიძე

ლიზი ნუ­ცუ­ბი­ძე ერთ-ერ­თია იმ სტუ­დენ­ტთა­გან, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წელს „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ა­ტე­ბი გახ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­წარ­მო სტი­პენ­დი­ას ყო­ველ­თვი­უ­რად აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს გა­დას­ცემს. სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ყო­ველ სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა.

ამ­ჯე­რად გა­გაც­ნობთ ლიზი ნუ­ცუ­ბი­ძეს, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრში პირ­ვე­ლად გახ­და „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სტი­პენ­დი­ა­ტი.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ

სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უბ­რის და­წყე­ბა საკ­მა­ოდ მი­ჭირს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რთულ საქ­მე­დაც მი­მაჩ­ნია. ამ­ჟა­მად მე­სა­მე კურ­სის სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტი ვარ. ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან ვფიქ­რობ­დი, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა და რა­ღაც ახ­ლის შეს­წავ­ლა იქ­ნე­ბო­და ჩემი ცხოვ­რე­ბის გზის გაგ­რძე­ლე­ბა. ამ­ჟა­მად დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ტა­რებ.

ბავ­შვო­ბი­დან დიდ კავ­შირს ვგრძნობ­დი მუ­სი­კის მი­მართ. ზო­გა­დად, მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის ჰობი არის ის, რაც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, გულ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სით­ბოს უღვრის და რისი კე­თე­ბაც არა­სო­დეს არ ეზა­რე­ბა. ჩემ­თვის პი­რა­დად ასე­თი, რამ არის მუ­სი­კის მოს­მე­ნა. ჩემი დღე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემი ყურ­სას­მე­ნე­ბის გა­რე­შე. გა­მო­რი­ცხუ­ლია ქუ­ჩა­ში მათ გა­რე­შე გა­ვი­დე. მუ­სი­კის მოს­მე­ნი­სას ვმშვიდ­დე­ბი, სევ­დის­გან ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბი და ვგრძნობ, რომ რაც უნდა მოხ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ვგრძნობ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის და მო­მავ­ლის რწმე­ნა არ უნდა დავ­კარ­გოთ. ყო­ველ­დღი­უ­რად დრო­ის რა­ღაც ნა­წილს სხვა­დას­ხვა ჟან­რის მუ­სი­კის მოს­მე­ნას ვუთ­მობ. ალ­ბათ, ამ მხრივ ცოტა მეტი ნიჭი რომ მქო­ნო­და, ბო­ლომ­დე მი­ვუ­ძღვნი­დი თავს.

ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა მას­წავ­ლა და ვინც დღეს რო­გო­რიც ვარ, ისე­თად მაქ­ცია, დე­და­ჩე­მია. ის რომ არა, სა­კი­თხა­ვია სა­ერ­თოდ შევ­ძლებ­დი კი სტი­პენ­დი­ა­ტებ­ში მოხ­ვედ­რას?

ერთი სული მაქვს, რო­დის და­ვას­რუ­ლებ ბა­კა­ლავ­რი­ატს. გეგ­მა­ში მაქვს მა­გის­ტრა­ტუ­რის გაგ­რძე­ლე­ბა, რათა კვა­ლი­ფი­კა­ცია ავი­მაღ­ლო. შემ­დეგ კი მსურს, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნათ?

ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის და­წყე­ბამ­დე მი­ვი­ღე. ბავ­შვო­ბის ლიზი ამ სფე­როს­გან სა­ერ­თოდ გან­სხვა­ვე­ბულს, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლას ნატ­რობ­და და სჯე­რო­და, რომ მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას შეც­ვლი­და. თუმ­ცა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მივ­ხვდი, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ნამ­დვი­ლად არ მო­ერ­გე­ბო­და ჩემს პი­როვ­ნე­ბას ისე, რო­გორც წარ­მო­მედ­გი­ნა. ამი­ტო­მაც, და­ვი­წყე ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დროს მივ­ხვდი, რომ სა­სურ­სა­თო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იყო ერთ-ერთი ფარ­თო და მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც გახ­დე­ბო­და ჩემი ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სია. ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო ვრწმუნ­დე­ბი, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ უკა­ნას­კნელს ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

რას გვე­ტყვით უშუ­ა­ლოდ სწავ­ლის პრო­ცეს­ზე, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­დე­ქით კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლის დროს?

თავ­და­პირ­ვე­ლად, სწავ­ლის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ დამ­ქან­ცვე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან სკო­ლის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩნდით და წარ­მოდ­გე­ნა არ გვქონ­და, რა რო­გორ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. თუმ­ცა, დღეს, უშუ­ა­ლოდ სწავ­ლის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნოა. ამ დროს ხში­რად სა­კუ­თარ თა­ვებს სა­ზღვრებს ვუ­წე­სებთ და მერე ამ ლა­ბი­რინ­თი­დან გზის გა­მოკ­ვლე­ვა გვი­ჭირს. ამ კუ­თხით პი­რა­დად მე შე­მიძ­ლია ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი საგ­ნე­ბი ვახ­სე­ნო, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვა არც თუ ისე მარ­ტი­ვი იყო და დიდ შრო­მას მო­ი­თხოვ­და.

რა არის სტუ­დენ­ტის­თვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია რომ ის­წავ­ლოს?

ჩემი აზ­რით, სტუ­დენ­ტთა მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ. პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნებს სწავ­ლის სურ­ვილს გვიღ­ვი­ძებს მი­ზა­ნი, რო­მელ­საც და­ვი­სა­ხავთ ხოლ­მე. სწო­რედ, მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვის უდი­დე­სი ჟინი გვაძ­ლევს დიდ ენერ­გი­ას. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, სტი­პენ­დი­ე­ბი და მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სტუ­დენტს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ეს უკა­ნას­კნე­ლი გვა­ნა­ხებს, რომ სწავ­ლა უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­სა­ღე­ბია.

რამ­დე­ნად ელო­დით რომ სტი­პენ­დი­ა­ტი გახ­დე­ბო­დით და რას შეც­ვლის ეს სტი­პენ­დია თქვენ­თვის?

სი­მარ­თლე რომ ვთქვა, სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი. ალ­ბათ, ძა­ლი­ან დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა იმ დღის ემო­ცი­ე­ბი ჩემს გულ­ში, როცა გა­ვი­გე სტი­პენ­დი­ა­ტი გავ­ხდი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში ვი­ყა­ვი კურ­სე­ლებ­თან ერ­თად, რო­დე­საც ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა და ეს ამ­ბა­ვი მი­თხრეს. წამ­ში ისე­თი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მავ­სებს. ეს ფაქ­ტი სა­მო­მავ­ლოდ ჩემს რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნებს შეც­ვლის. და­მა­ჯე­რებს, რომ სწავ­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი და ნა­თე­ლი შე­დე­გი. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ერთ დღეს რა­ღაც ხერ­ხით აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა.

თქვე­ნი აზ­რით, დღეს რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას კვე­ბის ინ­დუსტრია სა­ქარ­თვე­ლო­ში?

დღეს სა­ქარ­თვე­ლო, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლიო, კვე­ბის ინ­დუსტრი­ის კუ­თხით დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. პირ­ველ რიგ­ში, ამას გა­ნა­პი­რო­ბებს მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდას­თან ერ­თად მათი მო­თხოვ­ნე­ბის ზრდაც. ყვე­ლას გვსურს, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვი­ყოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თით. მისი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ ინო­ვა­ცი­ებ­თან ფე­ხის აწყო­ბას მო­ი­თხოვს. დღეს საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში იქ­მნე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის და­ნერგვა კი დიდ ბუ­ნებ­რივ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ რე­სურსს მო­ი­თხოვს. გარ­და ამი­სა, ადა­მი­ა­ნებს გვსურს, ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით მეტი მო­გე­ბა ვნა­ხოთ. ასე­ვე, მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ ნა­ყო­ფი­ე­რი ნი­ა­და­გე­ბის შერ­ჩე­ვა და სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.

რო­გო­რია კვე­ბის ინ­დუსტრი­ის მო­მა­ვა­ლი თქვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვით?

კვე­ბის ინ­დუსტრია ერთ-ერთი მთა­ვა­რი დარ­გია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს უზ­რუნ­ველ­ყოფს. სწო­რედ ამი­ტომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა. კვე­ბის ინ­დუსტრი­ის მო­მა­ვა­ლი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა ადა­მი­ან­თა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია.

რო­გო­რი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვე­ნი თავი 20 წლის შემ­დეგ?

ჩემი აზ­რით, 20 წლის შემ­დეგ ვიქ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­თან შორი-ახ­ლოს ოჯახ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რებ და მექ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც გა­მა­ბედ­ნი­ე­რებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ზო­გი­ერ­თი ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახლა მაქვს, ახ­დე­ნი­ლი მექ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ წარ­სულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არც ერთ ას­პექ­ტში არ მექ­ნე­ბა სი­ნა­ნუ­ლის გან­ცდა. 20 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც გა­დავ­ხე­დავ ჩემი ცხოვ­რე­ბის გზას, იმე­დია ღი­მი­ლით გა­ვიხ­სე­ნებ ყვე­ლა იმ მო­გო­ნე­ბას, რომ­ლებ­საც ნელ-ნელა და­ვაგ­რო­ვებ.

NS

ავტორი:

"სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს" – "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიატი ლიზი ნუცუბიძე

"სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს" – "ნიკორა ჯგუფის" სტიპენდიატი ლიზი ნუცუბიძე

ლიზი ნუცუბიძე ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც მიმდინარე წელს „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიატები გახდნენ. საქართველოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო სტიპენდიას ყოველთვიურად აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების წარმატებულ სტუდენტებს გადასცემს. სტიპენდიატების შერჩევა ყოველ სემესტრულად ხდება.

ამჯერად გაგაცნობთ ლიზი ნუცუბიძეს, რომელიც მიმდინარე სემესტრში პირველად გახდა „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი.

მოგვიყევით თქვენ შესახებ

საკუთარ თავზე საუბრის დაწყება საკმაოდ მიჭირს და აქედან გამომდინარე რთულ საქმედაც მიმაჩნია. ამჟამად მესამე კურსის სასურსათო ტექნოლოგიების სტუდენტი ვარ. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება და რაღაც ახლის შესწავლა იქნებოდა ჩემი ცხოვრების გზის გაგრძელება. ამჟამად დროის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ.

ბავშვობიდან დიდ კავშირს ვგრძნობდი მუსიკის მიმართ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის ჰობი არის ის, რაც ყოველდღიურობის რთული მომენტების დაძლევაში ეხმარება, სიამოვნებას ანიჭებს, გულში დიდი რაოდენობის სითბოს უღვრის და რისი კეთებაც არასოდეს არ ეზარება. ჩემთვის პირადად ასეთი, რამ არის მუსიკის მოსმენა. ჩემი დღე წარმოუდგენელია ჩემი ყურსასმენების გარეშე. გამორიცხულია ქუჩაში მათ გარეშე გავიდე. მუსიკის მოსმენისას ვმშვიდდები, სევდისგან ვთავისუფლდები და ვგრძნობ, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად იქნება. ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის და მომავლის რწმენა არ უნდა დავკარგოთ. ყოველდღიურად დროის რაღაც ნაწილს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენას ვუთმობ. ალბათ, ამ მხრივ ცოტა მეტი ნიჭი რომ მქონოდა, ბოლომდე მივუძღვნიდი თავს.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ავ-კარგიანობა მასწავლა და ვინც დღეს როგორიც ვარ, ისეთად მაქცია, დედაჩემია. ის რომ არა, საკითხავია საერთოდ შევძლებდი კი სტიპენდიატებში მოხვედრას?

ერთი სული მაქვს, როდის დავასრულებ ბაკალავრიატს. გეგმაში მაქვს მაგისტრატურის გაგრძელება, რათა კვალიფიკაცია ავიმაღლო. შემდეგ კი მსურს, წვლილი შევიტანო სასურსათო ტექნოლოგიების განვითარების საქმეში.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ კვების ტექნოლოგიაზე ჩაგებარებინათ?

ამ ფაკულტეტზე სწავლის საბოლოო გადაწყვეტილება აბიტურიენტობის დაწყებამდე მივიღე. ბავშვობის ლიზი ამ სფეროსგან საერთოდ განსხვავებულს, სამედიცინოზე სწავლას ნატრობდა და სჯეროდა, რომ მრავალი ადამიანის ცხოვრებას შეცვლიდა. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად არ მოერგებოდა ჩემს პიროვნებას ისე, როგორც წარმომედგინა. ამიტომაც, დავიწყე ძიების პროცესი და აბიტურიენტობის დროს მივხვდი, რომ სასურსათო ტექნოლოგიები იყო ერთ-ერთი ფართო და მრავალპროფილური საქმიანობა, რომელიც გახდებოდა ჩემი ნამდვილი პროფესია. ყოველდღიურად უფრო და უფრო ვრწმუნდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ უკანასკნელს ჩვენს ყოველდღიურობაში.

რას გვეტყვით უშუალოდ სწავლის პროცესზე, რა გამოწვევების წინაშე დადექით კვების ტექნოლოგიების შესწავლის დროს?

თავდაპირველად, სწავლის პროცესი საკმაოდ დამქანცველი იყო, ვინაიდან სკოლისგან საკმაოდ განსხვავებულ პირობებში აღმოვჩნდით და წარმოდგენა არ გვქონდა, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა, დღეს, უშუალოდ სწავლის პროცესი საკმაოდ სასიამოვნოა. ამ დროს ხშირად საკუთარ თავებს საზღვრებს ვუწესებთ და მერე ამ ლაბირინთიდან გზის გამოკვლევა გვიჭირს. ამ კუთხით პირადად მე შემიძლია ის ტექნოლოგიური საგნები ვახსენო, რომელთა დაძლევა არც თუ ისე მარტივი იყო და დიდ შრომას მოითხოვდა.

რა არის სტუდენტისთვის მთავარი მოტივაცია რომ ისწავლოს?

ჩემი აზრით, სტუდენტთა მთავარი მოტივაცია რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ რიგში, ადამიანებს სწავლის სურვილს გვიღვიძებს მიზანი, რომელსაც დავისახავთ ხოლმე. სწორედ, მიზნებისკენ სწრაფვის უდიდესი ჟინი გვაძლევს დიდ ენერგიას. გარდა ამისა, ვფიქრობ, სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ეს უკანასკნელი გვანახებს, რომ სწავლა უსაზღვრო შესაძლებლობების გასაღებია.

რამდენად ელოდით რომ სტიპენდიატი გახდებოდით და რას შეცვლის ეს სტიპენდია თქვენთვის?

სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ ველოდი. ალბათ, ძალიან დიდხანს დარჩება იმ დღის ემოციები ჩემს გულში, როცა გავიგე სტიპენდიატი გავხდი. უნივერსიტეტის ეზოში ვიყავი კურსელებთან ერთად, როდესაც ტელეფონმა დარეკა და ეს ამბავი მითხრეს. წამში ისეთი დადებითი ენერგიით დავიმუხტე, რომელიც ჯერ კიდევ მავსებს. ეს ფაქტი სამომავლოდ ჩემს რწმენა-წარმოდგენებს შეცვლის. დამაჯერებს, რომ სწავლას ყოველთვის აქვს აზრი და ნათელი შედეგი. ეს უკანასკნელი კი ერთ დღეს რაღაც ხერხით აუცილებლად გამოჩნდება.

თქვენი აზრით, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას კვების ინდუსტრია საქართველოში?

დღეს საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, კვების ინდუსტრიის კუთხით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. პირველ რიგში, ამას განაპირობებს მოსახლეობის ზრდასთან ერთად მათი მოთხოვნების ზრდაც. ყველას გვსურს, უზრუნველყოფილი ვიყოთ მრავალფეროვანი და უვნებელი სურსათით. მისი დაკმაყოფილება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ინოვაციებთან ფეხის აწყობას მოითხოვს. დღეს საკმაოდ მოკლე დროში იქმნება სხვადასხვანაირად გაუმჯობესებული პროდუქტი. მსგავსი რაღაცების დანერგვა კი დიდ ბუნებრივ და ტექნოლოგიურ რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, ადამიანებს გვსურს, ნაკლები რესურსის გამოყენებით მეტი მოგება ვნახოთ. ასევე, მთავარ გამოწვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნაყოფიერი ნიადაგების შერჩევა და სწორად გამოყენება.

როგორია კვების ინდუსტრიის მომავალი თქვენი თვალთახედვით?

კვების ინდუსტრია ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც ადამიანების აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების წესს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით დღითიდღე იზრდება ინტერესი კვების ტექნოლოგიის მიმართულებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღე იზრდება. კვების ინდუსტრიის მომავალი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ სფეროს განვითარება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების პირდაპირპროპორციულია.

როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 20 წლის შემდეგ?

ჩემი აზრით, 20 წლის შემდეგ ვიქნები საქართველოში, თბილისთან შორი-ახლოს ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ და მექნება სამსახური, რომელიც გამაბედნიერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი ოცნება, რომელიც ახლა მაქვს, ახდენილი მექნება. იმედი მაქვს, რომ წარსულთან დაკავშირებით არც ერთ ასპექტში არ მექნება სინანულის განცდა. 20 წლის შემდეგ, როდესაც გადავხედავ ჩემი ცხოვრების გზას, იმედია ღიმილით გავიხსენებ ყველა იმ მოგონებას, რომლებსაც ნელ-ნელა დავაგროვებ.

NS