სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოვის ამბებიდან 13 დღე იყო გასული, როცა გადავწყვიტე, გულში რაც მქონდა, ამომეღო... სწორედ ამას უკავშირდება სიმბოლურად მოქარგული ვარდი" - სტიქიას გადარჩენილი "ერთი ადამიანის საწარმო"
"შოვის ამბებიდან 13 დღე იყო გასული, როცა გადავწყვიტე, გულში რაც მქონდა, ამომეღო... სწორედ ამას უკავშირდება სიმბოლურად მოქარგული ვარდი" - სტიქიას გადარჩენილი "ერთი ადამიანის საწარმო"

წელს და­სას­ვე­ნებ­ლად შოვ­ში წა­სულ წყვილს მძი­მე აგ­ვის­ტო ჰქონ­და - მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად, ღვარ­ცოფ­თან ბრძო­ლა მო­უხ­დათ. 6-მეტ­რი­ან ტალ­ღე­ბის პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი სტი­ქი­ას არ­ცერ­თი წა­მით არ და­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც მათ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებ­და. მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძემ და მის­მა ქმარ­მა, 4 წლის კო­ტი­კო იმ სა­ში­ნე­ლე­ბი­დან უვ­ნე­ბე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს, თა­ვად კი ნა­კაწ­რე­ბი და და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი საკ­მა­რი­სად მი­ი­ღეს... დღეს მა­რი­ამს იმ მძი­მე დღის გახ­სე­ნე­ბა ცრემ­ლის გა­რე­შე არ შე­უძ­ლია და ცდი­ლობს, რომ არც გა­იხ­სე­ნოს. თუმ­ცა ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით მა­ინც ვერ ას­ცდა ამას.

- მა­რი­ამ, რო­გორ ხართ მძი­მე ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ?

- თავს ბევ­რად უკე­თე­სად ვგრძნობ, ვიდ­რე იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც აქამ­დე მოს­ვლას დას­ჭირ­და. ძა­ლი­ან დიდი როლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩემს ოჯახს, მე­გობ­რებს, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რებს და სტუ­დენ­ტებს მი­უ­ძღვით. გვერ­დში და­მიდ­გნენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ან­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს... ის დღე თუ არ გა­მახ­სენ­და, კარ­გად ვარ და მერე მომ­დის ცრემ­ლე­ბი, მაგ­რამ ხან­და­ხან ამ ფიქ­რებ­საც ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ...

- გან­საც­დე­ლი, რაც თავს და­გა­ტყდათ და გა­და­ი­ტა­ნეთ, რით ხსნი, რა­ტომ მოხ­და? თუ ჯერ ცოტა დროა გა­სუ­ლი იმის­თვის, რომ ეს შე­ა­ფა­სოთ?

- ჯერ კი­დევ ვერ ვხვდე­ბი, ჩვენს თავს ეს ამ­ბა­ვი რა­ტომ მოხ­და. უბ­რა­ლოდ, მე და ჩემი ქმა­რი, იმ სი­ტუ­ა­ცი­ას რომ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ნული იყო. დღეს რომ აქ ვართ და ცო­ცხლე­ბი ვართ, ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რა­მაა. მარ­თლაც სას­წა­უ­ლი და აუხ­სნე­ლია. ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ... გა­რეთ სა­სე­ირ­ნოდ უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, მე საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი, ამი­ტომ ჩემს ქმარს ვუ­თხა­რი, კო­ტი­კო და შენ ჩა­დით და მეც გა­მო­ვალ-მეთ­ქი. კარ­გი, რა, ცალ-ცალ­კე რა­ტომ ვი­ა­როთ, და­გე­ლო­დე­ბით და ერ­თად ჩა­ვი­დე­თო. კი­დევ კარ­გი რომ არ გა­მიშ­ვა, კი­დევ კარ­გი რა­ღაც ცუდ ად­გილ­ზე არ წა­ვე­დით, კი­დევ კარ­გი, რომ მე და კო­ტი­კო თა­ვის დრო­ზე მოვ­ბრუნ­დით. კი, ბევ­რი რამ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს.

- სად იყა­ვით კო­ტი­კოს­თან ერ­თად?

- დი­ლი­დან სას­ტუმ­რო "რა­ჭის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყავ­და გაყ­ვა­ნი­ლი, სა­ქა­ნე­ლებ­ზე, მაგ პე­რი­ოდ­ში ჩემს ქმარს ეძი­ნა... მერე კი­დევ კარ­გი ფი­ჩხის სა­ძებ­ნე­ლად გა­ვე­დი და შორს არ წავ­სულ­ვართ. ვხე­დავ­დი ჩემს ქმარს და შვილს და ისე არ მოვ­წყდი, რომ ვე­რა­ფე­რი გა­მე­გო. რა­ღა­ცე­ბი ისეა ერ­თმა­ნეთ­თან გა­დაკ­ვე­თი­ლი, ნამ­დვი­ლად სას­წა­უ­ლია... ასე რომ, არ აქვს ლო­გი­კუ­რი ახ­სნა, რო­გორ გა­დავ­რჩით. 6-მეტ­რი­ა­ნი მე­წყრის ტალ­ღის დარ­ტყმის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი რომ ხარ, გა­სა­ო­ცა­რია. ეს წყა­ლი ხომ არ იყო, რომ თავი ამოგ­ვე­ყო. ქვე­ბით, ტა­ლა­ხით, ხე­ე­ბით სავ­სე მასა მო­დი­ო­და... სა­ნამ რა­ჭა­ში წა­ვი­დო­დით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად მცხე­თის ტაძ­რე­ბის მო­სა­ლო­ცად ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი. ყვე­ლა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მო­ვი­ა­რეთ. იმ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი უკვე ჩემს ოჯახ­თან ერ­თად შოვ­ში წა­ვე­დი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი­ვით გა­მომ­დის, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად მგო­ნია, რომ იმ დღის მად­ლი, ის და­დე­ბი­თი ენერ­გია თან გაგ­ვყვა...

- პა­ტა­რა კო­ტი­კო რო­გორ არის?

- ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, კარ­გად და ეს მაძ­ლი­ე­რებს. იმ ამ­ბავ­მა და იმ ყვე­ლა­ფერ­მა, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, კო­ტი­კო­ზე არ და­ტო­ვა მძი­მე კვა­ლი. ახ­სოვს დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, ჰყვე­ბა კი­დე­ვაც, - აი, ხე რომ მოგ­ვდევ­და და მა­მამ იქ რომ გა­და­მახ­ტუ­ნა - ბავ­შვი სა­ო­ცარ კად­რებს ხე­დავ­და, იმ სა­ში­ნე­ლე­ბის პი­რის­პირ იყო... კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ფსი­ქო­ლო­გებ­თან გა­ვი­ა­რეთ, მა­ნამ­დე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გი რჩე­ვებს მაძ­ლევ­და და ისევ მაძ­ლევს. იმის­თვის, რომ ბავ­შვზე იმ ყვე­ლა­ფერ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი არც ახლა და არც სა­მო­მავ­ლოდ არ და­ტო­ვოს, ამის­თვის სა­ფუძ­ველს მისი ასა­კი იძ­ლე­ვა. 4 წლი­საა და სა­ერ­თოდ ვერ აღიქ­ვამს ისე მძაფ­რად, რო­გორც ამას ჩვენ და მოზ­რდი­ლი ბავ­შვე­ბი. ასე რომ, არც ფსი­ქი­კუ­რად და არც ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი ეტყო­ბა - ჩემ­მა ქმარ­მა უნა­კაწ­როდ გა­მო­იყ­ვა­ნა. სა­ერ­თოდ, იქი­დან ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ასე გა­მო­ვი­და... ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვი­საც მალე და­ლაგ­დე­ბა.

- თემა შევ­ცვა­ლოთ... სად სწავ­ლობ?

- 2016 წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე. ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ხრით ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხე. თუმ­ცა შემ­დეგ აკა­დე­მი­უ­რის აღე­ბა მო­მი­წია და ეგ პე­რი­ო­დი 4 წელი გაგ­რძელ­და. მერე მივ­ხვდი, რომ ფსი­ქო­ლო­გია აღარ მინ­დო­და და გა­დავ­წყვი­ტე, სა­ბუ­თე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­და­მე­ტა­ნა. ამ­ჟა­მად სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი გახ­ლა­ვართ.

- გარ­და იმი­სა, რომ ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ხარ და ხარ სტუ­დენ­ტი, გაქვს უსაყ­ვარ­ლე­სი საქ­მე. გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­სე­სუ­ა­რებს აკე­თებ. თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, შო­ვის ამ­ბე­ბის შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს გული ვე­ღარ და­უ­დე. მხო­ლოდ ერთი გულ­საბ­ნე­ვი "ვარ­დი" გა­ა­კე­თე. სიმ­ბო­ლუ­რად ის შოვ­ში გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს მი­უ­ძღვე­ნი, ხომ?

- სტრე­სის და ცუდი გან­წყო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ერ­თოდ ქარ­გვა მეხ­მა­რე­ბა. ამას ყვე­ლა­ნა­ი­რი სტრე­სის­გან გა­მოვ­ყა­ვარ. ჩემი საქ­მეა, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში მახ­სოვს, რომ სა­მუ­შაო კუ­თხის­კენ არც ვი­ყუ­რე­ბო­დი, ახ­ლოს ვერ მივ­დი­ო­დი. სა­ერ­თოდ რო­დე­საც რა­ღა­ცას ქარ­გავ, შენი ემო­ცი­ე­ბი - კარ­გიც და ცუ­დიც ნა­მუ­შე­ვარ­ზე აი­სა­ხე­ბა. ალ­ბათ შო­ვის ამ­ბე­ბი­დან 13 დღე იყო გა­სუ­ლი, რომ გა­დავ­წყვი­ტე, გულ­ში რაც მქონ­და, ამო­მე­ღო და სა­ბო­ლო­ოდ რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემ­გან გა­მეშ­ვა. სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა ის სიმ­ბო­ლუ­რად მო­ქარ­გუ­ლი ვარ­დი.

მას­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ყვე­ლა წამი და წუთი ასო­ცი­რე­ბუ­ლი იყო შო­ვის ამ­ბავ­თან და იმ კად­რებ­თან, რის ნახ­ვაც მოგ­ვიხ­და და რა­საც შე­ვე­ჯა­ხეთ. ამ აქ­სე­სუ­არ­ში ის ყვე­ლა­ფე­რია ჩაქ­სო­ვი­ლი. რო­გორც კი შე­ხე­დავ, მა­შინ­ვე ხვდე­ბი, რომ მო­წყე­ნი­ლი და მომ­ჭკნა­რი ვარ­დია, რო­მე­ლიც მა­ინც ცდი­ლობს, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ი­ხა­როს. მისი გა­ყიდ­ვა არც მი­ფიქ­რია, უნდა იყოს მუ­დამ ჩემ­თან არა იმ დატ­ვირ­თვით, რომ გა­მახ­სე­ნოს ყვე­ლა­ფე­რი ცუდი, პი­რი­ქით, ის, რომ მე ეს ამ­ბა­ვი ჩემი ოჯა­ხით გა­მო­ვი­ა­რე და ღმერ­თის მად­ლით ყვე­ლა გა­დავ­რჩით.

- სა­ერ­თოდ რო­გორ მო­ვი­და ეს გა­ტა­ცე­ბა შენ­თან?

- რაც თავი მახ­სოვს, ხელ­საქ­მე სულ მიყ­ვარ­და. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვხა­ტავ­დი, მერე დედა ემიგ­რან­ტი გახ­და და რა­ღაც­ნა­ი­რად ხატ­ვა­ზე ხელი ავი­ღე. იმის მერე ვფიქ­რობ, რომ ვერ ვხა­ტავ, არ შე­მიძ­ლია და არ გა­მომ­დის... ეს ხელ­საქ­მე კი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სულ იყო. სახ­ლის­თვის დე­კო­რა­ტი­ულ ნივ­თებს, სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რებს, სუ­ვე­ნი­რებს ვა­კე­თებ­დი. ორ­სუ­ლად რომ ვი­ყა­ვი, სახ­ლში მი­წევ­და ყოფ­ნა და ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცემ­მა ადა­მი­ან­მა მი­თხრა, - მოდი, ბრო­შე­ბის კე­თე­ბა და­ი­წყეო. მირ­ჩია, გულ­საბ­ნე­ვე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. რამ­დე­ნი­მე ბრო­ში რომ გა­ვა­კე­თე, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მისი ნა­ხე­ვა­რი ემო­ცია მა­ინც ის იყო, რომ ჩემ­თვის სტი­მუ­ლი მი­ე­ცა. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ მახ­სოვს ჩემი პირ­ვე­ლი ბრო­შე­ბი, დი­დად მო­სა­წო­ნი არ იყო. იმის მერე მივ­ყე­ვი, მივ­ყე­ვი და სა­ბო­ლო­ოდ შევ­ქმე­ნი ჩემი გვერ­დი „ატა­რე თი­ლის­მა“.

- მოკ­ლედ, ეს­კი­ზებ­საც შენ ქმნი, თა­ვად­ვე ქარ­გავ და სა­კუ­თარ პრო­დუქტს რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­საც თვი­თონ უწევ. ერთი ადა­მი­ა­ნის სა­წარ­მო­სა­ვი­თაა...

- ასე გა­მო­დის... არის გულ­საბ­ნე­ვე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი, სა­ყუ­რე­ე­ბი, სა­სურ­ვე­ლი ფორ­მის ბრე­ლო­კე­ბი, „აბა­დო­კე­ბი“. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ისე­თი შეკ­ვე­თე­ბიც კი ამი­ღია და და­მიმ­ზა­დე­ბია, რა­საც მე არ ვქმნი. მახ­სენ­დე­ბა მა­გა­ლი­თად, ქალს შავი ვუ­ა­ლი გა­ვუ­კე­თე. რო­დე­საც ადა­მი­ანს მოს­წონს ჩემი მომ­სა­ხუ­რე­ბა და ხდე­ბა ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, იმას კი არ ფიქ­რობს, სხვა რო­გორ გა­ა­კე­თებ­და ამას, მო­დის და პირ­და­პირ გე­კი­თხე­ბა, - ამას თუ გა­მი­კე­თებ? ჰოდა, მეც გა­მი­კე­თე­ბია.

- რა იყე­ნებ და რა დრო სჭირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლის დამ­ზა­დე­ბას?

- ყვე­ლა­ზე მარ­ტივ აქ­სე­სუ­არს 4 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა, რომ და­ვა­მუ­შაო. ვმუ­შა­ობ ძი­რი­თა­დად ჩე­ხუ­რი მა­სა­ლით - კრის­ტა­ლე­ბით და ბი­სე­რე­ბით. კო­ვი­დამ­დე ჩემი მე­გო­ბა­რი იყო იქ და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­მიგ­ზავ­ნა. კო­ვი­დის მე­რეც ერთხელ იყო ჩა­სუ­ლი და მა­ში­ნაც უამ­რა­ვი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მი­ძი­ნა. რე­ა­ლუ­რად მა­ინც ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბის გა­მო­წე­რა მი­წევს, რად­გან ჩვენ­თან კარგ ხა­რისხს ნაკ­ლე­ბად ნა­ხავ. არის კი­დევ სხვა­დას­ხვა შე­რე­უ­ლი მა­სა­ლაც, რაც თბი­ლი­სის სა­გა­ლან­ტე­რე­ო­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნო. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. ამას­თან, ამ სფე­რო­ში დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა. პი­რა­დად მე დიდი შრო­მა მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი, რომ ყო­ველ­მხრივ დახ­ვე­წი­ლი ნივ­თე­ბი და­ვამ­ზა­დო. დროც ბევ­რი დას­ჭირ­და. ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მით ვის­წავ­ლე და ამ საქ­მის მი­მართ ჩე­მე­ბუ­რი მიდ­გო­მე­ბიც მაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

- ხომ არ აპი­რებ შენი სა­ხე­ლოს­ნოს გახ­სნას?

- კი, ეს არის ჩემი მი­ზა­ნი, პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო სტუ­დი­ამ­დე ძა­ლი­ან მინ­და, მი­ვი­დე, ამის­კე­ნაც მი­ვილ­ტვი, უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე, როცა სტუ­დენ­ტი ვარ, თან პა­ტა­რა მყავს, ამ­ხე­ლა საქ­მის შე­ჭი­დე­ბა ჯერ არ გა­მო­ვა. ხში­რად, როცა შუ­ა­ლე­დუ­რი გა­მოც­დე­ბი მაქვს, უა­რის თქმა მი­წევს შეკ­ვე­თა­ზე, ან გა­და­ვა­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე ჩემი ხელ­საქ­მე არის ჩემი სა­სურ­ვე­ლი და სა­ოც­ნე­ბო სამ­სა­ხუ­რი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უკავ­შირ­დე­ბა სიმ­შვი­დეს, ძა­ლი­ან დიდ სი­ხა­რულს იმის გამო, რომ მომ­ხმა­რებ­ლის უკუ­კავ­შირს ვი­ღებ. ისე­თი ემო­ცი­ე­ბი ტრი­ა­ლებს ჩემს გარ­შე­მო, რა გი­თხრათ. თუმ­ცა იმ პრო­ფე­სი­ას, რო­მელ­საც ახლა ვე­უფ­ლე­ბი, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნებ, ამას მო­მა­ვა­ლი აჩ­ვე­ნებს. მოკ­ლედ, მაქვს დრო, რა­ღა­ცე­ბი ახლა დავ­გეგ­მო, რა­საც ცოტა ხან­ში აუ­ცი­ლებ­ლად სის­რუ­ლე­შიც მო­ვიყ­ვან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

მშვენიერი ნამუშევრები აქვს. მოვიხიბლე. სურვილიც კი გამიჩნდა მქონდეს.რა ბედნიერებაა , რომ გადარჩნენ. ნეტავ , ის საშინელი დღე საერთოდ არ ყოფილიყო კალენდარზე :(( ჯანმრთელობა გადარჩენილებს. ხსოვნა დაღუპულებს.

გვანცა
0

სასწაული ხელი გაქვს. იხარე და იბედნიერე ოჯახთან ერთად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შოვის ამბებიდან 13 დღე იყო გასული, როცა გადავწყვიტე, გულში რაც მქონდა, ამომეღო... სწორედ ამას უკავშირდება სიმბოლურად მოქარგული ვარდი" - სტიქიას გადარჩენილი "ერთი ადამიანის საწარმო"

"შოვის ამბებიდან 13 დღე იყო გასული, როცა გადავწყვიტე, გულში რაც მქონდა, ამომეღო... სწორედ ამას უკავშირდება სიმბოლურად მოქარგული ვარდი" - სტიქიას გადარჩენილი "ერთი ადამიანის საწარმო"

წელს დასასვენებლად შოვში წასულ წყვილს მძიმე აგვისტო ჰქონდა - მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღვარცოფთან ბრძოლა მოუხდათ. 6-მეტრიან ტალღების პირისპირ დარჩენილები სტიქიას არცერთი წამით არ დანებდნენ, რომელიც მათ გარშემო ყველაფერს ანადგურებდა. მარიამ ბერიანიძემ და მისმა ქმარმა, 4 წლის კოტიკო იმ საშინელებიდან უვნებელი გამოიყვანეს, თავად კი ნაკაწრები და დაჟეჟილობები საკმარისად მიიღეს... დღეს მარიამს იმ მძიმე დღის გახსენება ცრემლის გარეშე არ შეუძლია და ცდილობს, რომ არც გაიხსენოს. თუმცა ჩვენი საუბარი გარკვეული ფორმით მაინც ვერ ასცდა ამას.

- მარიამ, როგორ ხართ მძიმე ზაფხულის შემდეგ?

- თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აქამდე მოსვლას დასჭირდა. ძალიან დიდი როლი ამ ყველაფერში ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მიუძღვით. გვერდში დამიდგნენ... ეს ყველაფერი ადამიანზე ფსიქოლოგიურად დადებითად მოქმედებს... ის დღე თუ არ გამახსენდა, კარგად ვარ და მერე მომდის ცრემლები, მაგრამ ხანდახან ამ ფიქრებსაც ვერაფერს ვუხერხებ...

- განსაცდელი, რაც თავს დაგატყდათ და გადაიტანეთ, რით ხსნი, რატომ მოხდა? თუ ჯერ ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ ეს შეაფასოთ?

- ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, ჩვენს თავს ეს ამბავი რატომ მოხდა. უბრალოდ, მე და ჩემი ქმარი, იმ სიტუაციას რომ ვაანალიზებთ, რეალურად ჩვენი გადარჩენის შანსი ნული იყო. დღეს რომ აქ ვართ და ცოცხლები ვართ, ეს დაუჯერებელი რამაა. მართლაც სასწაული და აუხსნელია. ბევრ რამეზე ვფიქრობ... გარეთ სასეირნოდ უნდა ჩავსულიყავით, მე საჭმელს ვაკეთებდი, ამიტომ ჩემს ქმარს ვუთხარი, კოტიკო და შენ ჩადით და მეც გამოვალ-მეთქი. კარგი, რა, ცალ-ცალკე რატომ ვიაროთ, დაგელოდებით და ერთად ჩავიდეთო. კიდევ კარგი რომ არ გამიშვა, კიდევ კარგი რაღაც ცუდ ადგილზე არ წავედით, კიდევ კარგი, რომ მე და კოტიკო თავის დროზე მოვბრუნდით. კი, ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს.

- სად იყავით კოტიკოსთან ერთად?

- დილიდან სასტუმრო "რაჭის" ტერიტორიაზე მყავდა გაყვანილი, საქანელებზე, მაგ პერიოდში ჩემს ქმარს ეძინა... მერე კიდევ კარგი ფიჩხის საძებნელად გავედი და შორს არ წავსულვართ. ვხედავდი ჩემს ქმარს და შვილს და ისე არ მოვწყდი, რომ ვერაფერი გამეგო. რაღაცები ისეა ერთმანეთთან გადაკვეთილი, ნამდვილად სასწაულია... ასე რომ, არ აქვს ლოგიკური ახსნა, როგორ გადავრჩით. 6-მეტრიანი მეწყრის ტალღის დარტყმის შემდეგ ცოცხალი რომ ხარ, გასაოცარია. ეს წყალი ხომ არ იყო, რომ თავი ამოგვეყო. ქვებით, ტალახით, ხეებით სავსე მასა მოდიოდა... სანამ რაჭაში წავიდოდით, უნივერსიტეტის ჯგუფელებთან ერთად მცხეთის ტაძრების მოსალოცად ვიყავით წასულები. ყველა ეკლესია-მონასტერი მოვიარეთ. იმ დღეს განსაკუთრებული ენერგიით დავიმუხტე. რამდენიმე დღეში კი უკვე ჩემს ოჯახთან ერთად შოვში წავედი. დაუჯერებელი ამბავივით გამომდის, მაგრამ რაღაცნაირად მგონია, რომ იმ დღის მადლი, ის დადებითი ენერგია თან გაგვყვა...

- პატარა კოტიკო როგორ არის?

- ჩვენგან განსხვავებით, კარგად და ეს მაძლიერებს. იმ ამბავმა და იმ ყველაფერმა, რაც გამოვიარეთ, კოტიკოზე არ დატოვა მძიმე კვალი. ახსოვს დეტალურად ყველაფერი, ჰყვება კიდევაც, - აი, ხე რომ მოგვდევდა და მამამ იქ რომ გადამახტუნა - ბავშვი საოცარ კადრებს ხედავდა, იმ საშინელების პირისპირ იყო... კონსულტაციები ფსიქოლოგებთან გავიარეთ, მანამდე ჩემი საუკეთესო მეგობარი, ბავშვთა ფსიქოლოგი რჩევებს მაძლევდა და ისევ მაძლევს. იმისთვის, რომ ბავშვზე იმ ყველაფერმა სერიოზული კვალი არც ახლა და არც სამომავლოდ არ დატოვოს, ამისთვის საფუძველს მისი ასაკი იძლევა. 4 წლისაა და საერთოდ ვერ აღიქვამს ისე მძაფრად, როგორც ამას ჩვენ და მოზრდილი ბავშვები. ასე რომ, არც ფსიქიკურად და არც ფიზიკურად არაფერი ეტყობა - ჩემმა ქმარმა უნაკაწროდ გამოიყვანა. საერთოდ, იქიდან ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ასე გამოვიდა... ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩვენთვისაც მალე დალაგდება.

- თემა შევცვალოთ... სად სწავლობ?

- 2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე. ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის განხრით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. თუმცა შემდეგ აკადემიურის აღება მომიწია და ეგ პერიოდი 4 წელი გაგრძელდა. მერე მივხვდი, რომ ფსიქოლოგია აღარ მინდოდა და გადავწყვიტე, საბუთები საერთაშორისო ურთიერთობებზე გადამეტანა. ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების მეოთხე კურსის სტუდენტი გახლავართ.

- გარდა იმისა, რომ ოჯახის დიასახლისი ხარ და ხარ სტუდენტი, გაქვს უსაყვარლესი საქმე. განსაკუთრებულ აქსესუარებს აკეთებ. თუმცა, როგორც ვიცი, შოვის ამბების შემდეგ ამ ყველაფერს გული ვეღარ დაუდე. მხოლოდ ერთი გულსაბნევი "ვარდი" გააკეთე. სიმბოლურად ის შოვში გარდაცვლილ ადამიანებს მიუძღვენი, ხომ?

- სტრესის და ცუდი განწყობის პერიოდში საერთოდ ქარგვა მეხმარება. ამას ყველანაირი სტრესისგან გამოვყავარ. ჩემი საქმეა, მაგრამ იმ პერიოდში მახსოვს, რომ სამუშაო კუთხისკენ არც ვიყურებოდი, ახლოს ვერ მივდიოდი. საერთოდ როდესაც რაღაცას ქარგავ, შენი ემოციები - კარგიც და ცუდიც ნამუშევარზე აისახება. ალბათ შოვის ამბებიდან 13 დღე იყო გასული, რომ გადავწყვიტე, გულში რაც მქონდა, ამომეღო და საბოლოოდ რაღაცნაირად ჩემგან გამეშვა. სწორედ ამას უკავშირდება ის სიმბოლურად მოქარგული ვარდი.

მასზე მუშაობისას ყველა წამი და წუთი ასოცირებული იყო შოვის ამბავთან და იმ კადრებთან, რის ნახვაც მოგვიხდა და რასაც შევეჯახეთ. ამ აქსესუარში ის ყველაფერია ჩაქსოვილი. როგორც კი შეხედავ, მაშინვე ხვდები, რომ მოწყენილი და მომჭკნარი ვარდია, რომელიც მაინც ცდილობს, რაღაცნაირად გაიხაროს. მისი გაყიდვა არც მიფიქრია, უნდა იყოს მუდამ ჩემთან არა იმ დატვირთვით, რომ გამახსენოს ყველაფერი ცუდი, პირიქით, ის, რომ მე ეს ამბავი ჩემი ოჯახით გამოვიარე და ღმერთის მადლით ყველა გადავრჩით.

- საერთოდ როგორ მოვიდა ეს გატაცება შენთან?

- რაც თავი მახსოვს, ხელსაქმე სულ მიყვარდა. ბავშვობაში ძალიან კარგად ვხატავდი, მერე დედა ემიგრანტი გახდა და რაღაცნაირად ხატვაზე ხელი ავიღე. იმის მერე ვფიქრობ, რომ ვერ ვხატავ, არ შემიძლია და არ გამომდის... ეს ხელსაქმე კი ჩემს ცხოვრებაში სულ იყო. სახლისთვის დეკორატიულ ნივთებს, საახალწლო აქსესუარებს, სუვენირებს ვაკეთებდი. ორსულად რომ ვიყავი, სახლში მიწევდა ყოფნა და ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანმა მითხრა, - მოდი, ბროშების კეთება დაიწყეო. მირჩია, გულსაბნევები გამეკეთებინა. რამდენიმე ბროში რომ გავაკეთე, ძალიან მოეწონა, მაგრამ ვფიქრობ, მისი ნახევარი ემოცია მაინც ის იყო, რომ ჩემთვის სტიმული მიეცა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მახსოვს ჩემი პირველი ბროშები, დიდად მოსაწონი არ იყო. იმის მერე მივყევი, მივყევი და საბოლოოდ შევქმენი ჩემი გვერდი „ატარე თილისმა“.

- მოკლედ, ესკიზებსაც შენ ქმნი, თავადვე ქარგავ და საკუთარ პროდუქტს რეალიზაციასაც თვითონ უწევ. ერთი ადამიანის საწარმოსავითაა...

- ასე გამოდის... არის გულსაბნევები, სამაჯურები, საყურეები, სასურველი ფორმის ბრელოკები, „აბადოკები“. ხშირ შემთხვევაში, ისეთი შეკვეთებიც კი ამიღია და დამიმზადებია, რასაც მე არ ვქმნი. მახსენდება მაგალითად, ქალს შავი ვუალი გავუკეთე. როდესაც ადამიანს მოსწონს ჩემი მომსახურება და ხდება ერთგული მომხმარებელი, იმას კი არ ფიქრობს, სხვა როგორ გააკეთებდა ამას, მოდის და პირდაპირ გეკითხება, - ამას თუ გამიკეთებ? ჰოდა, მეც გამიკეთებია.

- რა იყენებ და რა დრო სჭირდება თითოეულის დამზადებას?

- ყველაზე მარტივ აქსესუარს 4 საათი სჭირდება, რომ დავამუშაო. ვმუშაობ ძირითადად ჩეხური მასალით - კრისტალებით და ბისერებით. კოვიდამდე ჩემი მეგობარი იყო იქ და დიდი რაოდენობით გამომიგზავნა. კოვიდის მერეც ერთხელ იყო ჩასული და მაშინაც უამრავი რაოდენობით შემიძინა. რეალურად მაინც ბუნებრივი ქვების გამოწერა მიწევს, რადგან ჩვენთან კარგ ხარისხს ნაკლებად ნახავ. არის კიდევ სხვადასხვა შერეული მასალაც, რაც თბილისის საგალანტერეოში შეიძლება აღმოაჩინო. ძალიან შრომატევადი საქმეა. ამასთან, ამ სფეროში დიდი კონკურენციაა. პირადად მე დიდი შრომა მაქვს ჩადებული, რომ ყოველმხრივ დახვეწილი ნივთები დავამზადო. დროც ბევრი დასჭირდა. ყველაფერი ჩემით ვისწავლე და ამ საქმის მიმართ ჩემებური მიდგომებიც მაქვს შემუშავებული.

- ხომ არ აპირებ შენი სახელოსნოს გახსნას?

- კი, ეს არის ჩემი მიზანი, პატარა სახელოსნო სტუდიამდე ძალიან მინდა, მივიდე, ამისკენაც მივილტვი, უბრალოდ, ამ ეტაპზე, როცა სტუდენტი ვარ, თან პატარა მყავს, ამხელა საქმის შეჭიდება ჯერ არ გამოვა. ხშირად, როცა შუალედური გამოცდები მაქვს, უარის თქმა მიწევს შეკვეთაზე, ან გადავადება. ამ ეტაპზე ჩემი ხელსაქმე არის ჩემი სასურველი და საოცნებო სამსახური, რაც ყველაზე მეტად უკავშირდება სიმშვიდეს, ძალიან დიდ სიხარულს იმის გამო, რომ მომხმარებლის უკუკავშირს ვიღებ. ისეთი ემოციები ტრიალებს ჩემს გარშემო, რა გითხრათ. თუმცა იმ პროფესიას, რომელსაც ახლა ვეუფლები, როგორ გამოვიყენებ, ამას მომავალი აჩვენებს. მოკლედ, მაქვს დრო, რაღაცები ახლა დავგეგმო, რასაც ცოტა ხანში აუცილებლად სისრულეშიც მოვიყვან.