ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება შეძლოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის დღეს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტს დაესწრება.
ნატო-ს გენერალურ მდივანს დაუსვეს შეკითხვა, როგორ აფასებს რუსეთის გეგმას, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით.
"რუსეთის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა იმისთვის, რომ მიაღწიოს სამხედრო მიზნებს უკრაინაში. მაგრამ, ასევე, რეალურად, ისინი თავდაცვაზე გადაიყვანეს, რადგან უკრაინელებმა, რეალურად, მიაღწიეს წარმატებას ყირიმში სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში და ამიტომ რუსეთი ეძებს ალტერნატივებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ჰოოო, პორტების საერთაშორისო რეესტრში ეს "პორტი" მოიხსენიება საპორტე პუნქტად და არა პორტად, რადგან მას სულ ერთი ნავმისადგომი აქვს სადაც მაქსიმუმ ერთი 130 მეტრიანი გემი ეტევა სიგანით 25 მეტრი და სიღრმით 5 მეტრი და პორტში შესასვლელი არხი შიგ ჩამდინარე "ჯუყმურით" ისილება, აქამდე ძირითადად სიგარეტის კონტრაბანდას ემსახურებოდა, ახლა კი სანქცირებული პარალელური იმპორტით გაიზარდა ასორტიმენტი და როგორც ჩანს კონტრაბანდის "გაკონტროლება " გადაწყვიტეს რუსმა გენერლებმა საკუთარი ჯიბის გასასქელებლად ! რაც არ უნდა აღმავონ , ეგეც ფულის საკეთებლად, გაწიეგამოწიე ლახანაკაა, ცხადია არანაირი სამხედრო სტრატეგიული ფუნქცია გარდა სანაპირო დაცვის კატარღების იქ დგომისა , არ გააჩნია და წმინდა წყლის პროპაგანდაა ! https://kremlin-roadmap.gfsis.org.ge/ge/news/display/1564?fbclid=IwAR2IPJARl15MPec6KWK0KW6FeX7LJbSIe5tpQrGxVI9QDkZYW6ecOO5abr8
ოჩამჩირის პორტში პრაგმატულად ეტევა ერთი გემი , ასმეტრიანი სიგრძით და ხუთმეტრიანი სიღრმით, მეტი ადგილი იქ არაა , არც იქნება არასოდეს ! რა პორტი , რის ჰაბი ?! ლახანკაა ! ორჯერ ორი ოთხიას პრინციპით, ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა ლავუაზიეს კანონით იქნება ფოთის და ბათუმის პორტების ჯამი ყარსი ახალქალაქის მიმატების პერსპექტივით, ოღონდ ზაფხულში, სხვა დროს არ იმუშავებს , ნამქერი და თოვლია მთაში , ორი ბოთლენეკიცა აქვს -ლარსი და კასპიის ზღვა , ეს ტბაა, რომელიც პერიმეტრის და სიღრმის ბუნებრივი პერიოდული ცვლილებებით რაიმე მნიშვნელოვანი საქონელბრუნვის მოზიდვას ვერც სამხრეთით და ვერც დასავლეთით ვერ უზრუნველყოფს, თავი რომ დავანებოთ მის გარშემო სრულიად არაბიზნეს ქვეყნების გარშემორტყმულობას, აღმოსავლური და ჩრდილოური ტირანიები გინდათ გაარღვიოთ არდაბადებული ქართული დემოკრატიით ?! ვასიუკია ანაკლია ! სეროჟას სიზმარია, არა , მიშასი !