მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა" - როგორ დაიღუპა 25 წლის ქართველი გამნაღმველი უკრაინაში: გმირობის კიდევ ერთი ისტორია
"ირაკლის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა" - როგორ დაიღუპა 25 წლის ქართველი გამნაღმველი უკრაინაში: გმირობის კიდევ ერთი ისტორია

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, 25 წლის ირაკ­ლი ქურ­ცი­კი­ძე და­ი­ღუ­პა. სიმ­ტკი­ცის, პატ­რი­ო­ტიზ­მის და სი­მა­მა­ცის სიმ­ბო­ლო - ასე აფა­სებს ახალ­გაზ­რდა კაცს მი­სი­ვე თა­ნამ­ბრძო­ლი, ლაშა შერ­გე­ლაშ­ვი­ლი.

"სა­უ­კე­თე­სო იყო სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის, ის ჩემი, ჩვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს იმე­დი და მო­მა­ვა­ლი იყო. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხო­ლოდ ცოდ­ნას არ ნიშ­ნავს, ეს პირ­ველ რიგ­ში, ახ­ლის სწავ­ლის უნა­რია. სწო­რედ ასე­თი იყო ირაკ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხედ­რო აკა­დე­მია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და ახ­ლის სწავ­ლას, გან­ვი­თა­რე­ბას, რა­საც იყე­ნებ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს. მე ამ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნე­ბო, - ხში­რად იმე­ო­რებ­და... 7 დაჭ­რი­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა ფრონ­ტის ხა­ზი­დან, ერთი მათ­გა­ნი 2 კი­ლო­მეტ­რი ზურ­გით ატა­რა და თან "შენ ხარ ვე­ნა­ხი“ ღი­ღი­ნებ­და. არც კი ვიცი, რო­გორ და­გემ­შვი­დო­ბო“, - წერს ლაშა შერ­გე­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის ცნო­ბით, ირაკ­ლი 11 ნო­ემ­ბერს, და­ვა­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის დროს და­ი­ღუ­პა - მას ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვი მოხ­ვდა თავ­ში. უფრო მეტს მის შე­სა­ხებ ირაკ­ლის სიძე ირაკ­ლი ბე­რა­ძე გვი­ამ­ბობს:

- ირაკ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო, გამ­ნაღმვე­ლი იყო. გო­რის სამ­ხედ­რო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა და ინ­სტრუქ­ტო­რად გა­აგ­რძე­ლა. მუ­შა­ობ­და ვარ­კე­თი­ლის სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე, ვა­ზი­ან­ში, გორ­ში. ოთხი ენა იცო­და - რუ­სუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი. არა­ერ­თი ჯილ­დო და სი­გე­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. თა­ვი­სი საქ­მის ძა­ლი­ან მა­გა­რი მცოდ­ნე იყო. მხო­ლოდ გა­ნაღმვა კი არა, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შექ­მნაც შე­ეძ­ლო. უკ­რა­ი­ნა­ში ომი რომ და­ი­წყო, თქვა, რომ წას­ვლა უნ­დო­და. ამას იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნო და შემ­დეგ ეს ცოდ­ნა ჩემს ქვე­ყა­ნას მო­ვახ­მა­როო. ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი ყვე­ლა ვცდი­ლობ­დით გა­დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ვე­რაფ­რით გავ­ხდით. სა­ბუ­თე­ბის და­მალ­ვა და­ვი­წყეთ, ვი­თომ იკარ­გე­ბო­და... ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან გა­ა­კე­თა და წა­ვი­და. 2022 წლის მა­ის­ში უკვე უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ერთ-ერთ და­ნა­ყოფ­ში ირი­ცხე­ბო­და. პირ­ვე­ლი ეტა­პი მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­ი­ა­რა, აგ­ვის­ტო­ში ერთი თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი და მა­გის ტე­ლე­ფო­ნი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა - ურე­კავ­დნენ და სულ რა­ღა­ცას ეკი­თხე­ბოდ­ნენ. მის სი­მა­მა­ცე­ზე ოჯახ­ში ნა­ხე­ვა­რიც არ გვცოდ­ნია... ახლა ნელ-ნელა ვი­გებთ ყვე­ლა­ფერს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ჩვენ ვი­ცო­დით, რომ ინ­სტრუქ­ტო­რად მუ­შა­ობ­და და ამას­თა­ნა­ვე, იმ ტე­რი­ტო­რი­ებს ასუფ­თა­ვებ­და ნაღ­მე­ბის­გან, სა­დაც მერე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა შე­სუ­ლი­ყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ საქ­მეს­თან ერ­თად ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო და­ვა­ლე­ბებ­საც ას­რუ­ლებ­და. რო­გორც მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა გვი­თხრეს, ისი­ნიც სთხოვ­დნენ, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე არ გა­სუ­ლი­ყო. ლაშა შერ­გე­ლაშ­ვილ­მა მი­თხრა, ჩვენ მისი წინა ხაზ­ზე გაშ­ვე­ბა არ გვინ­დო­და, იმი­ტომ რომ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც შემ­დეგ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე უნდა გა­სუ­ლი­ყოო. თურ­მე ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე შე­დი­ო­და და მტრის ცხვირ­წინ ას­რუ­ლებ­და გა­ნაღმვით სა­მუ­შა­ო­ებს. ბი­ჭე­ბი, ისე­თი მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც შე­ტე­ვა­ზე პირ­ვე­ლე­ბი გა­და­დი­ან, ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მი­სით. დაჭ­რი­ლიც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ჩვენს ყუ­რამ­დე ერთი ამ­ბა­ვიც კი არ მო­სუ­ლა. ერთხელ დაჭ­რი­ლი ირაკ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლებს ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, მაგ­რამ მას გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, რომ იქ არ დარ­ჩე­ბო­და. მე­გობ­რებს რო­გორ­ღაც და­ურ­წმუ­ნე­ბი­ათ, რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ კლი­ნი­კა მა­ინც დრო­ზე ადრე და­უ­ტო­ვე­ბია. უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­არ­ხებს მას­ზე გა­და­ცე­მაც მო­უმ­ზა­დე­ბი­ათ... ცოლ-შვი­ლი მა­ინც და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, ძა­ლი­ან მიმ­ძიმს მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი... შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც კი არ ჰყავ­და, მთლი­ა­ნად საქ­მე­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი. ასე­თი პატ­რი­ო­ტი, სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს. ორ სი­ტყვას რომ იტყო­და, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბო­დით, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. მისი ერ­თა­დერ­თი ოც­ნე­ბა გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო იყო, მისი ყვე­ლა მი­ზა­ნი ამ ოც­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლიტო
0

ვიზიარებ მწუხარებას, ნათელი და სანთელი მის სულს ⛪

ნანა
21

ვის წირავთ თავს თქვე საწყლებო? მაგ უმადურებს? ეღტი სული აქვთ რომ ჩვენც ომში ცაგვითრიოთ, არ მწამს იმ ქართველის უკრაინის მხრდან ამდენი მავნებლობის შემდეგ კიდევ მატ მხარეს რომ იბრძოდა! ან კარგი შემოსავალი აქვთ და ან კიდევ თავში ვერა აქვთ კარგად საქმე!

ავტორი:

"ირაკლის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა" - როგორ დაიღუპა 25 წლის ქართველი გამნაღმველი უკრაინაში: გმირობის კიდევ ერთი ისტორია

"ირაკლის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა" - როგორ დაიღუპა 25 წლის ქართველი გამნაღმველი უკრაინაში: გმირობის კიდევ ერთი ისტორია

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. სიმტკიცის, პატრიოტიზმის და სიმამაცის სიმბოლო - ასე აფასებს ახალგაზრდა კაცს მისივე თანამბრძოლი, ლაშა შერგელაშვილი.

"საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის, ის ჩემი, ჩვენი, საქართველოს იმედი და მომავალი იყო. პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში, ახლის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და პროფესიონალი იყო, ის მუდმივად ცდილობდა ახლის სწავლას, განვითარებას, რასაც იყენებდა საბრძოლო მოქმედებების დროს. მე ამ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, - ხშირად იმეორებდა... 7 დაჭრილი გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან, ერთი მათგანი 2 კილომეტრი ზურგით ატარა და თან "შენ ხარ ვენახი“ ღიღინებდა. არც კი ვიცი, როგორ დაგემშვიდობო“, - წერს ლაშა შერგელაშვილი სოციალურ ქსელში.

თანამებრძოლების ცნობით, ირაკლი 11 ნოემბერს, დავალებაზე ყოფნის დროს დაიღუპა - მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა თავში. უფრო მეტს მის შესახებ ირაკლის სიძე ირაკლი ბერაძე გვიამბობს:

- ირაკლი პროფესიონალი სამხედრო, გამნაღმველი იყო. გორის სამხედრო აკადემია დაამთავრა და ინსტრუქტორად გააგრძელა. მუშაობდა ვარკეთილის სამხედრო პოლიგონზე, ვაზიანში, გორში. ოთხი ენა იცოდა - რუსული, ინგლისური, გერმანული, უკრაინული. არაერთი ჯილდო და სიგელი აქვს მიღებული. თავისი საქმის ძალიან მაგარი მცოდნე იყო. მხოლოდ განაღმვა კი არა, ასაფეთქებელი საშუალებების შექმნაც შეეძლო. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, თქვა, რომ წასვლა უნდოდა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება შევიძინო და შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმაროო. ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები ყველა ვცდილობდით გადაგვერწმუნებინა, მაგრამ ვერაფრით გავხდით. საბუთების დამალვა დავიწყეთ, ვითომ იკარგებოდა... ყველაფერი თავიდან გააკეთა და წავიდა. 2022 წლის მაისში უკვე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ დანაყოფში ირიცხებოდა. პირველი ეტაპი მშვიდობიანად მოიარა, აგვისტოში ერთი თვით იყო ჩამოსული და მაგის ტელეფონი არ გაჩერებულა - ურეკავდნენ და სულ რაღაცას ეკითხებოდნენ. მის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ახლა ნელ-ნელა ვიგებთ ყველაფერს.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენ ვიცოდით, რომ ინსტრუქტორად მუშაობდა და ამასთანავე, იმ ტერიტორიებს ასუფთავებდა ნაღმებისგან, სადაც მერე მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა შესულიყო. სინამდვილეში, ამ საქმესთან ერთად ძალიან სახიფათო დავალებებსაც ასრულებდა. როგორც მისმა თანამებრძოლებმა გვითხრეს, ისინიც სთხოვდნენ, ფრონტის წინა ხაზზე არ გასულიყო. ლაშა შერგელაშვილმა მითხრა, ჩვენ მისი წინა ხაზზე გაშვება არ გვინდოდა, იმიტომ რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე უნდა გასულიყოო. თურმე ფრონტის წინა ხაზზე შედიოდა და მტრის ცხვირწინ ასრულებდა განაღმვით სამუშაოებს. ბიჭები, ისეთი მამაცი ადამიანებიც კი, რომლებიც შეტევაზე პირველები გადადიან, ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ მისით. დაჭრილიც არაერთხელ ყოფილა, მაგრამ ჩვენს ყურამდე ერთი ამბავიც კი არ მოსულა. ერთხელ დაჭრილი ირაკლი თანამებრძოლებს ჰოსპიტალში გადაუყვანიათ, მაგრამ მას გამოუცხადებია, რომ იქ არ დარჩებოდა. მეგობრებს როგორღაც დაურწმუნებიათ, რომ დარჩენილიყო, მაგრამ კლინიკა მაინც დროზე ადრე დაუტოვებია. უკრაინულ ტელეარხებს მასზე გადაცემაც მოუმზადებიათ... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა, ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი... შეყვარებულიც კი არ ჰყავდა, მთლიანად საქმეზე იყო გადართული. ასეთი პატრიოტი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საქმეზე კონცენტრირებული ადამიანი არ მინახავს. ორ სიტყვას რომ იტყოდა, მაშინვე მიხვდებოდით, რომ გამორჩეული ახალგაზრდა იყო. მისი ერთადერთი ოცნება გამთლიანებული, ძლიერი საქართველო იყო, მისი ყველა მიზანი ამ ოცნებას უკავშირდებოდა.