საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ურთულესი დღეა ჩვენთვის... ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა" - გორში, ღვთისმშობლის ტაძარში თამაზ გინტურის პანაშვიდი მიმდინარეობს (ფოტოები)
"ურთულესი დღეა ჩვენთვის... ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა" - გორში, ღვთისმშობლის ტაძარში თამაზ გინტურის პანაშვიდი მიმდინარეობს (ფოტოები)

სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 6 ნო­ემ­ბერს, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ მოკ­ლულ თა­მაზ გინ­ტურს სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ.

დღეს დი­ლით, გინ­ტუ­რი სო­ფელ კირ­ბა­ლი­დან გორ­ში, ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ამ წუ­თებ­ში წირ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეკ­ლე­სი­ა­ში და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი. წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გო­რი­სა და ატე­ნის ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გარ­დაც­ვლილ თა­მაზ გინ­ტურს წესს აუ­გე­ბენ, შემ­დეგ კი, ეპარ­ქი­ის მღვდელმთა­ვა­რი ეპის­კო­პო­სი ან­დრია პა­ნაშ­ვიდს გა­და­იხ­დის, რის შემ­დე­გაც, 13:00 სა­ა­თის­თვის გარ­დაც­ვლილ თა­მაზ გინ­ტურს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის პე­რი­მეტრზე მდე­ბა­რე სო­ფელ კირ­ბა­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნე­ბენ და დაკ­რძა­ლა­ვენ.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმის, ნი­კო­ლოზ გინ­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ოჯახს ერ­თა­დერთ მო­თხოვ­ნა აქვს, რომ მოხ­დეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ დას­ჯა.

"ურ­თუ­ლე­სი დღეა ჩვენ­თვის. ვი­ნა­ი­დან ჩემი ძმა ეკ­ლე­სი­ის დიდი პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი იყო და იმ შემ­თხვე­ვის დროს სწო­რედ ლო­მი­სის სა­ლო­ცავ­ში მი­დი­ო­და სან­თლე­ბის და­სან­თე­ბად, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ რომ დაკ­რძალ­ვამ­დე მისი გად­მოს­ვე­ნე­ბა მომ­ხდა­რი­ყო გო­რის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც წესს აუ­გე­ბენ და პა­ნაშ­ვიდს გა­და­უხ­დი­ან. ამის შემ­დეგ გა­და­ვას­ვე­ნებთ სო­ფელ­ში და დავ­კრძა­ლავთ. ოჯახს გვაქვს ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, მოხ­დეს დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის სა­თა­ნა­დოდ დას­ჯა“, - გა­ნა­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ, ნი­კო­ლოზ გინ­ტურ­მა.

თა­მაზ გინ­ტუ­რის ძმა

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, თა­მაზ გინ­ტუ­რი, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ნო­ემ­ბერს, სო­ფელ კირ­ბალ­თან, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა. მას­თან ერ­თად მყო­ფი, მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა 2 დღის წინ ქარ­თულ მხა­რეს გად­მოს­ცეს.

შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბი­სა და ერთი პი­რის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 143-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ფო­ტო­ე­ბი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ჩახდილი რემბო "ქაცარავა" და სასტავი სად ეყარნენ,როდესაც ეგ კაცი აჭედილი კარის გასახსნელად წავიდა ,თუ 15 წუთიანი ფსევდო პატრიოტული პერფორმანსი "გმირული" სელფების თანხლებით იყო დაფინანსებული პროგრამა მაქსიმუმი?

Loki
7

ეს ისეთი გმირია, როგორც ლაზარე გრიგორიადისი.... ხალხმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და ბრძენია, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ძვირფასია ჩვენთვის, სანამ თვითონ არ დაიწყებენ მის გაუფრთხილებლობას. დეკანოზის სიტყვებისთვის რომ მოესმინათ იმ სამიდან რომელიმეს ახლა ეს მდგომარეობა არ იქნებოდა..... ადამიანი იხვეწებოდა დროებით თავი შეიკავეთ ასვლისკენ მესაზღვრეების გადმოსვლა ფიქსირდებაო ე.წ გამყოფ საზღვართან, თორე სელფების გადასაღებად კი არ ასულა ლომისაზე. მანამდე ფორმულა წერდა გინტურს 1 თვე და ალბათ შეაგულიანეს და დაღუპეს კიდეც..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ურთულესი დღეა ჩვენთვის... ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა" - გორში, ღვთისმშობლის ტაძარში თამაზ გინტურის პანაშვიდი მიმდინარეობს (ფოტოები)

"ურთულესი დღეა ჩვენთვის... ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა" - გორში, ღვთისმშობლის ტაძარში თამაზ გინტურის პანაშვიდი მიმდინარეობს (ფოტოები)

სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს სოფლის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.

ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13:00 საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენებენ და დაკრძალავენ.

გარდაცვლილის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, ოჯახს ერთადერთ მოთხოვნა აქვს, რომ მოხდეს დამნაშავეების სათანადოდ დასჯა.

"ურთულესი დღეა ჩვენთვის. ვინაიდან ჩემი ძმა ეკლესიის დიდი პატივისმცემელი იყო და იმ შემთხვევის დროს სწორედ ლომისის სალოცავში მიდიოდა სანთლების დასანთებად, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ დაკრძალვამდე მისი გადმოსვენება მომხდარიყო გორის საკათედრო ტაძარში, სადაც წესს აუგებენ და პანაშვიდს გადაუხდიან. ამის შემდეგ გადავასვენებთ სოფელში და დავკრძალავთ. ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, მოხდეს დამნაშავე პირების სათანადოდ დასჯა“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ გარდაცვლილის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა.

თამაზ გინტურის ძმა

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 2 დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ფოტოები: ია თინიკაშვილი

ნახეთ ასევე: