სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლები ვაგროვებდი ძველ ნივთებს სოფლებში... ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე" - არაგვის პირას მდგარი "ფშაური სახლის" დიასახლისი: ქალი, რომელიც 30 წელია მივიწყებულ ტრადიციებს აცოცხლებს
"წლები ვაგროვებდი ძველ ნივთებს სოფლებში... ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე" - არაგვის პირას მდგარი "ფშაური სახლის" დიასახლისი: ქალი, რომელიც 30 წელია მივიწყებულ ტრადიციებს აცოცხლებს

თინა ნა­ყე­უ­რი-და­თაშ­ვი­ლი უკვე 30 წე­ლია, უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბა ხალ­ხუ­რი რეწ­ვის მი­ვი­წყე­ბუ­ლი დარ­გე­ბის აღ­დგე­ნის საქ­მეს. ტრა­დი­ცი­უ­ლი რეწ­ვი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ულა­მა­ზეს ფშა­ურ ქსო­ვი­ლებს ამ­ზა­დებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ხელ­საქ­მე მის ოჯახს თა­ო­ბე­ბია მოს­დევს. 23 წე­ლია, რაც თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებ­საც უზი­ა­რებს, რი­თაც ტრა­დი­ცი­ებ­საც ინარ­ჩუ­ნებს და ფშა­უ­რი რეწ­ვის მე­თო­დებ­საც აღად­გენს. ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მე­ში ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნას ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და გვერ­დში მდგო­მი მისი მე­უღ­ლე, გივი და­თაშ­ვი­ლია.

2007 წელს სა­კუ­თა­რი სა­წარ­მო და­ა­არ­სა და რამ­დე­ნი­მე ქალი და­ა­საქ­მა. მათ ტრა­დი­ცი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბის ქსო­ვას და ფე­რებ­თან მუ­შა­ო­ბას ას­წავ­ლის. ძა­ფებს ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვე­ბით ღე­ბავს და მარ­თლაც სა­ო­ცარ ფე­რებს იღებს.

ამის შე­სა­ხებ წა­ი­კი­თხავთ წიგნ­ში "მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბი ფშა­ურ ტრა­დი­ცი­ულ რეწ­ვა­ში", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 16 სექ­ტემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ამ დღეს არაგ­ვის ფშავ­ში, სო­ფელ მა­ღა­როს­კარ­ში ეთნო-ფოლკ­ლო­რუ­ლი ცენ­ტრი "ფშა­უ­რი სახ­ლი" გახ­სნა, რომ­ლის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლიც სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი თინა გახ­ლავთ.

- პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი ვარ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ტრა­დი­ცი­ულ რეწ­ვას მივ­დევ, ტრა­დი­ცი­უ­ლი რეწ­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის სრუ­ლი წევ­რი ვარ. ფშავ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ოჯა­ხის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი ხელ­საქ­მის ოს­ტა­ტი მყავ­და - დედა, ბე­ბი­ე­ბი, მა­მი­დე­ბი. რთუ­ლი პი­რო­ბე­ბის გამო, იქ ისე ვერ იცხოვ­რებ­დი, ხელ­საქ­მე რომ არ გცოდ­ნო­და. ამი­ტომ იცო­და იქ ყვე­ლამ ქარ­გვა-ქსო­ვა. დე­დამ, ქე­თე­ვან ჭა­მა­ურ­მა მა­ღა­როს­კა­რის სკო­ლა­ში ხელ­საქ­მის პირ­ვე­ლი სკო­ლა და­ა­არ­სა, ძა­ლი­ან კარგ ნა­ქარ­გებს აკე­თებ­და. თუ ვინ­მემ კარ­გად იცის ხელ­თათმნის ან წინ­დის ქსო­ვა, დე­დამ ას­წავ­ლა. იტყვი­ან ხოლ­მე, ქეთო მას­წავ­ლე­ბელს რომ არ ეს­წავ­ლე­ბი­ნა, ასე კარ­გად არ გვე­ცო­დი­ნე­ბაო. არა­და, ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­უ­რი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სკო­ლი­დან 3 წლის წინ წა­მო­ვი­და. ამ­ჟა­მად 87 წლი­საა, ღმერ­თმა დიდ­ხანს აცო­ცხლოს და ასე­თი მშრო­მე­ლია დღე­საც.

"ფშა­უ­რი სახ­ლის" გახ­სნა

გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბით მეც ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ვინ­ტე­რეს­დი. პირ­ვე­ლი წინ­და 5 წლი­სამ მოვ­ქსო­ვე. ძა­ფებს თი­თებ­ზე ვიხ­ვევ­დი და ვი­თომ ვქსოვ­დი. ერთხელ ბე­ბომ მი­თხრა, - მოდი აქ, გოგო და და­ი­ჭი­რე ეს ჩხი­რე­ბიო. მარ­თა­ლია, ხან თვა­ლი ჩა­მი­ვარ­და, ხან რა­ღა­ცას ისე ვერ ვა­კე­თებ­დი, რო­გორც სა­ჭი­რო იყო, მაგ­რამ ვის­წავ­ლე. ახლა უკვე თვალ­და­ხუ­ჭულ­საც შე­მიძ­ლია ქსო­ვა. ჩემ­მა ქმარ-შვილ­მა გა­და­მი­ღო ორ­ჯერ, რო­გორ ჩა­მე­ძი­ნა და თან გამ­წა­რე­ბუ­ლი ვქსოვ. მერე შე­ა­მოწ­მეს და ერთი თვა­ლიც არ მქონ­და ჩა­ვარ­დნი­ლი. გული მწყდე­ბა, რომ თან­და­თან უფრო ნაკ­ლე­ბი დრო მრჩე­ბა ხელ­საქ­მის­თვის, რად­გან გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­შიც ვას­წავ­ლი.

- რას აღ­მო­ა­ჩე­ნენ ახალს ხელ­საქ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი თქვენს წიგნ­ში "მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბი ფშა­ურ ტრა­დი­ცი­ულ რეწ­ვა­ში"?

- ფშავ­ში რეწ­ვა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­ცხვა­რე­ო­ბის მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის ნა­წი­ლია. ეს საკ­მა­ოდ გრძე­ლი პრო­ცე­სია, მა­ტყლის გა­რე­ცხვი­დან და­წყე­ბუ­ლი, მოქ­სო­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი კი ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვე­ბის მი­ღე­ბაა. სწო­რედ ეს ფე­რე­ბი გან­სა­ზღვრავს ფშა­უ­რი ხელ­საქ­მის ხა­რისხსა და სი­ლა­მა­ზეს. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ღე­ბა­ვი მცე­ნა­რე­ე­ბი გროვ­დე­ბა ივ­ლი­სი­დან ყინ­ვე­ბის და­წყე­ბამ­დე. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ნედ­ლე­უ­ლის შეგ­რო­ვე­ბის, შრო­ბი­სა და შე­ნახ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ას. მცე­ნა­რე ინა­ხე­ბა 1-3 წელი, შემ­დეგ ფე­რის ინ­ტენ­სი­ვო­ბა იკ­ლებს. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ი­ღე­ბა ახალ­მოკ­რე­ფი­ლი ნედ­ლე­უ­ლის შე­ღებ­ვით. გრძე­ლია იმ მცე­ნა­რე­ე­ბის სია, რომ­ლი­თაც შალი, აბ­რე­შუ­მი და მა­ტყლი იღე­ბე­ბა. მა­გა­ლი­თად, ან­წლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე­ში ხა­რობს, ღე­ბავს ლურ­ჯად და რუ­ხად, ბრო­წე­უ­ლი - შა­ვად, გვი­რი­ლა - ღია ყვით­ლად, დეკა - ჟან­გის­ფრად. ენ­დრო - წით­ლად, ვი­რის­ტერ­ფა - ღია მწვა­ნედ, კა­კა­ლი - ყა­ვის­ფრად, ყა­ყა­ჩო - რუ­ხად, ჭინ­ჭა­რი - მწვა­ნედ და ა.შ. ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, ჩემს წიგნ­ში ნა­ხავს ყვე­ლა რე­ცეპტს და ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

წიგ­ნის და­წე­რა ფშა­ვის, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი რეწ­ვის იმ სა­ა­მა­ყო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო, რო­მელ­საც ფშა­ვი ინა­ხავს. რეწ­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყე, ყვე­ლა უხუ­ცე­სი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­ნა­ხუ­ლე და რაც ახ­სოვ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­წე­რე. მა­მას­თან, მი­ხე­ილ ნა­ყე­ურ­თან ერ­თად ხან­გრძლი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გად მი­ვი­წყე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი თით­ქმის აღ­ვად­გი­ნე.

- რაც შე­ე­ხე­ბა ფშა­ურ სა­მოსს, რით გან­სხვავ­დე­ბო­და მთი­ელ­თა სა­მო­სის­გან?

- გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფშა­ველ­თა ჩაც­მუ­ლო­ბა. ვა­ჟას დრო­ინ­დე­ლი ფშა­ვე­ლი ქალი თა­ვი­სი ჩაც­მუ­ლო­ბა-მორ­თუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და მე­ზო­ბე­ლი მთი­ე­ლი ქა­ლე­ბის­გან. ფშავ­ში და­ბა­დე­ბულ­სა და გაზ­რდილს, ფშა­უ­რი სა­მო­სი რომ მეც­ვა, მომ­წონ­და და სულ მინ­დო­და უფრო მეტი მცოდ­ნო­და ამის შე­სა­ხებ; აღ­მედ­გი­ნა, რაც მი­ვი­წყე­ბუ­ლი იყო. 2010 წელს უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ფეს­ტი­ვა­ლი "თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­მო­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით". გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­მო­სის შექ­მნა ფშა­უ­რი მო­ტი­ვებ­ზე. სა­ბო­ლო­ოდ ეს ფეს­ტი­ვა­ლი აღარ ჩა­ტარ­და, მაგ­რამ მე ფშა­უ­რი სა­მო­სის აღ­დგე­ნის მიზ­ნით შე­ვის­წავ­ლე შე­მორ­ჩე­ნი­ლი მა­სა­ლა, შე­მო­ვი­ა­რე სოფ­ლე­ბი და და­ვაგ­რო­ვე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. შე­ვის­წავ­ლე ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლაც. სა­ბო­ლო­ოდ კი შე­ვად­გი­ნე ეს­კი­ზე­ბი ფშა­უ­რი სა­მო­სის ტრანსფორ­მა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ტრანსფორ­მა­ცია ასე­თია: თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ჯუბა, იგი­ვე კაბა, პე­რან­გი, ფა­ფა­ნა­გი (ქა­ლის ჩოხა, და­ბალ­სა­ყე­ლო­ი­ა­ნი) და ფას­ტა­მე­ლა, ანუ წინ­სა­ფა­რი. შემ­დეგ ჯუბა შეც­ვა­ლა მხრი­ან­მა, ანუ წე­ლი­ან­მა კა­ბამ, შემ­დეგ იყო მხრი­ა­ნი კაბა, კოს­ტი­უ­მი და ფას­ტა­მე­ლა, ბო­ლოს კი კოს­ტი­უ­მი, "რუ­ბაშ­კა", ანუ ჟი­ლე­ტი, ბო­ლო­კა­ბა და ფას­ტა­მე­ლა. მა­მა­კა­ცის ტან­საც­მელს, ვაჟა-ფშა­ვე­ლას აღ­წე­რი­ლო­ბით, შე­ად­გენ­და მოკ­ლე შა­ლის შავი ჩოხა, შა­ლი­სა­ვე გა­ნი­ე­რი შალ­ვე­რი, წი­თე­ლი და­რა­ი­ას ახა­ლუ­ხი, მკერ­დზე ას­ხმუ­ლი აშურ­მა, ანუ ვერ­ცხლის ბალ­თე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე აკინ­ძუ­ლი, ში­ბი­ა­ნი და მათ­რა­ხი, რო­მე­ლიც ჩხუ­ბის­თვის ჰქონ­დათ გამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სა­მო­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი იყო სა­გუ­ლე, რო­მე­ლიც სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ქარ­გულ-დაგ­ვი­რის­ტე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ზოგ­ჯერ 2-3 სა­გუ­ლე­საც იც­ვამ­დნენ ახა­ლუ­ხის ქვეშ, ყვე­ლა სა­ყე­ლო უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. რაც მეტი სა­ყე­ლო უჩან­და კაცს, მით მე­ტად შეძ­ლე­ბუ­ლად ით­ვლე­ბო­და. მა­მა­კა­ცის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­ფუ­ლე-სა­თამ­ბა­ქოე, რო­მელ­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, დედა, სა­ცო­ლე ან დო­ბი­ლი უკე­რავ­და, ნა­ირფრად მო­ურ­თავ­და და ინი­ცი­ა­ლებს უქარ­გავ­და.

გარ­და სა­მო­სი­სა, გან­თქმუ­ლი იყო ფშა­უ­რი ფარ­და­გე­ბი. მა­ტყლის და­მუ­შა­ვე­ბა ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო ფშა­ვე­ლი ქა­ლის­თვის, ქმარ-შვი­ლის მოვ­ლა­სა და პი­რუ­ტყვზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად. ფშა­ურ სახ­ლში აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავ­დით საქ­სოვ დაზ­გას. მას­ზე ქსოვ­დნენ ფარ­დაგს, ხა­ლი­ჩას, ხურ­ჯინს. "მთის ფარ­და­გე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მდუ­მა­რე, მუქი ფე­რე­ბი, სჭარ­ბობ­და ყა­ვის­ფე­რი, შავი, თეთ­რი, ბორ­დოს­ფე­რი, მწვა­ნე, ლურ­ჯი სო­სა­ნის­ფე­რი. ფშავ­ში ქალს თა­ვი­დან­ვე ას­წავ­ლიდ­ნენ ხელ­საქ­მეს და ის იქამ­დე ვერ გა­თხოვ­დე­ბო­და, ვიდ­რე წინ­და-ხელ­თათ­მა­ნი, რამ­დე­ნი­მე ფარ­და­გი და ხა­ლი­ჩა, სა­ჩო­ხე, ხურ­ჯი­ნი არ ექ­ნე­ბო­და თა­ვი­სი ხე­ლით მოქ­სო­ვი­ლი და სამ­ზით­ვოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი. ქალს მზითვში უნდა წა­ე­ღო 40-50 წყვი­ლი წინ­და-ხელ­თათ­მა­ნი და ქორ­წილ­ში მაყ­რე­ბის­თვის და­ე­რი­გე­ბი­ნა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს ფარ­დაგ-ხა­ლი­ჩე­ბი, ე. წ. ჯე­ჯი­მე­ბი, სულ სხვა­ნა­ი­რად იქ­სო­ვე­ბა. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი­ღაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ვინც იცის, ამი­ტომ წელს მინ­და დავ­ქსე­ლო მას­თან ერ­თად და თან სი­ტყვი­ე­რად ჩავ­წე­რო. ღმერ­თმა დიდ­ხანს აცო­ცხლოს, მაგ­რამ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მი­დი­ან, ყვე­ლა­ფე­რი იკარ­გე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი დღე­საც წინ­და და ხელ­თათ­მა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით - ხელ­თათ­მა­ნი. ფშა­უ­რი სახ­ლის გახ­სნა­ზე უამ­რა­ვი სტუ­მა­რი მყავ­და და ერთი წყვი­ლიც აღარ დამ­რჩა.

- "ფშა­უ­რი სახ­ლის" გახ­სნის იდეა რო­გორ აქ­ცი­ეთ რე­ა­ლო­ბად?

- თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი, მაგ­რამ 20 წე­ლია, რაც თავი და­ვა­ნე­ბე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ­დი ძველ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში, თან ჩა­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ­დი. ჩვენ ხომ ადრე ხელ­საქ­მით ვარ­სე­ბობ­დით, გა­და­სა­ხა­დებ­საც კი ხურ­ჯი­ნე­ბით, ფარ­და­გე­ბით, ხა­ლი­ჩე­ბით იხ­დიდ­ნენ უწინ, ბარ­ტერს ეწე­ოდ­ნენ, ყველ-ერ­ბო­ში ცვლიდ­ნენ თა­ვი­ანთ ნა­წარმს. ასე­ვე, ხეზე კვე­თის დიდი კულ­ტუ­რაც იყო ფშავ­ში, ხის ნივ­თებს კა­ხეთ­ში ყიდ­დნენ. რად­გან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია გახ­ლდათ შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ამი­ტო­მაც და­ვი­სა­ხე მიზ­ნად, აღ­მედ­გი­ნა ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი. ეს დღე ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, ამ­დე­ნი წლის ჩა­ნა­ფიქ­რი რე­ა­ლო­ბად ვაქ­ციე და თით­ქოს სიმ­შვი­დემ და­ი­სად­გუ­რა, რაკი ეს შევ­ძე­ლი.

ნინო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
1

წარმატებები ამ დიდ საქმეში ,ამას მხოლოდ შემოქმედი და ხელოვანი თუ შეძლებს

 

........
0

ღმერთმა დალოცოს ფშავი და ფშავლები, გამორჩეულები ნიჭით და თავმდაბლობით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"წლები ვაგროვებდი ძველ ნივთებს სოფლებში... ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე" - არაგვის პირას მდგარი "ფშაური სახლის" დიასახლისი: ქალი, რომელიც 30 წელია მივიწყებულ ტრადიციებს აცოცხლებს

"წლები ვაგროვებდი ძველ ნივთებს სოფლებში... ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე" - არაგვის პირას მდგარი "ფშაური სახლის" დიასახლისი: ქალი, რომელიც 30 წელია მივიწყებულ ტრადიციებს აცოცხლებს

თინა ნაყეური-დათაშვილი უკვე 30 წელია, უანგაროდ ემსახურება ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღდგენის საქმეს. ტრადიციული რეწვითაა დაინტერესებული, ულამაზეს ფშაურ ქსოვილებს ამზადებს. როგორც თავად ამბობს, ხელსაქმე მის ოჯახს თაობებია მოსდევს. 23 წელია, რაც თავის გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს, რითაც ტრადიციებსაც ინარჩუნებს და ფშაური რეწვის მეთოდებსაც აღადგენს. ამ საშვილიშვილო საქმეში ქალბატონი თინას ყველაზე დიდი გულშემატკივარი და გვერდში მდგომი მისი მეუღლე, გივი დათაშვილია.

2007 წელს საკუთარი საწარმო დააარსა და რამდენიმე ქალი დაასაქმა. მათ ტრადიციული ორნამენტების ქსოვას და ფერებთან მუშაობას ასწავლის. ძაფებს ბუნებრივი საღებავებით ღებავს და მართლაც საოცარ ფერებს იღებს.

ამის შესახებ წაიკითხავთ წიგნში "მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში", რომელიც პირველად 16 სექტემბერს წარუდგინა დაინტერესებულ ადამიანებს. ამ დღეს არაგვის ფშავში, სოფელ მაღაროსკარში ეთნო-ფოლკლორული ცენტრი "ფშაური სახლი" გახსნა, რომლის სულისჩამდგმელიც სწორედ ქალბატონი თინა გახლავთ.

- პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ძირითადად ტრადიციულ რეწვას მივდევ, ტრადიციული რეწვის ასოციაციის სრული წევრი ვარ. ფშავში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახის თითქმის ყველა წევრი ხელსაქმის ოსტატი მყავდა - დედა, ბებიები, მამიდები. რთული პირობების გამო, იქ ისე ვერ იცხოვრებდი, ხელსაქმე რომ არ გცოდნოდა. ამიტომ იცოდა იქ ყველამ ქარგვა-ქსოვა. დედამ, ქეთევან ჭამაურმა მაღაროსკარის სკოლაში ხელსაქმის პირველი სკოლა დააარსა, ძალიან კარგ ნაქარგებს აკეთებდა. თუ ვინმემ კარგად იცის ხელთათმნის ან წინდის ქსოვა, დედამ ასწავლა. იტყვიან ხოლმე, ქეთო მასწავლებელს რომ არ ესწავლებინა, ასე კარგად არ გვეცოდინებაო. არადა, ქიმია-ბიოლოგიური აქვს დამთავრებული, სკოლიდან 3 წლის წინ წამოვიდა. ამჟამად 87 წლისაა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ასეთი მშრომელია დღესაც.

"ფშაური სახლის" გახსნა

გასაკვირი არ არის, რომ ამ საქმიანობით მეც ბავშვობიდანვე დავინტერესდი. პირველი წინდა 5 წლისამ მოვქსოვე. ძაფებს თითებზე ვიხვევდი და ვითომ ვქსოვდი. ერთხელ ბებომ მითხრა, - მოდი აქ, გოგო და დაიჭირე ეს ჩხირებიო. მართალია, ხან თვალი ჩამივარდა, ხან რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ვისწავლე. ახლა უკვე თვალდახუჭულსაც შემიძლია ქსოვა. ჩემმა ქმარ-შვილმა გადამიღო ორჯერ, როგორ ჩამეძინა და თან გამწარებული ვქსოვ. მერე შეამოწმეს და ერთი თვალიც არ მქონდა ჩავარდნილი. გული მწყდება, რომ თანდათან უფრო ნაკლები დრო მრჩება ხელსაქმისთვის, რადგან გამოყენებითი ხელოვნების სკოლაშიც ვასწავლი.

- რას აღმოაჩენენ ახალს ხელსაქმით დაინტერესებულები თქვენს წიგნში "მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში"?

- ფშავში რეწვა განვითარებული მეცხვარეობის მდიდარი ტრადიციების ნაწილია. ეს საკმაოდ გრძელი პროცესია, მატყლის გარეცხვიდან დაწყებული, მოქსოვით დამთავრებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ბუნებრივი საღებავების მიღებაა. სწორედ ეს ფერები განსაზღვრავს ფშაური ხელსაქმის ხარისხსა და სილამაზეს. უნდა ვიცოდეთ, რომ საღებავი მცენარეები გროვდება ივლისიდან ყინვების დაწყებამდე. დიდი მნიშვნელობა აქვს ნედლეულის შეგროვების, შრობისა და შენახვის ტექნოლოგიას. მცენარე ინახება 1-3 წელი, შემდეგ ფერის ინტენსივობა იკლებს. საუკეთესო შედეგი მიიღება ახალმოკრეფილი ნედლეულის შეღებვით. გრძელია იმ მცენარეების სია, რომლითაც შალი, აბრეშუმი და მატყლი იღებება. მაგალითად, ანწლი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს, ღებავს ლურჯად და რუხად, ბროწეული - შავად, გვირილა - ღია ყვითლად, დეკა - ჟანგისფრად. ენდრო - წითლად, ვირისტერფა - ღია მწვანედ, კაკალი - ყავისფრად, ყაყაჩო - რუხად, ჭინჭარი - მწვანედ და ა.შ. ვისაც აინტერესებს, ჩემს წიგნში ნახავს ყველა რეცეპტს და ინფორმაციას, თუ რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ.

მეუღლესთან ერთად

წიგნის დაწერა ფშავის, ქართული ტრადიციებისა და კულტურის სიყვარულმა განაპირობა. მთავარი მიზანი მომავალი თაობებისთვის ქართული რეწვის იმ საამაყო გამოცდილების შენარჩუნება იყო, რომელსაც ფშავი ინახავს. რეწვისა და ბუნებრივი საღებავების შესახებ მასალების მოძიება დავიწყე, ყველა უხუცესი ადამიანი მოვინახულე და რაც ახსოვდათ, ყველაფერი ჩავწერე. მამასთან, მიხეილ ნაყეურთან ერთად ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად მივიწყებული რეცეპტები თითქმის აღვადგინე.

- რაც შეეხება ფშაურ სამოსს, რით განსხვავდებოდა მთიელთა სამოსისგან?

- გამორჩეულად საინტერესო იყო ფშაველთა ჩაცმულობა. ვაჟას დროინდელი ფშაველი ქალი თავისი ჩაცმულობა-მორთულობით გამოირჩეოდა მეზობელი მთიელი ქალებისგან. ფშავში დაბადებულსა და გაზრდილს, ფშაური სამოსი რომ მეცვა, მომწონდა და სულ მინდოდა უფრო მეტი მცოდნოდა ამის შესახებ; აღმედგინა, რაც მივიწყებული იყო. 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო ფესტივალი "თანამედროვე ქართული სამოსი ტრადიციული ელემენტებით". გადავწყვიტე მონაწილეობა და სამოსის შექმნა ფშაური მოტივებზე. საბოლოოდ ეს ფესტივალი აღარ ჩატარდა, მაგრამ მე ფშაური სამოსის აღდგენის მიზნით შევისწავლე შემორჩენილი მასალა, შემოვიარე სოფლები და დავაგროვე გარკვეული ინფორმაცია. შევისწავლე ეთნოგრაფიული მასალაც. საბოლოოდ კი შევადგინე ესკიზები ფშაური სამოსის ტრანსფორმაციის გათვალისწინებით. ტრანსფორმაცია ასეთია: თავდაპირველად იყო ჯუბა, იგივე კაბა, პერანგი, ფაფანაგი (ქალის ჩოხა, დაბალსაყელოიანი) და ფასტამელა, ანუ წინსაფარი. შემდეგ ჯუბა შეცვალა მხრიანმა, ანუ წელიანმა კაბამ, შემდეგ იყო მხრიანი კაბა, კოსტიუმი და ფასტამელა, ბოლოს კი კოსტიუმი, "რუბაშკა", ანუ ჟილეტი, ბოლოკაბა და ფასტამელა. მამაკაცის ტანსაცმელს, ვაჟა-ფშაველას აღწერილობით, შეადგენდა მოკლე შალის შავი ჩოხა, შალისავე განიერი შალვერი, წითელი დარაიას ახალუხი, მკერდზე ასხმული აშურმა, ანუ ვერცხლის ბალთები ერთმანეთზე აკინძული, შიბიანი და მათრახი, რომელიც ჩხუბისთვის ჰქონდათ გამზადებული.

ქალისა და მამაკაცის სამოსის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო საგულე, რომელიც საგულდაგულოდ დაქარგულ-დაგვირისტებული გახლდათ. ზოგჯერ 2-3 საგულესაც იცვამდნენ ახალუხის ქვეშ, ყველა საყელო უნდა გამოჩენილიყო. რაც მეტი საყელო უჩანდა კაცს, მით მეტად შეძლებულად ითვლებოდა. მამაკაცის აქსესუარებიდან საინტერესო იყო საფულე-სათამბაქოე, რომელსაც შეყვარებული, დედა, საცოლე ან დობილი უკერავდა, ნაირფრად მოურთავდა და ინიციალებს უქარგავდა.

გარდა სამოსისა, განთქმული იყო ფშაური ფარდაგები. მატყლის დამუშავება ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო ფშაველი ქალისთვის, ქმარ-შვილის მოვლასა და პირუტყვზე ზრუნვასთან ერთად. ფშაურ სახლში აუცილებლად ნახავდით საქსოვ დაზგას. მასზე ქსოვდნენ ფარდაგს, ხალიჩას, ხურჯინს. "მთის ფარდაგებისთვის დამახასიათებელია მდუმარე, მუქი ფერები, სჭარბობდა ყავისფერი, შავი, თეთრი, ბორდოსფერი, მწვანე, ლურჯი სოსანისფერი. ფშავში ქალს თავიდანვე ასწავლიდნენ ხელსაქმეს და ის იქამდე ვერ გათხოვდებოდა, ვიდრე წინდა-ხელთათმანი, რამდენიმე ფარდაგი და ხალიჩა, საჩოხე, ხურჯინი არ ექნებოდა თავისი ხელით მოქსოვილი და სამზითვოდ გამზადებული. ქალს მზითვში უნდა წაეღო 40-50 წყვილი წინდა-ხელთათმანი და ქორწილში მაყრებისთვის დაერიგებინა. ყველაზე მეტად მომწონს ფარდაგ-ხალიჩები, ე. წ. ჯეჯიმები, სულ სხვანაირად იქსოვება. ერთი ქალბატონიღაა შემორჩენილი, ვინც იცის, ამიტომ წელს მინდა დავქსელო მასთან ერთად და თან სიტყვიერად ჩავწერო. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ასეთი ადამიანები რომ მიდიან, ყველაფერი იკარგება.

სხვათა შორის, ყველაზე მოთხოვნადი დღესაც წინდა და ხელთათმანია, განსაკუთრებით - ხელთათმანი. ფშაური სახლის გახსნაზე უამრავი სტუმარი მყავდა და ერთი წყვილიც აღარ დამრჩა.

- "ფშაური სახლის" გახსნის იდეა როგორ აქციეთ რეალობად?

- თბილისში რამდენიმე სკოლაში ვასწავლიდი, მაგრამ 20 წელია, რაც თავი დავანებე. წლების განმავლობაში ვაგროვებდი ძველ საყოფაცხოვრებო ნივთებს სხვადასხვა სოფელში, თან ჩანაწერებს ვაკეთებდი. ჩვენ ხომ ადრე ხელსაქმით ვარსებობდით, გადასახადებსაც კი ხურჯინებით, ფარდაგებით, ხალიჩებით იხდიდნენ უწინ, ბარტერს ეწეოდნენ, ყველ-ერბოში ცვლიდნენ თავიანთ ნაწარმს. ასევე, ხეზე კვეთის დიდი კულტურაც იყო ფშავში, ხის ნივთებს კახეთში ყიდდნენ. რადგან მწირი ინფორმაცია გახლდათ შემორჩენილი, ამიტომაც დავისახე მიზნად, აღმედგინა ძველი ტრადიციები. ეს დღე ემოციური აღმოჩნდა, ამდენი წლის ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე და თითქოს სიმშვიდემ დაისადგურა, რაკი ეს შევძელი.

ნინო ჯავახიშვილი, ჟურნალი "გზა"