მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო მომენტები, როცა სადღაც არ მიმიღეს, რადგან მანანას სიძე ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა თეატრს ნიკო ნანიტაშვილი: მსახიობი და ტელეწამყვანი ოჯახზე, ცნობილ სიდედრსა და "ქართულ დისკოზე", რომელმაც 7 ქვეყანა მოიცვა
"იყო მომენტები, როცა სადღაც არ მიმიღეს, რადგან მანანას სიძე ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა თეატრს ნიკო ნანიტაშვილი: მსახიობი და ტელეწამყვანი ოჯახზე, ცნობილ სიდედრსა და "ქართულ დისკოზე", რომელმაც 7 ქვეყანა მოიცვა

მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე, მომ­ღე­რა­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი - ეს ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლის რე­გა­ლი­ე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ თე­ატრს დრო­ე­ბით ჩა­მო­შორ­და, რად­გან უფრო მეტი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ოჯახ­თან, მაგ­რამ მა­ინც ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი აქვს.

ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის სი­ძეა. უკვე წლე­ბია, რაც გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვილ­ზე, ანო მა­ი­სუ­რა­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­თა აღ­ზრდა­შიც მა­მაც დიდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს. იყო დრო, რო­დე­საც ბე­რი­კაშ­ვი­ლის სი­ძე­ო­ბა კა­რი­ე­რა­ში წი­ნა­ღო­ბად ექცა, მაგ­რამ ახლა უკვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. "ნი­კოს ბენ­დის" სიმ­ღე­რებს კი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მღე­რი­ან.

"ქარ­თუ­ლი დის­კო“ ასე გქვია "ნი­კოს ბენ­დის" შეს­რუ­ლე­ბულ ერთ-ერთ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც „ტიკ-ტოზე“ ერ­თგვარ ჩე­ლენ­ჯად იქცა. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც სწო­რედ ამ სიმ­ღე­რით და­ი­წყო:

ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი:

- "ქარ­თუ­ლი დის­კო“ თა­ვი­დან ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის­ტუ­ლი ნო­მე­რი იყო. მუ­სი­კას ძი­რი­თა­დად ზვიო მო­ი­ძი­ებს ხოლ­მე, რა­ზეც შემ­დეგ ქა­ვე­რებს ვა­კე­თებთ. ესეც ერთ-ერთი იტა­ლი­უ­რი ჯგუ­ფის „ქო­ლორ­სის“ ახა­ლი სიმ­ღე­რა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ზვი­ომ არ ვიცი, სად იპო­ვა. მო­არ­გო ქარ­თუ­ლი ტექ­სტი და გა­და­ცე­მა­ში შე­ვას­რუ­ლეთ. თა­ვი­დან ეს იყო ერთ-ერთი რი­გი­თი ნო­მე­რი. ფე­ის­ბუქ­ზე რომ ავ­ტვირ­თეთ, დიდი არა­ფე­რი, სულ რა­ღაც 30-40 ათა­სი ნახ­ვა ჰქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში, არ ვიცი, სა­ი­დან შე­აღ­წია უკ­რა­ი­ნა­ში, სომ­ხეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ახლა კი ბე­ლო­რუს­შიც და­ი­წყო ეს ტალ­ღა. სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას. ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან პირ­ვე­ლად სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც „გა­ვარ­და“ ეს იყო „ვის­კი კოლა“, მაგ­რამ ამან აჯო­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, ერ­თგვარ „ჩე­ლენ­ჯად“ იქცა „ტიკ-ტოკ­ზე.“ ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მომ­დის მე­სი­ჯე­ბი, რომ მათ­თან ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით ჩა­ვი­დეთ. დღე­საც პო­ლო­ნე­თი­დან მომ­წე­რა ქარ­თველ­მა, აქ ყვე­ლა გის­მენთ და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­დი­თო. გვქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ყა­ზა­ხე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან.

- ფაქ­ტია, რომ ამ სიმ­ღე­რამ თქვე­ნი ბენ­დის პო­პუ­ლა­რო­ბაც გა­ზარ­და, აპი­რებთ გას­ტრო­ლებ­ზე სი­ა­რულს?

- დიახ, ძა­ლი­ან. ახა­ლი ბენ­დი ვართ და ერთი წე­ლიც არ არის, რაც "ნი­კოს შოუ“ "პოსტ ტვ"-ზე და­ი­წყო . ჯერ­ჯე­რო­ბით ეს პე­რი­ო­დი მო­თელ­ვაა. გე­ფი­ცე­ბით, აღარ შევ­დი­ვარ ტი­კტოკ­ზე, მხო­ლოდ ამ სიმ­ღე­რის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს მაჩ­ვე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა გას­ტრო­ლებს, ბე­ლო­რუს­სა და რუ­სე­თის გარ­და, სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან თუ დაგ­ვი­ძა­ხე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყველ­გან სა­ო­მა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და ცოტა საფრ­თხე­საც შე­ი­ცავს. ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი "გუგლ თრანსლე­ი­თით" თარ­გმნის და ისე გვწერს სა­მად­ლო­ბელ კო­მენ­ტა­რებს.

- ბენ­დის სხვა წევ­რებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ნანუ ჩემ­თან იყო „რუს­თა­ვი 2“-ში, მაგ­რამ იქ სხვა ბენ­დი მყავ­და. აქ სხვა შე­მად­გენ­ლო­ბით შე­ვიკ­რი­ბეთ, რო­დე­საც გა­ვი­გე რომ მანუ და ამი­კო ჩემ­თან იქ­ნე­ბოდ­ნენ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე იუ­მო­რის­ტულ ჟანრ­ში წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რაა. მანუ უნი­ჭი­ე­რე­სი, ულა­მა­ზე­სი, გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა ჩემს ბენდში, რო­გორც მუ­სი­კო­სებ­ში, ასე­ვე მომ­ღერ­ლებ­ში.

- ნიკო, ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი გაქვს, დროს რო­გორ ანა­წი­ლებთ?

- არ მკი­თხოთ, მარ­თლა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ოჯა­ხია, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი, სა­დაც მინ­და, რომ ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ო­დი ცოტა არ იყოს, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო ჩა­მოვ­შორ­დი, იმე­დი მაქვს დრო­ე­ბი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი. „მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მქოდ­ნა და დრო­ში ვი­ჭე­დე­ბო­დი. ამ ეტაპ­ზე ჩემ­მა მე­უღ­ლემ სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლა და სკო­ლი­დან ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნა მე მი­წევს. ვცდი­ლობ გრა­ფიკს მო­ვერ­გო, მაგ­რამ ჩემი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა დაა აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვარ მო­ცეკ­ვა­ვე, მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. ბევ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მო­ვი­და, მომ­ღერ­ლო­ბა და­იბ­რა­ლაო, არა, არ ვიბ­რა­ლებ, არ­ტის­ტი ვარ და არ­ტის­ტუ­ლად ვცდი­ლობ მი­ვუდ­გე ყვე­ლა­ფერს.

- ნიკო, მახ­სოვს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას თქვე­ნი მე­უღ­ლე ამ­ბობ­და, რომ კერ­ძებს კარ­გად ამ­ზა­დებთ, ახლა რაც პრო­ექ­ტშია, მში­ე­რი ვარო...

- რო­დე­საც სახ­ლში დაღ­ლი­ლი მივ­დი­ვარ, ჩემ­თვის ეს გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. მიყ­ვარს თევ­ზა­ო­ბა, სპორტდარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შიც, მაგ­რამ ჰო­ბი­დან ერთ-ერ­თია კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას წლე­ბი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი, ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი მე ვი­ყა­ვი, სა­რე­ცხი იქ­ნე­ბო­და, უთო თუ საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა. ბე­ბი­ას რე­ცეპ­ტით ვამ­ზა­დებ­დი კერ­ძებს, კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, რე­ცეპტ­ზე თბი­ლი­სი­დან ვუ­რე­კავ­დი ხოლ­მე. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კარ­გი ხელი მაქვს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

- რო­გორც მახ­სოვს ბე­ბი­ის გაზ­რდი­ლი ხართ.

- ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის, რო­გორც დე­დის, ისე მა­მის მხრი­დან. დედა სა­ზღვარ­გა­რეთ იყო წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ, მა­მა­საც სხვა გეგ­მე­ბი გა­მო­უჩ­ნდა. ბე­ბია-ბა­ბუ­ებს ჩემ­ზე დიდი ამა­გი აქვთ.

- ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობთ, მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლის სი­ძე­ო­ბამ ხელი შე­მი­შა­ლაო.

- იყო ასე­თიც...

- დღე­საც ასე ფიქ­რობთ, მგო­ნი აღარ გე­ძა­ხი­ან ბე­რი­კაშ­ვი­ლის სი­ძეს.

- მა­ნა­ნას უთ­ქვამს სი­ა­მა­ყით, უცებ გავ­ხდი ნიკა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლის სი­დედ­რიო. ეს ძა­ლი­ან უხა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლის შეშ­ლას, რა­ღაც ეტა­პებ­ზე იყო მო­მენ­ტე­ბი, რომ სა­დღაც არ მი­მი­ღეს, იმის გამო, რომ მა­ნა­ნას სიძე ვი­ყა­ვი. მა­ნა­ნა სულ იმას ამ­ბობ­და, არ გთხოვთ აყ­ვა­ნას, ნა­ხეთ, რა შუ­ეძ­ლია და იმის მი­ხედ­ვით გა­და­წყვი­ტე­თო. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ცუ­დად არ გაგ­ვი­გოთ, არა­ვინ იფიქ­როს, რად­გან თქვე­ნი სი­ძეა მა­გი­ტომ ავიყ­ვა­ნე­თო. რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში და­ჩაგ­რუ­ლი ვი­ყა­ვი, შე­უ­მოწ­მებ­ლად და გა­მო­უც­დე­ლად მომ­დი­ო­და უარი. ახლა სხვა­ნა­ი­რად არის, ხალ­ხმა შე­მიყ­ვა­რა, რაც ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს. ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თუნ­დაც ახლა „ღა­მის შოუ“. ისე­თი ეტა­პე­ბი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში ღმერ­თი­სა და ჩემს ირ­გვლივ ხალ­ხის წყა­ლო­ბით, რომ სა­სი­კე­თოდ მი­დის ყვე­ლა­ფე­რი.

- ბა­ტონ გივი ბე­რი­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- რი­თაც შე­მიძ­ლია ვი­ა­მა­ყო, გივი პა­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ასე­ვე კახი ბა­ბუს­თან (კახი კავ­სა­ძე)... პა­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ორი-სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მი­წია, რაც ამ ოჯახ­ში შე­მო­ვე­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ყო­ფა ის რჩე­ვა და­რი­გე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბა, რას მის­გან მი­ვი­ღე. ზო­გა­დად, ჩემ­თვის პაპა-ბე­ბი­ე­ბი ეტა­ლო­ნე­ბი არი­ან. სულ ვამ­ბობ, რომ მათ მას­წავ­ლეს რო­გორ ვიყო კარ­გი მამა, მე­უღ­ლე, მხო­ლოდ კარ­გი მახ­სოვს, ჩე­მე­ბის­გა­ნაც და გივი პა­პას­გან.

- ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ შვი­ლებ­თან, ხში­რად გვხვდე­ბა ხოლ­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი სა­ერ­თო ვი­დე­ო­ე­ბი...

- თე­ატ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცოტა მი­ჭირ­და ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან დი­ლას რომ გავ­დი­ო­დი, მთე­ლი დღე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი მქონ­და. ახლა დრო რომ გა­მო­მი­თა­ვი­სუფ­ლდა, ვცდი­ლობ ხში­რად ვიყო მათ­თან. თე­ატ­რის და­ტო­ვე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც იყო. ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე ამის თქმას, მაგ­რამ რა­ღაც მო­მეტ­ში, რაც მე და­მაკ­ლდა ჩემს მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მინ­და რომ ჩემ­მა შვი­ლებ­მა ეს არ გა­მოს­ცა­დონ, რად­გან რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც ხინ­ჯად გრჩე­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, რომ მა­მას ფეხ­ბურთზე არ მი­ყავ­დი. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ჩემ შვი­ლებს მა­მის ნაკ­ლე­ბო­ბა არ ჰქონ­დეთ და სა­დაც შე­მეძ­ლე­ბა მათ­თან ვიყო.

მახ­სოვს ერთხელ ელი­სა­ბე­დის კრე­ბა­ზე მის­ვლა ვერ მო­ვა­ხერ­ხე და ისე­თი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მი­თხრა, რაც ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა, ამი­ტომ ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად მათ­თან ვიყო, დრო­უ­ლად მო­ვი­დე სახ­ლში. ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო, და­ვა­ძი­ნო, გა­მო­ვუც­ვა­ლო, ვა­ჭა­მო და ა. შ. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტიც მომ­დის ხოლ­მე, მაგ­რამ გა­ას­მა­გე­ბუ­ლი მაქვს ეს გრძნო­ბა.

- რაც გის­მენთ, კომ­ფორ­ტის ზონა თქვენ­თვის ოჯა­ხია...

- დიახ, დი­ლას ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში მიმ­ყავს, მერე გა­და­ცე­მა მაქვს, ჩა­წე­რე­ბი, ბენ­დი რაც გა­მოჩ­ნდა, კონ­ცერ­ტე­ბიც იგეგ­მე­ბა, ღო­ნის­ძე­ბე­ბიც მიმ­ყავს. თუმ­ცა სა­დაც დრო მაქვს, სახ­ლში ვარ ოჯახ­თან. მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს, მას თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რი აქვს, ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნეთს ხელი შე­ვუ­წყოთ და ორი­ვე ერ­თად ვი­ყოთ შვი­ლებ­თან.

- გული არ გწყდე­ბა, თე­ატ­რი რომ გვერ­დზე დარ­ჩა, ხომ არ ფიქ­რობთ, რომ დად­გე­ბა დრო და ამას ინა­ნებთ?

- დად­გე­ბა არა, ეს დრო უკვე არის. რო­დე­საც წლე­ბი სწავ­ლობ, შემ­დეგ 12 წელი თე­ატ­რში ხარ, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ხარ, გცნო­ბენ რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი... გივი პაპა ამ­ბობ­და და ნე­ბის­მი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი და­მე­თან­ხმე­ბა, რომ თე­ატ­რი პურს ვერ გაჭ­მევს ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბით, რომ შენც გე­ყოს და შენც ოჯახ­სა­ცო. თე­ატ­რი კი­დევ ცალ­კე ოჯა­ხია, ისე რო­გორც შენს ოჯახს უნდა შეს­წი­რო თავი, ასე­ვე სჭირ­დე­ბა თე­ატრსაც სულ იქ ყოფ­ნა უნდა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ენ­თუ­ზი­აზ­მით გი­წევს მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი თავ­გა­დაკ­ლუ­ლია თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში, უბ­რა­ლოდ, რა­ღაც მო­მენ­ტში ვი­ღა­ცას უჭირს, რომ თან ცხოვ­რე­ბის რიტმს აჰ­ყვეს და თან თე­ატ­რშიც იყოს. არ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხიც. ამ დროს გი­წევს სამ­წუ­ხა­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. რაც შე­მეძ­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­ჭი­მე ეს ეტა­პი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ რა­ღაც ეტაპ­ზე ვე­ღარ შევ­ძე­ლი. გინ­და, არ გინ­და, ფი­ნან­სუ­რად უნდა იყო ძლი­ე­რი, რომ შენი ოჯა­ხი და ცოლ-შვი­ლი კარ­გად გყავ­დეს. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, მარ­ტო ის, რომ თე­ატ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მთლად საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nათია
0

ეს წერილი მე დავწერე, სახელი არ გავამხილე რადგან თავი უხერხულად ვიგრძენი. ვარ 86 წლის, მყავდა ორი სვილი, ერთი გარდამეცვალა. ბედნიერებისათვის ძალიან ცოტა რამეა საჭირო, აქედან რა გითხრა და რა გისურვო, ცხოვრება 12 კვ ბინაში დავიწყეთ. გათხივება მეგობრის დედის ორმოცზე გადავწყვიტე და გავყევი ძალიან ღარიბ, ერთი ხელი ტანსაცმლით რომ იყო სახლიდან გამოსული ისეთ ბიჭს, რა თქმა უნდა ყველას გაუკვირდა, კითხვებით ამიკლეს, ეს რატომ გააკეთეო, მაგრამ მე ერთი პასუხი მქონდა, ძალიან მომეწონამეთქი. დაიწყო ჩვენი ცხოვრება იმ პატარა ოთახიდან და დიდი ცვლილებების შემდეგ ამ სამოთახიან ბინაში შეწყდა. ის 80 წლის გარდაიცვალა.მე ისევ ვარ ამ ქვეყანაზე ჩემს ქალიშვილთან ერთად, აღარ ვმუშაობ, მაგრამ ვწერ, ერთი წიგნი გამოვუშვი და მეორე მზად მაქვს, ჩემი ქალიშვილი კი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მუშაობს და ღმერთს ვთხოვ, ვემუდარები ყველა ისე შეყვარედეს გარშემო როგორც ის უყვართ ბავშვებს. გალაქტიკაში ერთად ერთი მასწავლებელი ხართო ეუბნებიან ბავშვები, ეფერებიან როგორც დედას,მისი მოსაწონი ძნელად თუ მოიძებნა, დარჩა მარტო ჩემს ამარა და ძმისშვილს ეფერება აქედან ჰოლანდიაში ერთი ცუდი თვისება გვაქვს ვერ ვიტანთ ადამიანს რომელიცს სუფთა ქართულით ვერ საუბრობს და უწმაწურ სიტყვებს ხმარობს და ჩემი ერთი ბებიაც ნანიტაშვილი იყო ბაზალეთიდან და იყო ძალიან, ძალიან თბილი და ტკბილი ქალი. როცა კარგ მის მოგვარეს ვხედავ ვაღმერთებ, ყველა ისეთი მგონია. დიდხანს იდღეგრძელე და იბედნიერე, დიდი სახელი მოგეხვეჭოს და ხშირად გაგვხსენებოდე, კარგი ბიჭი ბიღი ხარ, ნამდვილი მზეჭაბუკი. არ აყვე ამ ხალხს, იყავი ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც ყველა პარტია, ყველა ქართველი და სამშობლო ეყვრება.და თუ საშუალება იქნება კიდევ გაამრავლე ქართველები, კარგი იქნება შენი დარი ადამიანები თუ მოემატება ქვეყანას, იდღეგრძელე ოჯახით.

ეს იყო!
0

ხო, ასე იყო, მაგრამ ჩემი საქმრო სხვა მხარიდან მოვიდა, პირდაპირ ჯარიდან სტუმრად ჩემს მეგობართან, უამრავი შემთხვევა ამის შემდეგ და გიგო რომელსაც ოფიციალური საქმრო მყავდა, გავყევი კახეთიდან ჩამოსულ ბიჭს ყოველგვარი სიყვარულის გარეშე. ამას სულ სხვა მიზეზი ქონდა, იყო კარგი შესახედავი და ძალიან სიყვარულის შემცველი საუბრის მოყვარული. არ მინდა და ვერც მოგიყვეებით იშოვნა ბინა და მაშინვე წავედით მარტო საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა კახელი იყო მის ოჯახში გინება კი არა, არაქართული შეცდომით ნათქვამ სიტყვაზეც კი რეაგირება ქონდათ, ერთი ცუდი თვისება ქონდა, ძალიან ლამაზი, შესახედავად მომხიბვლელი ბიჭი იყო. 57 წელი ვებრძოდი ქალებს, რადგან 400 ქალი გვყავდა სამსახურში და 400-ვე შეყვარებული იყო ჩემს ქმარზე. რას არ ეცადნენ მაგრამ ვერაფრით ვერ დაათმობინეს ჩემი თავი, იცი რატომ ნიკო? ზალიან გვიყვარდა ერთმანეთი. შეეცადეთ თუ გამოგივათ ეს, ყველა ამბობდა რომ ეს ჩემი დამსახურება იყო, მაგრამ არა, ეს მარტო ჩემი დამსახურება არ იყო. თან არაჩვეულებრივ შვილებს ვზრდიდი და მამათილმა მითხრა ერთხელ. 5 უნდა გაგეჩინაო.

ძალიან ძნელია, ამ დროში ერთგულება, შეეცადეთ გაუძლოთ.

შენ ძალიან ლამაზი ბიჭი ხარ, თუ გაუძლებ თავდასხმას შენ გაგიმარჯოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"იყო მომენტები, როცა სადღაც არ მიმიღეს, რადგან მანანას სიძე ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა თეატრს ნიკო ნანიტაშვილი: მსახიობი და ტელეწამყვანი ოჯახზე, ცნობილ სიდედრსა და "ქართულ დისკოზე", რომელმაც 7 ქვეყანა მოიცვა

"იყო მომენტები, როცა სადღაც არ მიმიღეს, რადგან მანანას სიძე ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა თეატრს ნიკო ნანიტაშვილი: მსახიობი და ტელეწამყვანი ოჯახზე, ცნობილ სიდედრსა და "ქართულ დისკოზე", რომელმაც 7 ქვეყანა მოიცვა

მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი, ტელეწამყვანი - ეს ნიკო ნანიტაშვილის რეგალიების არასრული ჩამონათვალია. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თეატრს დროებით ჩამოშორდა, რადგან უფრო მეტი დრო გაეტარებინა ოჯახთან, მაგრამ მაინც ბევრი სამსახური აქვს.

ცნობილი ოჯახის სიძეა. უკვე წლებია, რაც გივი ბერიკაშვილის შვილიშვილზე, ანო მაისურაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომელთა აღზრდაშიც მამაც დიდ მონაწილეობას იღებს. იყო დრო, როდესაც ბერიკაშვილის სიძეობა კარიერაში წინაღობად ექცა, მაგრამ ახლა უკვე მთელი საქართველო იცნობს. "ნიკოს ბენდის" სიმღერებს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მღერიან.

"ქართული დისკო“ ასე გქვია "ნიკოს ბენდის" შესრულებულ ერთ-ერთ სიმღერას, რომელიც „ტიკ-ტოზე“ ერთგვარ ჩელენჯად იქცა. ჩვენი საუბარიც სწორედ ამ სიმღერით დაიწყო:

ნიკო ნანიტაშვილი:

- "ქართული დისკო“ თავიდან ერთი ჩვეულებრივი იუმორისტული ნომერი იყო. მუსიკას ძირითადად ზვიო მოიძიებს ხოლმე, რაზეც შემდეგ ქავერებს ვაკეთებთ. ესეც ერთ-ერთი იტალიური ჯგუფის „ქოლორსის“ ახალი სიმღერა გახლდათ, რომელიც ზვიომ არ ვიცი, სად იპოვა. მოარგო ქართული ტექსტი და გადაცემაში შევასრულეთ. თავიდან ეს იყო ერთ-ერთი რიგითი ნომერი. ფეისბუქზე რომ ავტვირთეთ, დიდი არაფერი, სულ რაღაც 30-40 ათასი ნახვა ჰქონდა. დაახლოებით ორ კვირაში, არ ვიცი, საიდან შეაღწია უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, პოლონეთში, ახლა კი ბელორუსშიც დაიწყო ეს ტალღა. საერთოდ არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას. ჩვენი რეპერტუარიდან პირველად სიმღერა, რომელიც „გავარდა“ ეს იყო „ვისკი კოლა“, მაგრამ ამან აჯობა. როგორც გითხარით, ერთგვარ „ჩელენჯად“ იქცა „ტიკ-ტოკზე.“ ყოველდღე სხვადასხვა ქვეყნებიდან მომდის მესიჯები, რომ მათთან ჩვენი რეპერტუარით ჩავიდეთ. დღესაც პოლონეთიდან მომწერა ქართველმა, აქ ყველა გისმენთ და აუცილებლად ჩამოდითო. გვქონდა შემოთავაზება ყაზახეთიდან, უკრაინიდან.

- ფაქტია, რომ ამ სიმღერამ თქვენი ბენდის პოპულარობაც გაზარდა, აპირებთ გასტროლებზე სიარულს?

- დიახ, ძალიან. ახალი ბენდი ვართ და ერთი წელიც არ არის, რაც "ნიკოს შოუ“ "პოსტ ტვ"-ზე დაიწყო . ჯერჯერობით ეს პერიოდი მოთელვაა. გეფიცებით, აღარ შევდივარ ტიკტოკზე, მხოლოდ ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსიებს მაჩვენებს. რაც შეეხება გასტროლებს, ბელორუსსა და რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებიდან თუ დაგვიძახებენ, აუცილებლად წავალთ. ჯერჯერობით ყველგან საომარი სიტუაციაა და ცოტა საფრთხესაც შეიცავს. ძალიან ბევრი უცხოელი "გუგლ თრანსლეითით" თარგმნის და ისე გვწერს სამადლობელ კომენტარებს.

- ბენდის სხვა წევრებზე რას გვეტყვით?

- ნანუ ჩემთან იყო „რუსთავი 2“-ში, მაგრამ იქ სხვა ბენდი მყავდა. აქ სხვა შემადგენლობით შევიკრიბეთ, როდესაც გავიგე რომ მანუ და ამიკო ჩემთან იქნებოდნენ, ძალიან გამიხარდა. ამიკო ჩოხარაძე იუმორისტულ ჟანრში წამყვანი ფიგურაა. მანუ უნიჭიერესი, ულამაზესი, გეტყვით, რომ ძალიან გამიმართლა ჩემს ბენდში, როგორც მუსიკოსებში, ასევე მომღერლებში.

- ნიკო, ბევრი სამსახური გაქვს, დროს როგორ ანაწილებთ?

- არ მკითხოთ, მართლა ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ჩემი პირველი სამსახური ოჯახია, ჩემთვის ყველაზე სასურველი, სადაც მინდა, რომ ბევრი დრო გავატარო. პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ ბოლო პერიოდი ცოტა არ იყოს, ჩემდა სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ჩამოვშორდი, იმედი მაქვს დროებითია ეს ყველაფერი. „მოზარდმაყურებელთა თეატრში ძალიან დატვირთული გრაფიკი მქოდნა და დროში ვიჭედებოდი. ამ ეტაპზე ჩემმა მეუღლემ სამსახური შეიცვალა და სკოლიდან ბავშვის გამოყვანა მე მიწევს. ვცდილობ გრაფიკს მოვერგო, მაგრამ ჩემი პირველი პროფესია მსახიობობაა დაა აქედან გამომდინარე ვარ მოცეკვავე, მომღერალი და ტელეწამყვანი. ბევრი კომენტარები წამოვიდა, მომღერლობა დაიბრალაო, არა, არ ვიბრალებ, არტისტი ვარ და არტისტულად ვცდილობ მივუდგე ყველაფერს.

- ნიკო, მახსოვს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას თქვენი მეუღლე ამბობდა, რომ კერძებს კარგად ამზადებთ, ახლა რაც პროექტშია, მშიერი ვარო...

- როდესაც სახლში დაღლილი მივდივარ, ჩემთვის ეს განტვირთვის საშუალებაა. მიყვარს თევზაობა, სპორტდარბაზში ვარჯიშიც, მაგრამ ჰობიდან ერთ-ერთია კერძების მომზადება. სტუდენტობისას წლები მარტო ვცხოვრობდი, ჩემი თავის პატრონი მე ვიყავი, სარეცხი იქნებოდა, უთო თუ საჭმლის მომზადება. ბებიას რეცეპტით ვამზადებდი კერძებს, კარგად გამომდიოდა, რეცეპტზე თბილისიდან ვურეკავდი ხოლმე. მეუბნებიან, რომ კარგი ხელი მაქვს სამზარეულოში.

- როგორც მახსოვს ბებიის გაზრდილი ხართ.

- ბებია-ბაბუების, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. დედა საზღვარგარეთ იყო წასული სამუშაოდ, მამასაც სხვა გეგმები გამოუჩნდა. ბებია-ბაბუებს ჩემზე დიდი ამაგი აქვთ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, მანანა ბერიკაშვილის სიძეობამ ხელი შემიშალაო.

- იყო ასეთიც...

- დღესაც ასე ფიქრობთ, მგონი აღარ გეძახიან ბერიკაშვილის სიძეს.

- მანანას უთქვამს სიამაყით, უცებ გავხდი ნიკა ნანიტაშვილის სიდედრიო. ეს ძალიან უხარია. რაც შეეხება ხელის შეშლას, რაღაც ეტაპებზე იყო მომენტები, რომ სადღაც არ მიმიღეს, იმის გამო, რომ მანანას სიძე ვიყავი. მანანა სულ იმას ამბობდა, არ გთხოვთ აყვანას, ნახეთ, რა შუეძლია და იმის მიხედვით გადაწყვიტეთო. ეუბნებოდნენ, ცუდად არ გაგვიგოთ, არავინ იფიქროს, რადგან თქვენი სიძეა მაგიტომ ავიყვანეთო. რაღაც მომენტებში დაჩაგრული ვიყავი, შეუმოწმებლად და გამოუცდელად მომდიოდა უარი. ახლა სხვანაირად არის, ხალხმა შემიყვარა, რაც ძალიან მაბედნიერებს. ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა ჩემთვის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა. თუნდაც ახლა „ღამის შოუ“. ისეთი ეტაპები მაქვს ცხოვრებაში ღმერთისა და ჩემს ირგვლივ ხალხის წყალობით, რომ სასიკეთოდ მიდის ყველაფერი.

- ბატონ გივი ბერიკაშვილთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებდით?

- რითაც შემიძლია ვიამაყო, გივი პაპასთან ურთიერთობა იყო. ასევე კახი ბაბუსთან (კახი კავსაძე)... პაპასთან ურთიერთობა ორი-სამი წლის განმავლობაში მომიწია, რაც ამ ოჯახში შემოვედი. მთელი ცხოვრება მეყოფა ის რჩევა დარიგება, გამოცდილება, რას მისგან მივიღე. ზოგადად, ჩემთვის პაპა-ბებიები ეტალონები არიან. სულ ვამბობ, რომ მათ მასწავლეს როგორ ვიყო კარგი მამა, მეუღლე, მხოლოდ კარგი მახსოვს, ჩემებისგანაც და გივი პაპასგან.

- ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ შვილებთან, ხშირად გვხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში თქვენი საერთო ვიდეოები...

- თეატრიდან გამომდინარე ცოტა მიჭირდა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან დილას რომ გავდიოდი, მთელი დღე რეპეტიციები და სპექტაკლები მქონდა. ახლა დრო რომ გამომითავისუფლდა, ვცდილობ ხშირად ვიყო მათთან. თეატრის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ვერიდები ხოლმე ამის თქმას, მაგრამ რაღაც მომეტში, რაც მე დამაკლდა ჩემს მშობლებთან ურთიერთობა, მინდა რომ ჩემმა შვილებმა ეს არ გამოსცადონ, რადგან რაღაცნაირად მაინც ხინჯად გრჩება ცხოვრების ბოლომდე, რომ მამას ფეხბურთზე არ მიყავდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ შვილებს მამის ნაკლებობა არ ჰქონდეთ და სადაც შემეძლება მათთან ვიყო.

მახსოვს ერთხელ ელისაბედის კრებაზე მისვლა ვერ მოვახერხე და ისეთი გულისტკივილით მითხრა, რაც ძალიან მეტკინა, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად მათთან ვიყო, დროულად მოვიდე სახლში. ბევრი დრო გავატარო, დავაძინო, გამოვუცვალო, ვაჭამო და ა. შ. ხანდახან შეიძლება ზედმეტიც მომდის ხოლმე, მაგრამ გაასმაგებული მაქვს ეს გრძნობა.

- რაც გისმენთ, კომფორტის ზონა თქვენთვის ოჯახია...

- დიახ, დილას ბავშვები სკოლაში მიმყავს, მერე გადაცემა მაქვს, ჩაწერები, ბენდი რაც გამოჩნდა, კონცერტებიც იგეგმება, ღონისძებებიც მიმყავს. თუმცა სადაც დრო მაქვს, სახლში ვარ ოჯახთან. მეუღლეც მუშაობს, მას თავისი სამსახური აქვს, ვცდილობთ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და ორივე ერთად ვიყოთ შვილებთან.

- გული არ გწყდება, თეატრი რომ გვერდზე დარჩა, ხომ არ ფიქრობთ, რომ დადგება დრო და ამას ინანებთ?

- დადგება არა, ეს დრო უკვე არის. როდესაც წლები სწავლობ, შემდეგ 12 წელი თეატრში ხარ, ახალგაზრდა მსახიობი ხარ, გცნობენ რეჟისორები, მსახიობები... გივი პაპა ამბობდა და ნებისმიერი მსახიობი დამეთანხმება, რომ თეატრი პურს ვერ გაჭმევს ისეთი რაოდენობით, რომ შენც გეყოს და შენც ოჯახსაცო. თეატრი კიდევ ცალკე ოჯახია, ისე როგორც შენს ოჯახს უნდა შესწირო თავი, ასევე სჭირდება თეატრსაც სულ იქ ყოფნა უნდა. მთელი ცხოვრება ენთუზიაზმით გიწევს მუშაობა. ყველა მსახიობი თავგადაკლულია თავის პროფესიაში, უბრალოდ, რაღაც მომენტში ვიღაცას უჭირს, რომ თან ცხოვრების რიტმს აჰყვეს და თან თეატრშიც იყოს. არჩინოს საკუთარი თავი და ოჯახიც. ამ დროს გიწევს სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება. რაც შემეძლო მაქსიმალურად გავჭიმე ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რაღაც ეტაპზე ვეღარ შევძელი. გინდა, არ გინდა, ფინანსურად უნდა იყო ძლიერი, რომ შენი ოჯახი და ცოლ-შვილი კარგად გყავდეს. ჩემი გადმოსახედიდან, მარტო ის, რომ თეატრი ძალიან მიყვარს, მთლად საკმარისი არ აღმოჩნდა ჩემთვის.