მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას პირველად ვამბობ, დედა ძალიან ნერვიული ქალი იყო... შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმისა და სისქის ქამრები" - რას იხსენებს თამარ ივერი?
"ამას პირველად ვამბობ, დედა ძალიან ნერვიული ქალი იყო... შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმისა და სისქის ქამრები" - რას იხსენებს თამარ ივერი?

სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი თა­მარ ივე­რი ბავ­შვო­ბის წლებ­სა და დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იხ­სე­ნებს. ამ­ბობს, რომ მშო­ბე­ლი საკ­მა­ოდ მკაც­რად ექ­ცე­ო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან შვი­ლის გამო საყ­ვე­დურს აძ­ლევ­დნენ:

"დედა სულ მცემ­და. ეს ცალ­კე თე­მაა. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლი ქალი იყო. ამას პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა ფორ­მის და სის­ქის ქამ­რე­ბი, რო­მე­ლიც იყო ყვე­ლა­ზე სქე­ლი, ის იყო ყვე­ლა­ზე უმ­ტკივ­ნე­უ­ლო.. იმით რომ მირ­ტყამ­და ესე იგი გა­ვაბ­რა­ზე, მაგ­რამ დიდი და­ნა­შა­უ­ლი არ მქონ­და ჩა­დე­ნი­ლი.. მერე მო­დი­ო­და დაწ­ნუ­ლი ქა­მა­რი, ისიც შე­და­რე­ბით მწა­რე იყო. აი ყვე­ლა­ზე მწა­რე იყო ტყა­ვის ქა­მა­რი.

ასე­ვე ვა­კის პარკში ჰქონ­და ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ტი­რი­ფის ხე, ტოტს მო­ამ­ტვრევ­და და წკეპ­ლას თლი­და, ის იყო ყვე­ლა­ზე მწა­რე. რა­ღა­ცას თუ და­ვა­შა­ვებ­დი, ასე იქ­ცე­ო­და. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა უთხრა ერთხელ, რომ თქვე­ნი შვი­ლი სა­ყუ­რე­ე­ბით და ბეჭ­დე­ბით მო­დი­სო, გა­გიჟ­და დე­და­ჩე­მი, რას ამ­ბობ, ჩემს შვილს ისე ვუშ­ვე­ბო სახ­ლი­დან, არა­ფე­რი მსგავ­სი არ აქ­ვსო. შემ­დეგ და­მი­ყა­რა­ულ­და და ჩუ­მად გა­მომ­ყვა, ლიფტ­თან რომ ჩა­ვე­დი და მა­ში­ნაც მწა­რედ მცე­მა. ასე­თი ქალი იყო" - იხ­სე­ნებს ივე­რი "პოსტ ტვ"-ის ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

თა­მარ ივე­რის დედა მერი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი 2 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ჰყვე­ბო­და, დე­დის სიკ­ვდი­ლი იმ დროს გა­ი­გო, როცა ავ­სტრი­ა­ში იყო და კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

"მე ეს კონ­ცერ­ტი და ჩემი გა­მოს­ვლა დე­დას მი­ვუ­ძღვე­ნი და ამან ნამ­დვი­ლად გა­მაძ­ლი­ე­რა. ჩემი გული მკვდა­რი იყო, მაგ­რამ ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ ჩემს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და ძლი­ე­რე­ბა­ში და­მარ­წმუ­ნა. გამ­თე­ნი­ი­სას თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი და შევ­ძე­ლი მე­ო­რე პა­ნაშ­ვიდს დავ­სწრე­ბო­დი. რაც შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე დე­და­ჩე­მის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად…" - იხ­სე­ნებ­და 2 წლის წინ ივე­რი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
0

ჩემი უდიდესი პატივისცემა თამარ ივერს. მან გულწრფელად ისაუბრა ბავშვობაზე და რა აჟიოტაჟი ატეხეთ, მაშინ ასე იყო მიღებული, მასწავლებლებიც და მშობლებიც ბავშვებს სცემდნენ, საზოგადოება მიჩვეული იყო ამას, რადგან ბავშვის ცემა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეხლა შეიცვალა მიდგომები და მე ვეთანხმები 100% იმას, რომ ცემა არ შეიძლება, არასწორია. იმ დროს კი.... სამწუხაროდ ასე იყო. პირადად მე ისე გავიზარდე, ხმა არავის აუწევია ჩემთვის, ცემაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ეტყობა კარგი ბავშვი ვიყავი😊, რა გითხრათ... ფრიადოსანიც ვიყავი და დამჯერიც....

 

მოქალაქე
3

ამ კომენტარებით ვგებულობ რამდენი გონებაშეზღუდული ადამიანია კომპიუტერის მონა....(აქ ხომ ადამიანობას და პირდაპირობას მიუჩვეველი ხალხია. ) ქალბატონო თამარ არ ღირს ზოგიერთთან თვაის მართლება, მე და უამრავი საღად მოაზროვნე ადამიანები პატივს გცემთ და წარმატებებს გისურვებთ.

ავტორი:

"ამას პირველად ვამბობ, დედა ძალიან ნერვიული ქალი იყო... შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმისა და სისქის ქამრები" - რას იხსენებს თამარ ივერი?

"ამას პირველად ვამბობ, დედა ძალიან ნერვიული ქალი იყო... შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმისა და სისქის ქამრები" - რას იხსენებს თამარ ივერი?

საოპერო მომღერალი თამარ ივერი ბავშვობის წლებსა და დედასთან ურთიერთობას იხსენებს. ამბობს, რომ მშობელი საკმაოდ მკაცრად ექცეოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლაში მასწავლებლებისგან შვილის გამო საყვედურს აძლევდნენ:

"დედა სულ მცემდა. ეს ცალკე თემაა. ძალიან ნერვიული ქალი იყო. ამას პირველად ვამბობ, შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმის და სისქის ქამრები, რომელიც იყო ყველაზე სქელი, ის იყო ყველაზე უმტკივნეულო.. იმით რომ მირტყამდა ესე იგი გავაბრაზე, მაგრამ დიდი დანაშაული არ მქონდა ჩადენილი.. მერე მოდიოდა დაწნული ქამარი, ისიც შედარებით მწარე იყო. აი ყველაზე მწარე იყო ტყავის ქამარი.

ასევე ვაკის პარკში ჰქონდა ამოჩემებული ტირიფის ხე, ტოტს მოამტვრევდა და წკეპლას თლიდა, ის იყო ყველაზე მწარე. რაღაცას თუ დავაშავებდი, ასე იქცეოდა. არ დამავიწყდება, სკოლის მასწავლებელმა უთხრა ერთხელ, რომ თქვენი შვილი საყურეებით და ბეჭდებით მოდისო, გაგიჟდა დედაჩემი, რას ამბობ, ჩემს შვილს ისე ვუშვებო სახლიდან, არაფერი მსგავსი არ აქვსო. შემდეგ დამიყარაულდა და ჩუმად გამომყვა, ლიფტთან რომ ჩავედი და მაშინაც მწარედ მცემა. ასეთი ქალი იყო" - იხსენებს ივერი "პოსტ ტვ"-ის ეთერში საუბრისას.

თამარ ივერის დედა მერი ჯავახიშვილი 2 წლის წინ გარდაიცვალა. როგორც მომღერალი ჰყვებოდა, დედის სიკვდილი იმ დროს გაიგო, როცა ავსტრიაში იყო და კონცერტისთვის ემზადებოდა.

"მე ეს კონცერტი და ჩემი გამოსვლა დედას მივუძღვენი და ამან ნამდვილად გამაძლიერა. ჩემი გული მკვდარი იყო, მაგრამ ამ სიტუაციამ ჩემს პროფესიონალიზმსა და ძლიერებაში დამარწმუნა. გამთენიისას თბილისში ჩამოვედი და შევძელი მეორე პანაშვიდს დავსწრებოდი. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დედაჩემისთვის პატივის მისაგებად…" - იხსენებდა 2 წლის წინ ივერი.