საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლომისის სალოცავში მიდიოდნენ, სანთლები უნდა დაენთოთ... " - რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილზე
"ლომისის სალოცავში მიდიოდნენ, სანთლები უნდა დაენთოთ... " - რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილზე

რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი "კარ­გად არის“. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა, ციცო სა­ა­თაშ­ვილ­მა სო­ფელ კირ­ბალ­ში გა­ნუ­ცხა­და.

თვი­თონ დო­თი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი, მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

"ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი კარ­გად არის. დაჭ­რი­ლი არ არის. ოჯახ­ში ვი­ყა­ვი და ოჯახ­მა მი­თხრა, რომ კარ­გად არის“, - გა­ნა­ცხა­და ციცო სა­ა­თაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც მან გან­მარ­ტა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დო­თი­აშ­ვი­ლის და გინ­ტუ­რის გარ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კი­დევ ერთი პირი იყო, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ის კაცი 70 თუ 75 წლის კა­ცია და იქამ­დე არ ყო­ფი­ლა [მი­სუ­ლი]. ეს პი­რიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს გუ­შინ, მაგ­რამ მან ისიც კი არ იცო­და, რომ გინ­ტუ­რი გარ­და­იც­ვა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ცი­ა­ლა სა­ა­თაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მე­ზობ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 33 წლის ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი და თა­მაზ გინ­ტუ­რი სა­ლო­ცავ­ში სან­თლე­ბის და­სან­თე­ბად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც მკვლე­ლო­ბა და გა­ტა­ცე­ბა მოხ­და.

"ლო­მი­სის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლია, რაც ვერ მივ­დი­ვართ. რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თან მივ­დი­ვართ, მა­შინ პო­ლი­ცია დგას ხოლ­მე. უნდა გა­სა­მარ­თლდნენ ისი­ნი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა. თა­მაზ გინ­ტურს და ლე­ვან დო­თი­აშ­ვილს სან­თლე­ბი უნდა და­ენ­თოთ ლო­მი­სის სა­ლო­ცავ­ში, მეტი არა­ფე­რი. ადრე ჩემი ორი შვი­ლიც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ერთ კვი­რა­ზე მეტ­ხანს“, - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი თა­მაზ გინ­ტუ­რის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­მაზ გინ­ტუ­რი წარ­სულ­ში სამ­ხედ­რო პირი იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვანო
17

უკრაინა, ყარაბახი,ისრაელი მერე დაღესტანში არეულობა, რაღაც ცუდი მწიფდება აქ, აქეთ უნდათ ცხელი წერტილის გადმოტანა,მე5 კოლონა მზად არის უკვე მოქმედებისთვის

თემიდა
26

რატომღაც ნაცთა ბელადმა ორი დღით ადრე დააანონსა რუსებისგან პროვოკაცია,რატომღაც გასროლაზე გააკეთა აქცენტი,რატომღაც ნაცსასტავი იყო წახეტწბული ქაცარავას მეთაურობით ზუსტად მაგ დროს ,ზუსტად მაგ სოფელში,რატომღაც იმ საბრალო აწ განსვენებულ ყოფილ სპეცნაზელს და ასევე ნაცპარტიის წარმომადგენელს მოულოდნელად მოუნდათ ოკუპანტებისგან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა,..კარგად უნდა გაარკვიონ ვის შეხვდნენ მანამდე ეს საწყალი ხალხი,ვინ უკავშირდებოდათ...ხომ არავინ გამოიყენა მათი სიცოცხლე ამ პროვოკაციის მოსაწყობად,ზუსტად იმ ყბადაღებული სტატუსის წინ??!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ლომისის სალოცავში მიდიოდნენ, სანთლები უნდა დაენთოთ... " - რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილზე

"ლომისის სალოცავში მიდიოდნენ, სანთლები უნდა დაენთოთ... " - რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილზე

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი "კარგად არის“. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გატაცებულის ოჯახის ახლობელმა, ციცო საათაშვილმა სოფელ კირბალში განუცხადა.

თვითონ დოთიაშვილის ოჯახის წევრები კი, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

"ლევან დოთიაშვილი კარგად არის. დაჭრილი არ არის. ოჯახში ვიყავი და ოჯახმა მითხრა, რომ კარგად არის“, - განაცხადა ციცო საათაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დოთიაშვილის და გინტურის გარდა შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი პირი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ის კაცი 70 თუ 75 წლის კაცია და იქამდე არ ყოფილა [მისული]. ეს პირიც სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს გუშინ, მაგრამ მან ისიც კი არ იცოდა, რომ გინტური გარდაიცვალა“, - განაცხადა ციალა საათაშვილმა.

გარდა ამისა, მეზობლების განმარტებით, 33 წლის ლევან დოთიაშვილი და თამაზ გინტური სალოცავში სანთლების დასანთებად იმყოფებოდნენ, როდესაც მკვლელობა და გატაცება მოხდა.

"ლომისის ეკლესიაში დაახლოებით 2 წელია, რაც ვერ მივდივართ. როდესაც მიცვალებულებთან მივდივართ, მაშინ პოლიცია დგას ხოლმე. უნდა გასამართლდნენ ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. თამაზ გინტურს და ლევან დოთიაშვილს სანთლები უნდა დაენთოთ ლომისის სალოცავში, მეტი არაფერი. ადრე ჩემი ორი შვილიც იყო დაკავებული, ერთ კვირაზე მეტხანს“, - განაცხადა მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის ახლობელმა და აღნიშნა, რომ თამაზ გინტური წარსულში სამხედრო პირი იყო.

იხილეთ ასევე: