პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყავს ზრდასრული შვილი, რომელიც ქორწინებიდან არ შემძენია... მასთან არ ვურთიერთობ, ერთხელ ვნახე" - გრიგოლი ლეპსი პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე
"მყავს ზრდასრული შვილი, რომელიც ქორწინებიდან არ შემძენია... მასთან არ ვურთიერთობ, ერთხელ ვნახე" - გრიგოლი ლეპსი პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის, რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვი გრე­გო­რი ლეპ­სი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. ლეპ­სის თქმით, მას ჰყავს ზრდას­რუ­ლი შვი­ლი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბი­დან არ შე­ძე­ნია. მომ­ღე­რალ­მა ამის შე­სა­ხებ მო­უ­ლოდ­ნე­ლად „მე­ხუ­თე არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კრემლში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ისა­უბ­რა. კონ­ცერ­ტი კომ­პო­ზი­ტორ ისა­აკ შვარ­ცის და­ბა­დე­ბი­დან ასი წლის­თავს ეძღვნე­ბო­და.

  • მომ­ღე­რალ­მა შვი­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ არა­კა­ნო­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას და­ბა­დე­ბულ შვილ­ზე დე­ტა­ლე­ბი არ გა­ამ­ხი­ლა, მხო­ლოდ ის თქვა, რომ ვერ ხე­დავს მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას.

"არ ვურ­თი­ერ­თობ. ერთხელ ვნა­ხე. უკვე ძა­ლი­ან დი­დია, მშვე­ნი­ე­რი ოჯა­ხია, ჩა­რე­ვა არ არის სა­ჭი­რო", - თქვა გრე­გო­რიმ და დას­ძი­ნა, რომ "თით­ქმის ყვე­ლა კაცს" ჰყავს უკა­ნო­ნო შვი­ლე­ბი, მაგ­რამ მზად არ არი­ან ამა­ზე ღიად ისა­უბ­რონ.

ორი წლის წინ ლეპ­სი მე­ო­რე ცოლს, ბა­ლე­რი­ნა ანა შაპ­ლი­კო­ვას და­შორ­და, რო­მელ­თა­ნაც 20 წელი იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და სამი შვი­ლი ჰყავს - ქა­ლიშ­ვი­ლი ევა და ნი­კო­ლი და ვაჟი ივა­ნე. ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რალ­მა აღი­ა­რა, რომ ის ცუ­დად მო­ექ­ცა ცოლს, რო­მე­ლიც "ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ორი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში".

"მაგ­რამ ჩვენ არ ვართ პირ­ვე­ლე­ბი და არც ბო­ლო­ე­ბი გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის სი­ა­ში. ეს პი­რა­დია და არ მინ­და ამა­ზე ღიად სა­უ­ბა­რი. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ყვე­ლა­ფერ­ში რაც მოხ­და, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნია დამ­ნა­შა­ვე და ეს მე ვარ, სხვა დამ­ნა­შა­ვე არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

მუ­სი­კოსს ასე­ვე ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი, ინგა, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სვეტ­ლა­ნა დუ­ბინ­სკა­ი­ას­თან. ერთი წლის წინ ინ­გას ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

ცოტა ხნის წინ ლეპს­მა, რო­მელ­საც წელს 61 წელი შე­უს­რულ­და, გა­მო­ა­ცხა­და, რომ ღია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო 20 წლის გო­გო­ნას­თან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
1

ვისი გამჟიმავია ეს ლოთი,დაღრეჯილი? 

Qeto
49

ამ მახინჯი სულის არსებაზე რატომ წერთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მყავს ზრდასრული შვილი, რომელიც ქორწინებიდან არ შემძენია... მასთან არ ვურთიერთობ, ერთხელ ვნახე" - გრიგოლი ლეპსი პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე

"მყავს ზრდასრული შვილი, რომელიც ქორწინებიდან არ შემძენია... მასთან არ ვურთიერთობ, ერთხელ ვნახე" - გრიგოლი ლეპსი პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე

ქართული წარმოშობის, რუსული ესტრადის ვარსკვლავი გრეგორი ლეპსი ჟურნალისტებთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ლეპსის თქმით, მას ჰყავს ზრდასრული შვილი, რომელიც ქორწინებიდან არ შეძენია. მომღერალმა ამის შესახებ მოულოდნელად „მეხუთე არხის“ ჟურნალისტებთან კრემლში გამართული კონცერტის შემდეგ ისაუბრა. კონცერტი კომპოზიტორ ისააკ შვარცის დაბადებიდან ასი წლისთავს ეძღვნებოდა.

  • მომღერალმა შვილის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არაკანონიერი ურთიერთობისას დაბადებულ შვილზე დეტალები არ გაამხილა, მხოლოდ ის თქვა, რომ ვერ ხედავს მასთან კომუნიკაციის საჭიროებას.

"არ ვურთიერთობ. ერთხელ ვნახე. უკვე ძალიან დიდია, მშვენიერი ოჯახია, ჩარევა არ არის საჭირო", - თქვა გრეგორიმ და დასძინა, რომ "თითქმის ყველა კაცს" ჰყავს უკანონო შვილები, მაგრამ მზად არ არიან ამაზე ღიად ისაუბრონ.

ორი წლის წინ ლეპსი მეორე ცოლს, ბალერინა ანა შაპლიკოვას დაშორდა, რომელთანაც 20 წელი იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ევა და ნიკოლი და ვაჟი ივანე. ინტერვიუში მომღერალმა აღიარა, რომ ის ცუდად მოექცა ცოლს, რომელიც "ერთგულად ემსახურებოდა ორი ათეული წლის განმავლობაში".

"მაგრამ ჩვენ არ ვართ პირველები და არც ბოლოები განქორწინებული წყვილების სიაში. ეს პირადია და არ მინდა ამაზე ღიად საუბარი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ყველაფერში რაც მოხდა, მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე და ეს მე ვარ, სხვა დამნაშავე არ არსებობს“, - განაცხადა მომღერალმა.

მუსიკოსს ასევე ჰყავს ქალიშვილი, ინგა, პირველი ქორწინებიდან სვეტლანა დუბინსკაიასთან. ერთი წლის წინ ინგას ვაჟი შეეძინა.

ცოტა ხნის წინ ლეპსმა, რომელსაც წელს 61 წელი შეუსრულდა, გამოაცხადა, რომ ღია ურთიერთობაში იყო 20 წლის გოგონასთან.