მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰეზბოლას" ლიდერის პირველი განცხადება ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე - რა თქვა ჰასან ნასრალამ
"ჰეზბოლას" ლიდერის პირველი განცხადება ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე - რა თქვა ჰასან ნასრალამ

"ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დერ­მა, ჰა­სან ნას­რა­ლამ ის­რა­ე­ლი-ღა­ზის კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. და­სა­წყის­ში მან მი­უ­სამ­ძიმ­რა ლი­ბა­ნელ, ღა­ზელ და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და თან მი­უ­ლო­ცა, რად­გან ნას­რა­ლას თქმით, "ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­წა­მე­ობ­რი­ვად სიკ­ვდი­ლის პა­ტი­ვი მო­ი­პო­ვეს".

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას შე­ა­ქო "ჰა­მა­სი" 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის გამო და თქვა, რომ ეს თავ­დას­ხმა ის­რა­ე­ლის­თვის მი­წისძვრის მსგავ­სი იყო.

"უნდა მომ­ხდა­რი­ყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც შე­არ­ყევ­და უზურ­პა­ტორს და მის მხარ­დამ­ჭე­რებს ვა­შინგტონ­სა და ლონ­დონ­ში და სწო­რედ ამ დროს მოხ­და 7 ოქ­ტომ­ბრის კურ­თხე­უ­ლი ოპე­რა­ცია. დიდი ალ აქ­სას ოპე­რა­ცია და­გეგ­მეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს 100 პრო­ცენ­ტით პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა.

ბოლო წლებ­ში პა­ლეს­ტი­ნა­ში პი­რო­ბე­ბი უკი­დუ­რე­სად მკაც­რი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ექ­სტრე­მის­ტუ­ლი, სუ­ლე­ლი, ვე­ლუ­რი მთავ­რო­ბის გამო (გუ­ლის­ხმობს ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას).

ალ-აქ­სას ოპე­რა­ცი­ამ მი­წისძვრა გა­მო­იწ­ვია ის­რა­ელ­ში (გუ­ლის­ხმობს 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმას). რაც მოხ­და, ადას­ტუ­რებს, რომ ირანს კავ­ში­რი არ აქვს მომ­ხდარ­თან, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის რე­ა­ლუ­რი მიმ­ღე­ბე­ბი არი­ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ლი­დე­რე­ბი.

ჯერ არც არა­ფე­რი და­წყე­ბუ­ლა და ჩვენ ხვე­დავთ ქვეყ­ნებს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, რომ­ლე­ბიც გზავ­ნი­ან პრე­ზი­დენ­ტებს, მი­ნის­ტრებს, გე­ნერ­ლებს, თა­ვი­ანთ არ­სე­ნალს და მი­ლი­არ­დებს, რათა მხა­რი და­უ­ჭი­რონ არა­ლე­გი­ტი­მურ ერ­თე­ულს (გუ­ლის­ხმობს ის­რა­ელს)“, - გა­ნა­ცხა­და ნას­რა­ლამ.

მი­სი­ვე თქმით, "ჰა­მა­სის" ოპე­რა­ცი­ამ ის­რა­ელ­თან ბრძო­ლა ახალ, ის­ტო­რი­ულ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა.

"ჰეზ­ბო­ლას“ მე­თა­უ­რის თქმით, ის­რა­ე­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ახლა არის მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა, რად­გან მისი თქმით, "ის­რა­ე­ლი ამას ვე­რას­დროს მი­აღ­წევს“.

ჰა­სან ნას­რა­ლას გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელს ღა­ზა­ში მყო­ფი ტყვე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შე­უძ­ლია.

"რა­საც ის­რა­ე­ლი ღა­ზა­ში აკე­თებს, ეს აჩ­ვე­ნებს ის­რა­ე­ლის სი­სუ­ლე­ლეს, უუ­ნა­რო­ბას, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ, ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ლე­ბის მკვლე­ლო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა ნას­რა­ლამ. მან­ვე ის­რა­ელს "სუს­ტი“ უწო­და და თქვა, რომ მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ერთი სამ­ხედ­რო მიღ­წე­ვაც კი არ აქვთ.

ჯერ­ჯე­რო­ბით, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მას არ უთ­ქვამს, თუ რის გა­კე­თე­ბას გეგ­მავს "ჰეზ­ბო­ლა“.

  • ჰა­სან ნას­რა­ლას სი­ტყვით გა­მოს­ვლა ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა. Ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნა­ახ­ლებს
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))))))
0

ისევე როგორც ამის გვარი ჯღერს რუსულად ზუსტად ისე ასახავს ამ ტიპს

უფლის ნებაა ყველაფერი
0

არ დაგავიწყდეთ რომ ეს ყველაფერი ხდება წმინდა მიწაზე ტყუილად არაფერი არ ხდება ამ დედამიწაზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჰეზბოლას" ლიდერის პირველი განცხადება ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე - რა თქვა ჰასან ნასრალამ

"ჰეზბოლას" ლიდერის პირველი განცხადება ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე - რა თქვა ჰასან ნასრალამ

"ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ისრაელი-ღაზის კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა. დასაწყისში მან მიუსამძიმრა ლიბანელ, ღაზელ და დასავლეთ სანაპიროზე დაღუპულთა ოჯახებს და თან მიულოცა, რადგან ნასრალას თქმით, "ამ ადამიანებმა მოწამეობრივად სიკვდილის პატივი მოიპოვეს".

სიტყვით გამოსვლისას შეაქო "ჰამასი" 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის გამო და თქვა, რომ ეს თავდასხმა ისრაელისთვის მიწისძვრის მსგავსი იყო.

"უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც შეარყევდა უზურპატორს და მის მხარდამჭერებს ვაშინგტონსა და ლონდონში და სწორედ ამ დროს მოხდა 7 ოქტომბრის კურთხეული ოპერაცია. დიდი ალ აქსას ოპერაცია დაგეგმეს და განახორციელეს 100 პროცენტით პალესტინელებმა.

ბოლო წლებში პალესტინაში პირობები უკიდურესად მკაცრი იყო. განსაკუთრებით ამ ექსტრემისტული, სულელი, ველური მთავრობის გამო (გულისხმობს ისრაელის მთავრობას).

ალ-აქსას ოპერაციამ მიწისძვრა გამოიწვია ისრაელში (გულისხმობს 7 ოქტომბრის თავდასხმას). რაც მოხდა, ადასტურებს, რომ ირანს კავშირი არ აქვს მომხდართან, გადაწყვეტილებების რეალური მიმღებები არიან წინააღმდეგობის ლიდერები.

ჯერ არც არაფერი დაწყებულა და ჩვენ ხვედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც გზავნიან პრეზიდენტებს, მინისტრებს, გენერლებს, თავიანთ არსენალს და მილიარდებს, რათა მხარი დაუჭირონ არალეგიტიმურ ერთეულს (გულისხმობს ისრაელს)“, - განაცხადა ნასრალამ.

მისივე თქმით, "ჰამასის" ოპერაციამ ისრაელთან ბრძოლა ახალ, ისტორიულ ეტაპზე გადაიყვანა.

"ჰეზბოლას“ მეთაურის თქმით, ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ახლა არის მიზნების დასახვა, რადგან მისი თქმით, "ისრაელი ამას ვერასდროს მიაღწევს“.

ჰასან ნასრალას განცხადებით, ისრაელს ღაზაში მყოფი ტყვეების დაბრუნება მოლაპარაკების გზით შეუძლია.

"რასაც ისრაელი ღაზაში აკეთებს, ეს აჩვენებს ისრაელის სისულელეს, უუნარობას, რასაც ისინი აკეთებენ, ბავშვებისა და ქალების მკვლელობაა“, - აღნიშნა ნასრალამ. მანვე ისრაელს "სუსტი“ უწოდა და თქვა, რომ მთელი თვის განმავლობაში მათ ერთი სამხედრო მიღწევაც კი არ აქვთ.

ჯერჯერობით, სიტყვით გამოსვლისას მას არ უთქვამს, თუ რის გაკეთებას გეგმავს "ჰეზბოლა“.

  • ჰასან ნასრალას სიტყვით გამოსვლა ამ წუთებშიც გრძელდება. Ambebi.ge ინფორმაციას განაახლებს