სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ვიყოფთ, ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს? გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!" - სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"
"რას ვიყოფთ, ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს? გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!" - სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"

თუ პარ­ტი­ის შიგ­ნით გინ­დათ პარ­ტი­ის ლან­ძღვა. სჯობს, გახ­ვი­დეთ და რა­ღაც თქვე­ნი გა­ა­კე­თოთ, ვიდ­რე და­ა­სუს­ტოთ შიგ­ნი­დან პარ­ტია, - ასე მი­მარ­თა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მისი თქმით, ის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ რა დრო­შას და­ი­ჭერს ხელ­ში.

"მე ვარ ერ­თი­ა­ნო­ბის მომ­ხრე ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ში. მტერს შე­ვუ­რიგ­დე­ბი თუ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის მხა­რეს იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ - თუ პარ­ტი­ის შიგ­ნით გინ­დათ პარ­ტი­ის ლან­ძღვა, სჯობს, გახ­ვი­დეთ და რა­ღაც თქვე­ნი გა­ა­კე­თოთ, ვიდ­რე და­ა­სუს­ტოთ შიგ­ნი­დან პარ­ტია. მერე მეტი შან­სია, რომ ისევ ერ­თად შე­იკ­რი­ბოთ და მა­ინც ერ­თობ­ლი­ვად მოგ­ვიხ­დე­ბა ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ახლა შიგ­ნი­დან რყე­ვა. გა­დით, შექ­მე­ნით რა­ღაც ახა­ლი, ღმერ­თმა ხელი მო­გი­მარ­თოთ. სა­ბო­ლო­ოდ, ეს მა­ინც პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­კა­დუ­ლე­ბია, რო­მე­ლიც ერთ მდი­ნა­რე­ში შე­ერ­წყმე­ბა, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თა­ვად არის ძა­ლი­ან მძლავ­რი ნა­კა­დი და მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ვრჩე­ბი, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გახ­სნი­ლი ვარ ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რად­გან დღეს ერ­თი­ა­ნო­ბას არ აქვს არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა.

აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა დიდი ცვლი­ლე­ბა. ყვე­ლამ თა­ვი­სი გზა იპო­ვეთ - რას ვი­ყოფთ ჯერ მო­უკ­ლა­ვი დათ­ვის ტყავს, ჯერ ეს დათ­ვი საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რია. ამი­ტომ ყვე­ლამ სხვა­დას­ხვა მხრი­დან მო­უ­ა­როს ამ დათვს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მარ­ჯვე­ბა დაგ­ვრჩე­ბა ჩვენ.

მე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ რა დრო­შას და­ი­ჭერს ხელ­ში“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს ასა­მარ­თლე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს აქვს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბა­ნაკ­ში - პო­ლი­ტი­კუ­რად იმ ბა­ნაკ­ში ვართ აღ­მო­ჩე­ნი­ლი, სა­დაც არის "ჰა­მა­სი“, რუ­სე­თი და ა.შ. მაგ­რამ ევ­რო­პა ძა­ლით წაგ­ვიყ­ვანს ევ­რო­პა­ში. უკ­რა­ი­ნა ძა­ლით წაგ­ვიყ­ვანს ევ­რო­პა­ში, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და, შავი და თეთ­რი ნა­თე­ლი გახ­და, ბო­რო­ტი და კე­თი­ლი ნა­თე­ლი გახ­და და ასე ნა­თე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა ეს. მე, რო­გორც არას­დროს, ვარ ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და მზად ვარ, ავი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თქვენ­თან ერ­თად ქვეყ­ნის უბე­დუ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ ყვე­ლა­ნი ჩავ­კი­დებთ ხელს ერ­თმა­ნეთს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ddd
3

მიშიკო, კაი გვარიანად გიბანავია, ოღონდ შენც არ იცი სად? შე უკრაინის მოქალაქე, აქ რა ბრტყელ-ბრტყელი "რეჩებით", სასამართლოს მიეცი ჩვენება, რატომ ჩაძვერი არაჟნებში...

მ.მ
3

მოუკლავი დათვის რა გითხრა, მიხოჯან, მარა რამე რომ იყოს სხვა რამეს არ გაიყოფდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რას ვიყოფთ, ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს? გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!" - სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"

"რას ვიყოფთ, ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს? გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!" - სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას"

თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია, - ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.

"მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში. მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესების მხარეს იქნება, მაგრამ მინდა გითხრათ - თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. საბოლოოდ, ეს მაინც პატარ-პატარა ნაკადულებია, რომელიც ერთ მდინარეში შეერწყმება, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა“ თავად არის ძალიან მძლავრი ნაკადი და მე "ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები, მაგრამ აბსოლუტურად გახსნილი ვარ ყველა სხვა ადამიანის მიმართ, რადგან დღეს ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

აუცილებლად მოხდება დიდი ცვლილება. ყველამ თავისი გზა იპოვეთ - რას ვიყოფთ ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი საკმარისად ძლიერია. ამიტომ ყველამ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს. საბოლოო ჯამში, გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ.

მე ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებელს ასამართლებენ.

"საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პერსპექტივები. დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში - პოლიტიკურად იმ ბანაკში ვართ აღმოჩენილი, სადაც არის "ჰამასი“, რუსეთი და ა.შ. მაგრამ ევროპა ძალით წაგვიყვანს ევროპაში. უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ყველაფერი ნათელი გახდა, შავი და თეთრი ნათელი გახდა, ბოროტი და კეთილი ნათელი გახდა და ასე ნათელი არასდროს ყოფილა ეს. მე, როგორც არასდროს, ვარ ბრძოლისუნარიანი და მზად ვარ, ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად ქვეყნის უბედურების გამოყვანის და დარწმუნებული ვარ, თუ ყველანი ჩავკიდებთ ხელს ერთმანეთს, ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა.