მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპრეცედენტო თაღლითობა და მრავალმილიონიანი სქემა - "კრიპტოს მეფე" სასამართლომ დამნაშავედ ცნო
უპრეცედენტო თაღლითობა და მრავალმილიონიანი სქემა - "კრიპტოს მეფე"  სასამართლომ დამნაშავედ ცნო

წარ­სულ­ში მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ბირ­ჟის მმარ­თვე­ლი, სემ ბან­კმენ-ფრი­დი, თაღ­ლი­თო­ბა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნა­ჩე­ნი 5-სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ტა­ნეს.

კრიპ­ტო ინ­დუსტრი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის და­ცე­მა მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

ბან­კმენ-ფრი­დი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი ფირ­მის, FTX-ის გა­კოტ­რე­ბის შემ­დეგ, გა­სულ წელს და­ა­კა­ვეს. ახლა კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას სა­პა­ტიმ­რო­ში ათწლე­უ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წევს.

  • გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში მო­მა­ვა­ლი წლის 28 მარ­ტი­დან შევა.
  • "სემ ბან­კმენ-ფრიდ­მა ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ფი­ნან­სუ­რი თაღ­ლი­თო­ბა ჩა­ი­დი­ნა. მან მრა­ვალ­მი­ლი­არდდო­ლა­რი­ა­ნი სქე­მა შექ­მნა, რათა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მეფე გამ­ხდა­რი­ყო",- გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კელ­მა მო­სა­მარ­თლემ, დე­მი­ან უი­ლი­ამსმა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ.

პრო­კუ­რო­რებ­მა ბან­კმენ-ფრი­დი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ინ­ვეს­ტო­რე­ბის და კრე­დი­ტო­რე­ბის მო­ტყუ­ე­ბა­ში და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ბირ­ჟი­დან მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის მო­პარ­ვა­ში, რაც სა­ბო­ლო­ოდ, მისი კომ­პა­ნი­ის კო­ლაფ­სის მი­ზე­ზიც გახ­და. მას ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბის და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის შვი­დი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს.

სემ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და თავი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ის სა­სა­მარ­თლოს უმ­ტკი­ცებ­და, რომ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მოქ­მე­დებ­და.

თა­ვად "კრიპ­ტო მე­ფის" ად­ვო­კატ­მა კი ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "პა­ტივს ვცემთ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ შე­დე­გით ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ. ბა­ტო­ნი ბან­კმენ-ფრი­დი კვლავ უდა­ნა­შა­უ­ლოდ რჩე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­თან ბრძო­ლას ენერ­გი­უ­ლად გან­ვაგ­რძობთ."

ბან­კმენ-ფრი­დის სამ­მა მე­გო­ბარ­მა და კო­ლე­გამ, მათ შო­რის მის­მა ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, ქე­რო­ლა­ინ ელი­სონ­მა, და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რეს და სა­კუ­თა­რი სას­ჯე­ლის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სე­მის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცეს ჩვე­ნე­ბა.

ბან­კმენ ფრიდს, გა­ნა­ჩე­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რი 110-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ელის, მაგ­რამ ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მო­სა­მარ­თლე რე­ა­ლუ­რად მი­ი­ღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამის მი­უ­ხე­და­ვად, უდა­ვოა ის ფაქ­ტი, რომ "კრიპ­ტოს მე­ფეს" ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევს სა­კან­ში ცხოვ­რე­ბა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუ
16

არამგონია ბორიაზე მაგარი თაღლითი და გადამგდობი იყოს. მგონი მისი ძმაკაციც არის. ეგეც კრიპტოზე ჩალიჩობდა როგორც ბორია

ელენე
4

ეხლა 10 მილიარდი რომ მქონდეს რას ვიზამდი და ავიღებდი მაგ ათ მილიარდს და გადავიხდიდი საქართველოს საგარეო ვალს. 

ავტორი:

უპრეცედენტო თაღლითობა და მრავალმილიონიანი სქემა - "კრიპტოს მეფე" სასამართლომ დამნაშავედ ცნო

უპრეცედენტო თაღლითობა და მრავალმილიონიანი სქემა - "კრიპტოს მეფე"  სასამართლომ დამნაშავედ ცნო

წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის მმართველი, სემ ბანკმენ-ფრიდი, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს.

კრიპტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის დაცემა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბანკმენ-ფრიდი სამართალდამცავებმა მისი ფირმის, FTX-ის გაკოტრების შემდეგ, გასულ წელს დააკავეს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მას საპატიმროში ათწლეულების გატარება მოუწევს.

  • განაჩენი ძალაში მომავალი წლის 28 მარტიდან შევა.
  • "სემ ბანკმენ-ფრიდმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური თაღლითობა ჩაიდინა. მან მრავალმილიარდდოლარიანი სქემა შექმნა, რათა კრიპტოვალუტის მეფე გამხდარიყო",- განაცხადა ამერიკელმა მოსამართლემ, დემიან უილიამსმა განაჩენის გამოტანის შემდეგ.

პროკურორებმა ბანკმენ-ფრიდი დაადანაშაულეს ინვესტორების და კრედიტორების მოტყუებაში და კრიპტოვალუტის ბირჟიდან მილიარდობით დოლარის მოპარვაში, რაც საბოლოოდ, მისი კომპანიის კოლაფსის მიზეზიც გახდა. მას ბრალი თაღლითობის და ფულის გათეთრების შვიდი მუხლით წაუყენეს.

სემმა ყველა ბრალდება უარყო და თავი უდანაშაულოდ ცნო. ის სასამართლოს უმტკიცებდა, რომ შეცდომების დაშვების მიუხედავად, კეთილსინდისიერად მოქმედებდა.

თავად "კრიპტო მეფის" ადვოკატმა კი ასეთი განცხადება გააკეთა: "პატივს ვცემთ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ბატონი ბანკმენ-ფრიდი კვლავ უდანაშაულოდ რჩება და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან ბრძოლას ენერგიულად განვაგრძობთ."

ბანკმენ-ფრიდის სამმა მეგობარმა და კოლეგამ, მათ შორის მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, ქეროლაინ ელისონმა, დანაშაული აღიარეს და საკუთარი სასჯელის შემცირების მიზნით, სემის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

ბანკმენ ფრიდს, განაჩენის გათვალისწინებით, მაქსიმალური 110-წლიანი პატიმრობა ელის, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოსამართლე რეალურად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ამის მიუხედავად, უდავოა ის ფაქტი, რომ "კრიპტოს მეფეს" ათწლეულების განმავლობაში მოუწევს საკანში ცხოვრება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა