პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოულოდნელობის ეფექტი ამ ომში აღარ არსებობს" - რა ხდება უკრაინის ფრონტზე და შესაძლებელია თუ არა ოკუპანტის დასამარცხებლად წელს გარდატეხის შეტანა?
"მოულოდნელობის ეფექტი ამ ომში აღარ არსებობს" - რა ხდება უკრაინის ფრონტზე და შესაძლებელია თუ არა ოკუპანტის დასამარცხებლად წელს გარდატეხის შეტანა?

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი The Economist-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წერს, რომ ომი “პო­ზი­ცი­უ­რი” ხდე­ბა და აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლია უკ­რა­ი­ნას მტერ­ზე ყვე­ლა­ფერ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დეს.

“უკ­რა­ი­ნამ არა მხო­ლოდ გა­ა­ჩე­რა გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ე­რი მე­ტო­ქის შე­მოჭ­რა, არა­მედ სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თუმ­ცა, ახლა ომი ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის, იმა­ში, რა­საც ჩვენ, სამ­ხედ­რო­ე­ბი, “პო­ზი­ცი­ურ” ომს ვე­ძა­ხით და რო­მე­ლიც სტა­ტი­კუ­რი და დამ­ქან­ცა­ვი ბრძო­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, ეს რუ­სეთს არ­გებს, ვი­ნა­ი­დან სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ძალა აღად­გი­ნოს. ეს სა­ბო­ლოო ჯამ­ში საფრ­თხეს შე­უქ­მნის უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და თა­ვად სა­ხელ­მწი­ფოს”, - წერს ზა­ლუ­ჟ­ნი.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის თქმით, “პო­ზი­ცი­უ­რი” ომი დიდ რის­კებს შე­ი­ცავს უკ­რა­ი­ნის­თვის, ხოლო აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ მტერ­ზე ყვე­ლა­ფერ­ში უპი­რა­ტე­სო­ბის ქონა იქ­ნე­ბა, კერ­ძოდ კი “უპი­რა­ტე­სო­ბა ცაში, რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი ბრძო­ლი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­ნაღმვის ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მეტი რე­ზერ­ვე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა და გაწ­ვრთნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი”.

“ახალ, ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს შე­უძ­ლია ეს ომი კვლავ პო­ზი­ცი­უ­რი­დან მა­ნევ­რი­რე­ბა­დად აქ­ცი­ოს”, - წერს ზა­ლუ­ჟ­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ს, რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, 22-დღი­ა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ქა­ო­სის შემ­დეგ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ 25 ოქ­ტომ­ბერს ახა­ლი სპი­კე­რი აირ­ჩია. ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მი­უდ­გე­ბა რეს­პუბ­ლი­კე­ლი მაიკ ჯონ­სო­ნი დახ­მა­რე­ბის 106-მი­ლი­არდდო­ლა­რი­ან პა­კეტს, რო­მე­ლიც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა კონ­გრესს გა­უგ­ზავ­ნა და­სამ­ტკი­ცებ­ლად. აქ შე­დის უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი 60-მი­ლი­არ­დი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა, 14 მი­ლი­არ­დი ის­რა­ე­ლი­სათ­ვის და აშშ-ისა და მექ­სი­კის სა­ზღვრის გა­მაგ­რე­ბა.

ჯონ­სონ­მა 26 ოქ­ტომ­ბერს სპი­კე­რის რან­გში ინ­ტერ­ვიუ მის­ცა Fox News-ს, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნი­სა და ის­რა­ე­ლის დახ­მა­რე­ბე­ბი ცალ-ცალ­კე უნდა გა­ნი­ხი­ლონ და მი­ა­ნიშ­ნა, რომ ამ ფორ­მით 106-მი­ლი­არ­დი­ან პა­კეტს მხარს არ და­უ­ჭერს.

"ის­რა­ე­ლი ცალ­კე სა­კი­თხია. ჩვენ ის­რა­ე­ლის 14 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით და­ფი­ნან­სე­ბას ცალ­კე გან­ვი­ხი­ლავთ“, - თქვა მან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ვერ და­ვუშ­ვებთ, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­ი­მარ­ჯვოს უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან არ მჯე­რა, რომ ის იქ გა­ჩერ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ჯონ­სონ­მა, მაგ­რამ დას­ძი­ნა, რომ დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მეტი მსჯე­ლო­ბაა სა­ჭი­რო. "გვინ­და ვი­ცო­დეთ, თუ რა არის მი­ზა­ნი, რა არის სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში“, - თქვა მან.

ბა­ი­დენ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კა უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბა "მა­ნამ, სა­ნამ ეს სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა“. მო­ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას ჯონ­სო­ნის სპი­კე­რო­ბა ამე­რი­კის მიერ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც კი­ე­ვი­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რუ­სეთ­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში, ეს მალე გა­ირ­კვე­ვა.

რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნის ფრონტზე, სა­დაც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს მეტ­წი­ლად პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბის ხა­სი­ა­თი აქვს და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ომი კვლავ მა­ნევ­რი­რე­ბა­დად იქ­ცეს, ამ სა­კი­თხზე ambebi.ge-ს სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე ომში მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექტს გა­მო­რი­ცხავს:

"ახლა ბრძო­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მთე­ლი ფრონ­ტის ხაზ­ზე გრძელ­დე­ბა - რო­გორც სამ­ხრეთ­ში - ზა­პო­რო­ჟი­ე­ში, ისე აღ­მო­სავ­ლეთ­ში - დონ­ბას­ში და ასე­ვე ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ­ში - კრე­მენ­ნო­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. უკ­რა­ი­ნა­ში ძი­რი­თა­დად პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ანუ ვერც ერთი მხა­რე დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას ვერ აღ­წევს. მი­უ­ხე­და­ვად უდი­დე­სი მსხვერ­პლი­სა, რუ­სე­თის არ­მია მა­ინც აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვას ავ­დე­ევ­კის ასა­ღე­ბად. ავ­დე­ევ­კა არის დო­ნეც­კი­დან ათი­ო­დე კმ-ში და, უბ­რა­ლოდ, კრემ­ლის პრეს­ტი­ჟის საქ­მეა, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი აღე­ბა რომ ვერ შეძ­ლეს და უნ­დათ, და­ი­პყრონ ეს ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

დიდი შე­ტე­ვე­ბის და იმის იმე­დი, რომ უკ­რა­ი­ნა ახალ წლამ­დე შეძ­ლებს დიდი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს, ნაკ­ლე­ბად მაქვს, ვი­ნა­ი­დან მალე და­ი­წყე­ბა წვი­მის სე­ზო­ნი და შე­ტე­ვე­ბი აღარ იქ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასე გა­მო­ვი­და, რომ ბრძო­ლებ­ში რუ­სე­თის თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ე­ბი რთუ­ლად ასა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა და ეს ომი სა­ვა­რა­უ­დოდ, 2024-მდე გაგ­რძელ­დე­ბა.

აქ მთა­ვა­რი ის არის, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტი ამ ომში აღარ არ­სე­ბობს - ორი­ვე მხა­რეს გა­აჩ­ნია სა­დაზ­ვერ­ვო პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც ად­რე­უ­ლად გა­მო­ავ­ლენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის მიერ ჩა­ფიქ­რე­ბულ ყვე­ლა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის და­სა­წყისს. ასე რომ, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტის მიღ­წე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ურ­თუ­ლე­სი იქ­ნე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით კვლავ მა­ნევ­რი­რე­ბად იქ­ცეს, ამის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მთე­ლი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის არა მარ­ტო ახა­ლი ტექ­ნი­კით გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, არა­მედ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­მა­რა­გე­ბა, რაც თით­ქმის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრობ­ლე­მა იყო.

არ მგო­ნია და ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა ამ მხრივ რა­ღაც ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლოს, მით უფრო მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ-ჰა­მა­სის ომი და­ი­წყო. აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცპ­როგ­რა­მით აქვს 5 მი­ლი­არ­დზე მეტი დო­ლა­რი დარ­ჩე­ნი­ლი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლი­ათ პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, კონ­გრე­სის თან­ხმო­ბის გა­რე­შე და­ეხ­მა­რონ უკ­რა­ი­ნას. ასე­ვე, სა­უ­ბა­რია 100 მი­ლი­არ­დზე მეტი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფა­ზე, სა­ი­და­ნაც უკ­რა­ი­ნა დიდ ნა­წილს მი­ი­ღებ­და (ის­რა­ელ­თან და ტა­ი­ვან­თან ერ­თად). აშშ-ს რეს­პუბ­ლი­კელ კონ­გრეს­მე­ნებს სურთ, რომ ეს დახ­მა­რე­ბა იყოს არა ერ­თი­ა­ნი, არა­მედ ის­რა­ე­ლის დახ­მა­რე­ბა ცალ­კე გა­მო­ყონ. ასე თუ მოხ­და, ამ პა­კეტს პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა შე­იძ­ლე­ბა ვეტო და­ა­დოს, ვი­ნა­ი­დან ის­რა­ე­ლის დახ­მა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­კე თუ მი­ი­ღეს, მერე დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა ჩნდე­ბა იმი­სა, რომ კონ­გრეს­მე­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბას არ და­ამ­ტკი­ცე­ბენ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოულოდნელობის ეფექტი ამ ომში აღარ არსებობს" - რა ხდება უკრაინის ფრონტზე და შესაძლებელია თუ არა ოკუპანტის დასამარცხებლად წელს გარდატეხის შეტანა?

"მოულოდნელობის ეფექტი ამ ომში აღარ არსებობს" - რა ხდება უკრაინის ფრონტზე და შესაძლებელია თუ არა ოკუპანტის დასამარცხებლად წელს გარდატეხის შეტანა?

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ომი “პოზიციური” ხდება და აქედან გამოსავალია უკრაინას მტერზე ყველაფერში უპირატესობა ჰქონდეს.

“უკრაინამ არა მხოლოდ გააჩერა გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქის შემოჭრა, არამედ საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ომი ახალ ეტაპზე გადადის, იმაში, რასაც ჩვენ, სამხედროები, “პოზიციურ” ომს ვეძახით და რომელიც სტატიკური და დამქანცავი ბრძოლებისგან შედგება, ეს რუსეთს არგებს, ვინაიდან საშუალებას მისცემს საკუთარი სამხედრო ძალა აღადგინოს. ეს საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავად სახელმწიფოს”, - წერს ზალუჟნი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, “პოზიციური” ომი დიდ რისკებს შეიცავს უკრაინისთვის, ხოლო აქედან გამოსავალი მხოლოდ მტერზე ყველაფერში უპირატესობის ქონა იქნება, კერძოდ კი “უპირატესობა ცაში, რადიოლოკაციური ბრძოლისა და არტილერიის საწინააღმდეგო ბრძოლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შესაძლებლობები, განაღმვის ახალი ტექნოლოგიები და მეტი რეზერვების მობილიზებისა და გაწვრთნის შესაძლებლობები”.

“ახალ, ინოვაციურ მიდგომებს შეუძლია ეს ომი კვლავ პოზიციურიდან მანევრირებადად აქციოს”, - წერს ზალუჟნი.

რაც შეეხება აშშ-ს, როგორც ცნობილი გახდა, 22-დღიანი საკანონმდებლო ქაოსის შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ 25 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩია. ახლა საინტერესოა, როგორ მიუდგება რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი დახმარების 106-მილიარდდოლარიან პაკეტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა დასამტკიცებლად. აქ შედის უკრაინისათვის გამოყოფილი 60-მილიარდიანი დახმარება, 14 მილიარდი ისრაელისათვის და აშშ-ისა და მექსიკის საზღვრის გამაგრება.

ჯონსონმა 26 ოქტომბერს სპიკერის რანგში ინტერვიუ მისცა Fox News-ს, რომელშიც განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარებები ცალ-ცალკე უნდა განიხილონ და მიანიშნა, რომ ამ ფორმით 106-მილიარდიან პაკეტს მხარს არ დაუჭერს.

"ისრაელი ცალკე საკითხია. ჩვენ ისრაელის 14 მილიარდი დოლარით დაფინანსებას ცალკე განვიხილავთ“, - თქვა მან ინტერვიუში.

"ვერ დავუშვებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვოს უკრაინაში, რადგან არ მჯერა, რომ ის იქ გაჩერდება“, - აღნიშნა ჯონსონმა, მაგრამ დასძინა, რომ დახმარებასთან დაკავშირებით მეტი მსჯელობაა საჭირო. "გვინდა ვიცოდეთ, თუ რა არის მიზანი, რა არის საბოლოო წერტილი უკრაინაში“, - თქვა მან.

ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას დაეხმარება "მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“. მოახდენს თუ არა გავლენას ჯონსონის სპიკერობა ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებაზე, რომელიც კიევისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთთან ბრძოლის საქმეში, ეს მალე გაირკვევა.

რა ხდება უკრაინის ფრონტზე, სადაც საბრძოლო მოქმედებებს მეტწილად პოზიციური ბრძოლების ხასიათი აქვს და შესაძლებელია თუ არა ომი კვლავ მანევრირებადად იქცეს, ამ საკითხზე ambebi.ge-ს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე ომში მოულოდნელობის ეფექტს გამორიცხავს:

"ახლა ბრძოლები ძირითადად მთელი ფრონტის ხაზზე გრძელდება - როგორც სამხრეთში - ზაპოროჟიეში, ისე აღმოსავლეთში - დონბასში და ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთში - კრემენნოეს მიმართულებაზე. უკრაინაში ძირითადად პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს, ანუ ვერც ერთი მხარე დიდ უპირატესობას ვერ აღწევს. მიუხედავად უდიდესი მსხვერპლისა, რუსეთის არმია მაინც აგრძელებს შეტევას ავდეევკის ასაღებად. ავდეევკა არის დონეცკიდან ათიოდე კმ-ში და, უბრალოდ, კრემლის პრესტიჟის საქმეა, 9 წლის განმავლობაში მისი აღება რომ ვერ შეძლეს და უნდათ, დაიპყრონ ეს ქალაქი, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურებულია.

დიდი შეტევების და იმის იმედი, რომ უკრაინა ახალ წლამდე შეძლებს დიდი ტერიტორიები გაათავისუფლოს, ნაკლებად მაქვს, ვინაიდან მალე დაიწყება წვიმის სეზონი და შეტევები აღარ იქნება. საბოლოო ჯამში, ასე გამოვიდა, რომ ბრძოლებში რუსეთის თავდაცვის ზღუდეები რთულად ასაღები აღმოჩნდა და ეს ომი სავარაუდოდ, 2024-მდე გაგრძელდება.

აქ მთავარი ის არის, რომ მოულოდნელობის ეფექტი ამ ომში აღარ არსებობს - ორივე მხარეს გააჩნია სადაზვერვო პოტენციალი, რომელიც ადრეულად გამოავლენს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ჩაფიქრებულ ყველა საბრძოლო მოქმედების დასაწყისს. ასე რომ, მოულოდნელობის ეფექტის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ურთულესი იქნება ინოვაციური მიდგომებით კვლავ მანევრირებად იქცეს, ამისთვის საჭირო იქნება მთელი უკრაინის არმიის არა მარტო ახალი ტექნიკით გადაიარაღება, არამედ დიდი რაოდენობით მომარაგება, რაც თითქმის 2 წლის განმავლობაში პრობლემა იყო.

არ მგონია და ძალიან საეჭვოა ამ მხრივ რაღაც ძალიან შეიცვალოს, მით უფრო მას შემდეგ, რაც ისრაელ-ჰამასის ომი დაიწყო. აშშ-ს პრეზიდენტის სპეცპროგრამით აქვს 5 მილიარდზე მეტი დოლარი დარჩენილი, რომლითაც შეუძლიათ პრეზიდენტის ბრძანებით, კონგრესის თანხმობის გარეშე დაეხმარონ უკრაინას. ასევე, საუბარია 100 მილიარდზე მეტი დოლარის გამოყოფაზე, საიდანაც უკრაინა დიდ ნაწილს მიიღებდა (ისრაელთან და ტაივანთან ერთად). აშშ-ს რესპუბლიკელ კონგრესმენებს სურთ, რომ ეს დახმარება იყოს არა ერთიანი, არამედ ისრაელის დახმარება ცალკე გამოყონ. ასე თუ მოხდა, ამ პაკეტს პრეზიდენტმა ბაიდენმა შეიძლება ვეტო დაადოს, ვინაიდან ისრაელის დახმარების გადაწყვეტილება ცალკე თუ მიიღეს, მერე დიდი საშიშროება ჩნდება იმისა, რომ კონგრესმენები უკრაინისთვის დახმარებას არ დაამტკიცებენ“.