სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა" - დონალდ ტრამპის ვაჟის ირონია სასამართლოზე: რა ჩვენება მისცა უმცროსმა ტრამპმა, რომელმაც შესაძლოა, ნიუ-იორკში ბიზნესის ქონის უფლება დაკარგოს
"მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა" - დონალდ ტრამპის ვაჟის ირონია სასამართლოზე: რა ჩვენება მისცა უმცროსმა ტრამპმა, რომელმაც შესაძლოა, ნიუ-იორკში ბიზნესის ქონის უფლება დაკარგოს

ამე­რი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის ვაჟი, დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი ოთხშა­ბათს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­სდგა. მას თაღ­ლი­თუ­რი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა ედე­ბა ბრა­ლად - სა­სა­მარ­თლოს მტკი­ცე­ბით, დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი და მისი ძმა, ერი­კი შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მა­მის ქო­ნე­ბის გაზ­რდის სქე­მა­ში ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად, რო­გო­რი­ცაა სეს­ხის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი და სა­და­ზღვე­ვო პო­ლი­სი.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რორ­მა ლე­ტი­ცია ჯე­იმსმა ნიუ იორკში ტრამ­პის ბიზ­ნე­სის ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დო თაღ­ლი­თო­ბის შე­დე­გად, ბან­კებ­მა 168 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გეს.

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს:

"მე არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ან­გა­რიშ­გე­ბის შედ­გე­ნა­ში" - გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა ად­ვო­კა­ტებს. მე­დია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მას მსუ­ბუ­ქი და ზოგ­ჯერ ირო­ნი­უ­ლი ტონი ჰქონ­და:

"მა­კი­ა­ჟი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა" - თქვა მან, როცა ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მისი ფო­ტოს გა­და­ღე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სის სა­სა­მარ­თლო ხუთ­შა­ბათს გა­ნახ­ლდე­ბა. მისი ძმა, ერიკ ტრამ­პი, ამ საქ­მე­ში კი­დევ ერთი თა­ნაბ­რალ­დე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კვი­რა­ში მის­ცემს ჩვე­ნე­ბას.

მო­სა­მარ­თლემ უკვე აღ­მო­ა­ჩი­ნა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ჩა­ნა­წე­რე­ბი. სა­სა­მარ­თლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დო­ნალდ ტრამპ უმ­ცროს­მა, მა­მას­თან და ძმას­თან ერ­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია ნიუ-იორკში ბიზ­ნე­სის ქო­ნის უფ­ლე­ბა და­კარ­გოს.

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი, რო­მე­ლიც პრო­ცესს ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყი­სი­დან ეს­წრე­ბო­და, შვი­ლის ჩვე­ნე­ბის დროს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი სა­სა­მარ­თლო ორ­შა­ბათ­საა და­გეგ­მი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
UY
13

თევზი თავიდან ლპებაო, უდიესი იმპერიები ჩამოშლილან!!

tsiko
6

ბაიდენის ვაჟს რომ მიბაძო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა" - დონალდ ტრამპის ვაჟის ირონია სასამართლოზე: რა ჩვენება მისცა უმცროსმა ტრამპმა, რომელმაც შესაძლოა, ნიუ-იორკში ბიზნესის ქონის უფლება დაკარგოს

"მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა" - დონალდ ტრამპის ვაჟის ირონია სასამართლოზე: რა ჩვენება მისცა უმცროსმა ტრამპმა, რომელმაც შესაძლოა, ნიუ-იორკში ბიზნესის ქონის უფლება დაკარგოს

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი ოთხშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას თაღლითური დოკუმენტის წარდგენა ედება ბრალად - სასამართლოს მტკიცებით, დონალდ ტრამპ უმცროსი და მისი ძმა, ერიკი შეგნებულად მონაწილეობდნენ მამის ქონების გაზრდის სქემაში ფინანსური სარგებლის მისაღებად, როგორიცაა სესხის უკეთესი პირობები და სადაზღვევო პოლისი.

გენერალური პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ნიუ იორკში ტრამპის ბიზნესის ლიცენზიების გაუქმება მოითხოვა. მისივე განცხადებით, სავარაუდო თაღლითობის შედეგად, ბანკებმა 168 მილიონი დოლარი დაკარგეს.

დონალდ ტრამპ უმცროსი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს:

"მე არ ვმონაწილეობდი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების შედგენაში" - განუცხადა ტრამპმა ადვოკატებს. მედია აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე მას მსუბუქი და ზოგჯერ ირონიული ტონი ჰქონდა:

"მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა" - თქვა მან, როცა ფოტოგრაფები მისი ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ.

დონალდ ტრამპ უმცროსის სასამართლო ხუთშაბათს განახლდება. მისი ძმა, ერიკ ტრამპი, ამ საქმეში კიდევ ერთი თანაბრალდებული, სავარაუდოდ, ამ კვირაში მისცემს ჩვენებას.

მოსამართლემ უკვე აღმოაჩინა გაყალბებული ბიზნეს ჩანაწერები. სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპ უმცროსმა, მამასთან და ძმასთან ერთად შესაძლებელია ნიუ-იორკში ბიზნესის ქონის უფლება დაკარგოს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც პროცესს ოქტომბრის დასაწყისიდან ესწრებოდა, შვილის ჩვენების დროს სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა. მისი სასამართლო ორშაბათსაა დაგეგმილი.