გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" "ქალიან-კაციანად უზრდელობენ" და არც "ბოდიშს" იხდიან.
„ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი, მათ უმრავლესობის წევრებისთვის, ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული აკეთებდნენ. ღირსება არ აქვთ და ამ განცხადებებისთვის ვერ მოიხდიან ბოდიშს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს?! პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ...
ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ა.შ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს გარკვეული წვლილი ამაში შეტანილი, რაც ძალიან ცუდია“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს ამ ქვეყანაში აგრესიის, პოლარიზაციის გაღვივება, ესაა ოპოზიცია.
„განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას „ბოდიშს“ როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნაცები ამ გენდერს სულ წაღმა-უკუღმა იყენებენ, როდის როგორც დასჭირდებათ.
კობახიძე არის გაწონასწორებული და წესიერი ადამიანი. რასაც ვერ ვიტყვი მთელ სექტაზე და მის დანამატებზე. ქალები , ალქაჯები და მართლაც ძალიან უზრდელები და ყველაფერ კარგზე რაც ხდება ქვეყანაში, აფოფრილები და მაჩხუბრები. არც ბერაიას უთქვამს თყუილი და მაინც მოინანია. რასაც ოპოზიცია იტყუება , მაშინ ჩამოხრჩობაც ცოტა იქნებოდა მათთვის. ასეთი უზრდელი ქალები სად იპოვეს ? ესაა საინტერესო. სამადაშვილს თავი მწვანე კიტრი იყო მოაქვს და მისგან ისეთი საუბრის მომსწრენი გავხდით, არსად რომ არ მომისმენია და თან კაცს ესაუბრებოდა. რაც არ უნდა ჩაიცვას ევროებზე ნაყიდი , ვერ დაავიწყებს ხალხს იმ დიალოგს . ასეა მათი 90% ქალების.