მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
36 წლის ხალილის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას ოჯახის 11 წევრი დაკარგა, მათ შორის 4 შვილი -  "მე მქონდა ჩემი ოცნება თითოეულ ჩემს შვილზე... ახლა ისინი წავიდნენ"
36 წლის ხალილის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას ოჯახის 11 წევრი დაკარგა, მათ შორის 4 შვილი -  "მე მქონდა ჩემი ოცნება თითოეულ ჩემს შვილზე... ახლა ისინი წავიდნენ"

ღაზა აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კაც­მა ოჯა­ხის 11 წევ­რი და­კარ­გა. მსოფ­ლიო შეძ­რა ხა­ლილ ხა­დე­რის კად­რებ­მა, სა­დაც ჩანს, რომ ის ნან­გრე­ვებ­ზე დგას და ხელ­ში ბავ­შვის პი­ჟა­მა უჭი­რავს. როზა მისი 18 თვის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო. ჟურ­ნა­ლისტს ხა­ლი­ლი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ოს აჩ­ვე­ნებს, სა­დაც რო­ზას იგი­ვე ლურ­ჯი ფე­რის ღა­მის საც­ვა­ლი აც­ვია და ორ უფ­როს ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად წრე­ზე ცეკ­ვავს.

ხა­ლი­ლი 36 წლის კა­ცია, ის კომ­პი­უ­ტე­რის ინ­ჟი­ნე­რია ალ-ნა­ჯა­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რა­ფა­ში და ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მა­მაა: იბ­რა­ჰი­მი, ცხრა წლის; ამა­ლი, ხუთი წლის; კი­ნა­ნი, ორ­ნა­ხე­ვა­რი წლის და როზა თვე­ე­ბის.

კაცი ნან­გრე­ვებ­ზე ფრთხი­ლად და­ა­ბი­ჯებს. მისი სახ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თის სა­ვალ­ზეა. ახლა იქ ქვი­სა და ლი­თო­ნის გრო­ვაა, რო­მელ­ზეც სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი და რამ­დე­ნი­მე სა­ბავ­შვო სა­თა­მა­შო ჩანს, პა­ტა­რა ბა­რა­ბა­ნი და სა­თა­მა­შო პი­ა­ნი­ნო.

და­ბომბვის ღა­მეს, 20 ოქ­ტომ­ბერს, ხა­ლი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და.

"მა­სი­უ­რი ბომ­ბი აფეთ­ქდა", - უთხრა მან BBC-ის ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად წა­ვი­და თავ­დას­ხმის ად­გილ­ზე.

"ჩემი მე­ზობ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­დი­ოდ­ნენ. ვკი­თხე: "სად მოხ­და და­ბომბვა?" და მათ­გან გა­ვი­გე, რომ ჩემი სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს. მა­შინ­ვე წა­ვე­დი სახ­ლის­კენ, გზი­დან ვრე­კავ­დი და არა­ვინ მპა­სუ­ხობ­და, რო­გორც ხე­დავთ... მთე­ლი სახ­ლი და­ი­ბომ­ბა."

  • იმ ღა­მეს მისი ოჯა­ხის თერ­თმე­ტი წევ­რი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის იყ­ვნენ მისი ოთხი შვი­ლი, მისი ორი და, მისი 70 წლის მამა, ძმა, რძა­ლი და მათი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი. ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში თეთრ სუ­და­რა­ში გახ­ვე­უ­ლე­ბი და­ას­ვე­ნეს.

მისი მე­უღ­ლე მძი­მედ და­იჭ­რა. ამ­ჟა­მად ქალი მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის, მას დამ­წვრო­ბა და სახ­ლის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბულ სხვა და სხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

ხა­ლი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­რეც მოხ­ვდა მსგავს და­ბომბვა­ში. მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის მცი­რე ზოლი ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე და­უნ­დო­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ხვდე­ბო­და. ასე­თი იყო მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და.

"მახ­სოვს, 2014 წლის ომში ჩემი ცოლი ორ­სუ­ლად იყო და ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი და­ბომ­ბეს. მეშ­ვი­დე თვე­ში იყო და აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ჩემი ცოლი კი­ბე­ე­ბი­დან კი­ნა­ღამ ჩა­მო­ვარ­და. მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რო­გორ უნდა მყო­ლო­და ბავ­შვე­ბი ამ ცხოვ­რე­ბა­ში?

მე მქონ­და ჩემი ოც­ნე­ბა თი­თო­ე­ულ ჩემს შვილ­ზე. იბ­რა­ჰიმ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ერთ დღეს ექი­მი გახ­დე­ბო­და. ამა­ლი ძა­ლი­ან კრე­ა­ტი­უ­ლი იყო, უყ­ვარ­და ხატ­ვა. კი­ნა­ნი ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი იყო - ყვე­ლას უყ­ვარ­და. ის თა­ვის პა­ტა­რა დაზე ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და. ყო­ველ­თვის გვერ­დით ედგა და რო­ზას იზავ­და ეუბ­ნე­ბო­და: "არ შე­ე­ხოთ, ის ჩემი ბავ­შვია!" ახლა კი ისი­ნი ყვე­ლა წა­ვიდ­ნენ." - იხ­სე­ნებს ის.

ხა­ლი­ლი ნან­გრე­ვებ­ში დის ცხე­დარს ამ დრომ­დე ეძებს. თან უნდა მი­ხე­დოს ცოლს, რო­მე­ლიც ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს. ჟურ­ნა­ლისტს იბ­რა­ჰი­მის, ამა­ლის, კე­ნი­ნი­სა და რო­ზას ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს, ამ­ბობს, რომ ის ყო­ველ­თვის მათი მამა იქ­ნე­ბა...წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბუ
1

ომი და სისხლისღვრა დაუშვებელია, მაგრამ რომ იწყებ ასეთი სისასტიკით, შემდეგ გარბიხარ და ხალხს ეფარები, დებ გარდაცვლილების სურათებს, რომელთა უმრავლესობას თვითონ ანადგურებ, სხვაც რომ ომში ჩაერთოს, ამაზრზენია. აკეთებ უზარმაზარ გვირაბებს, ხარჯავ მილიარდებს ამისათვის და ხალხი გყავს სიღარიბეში. ფუი თქვენს კაცობას. ჯერ რა უქნეს მსოფლიოს, გადაუარეს, შეირჩინეს უდიდესი ტერიტორიები შუა საუკუნეებიდან და კიდევ არ ისვენებენ. ხალხიც მთავრობისკენ კი არ იშვერს ხელს, ბოღმით და სიძულვილით სავსენი, ყველა სხვა რელიგიის განადგურება უნდათ. მხოლოდ ძალა შეაჩერებთ მათ, სამწუხაროდ.

ნიკო
19

აშკარად 11ზე მეტია ფოტოზე. რაღაც არ გამოუვიდათ...

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

36 წლის ხალილის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას ოჯახის 11 წევრი დაკარგა, მათ შორის 4 შვილი -  "მე მქონდა ჩემი ოცნება თითოეულ ჩემს შვილზე... ახლა ისინი წავიდნენ"

36 წლის ხალილის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას ოჯახის 11 წევრი დაკარგა, მათ შორის 4 შვილი -  "მე მქონდა ჩემი ოცნება თითოეულ ჩემს შვილზე... ახლა ისინი წავიდნენ"

ღაზა აფეთქების შედეგად კაცმა ოჯახის 11 წევრი დაკარგა. მსოფლიო შეძრა ხალილ ხადერის კადრებმა, სადაც ჩანს, რომ ის ნანგრევებზე დგას და ხელში ბავშვის პიჟამა უჭირავს. როზა მისი 18 თვის ქალიშვილი იყო. ჟურნალისტს ხალილი ტელეფონით ვიდეოს აჩვენებს, სადაც როზას იგივე ლურჯი ფერის ღამის საცვალი აცვია და ორ უფროს ბიძაშვილთან ერთად წრეზე ცეკვავს.

ხალილი 36 წლის კაცია, ის კომპიუტერის ინჟინერია ალ-ნაჯარის საავადმყოფოში რაფაში და ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამაა: იბრაჰიმი, ცხრა წლის; ამალი, ხუთი წლის; კინანი, ორნახევარი წლის და როზა თვეების.

კაცი ნანგრევებზე ფრთხილად დააბიჯებს. მისი სახლი საავადმყოფოდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. ახლა იქ ქვისა და ლითონის გროვაა, რომელზეც საყოფაცხოვრებო ნივთები და რამდენიმე საბავშვო სათამაშო ჩანს, პატარა ბარაბანი და სათამაშო პიანინო.

დაბომბვის ღამეს, 20 ოქტომბერს, ხალილი საავადმყოფოში მუშაობდა.

"მასიური ბომბი აფეთქდა", - უთხრა მან BBC-ის ჟურნალისტს, რომელიც მასთან ერთად წავიდა თავდასხმის ადგილზე.

"ჩემი მეზობლები საავადმყოფოში მოდიოდნენ. ვკითხე: "სად მოხდა დაბომბვა?" და მათგან გავიგე, რომ ჩემი სახლის სიახლოვეს. მაშინვე წავედი სახლისკენ, გზიდან ვრეკავდი და არავინ მპასუხობდა, როგორც ხედავთ... მთელი სახლი დაიბომბა."

  • იმ ღამეს მისი ოჯახის თერთმეტი წევრი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ მისი ოთხი შვილი, მისი ორი და, მისი 70 წლის მამა, ძმა, რძალი და მათი ორი ქალიშვილი. ისინი საავადმყოფოს ეზოში თეთრ სუდარაში გახვეულები დაასვენეს.

მისი მეუღლე მძიმედ დაიჭრა. ამჟამად ქალი მკურნალობას გადის, მას დამწვრობა და სახლის ჩამონგრევის შედეგად მიღებულ სხვა და სხვა დაზიანებები აღენიშნება.

ხალილის საცხოვრებელი ადრეც მოხვდა მსგავს დაბომბვაში. მის საკუთრებაში არსებული მიწის მცირე ზოლი ათწლეულების მანძილზე დაუნდობელი კონფლიქტის ზონაში ხვდებოდა. ასეთი იყო მემკვიდრეობა, რომელიც მას ძალიან აწუხებდა.

"მახსოვს, 2014 წლის ომში ჩემი ცოლი ორსულად იყო და ჩვენი მეზობლები დაბომბეს. მეშვიდე თვეში იყო და აფეთქების შედეგად ჩემი ცოლი კიბეებიდან კინაღამ ჩამოვარდა. მაშინ ვფიქრობდი, როგორ უნდა მყოლოდა ბავშვები ამ ცხოვრებაში?

მე მქონდა ჩემი ოცნება თითოეულ ჩემს შვილზე. იბრაჰიმზე ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ექიმი გახდებოდა. ამალი ძალიან კრეატიული იყო, უყვარდა ხატვა. კინანი ძალიან მხიარული იყო - ყველას უყვარდა. ის თავის პატარა დაზე ძალიან ზრუნავდა. ყოველთვის გვერდით ედგა და როზას იზავდა ეუბნებოდა: "არ შეეხოთ, ის ჩემი ბავშვია!" ახლა კი ისინი ყველა წავიდნენ." - იხსენებს ის.

ხალილი ნანგრევებში დის ცხედარს ამ დრომდე ეძებს. თან უნდა მიხედოს ცოლს, რომელიც ახლა საავადმყოფოში წევს. ჟურნალისტს იბრაჰიმის, ამალის, კენინისა და როზას ფოტოებს ათვალიერებინებს, ამბობს, რომ ის ყოველთვის მათი მამა იქნება...წყარო

წაიკითხეთ ასევე: