პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი - "სანტეს" ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია იწერება
უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი - "სანტეს" ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია იწერება

წე­ლი­წად­ში 14 000 000 ლიტ­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რძე და 150 -ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი რძის პრო­დუქ­ტი - ეს რძის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „სან­ტეა“. უც­ვლე­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვი­თა და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვით სა­წარ­მომ მო­ა­ხერ­ხა, რომ უკვე 25 წელ­ზე მე­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის ლი­დე­რი ბრენ­დია. წლე­ბის გან­ვა­ლო­ბა­ში უწყვე­ტად ვი­თარ­დე­ბო­და კომ­პა­ნია, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბის კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გეგ­მა აქვს და­სა­ხუ­ლი. შე­დე­გად ის გახ­და ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი და სა­ა­მა­ყო ბრენ­დი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბით.

ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი სა­წარ­მოო ციკ­ლით წარ­მო­ე­ბი­დან მომ­ხმა­რებ­ლამ­დე - სწო­რედ ასე­თია დღეს „სან­ტე“.

კომ­პა­ნია თბილ­რ­ძის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა. 2010 წლი­დან ის არის ნედ­ლი რძის უმ­სხვი­ლე­სი ჩამ­ბა­რე­ბე­ლი და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას, მათ შო­რის, ყვე­ლის, რძემ­ჟა­ვის, ხა­ჭო­სა და ტკბი­ლი ხა­ზის სა­ამ­ქრო­ებს აერ­თი­ა­ნებს. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად კომ­პა­ნი­ამ 2016 წლი­დან დღემ­დე მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­როს ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს დას­ტუ­რია იმი­სა, რომ სა­წარ­მო მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას არ სჯერ­დე­ბა და მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

რძის ნა­წარ­მის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი რძი­დან იწყე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ „სან­ტემ“ რძის მიმ­ღე­ბი პუნ­ქტე­ბი გა­ნა­ახ­ლა, მათ შო­რის, ად­გილ­ზე­ვე გა­და­ი­ა­რაღ­და რძის ხა­რის­ხის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ახა­ლი აპა­რა­ტუ­რით აღი­ჭურ­ვა სა­წარ­მო, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა რძის მი­ღე­ბას და და­მუ­შა­ვე­ბას სრუ­ლად და­ხუ­რუ­ლი წე­სით, ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას.

„სან­ტეს“ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს აღე­ბუ­ლი. ამის დას­ტუ­რია სრუ­ლად გა­და­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია. შე­დე­გად აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია გახ­და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ლი­დე­რი, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ტის სრულ მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ და ბი­ო­ქი­მი­ურ ანა­ლიზს პა­სუ­ხობს. ეს გახ­ლავთ უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­თვი­საც.

„სან­ტე“ არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ზრუ­ნავს ყვე­ლა ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე მომ­ხმა­რე­ბელ­ზე. მათი მაქ­სი­მა­ლუ­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სრუ­ლად გა­და­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა აპა­რა­ტუ­რამ კი სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, და­ე­წყო ქარ­თუ­ლი, სა­ბავ­შვო ხა­ზის წარ­მო­ე­ბა. დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ბავ­შვე­ბის საყ­ვა­რე­ლი „ლოკო-მო­კოს“ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი საკ­მა­ოდ ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტით. პა­ტა­რა მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვა მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლა და კომ­პა­ნი­ამ შექ­მნა „ლოკო-მო­კოს“ გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ღე­ბას კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სოს ხდის.

სი­ახ­ლე­ე­ბის შექ­მნი­სა და შე­თა­ვა­ზე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, „სან­ტემ“ სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტი, გა­წუ­რუ­ლი მა­წო­ნი აღად­გი­ნა და მისი ქარ­ხნუ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სა­წარ­მომ სტან­დარ­ტუ­ლი მაწ­ვნის ქარ­ხნულ წარ­მო­ე­ბა­ში ენ­დე­მუ­რი მაწ­ვნის დე­დოს გა­მო­ყე­ნე­ბის კულ­ტუ­რაც აღად­გი­ნა. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წილს უკავ­შირ­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­ხნუ­ლი ყვე­ლის ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­აც. ამ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გად ჩანს კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის სტრა­ტე­გია, რომ შექ­მნას პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ხა­სი­ა­თო და სა­ა­მა­ყო იქ­ნე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის­თვის, ისე თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.

დღეს საკ­მა­ოდ ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია „სან­ტეს“ პრო­დუ­ქე­ბი, რომ­ლი­თაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მა­რაგ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად. უამ­რა­ვი ოჯა­ხის­თვის ისი­ნი შე­უც­ვლე­ლია, რაც სწო­რედ კომ­პა­ნი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვი­სა და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ასორ­ტი­მენ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­დე­გია. თი­თო­ე­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის უკან კი დიდი შრო­მა და მი­ზა­ნია დგას.

R

ავტორი:

უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი - "სანტეს" ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია იწერება

უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი - "სანტეს" ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია იწერება

წელიწადში 14 000 000 ლიტრი გადამუშავებული რძე და 150 -ზე მეტი დასახელების ადგილობრივი რძის პროდუქტი - ეს რძის მწარმოებელი კომპანია „სანტეა“. უცვლელად მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებელზე ზრუნვითა და სიახლეების დანერგვით საწარმომ მოახერხა, რომ უკვე 25 წელზე მეტია, საქართველოში რძის პროდუქტების ლიდერი ბრენდია. წლების განვალობაში უწყვეტად ვითარდებოდა კომპანია, რომელსაც განვითარების კიდევ უფრო მასშტაბური გეგმა აქვს დასახული. შედეგად ის გახდა ქართველების საყვარელი და საამაყო ბრენდი მრავალფეროვანი პროდუქტებით.

ქართული პროდუქტი, ევროპული სტანდარტით გაკონტროლებული საწარმოო ციკლით წარმოებიდან მომხმარებლამდე - სწორედ ასეთია დღეს „სანტე“.

კომპანია თბილრძის ბაზაზე შეიქმნა. 2010 წლიდან ის არის ნედლი რძის უმსხვილესი ჩამბარებელი და გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, ყველის, რძემჟავის, ხაჭოსა და ტკბილი ხაზის საამქროებს აერთიანებს. მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქტების საწარმოებლად კომპანიამ 2016 წლიდან დღემდე მილიონობით ევროს ინვესტიცია განახორციელა. ეს დასტურია იმისა, რომ საწარმო მიღწეულ წარმატებას არ სჯერდება და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული.

რძის ნაწარმის ხარისხის კონტროლი ჩაბარებული რძიდან იწყება. სწორედ ამიტომ „სანტემ“ რძის მიმღები პუნქტები განაახლა, მათ შორის, ადგილზევე გადაიარაღდა რძის ხარისხის მაკონტროლებელი აპარატურა. პარალელურად, ახალი აპარატურით აღიჭურვა საწარმო, რომელიც საშუალებას იძლევა რძის მიღებას და დამუშავებას სრულად დახურული წესით, ადამიანთან კონტაქტის გარეშე, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმების დაცვას.

„სანტეს“ მომხმარებელზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ამის დასტურია სრულად გადაიარაღებული და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. შედეგად აღნიშნული ლაბორატორია გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი, რომელიც პროდუქტის სრულ მიკრობიოლოგიურ და ბიოქიმიურ ანალიზს პასუხობს. ეს გახლავთ უმაღლესი სტანდარტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც.

„სანტე“ არის კომპანია, რომელიც ზრუნავს ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე მომხმარებელზე. მათი მაქსიმალური კმაყოფილება კომპანიის მთავარი მიზანია. სრულად გადაიარაღებულმა აპარატურამ კი საშუალება მისცა, დაეწყო ქართული, საბავშვო ხაზის წარმოება. დღეს ძალიან პოპულარულია ბავშვების საყვარელი „ლოკო-მოკოს“ ქართული პროდუქტი საკმაოდ ფართო ასორტიმენტით. პატარა მომხმარებელზე ზრუნვა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტებით არ შემოიფარგლა და კომპანიამ შექმნა „ლოკო-მოკოს“ გმირები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტების ყოველდღიურად მიღებას კიდევ უფრო სახალისოს ხდის.

სიახლეების შექმნისა და შეთავაზების პარალელურად, „სანტემ“ საქართველოს ტრადიციული პროდუქტი, გაწურული მაწონი აღადგინა და მისი ქარხნული წარმოება დაიწყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საწარმომ სტანდარტული მაწვნის ქარხნულ წარმოებაში ენდემური მაწვნის დედოს გამოყენების კულტურაც აღადგინა. კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს უკავშირდება ტრადიციული ქარხნული ყველის ინდუსტრიალიზაციაც. ამ ყველაფერში კარგად ჩანს კომპანიის საქმიანობის სტრატეგია, რომ შექმნას პროდუქტი, რომელიც სახასიათო და საამაყო იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული მომხმარებლისთვის.

დღეს საკმაოდ ფართოდ ხელმისაწვდომია „სანტეს“ პროდუქები, რომლითაც მთელი საქართველო მარაგდება ყოველდღიურად. უამრავი ოჯახისთვის ისინი შეუცვლელია, რაც სწორედ კომპანიის მომხმარებელზე ზრუნვისა და სწორად შერჩეული ასორტიმენტის შეთავაზების შედეგია. თითოეული შეთავაზებული პროდუქტის უკან კი დიდი შრომა და მიზანია დგას.

R