საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმტევებლები უნდა ვიყოთ..." - შეიწყალებს თუ არა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს: რას აცხადებს მეუფე იაკობი
"მიმტევებლები უნდა ვიყოთ..." - შეიწყალებს თუ არა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს: რას აცხადებს მეუფე იაკობი

სი­ნოდ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ და ის არ შეგ­ვიც­ვლია - ქრის­ტე იყო მიმ­ტე­ვე­ბე­ლი და ჩვენც თუ ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენც მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ,- ასე უპა­სუ­ხა ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუ არა წმ. სი­ნო­დის 2 ნო­ემ­ბრის სხდო­მა­ზე დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი.

მე­უ­ფე ია­კობს მე­დი­ას­თან არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ უმაღ­ლე­სი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სხდო­მა­ზე და აღ­ნიშ­ნა მხო­ლოდ ის, რომ სი­ნო­დის სხდო­მა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაა მოწ­ვე­უ­ლი.

"მინ­და და­გი­დას­ტუ­როთ, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ, პატ­რი­არ­ქის მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არის მოწ­ვე­უ­ლი სი­ნო­დის სხდო­მა. არც მე­უ­ფე შიოს და არც ჩვენ, არ­ცერთ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, რომ სი­ნო­დი მო­ვიწ­ვი­ოთ, პატ­რი­არ­ქის გარ­და ვე­რა­ვინ მო­იწ­ვევს“, -გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის რო­გორც შე­წყა­ლე­ბას, ისე მის­თვის "სხვა სა­ხით შე­ღა­ვა­თის მი­ცე­მას“ ემ­ხრო­ბა.

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედ­გეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2019 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ “მისი ოჯა­ხის რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და არა­ერ­თგზი­სი თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით”. ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია.

და ამ­ჟა­მა­დაც, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა მის­თვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე, ჩვენ კვლა­ვაც ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ვემ­ხრო­ბით რო­გორც მისი შე­წყა­ლე­ბის სა­კითხს, ასე­ვე სხვა სა­ხით შე­ღა­ვა­თის მი­ცე­მა­საც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის მო­ტი­ვი“, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
1

თქვენ კი შეიწყალებთ მაგრამ ამას რა იურიდიული ძალა ექნება, რაღაც უფლებები ხომ არ გააბუქეთ

Tsiko
2

სინოდმა შეიძლება მიუტეოს, მაგრამ ბრალდებული როგორ უნდა შეიწყალოს?

ჟუუუუუურრრრრნალისტებს ვეკითხები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მიმტევებლები უნდა ვიყოთ..." - შეიწყალებს თუ არა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს: რას აცხადებს მეუფე იაკობი

"მიმტევებლები უნდა ვიყოთ..." - შეიწყალებს თუ არა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს: რას აცხადებს მეუფე იაკობი

სინოდმა გადაწყვეტილება მივიღეთ და ის არ შეგვიცვლია - ქრისტე იყო მიმტევებელი და ჩვენც თუ ქრისტიანები ვართ, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ,- ასე უპასუხა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება, თუ არა წმ. სინოდის 2 ნოემბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი.

მეუფე იაკობს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე იმსჯელებენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები სხდომაზე და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ სინოდის სხდომა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებითაა მოწვეული.

"მინდა დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდის სხდომა. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთ არ გვაქვს უფლება, რომ სინოდი მოვიწვიოთ, პატრიარქის გარდა ვერავინ მოიწვევს“, -განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის "სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა.

"გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”. ეკლესიის პოზიცია უცვლელია.

და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.