პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?" - შალვა პაპუაშვილი
"არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?" - შალვა პაპუაშვილი

ბა­ტო­ნო იაგო, თქვენ გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ, არ გა­დად­გე­ბა ირაკ­ლი ბე­რა­ია და არც არა­ვინ აპი­რებს! მი­ი­ღეთ პა­სუ­ხი? დაკ­მა­ყო­ფილ­დით? იჯე­ქით ასე!, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა "გირ­ჩის“ წევ­რს, იაგო ხვი­ჩი­ას.

იაგო ხვი­ჩი­ამ, პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­აპ­რო­ტეს­ტა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, ირაკ­ლი ბე­რა­ი­ას ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას მი­სა­მარ­თით გა­ა­კე­თა.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა კი, აღ­ნიშ­ნა, რომ ბე­რა­ი­ამ თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბის გამო სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა.

"ის, რომ ჩვენს პარ­ლა­მენ­ტში და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ზღვრის გა­და­ლახ­ვა იყოს, ამ გა­მოწ­ვე­ვას თა­ვი­სი პა­სუ­ხი აქვს და ამის პა­სუ­ხი არის ორ რა­მე­ში: ერთი, ყვე­ლა შე­ვე­ცა­დოთ, რომ ჩვენ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვი­მოქ­მე­დოთ და ყვე­ლა შე­ვე­ცა­დოთ, რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი ვი­ყოთ ყვე­ლას მი­მართ, არა გა­მორ­ჩე­უ­ლად, როცა საქ­მე ეხე­ბა ჩე­მი­ანს სხვი­სი­ანს, არა­მედ ყვე­ლას მი­მართ ვი­ყოთ. გარ­წმუ­ნებთ, თუკი ასე მი­ვუდ­გე­ბით მი­თუ­მე­ტეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ რომ ვსა­უბ­რობთ, რო­მელ­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა­შია პარ­ლა­მენ­ტში და რო­მელ­საც, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა აქვს ინ­ტე­რე­სი, სიმ­შვი­დე და საქ­მი­ა­ნი გა­რე­მო იყოს. გარ­წმუ­ნებთ, არა­ვის აქვს სურ­ვი­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბას არა­ვინ იღებს, რო­დე­საც არის არე­უ­ლო­ბა და თუნ­დაც შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამი­ტომ, ერთ რა­მეს მო­გი­წო­დებთ, ვი­ყოთ თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ერთი სნა­დარ­ტით მი­ვუდ­გეთ ყვე­ლა­ფერს. წე­ღან ამი­ტომ ვამ­ბობ­დი ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ზე. ვინ­მეს თუ ესი­ა­მოვ­ნა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი ნახა რუ­სულ ენა­ზე, არ ვიცი. ეს პარ­ლა­მენ­ტის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო და მა­შინ რომ რე­ა­გი­რე­ბა გვქო­ნო­და დღეს, უფრო სხვა მო­რა­ლუ­რი პი­ე­დეს­ტა­ლი გექ­ნე­ბო­დათ. ერთი რამ და­ვა­ფა­სოთ, ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა თა­ვი­სი სი­ნა­ნუ­ლი და სხვე­ბის­გან სი­ნა­ნუ­ლი არ მსმე­ნია ხოლ­მე“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის,31 ოქ­ტომ­ბრის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა. გარ­და ამი­სა, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­სა და ანა წით­ლი­ძეს შო­რი­საც. წით­ლი­ძემ ღუ­დუ­შა­ურს "დე­ბი­ლი", "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა კი პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ წევ­რს "ბან­ძი" უწო­და: "შენ ხარ ბან­ძი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბან­ძი ქალი ხარ”, - მი­მარ­თა ღუ­დუ­შა­ურ­მა წით­ლი­ძეს.

ამას­თან, შემ­დგომ, ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინელი
8

მმმ, ინატრებენ ესენი ნაცების ბედს

პაპუაშვილს
2

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, გააჩერეთ ეს ხალხი, დავიღალეთ ჩვეულებრივი მოკვდავი ხალხი ამ ცირკის ყურებით, დასაჯეთ ორივე მხარე ვინც შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვებით ისაუბრებს. პარლამენტში რისთვის დავსვით ეს ხალხი ერთმანეთის ლანძღვა-გინებისთვის? დაგვანებონ თავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?" - შალვა პაპუაშვილი

"არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?" - შალვა პაპუაშვილი

ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.

იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა "ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.

შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქვა.

"ის, რომ ჩვენს პარლამენტში დაძაბული სიტუაციაა და ხანდახან შეიძლება რაღაც ზღვრის გადალახვა იყოს, ამ გამოწვევას თავისი პასუხი აქვს და ამის პასუხი არის ორ რამეში: ერთი, ყველა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და ყველა შევეცადოთ, რომ კეთილსინდისიერები ვიყოთ ყველას მიმართ, არა გამორჩეულად, როცა საქმე ეხება ჩემიანს სხვისიანს, არამედ ყველას მიმართ ვიყოთ. გარწმუნებთ, თუკი ასე მივუდგებით მითუმეტეს "ქართულ ოცნებაზე“ რომ ვსაუბრობთ, რომელსაც უმრავლესობაშია პარლამენტში და რომელსაც, უპირველეს ყოვლისა აქვს ინტერესი, სიმშვიდე და საქმიანი გარემო იყოს. გარწმუნებთ, არავის აქვს სურვილი და სიამოვნებას არავინ იღებს, როდესაც არის არეულობა და თუნდაც შეურაცხყოფა. ამიტომ, ერთ რამეს მოგიწოდებთ, ვიყოთ თანმიმდევრული და ერთი სნადარტით მივუდგეთ ყველაფერს. წეღან ამიტომ ვამბობდი ქალბატონი თეა წულუკიანის შემთხვევაზე. ვინმეს თუ ესიამოვნა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლესი მწვერვალი ნახა რუსულ ენაზე, არ ვიცი. ეს პარლამენტისთვის ყველანაირად შეურაცხმყოფელი იყო და მაშინ რომ რეაგირება გვქონოდა დღეს, უფრო სხვა მორალური პიედესტალი გექნებოდათ. ერთი რამ დავაფასოთ, ადამიანმა გამოთქვა თავისი სინანული და სხვებისგან სინანული არ მსმენია ხოლმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს "დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: "შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.