პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით - ბერაიას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება" - სალომე სამადაშვილი
"კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით - ბერაიას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება" - სალომე სამადაშვილი

პლა­კა­ტი, რაც ჩვენ აქ გავ­შა­ლეთ, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის სლო­გა­ნი გახ­და და თქვენ რომ გა­წუ­ხებთ, მეს­მის, იმი­ტომ, რომ რუ­სულ გემ­ზე ხართ გა­მაგ­რე­ბუ­ლი, - ასე მი­მარ­თა "ლე­ლოს“ წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე.

მა­ნამ­დე კი, სხდო­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, ირაკ­ლი ბე­რა­ი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­კი­თხზე და­პი­რის­პი­რე­ბით და­ი­წყო, სა­დაც ბე­რა­ი­ას მიერ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე იყო კა­მა­თი. ამის სა­პა­სუ­ხოდ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა ის ფაქ­ტი, რო­დე­საც მისი თქმით, კულ­ტუ­რის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ანს ბა­ნე­რი გა­უ­შა­ლეს.

"ის, რაც მან (სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა) და მას­თან ერ­თად სამ­მა ქალ­მა დე­პუ­ტატ­მა იკად­რა, მა­შინ, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იყო აქ, სი­ნა­ნუ­ლი კი არა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შე­წუ­ხე­ბაც კი, ვერ შე­ვა­ტყვე მათ“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს "ლე­ლოს“ წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა სხდო­მა­ზე­ვე უპა­სუ­ხა.

"ბა­ტო­ნო შალ­ვა, უნდა შე­გახ­სე­ნოთ, რომ ის პლა­კა­ტი, რაც ჩვენ აქ გავ­შა­ლეთ, გახ­და სლო­გა­ნი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის და თქვენ რომ გა­წუ­ხებთ მეს­მის, იმი­ტომ, რომ რუ­სულ გემ­ზე ხართ გა­მაგ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მსგავ­სი სლო­გა­ნი გა­მო­ფე­ნი­ლია ამე­რი­კის კონ­გრეს­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში და ევ­რო­კავ­ში­რის სხვა პარ­ლა­მენ­ტებ­ში.

ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რაც აქ გუ­შინ მოხ­და, გუ­შინ აქ მო­ვი­და ორი დე­პუ­ტა­ტი და წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი ტექ­სტით მო­ახ­დი­ნა არამ­ხო­ლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფა, არა, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რო­დე­საც შენ ცდი­ლობ,რომ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა გა­ა­ნად­გუ­რო მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით და ეს გა­ა­კე­თა ბე­რა­ი­ამ გუ­შინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­და­პირ უნდა ვუ­თხრათ. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა არის ის, რომ მისი საქ­მე გა­და­ე­ცეს პარ­ლა­მენ­ტის ეთი­კის საბ­ჭოს და შე­უ­ჩერ­დეს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის,31 ოქ­ტომ­ბრის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა. გარ­და ამი­სა, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­სა და ანა წით­ლი­ძეს შო­რი­საც. წით­ლი­ძემ ღუ­დუ­შა­ურს "დე­ბი­ლი", "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა კი პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ წევ­რს "ბან­ძი" უწო­და: "შენ ხარ ბან­ძი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბან­ძი ქალი ხარ”, - მი­მარ­თა ღუ­დუ­შა­ურ­მა წით­ლი­ძეს.

ამას­თან, შემ­დგომ, ირაკ­ლი ბე­რა­ი­ამ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

შენ და შენს დაქალებს მაშინ დიდი ხნის წინ უნდა ჩამოგრთმეოდათ პარლამენტარობა

სალომე სამადაშვილს
3

სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვია კონსტიტუცია და ბერაია არღვევს? მიკერძოებული რატომ ხართ, თუ ბერაია უნდა გადადგეს სალომეც გადადგეს.კონსტიტუციის დარღვევა ყველასთვის დასჯადი უნდა იყოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით - ბერაიას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება" - სალომე სამადაშვილი

"კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით - ბერაიას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება" - სალომე სამადაშვილი

პლაკატი, რაც ჩვენ აქ გავშალეთ, რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის სლოგანი გახდა და თქვენ რომ გაწუხებთ, მესმის, იმიტომ, რომ რუსულ გემზე ხართ გამაგრებული, - ასე მიმართა "ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის სხდომაზე.

მანამდე კი, სხდომა "ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელი განცხადებების საკითხზე დაპირისპირებით დაიწყო, სადაც ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე იყო კამათი. ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც მისი თქმით, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ბანერი გაუშალეს.

"ის, რაც მან (სალომე სამადაშვილმა) და მასთან ერთად სამმა ქალმა დეპუტატმა იკადრა, მაშინ, როდესაც ქალბატონი მინისტრი თეა წულუკიანი იყო აქ, სინანული კი არა, ამასთან დაკავშირებით რაიმე შეწუხებაც კი, ვერ შევატყვე მათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს "ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა სხდომაზევე უპასუხა.

"ბატონო შალვა, უნდა შეგახსენოთ, რომ ის პლაკატი, რაც ჩვენ აქ გავშალეთ, გახდა სლოგანი რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის და თქვენ რომ გაწუხებთ მესმის, იმიტომ, რომ რუსულ გემზე ხართ გამაგრებული, მაგრამ მსგავსი სლოგანი გამოფენილია ამერიკის კონგრესში, ევროპარლამენტში და ევროკავშირის სხვა პარლამენტებში.

ახლა, რაც შეეხება იმას, რაც აქ გუშინ მოხდა, გუშინ აქ მოვიდა ორი დეპუტატი და წინასწარ დაწერილი ტექსტით მოახდინა არამხოლოდ შეურაცხყოფა, არა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ ცდილობ,რომ ადამიანის ღირსება გაანადგურო მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით და ეს გააკეთა ბერაიამ გუშინ, საზოგადოებას პირდაპირ უნდა ვუთხრათ. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება არის ის, რომ მისი საქმე გადაეცეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს "დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: "შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.