სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს და რომელ დიზაინერს ეკუთვნის ნიცა თავაძის კაბა, რომელიც Ballon d'Or-ის ცერემონიაზე ეცვა?
რა ღირს და რომელ დიზაინერს ეკუთვნის ნიცა თავაძის კაბა, რომელიც Ballon d'Or-ის ცერემონიაზე ეცვა?

დღეს დი­ლი­დან მსოფ­ლიო მე­დია აშუ­ქებს სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას, Ballon d'Or-ს. პა­რიზ­ში, ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­როს­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოს "ოქ­როს ბურ­თის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და გა­სუ­ლი სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი წლე­ვან­დე­ლი Ballon d'Or გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმით იყო, რომ მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით ნო­მი­ნან­ტად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აც გა­მო­ვი­და.

"კვა­რამ" ოქ­როს ბურ­თის ნო­მი­ნან­ტთა შო­რის მე-17 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯუდ ბე­ლინ­გე­მი, ჰარი კე­ი­ნი და ლა­უ­ტა­რო მარ­ტი­ნე­სი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ხვი­ჩა მე­უღ­ლეს­თან, ნიცა თა­ვა­ძეს­თან მი­ვი­და. წყვი­ლი ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ჩან­და, რაც ბუ­ნებ­რი­ვია. ხვი­ჩამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მცი­რე კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა და თქვა, რომ "ასეთ რა­მე­ზე ვერც იოც­ნე­ბებ­და".

"ოც­ნე­ბა­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს აქ მო­მი­წევ­და მოს­ვლა. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ აქ ყოფ­ნის გამო. პა­ტივს ვცემ ყვე­ლა ფეხ­ბურ­თელს. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა აქ, მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა, აქ დი­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, მი­ხა­რია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი ვარ", - აღ­ნიშ­ნა "კვა­რამ".

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ქარ­თუ­ლი მე­დია და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი დი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ხვი­ჩას და ნი­ცას წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე შეს­ვლის მო­მენ­ტსა და წყვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბის თე­მას. ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ­ჩე­ვა­ნი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ბრენ­დებ­ზე შე­ა­ჩე­რა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლეს კი ალექს პე­რის შავი სადა კაბა ეცვა. კა­ბის ფასი 3 000 დო­ლა­რია.

ალექს პერი ავ­სტრა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნია. ის ძი­რი­თა­დად ქა­ლის ტან­საც­მელს ქმნის. მისი დი­ზა­ი­ნით კა­ბებს ატა­რე­ბენ ისე­თი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი, ჯიჯი ჰა­დი­დი, სან­დრა ბუ­ლო­კი, გვი­ნეტ პელტროუ, რი­ა­ნა, პრი­ან­კა ჩოპ­რა და ლუ­პი­ტა ნი­ონ­გო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და ნა­ხეთ ფოტო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

საზღვარგარეთის ბევრმა გამოცემამ აღიარა ხვიჩას მოკრძალება და თავმდაბლობა, ნიცას სილამაზეს კი არაერთი კიმენტარი მოყვა. გაიხარეთ და გამრავლდით შვილებო, დღეს თქვენ, თქვენი ქვეყნის სახე ხართ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვიამაყოთ თქვენით. 

345
3

ულამაზესი გოგოა, ყველაფერი კარგი აქვს და კაბაც ლამაზია,ცოტა არაკომფორტულად იყო, მაგრამ ჯერ პატარაა,აი, ოქროს ბურთს როდესაც მიიღებს ხვიჩა,მერე ნახეთ, თავისი ლამაზი ბავშვებით რომ გამოვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ღირს და რომელ დიზაინერს ეკუთვნის ნიცა თავაძის კაბა, რომელიც Ballon d'Or-ის ცერემონიაზე ეცვა?

რა ღირს და რომელ დიზაინერს ეკუთვნის ნიცა თავაძის კაბა, რომელიც Ballon d'Or-ის ცერემონიაზე ეცვა?

დღეს დილიდან მსოფლიო მედია აშუქებს სპორტული სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, Ballon d'Or-ს. პარიზში, ფეხბურთის სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია გაიმართა და გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდა.

საქართველოსთვის და ქართველებისთვის კი წლევანდელი Ballon d'Or განსაკუთრებული იმით იყო, რომ მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით ნომინანტად ხვიჩა კვარაცხელიაც გამოვიდა.

"კვარამ" ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი.

ღონისძიებაზე, წითელ ხალიჩაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან მივიდა. წყვილი ემოციებით სავსე ჩანდა, რაც ბუნებრივია. ხვიჩამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ "ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა".

"ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ მომიწევდა მოსვლა. ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მადლიერი ვარ აქ ყოფნის გამო. პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს. ჩემთვის სასიამოვნოა აქ, მათთან ერთად ყოფნა, აქ დიდებული ფეხბურთელები არიან, მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ", - აღნიშნა "კვარამ".

როგორც მოსალოდნელი იყო ქართული მედია და ცნობილი სახეები დილიდან აქტიურად განიხილავენ ხვიჩას და ნიცას წითელ ხალიჩაზე შესვლის მომენტსა და წყვილის ჩაცმულობის თემას. ქართველმა ფეხბურთელმა, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა. ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს კი ალექს პერის შავი სადა კაბა ეცვა. კაბის ფასი 3 000 დოლარია.

ალექს პერი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერი და ტელეწამყვანია. ის ძირითადად ქალის ტანსაცმელს ქმნის. მისი დიზაინით კაბებს ატარებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოპესი, კიმ კარდაშიანი, ჯიჯი ჰადიდი, სანდრა ბულოკი, გვინეტ პელტროუ, რიანა, პრიანკა ჩოპრა და ლუპიტა ნიონგო...განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტო

წაიკითხეთ ასევე: