სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობა "პალიტრა L-ი" მკითხველთან ერთად საქველმოქმედო აქციას აგრძელებს
გამომცემლობა "პალიტრა L-ი" მკითხველთან ერთად საქველმოქმედო აქციას აგრძელებს

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პალ­ტრა L-ი“ აგ­რძე­ლებს საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ას - „გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და“. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მკი­თხვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სა­სურ­ველ ფა­სად შე­ი­ძი­ნონ ელიფ შა­ფა­ქის „სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი“ და ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბე­ბი და გა­დახ­დი­ლი თან­ხით თბი­ლი­სის უსი­ნათ­ლო და მცი­რემ­ხედ­ველ­თა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბი და­უ­ფი­ნან­სონ.

„პა­ლიტ­რა L-ი“ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში აღ­ნიშ­ნულ აქ­ცი­ას უკვე წლე­ბია ახორ­ცი­ე­ლებს და სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბე­ნე­ფი­ცი­არს ეხ­მა­რე­ბა. ამას­თან, პრო­ექ­ტი მკი­თხველს საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შერ­ჩე­ულ წიგ­ნებს არ აქვს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მკი­თხვე­ლის მიერ 10 ლა­რამ­დე გა­დახ­დი­ლი თან­ხის 20% გა­და­ი­რი­ცხე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში, 10 ლარ­ზე ზე­მოთ გა­დახ­დი­ლი თან­ხა კი სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს.

შე­მოდ­გო­მის საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია გა­მომ­ცემ­ლო­ბამ 27 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო და ტი­რა­ჟის ამო­წურ­ვის შემ­დეგ დას­რულ­დე­ბა. რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ში“ გან­მარ­ტა­ვენ, მკი­თხველ­თა აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ინ­ტე­რე­სის კი­დევ უფრო მე­ტად ზრდას ელო­დე­ბი­ან.

ელიფ შა­ფა­ქის „სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი“ და ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით „ბიბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. თი­თო­ე­ულ მკი­თხველს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ორი­ვე მათ­გა­ნი შე­ი­ძი­ნოს და და­ეხ­მა­როს მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა.

აქ­ცი­ას - „გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და“, „პა­ლიტ­რა L-ი“ კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს, რაც ხელს შე­უ­წყობს რო­გორც ქველ­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ისე წიგ­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდას.

R

ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L-ი" მკითხველთან ერთად საქველმოქმედო აქციას აგრძელებს

გამომცემლობა "პალიტრა L-ი" მკითხველთან ერთად საქველმოქმედო აქციას აგრძელებს

გამომცემლობა „პალტრა L-ი“ აგრძელებს საქველმოქმედო აქციას - „გადაიხადე რამდენიც გინდა“. აქციის ფარგლებში მკითხველებს საშუალება აქვთ, სასურველ ფასად შეიძინონ ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და გადახდილი თანხით თბილისის უსინათლო და მცირემხედველთა სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო სერვისები დაუფინანსონ.

„პალიტრა L-ი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აღნიშნულ აქციას უკვე წლებია ახორციელებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეხმარება. ამასთან, პროექტი მკითხველს საქველმოქმედო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს.

უფრო კონკრეტულად, აქციის ფარგლებში შერჩეულ წიგნებს არ აქვს ფიქსირებული ღირებულება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მკითხველის მიერ 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად მოხმარდება ბენეფიციარებს.

შემოდგომის საქველმოქმედო აქცია გამომცემლობამ 27 ოქტომბერს დაიწყო და ტირაჟის ამოწურვის შემდეგ დასრულდება. როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, მკითხველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მომდევნო დღეებში ინტერესის კიდევ უფრო მეტად ზრდას ელოდებიან.

ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები მთელი საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის“ ფილიალებშია ხელმისაწვდომი. თითოეულ მკითხველს აქვს საშუალება, ორივე მათგანი შეიძინოს და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

აქციას - „გადაიხადე რამდენიც გინდა“, „პალიტრა L-ი“ კვლავაც გააგრძელებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქველმოქმედების პოპულარიზაციას, ისე წიგნების გავრცელებასა და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

R