სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და..." - ლივერპულის კოლუმბიელი ფეხბურთელის მშობლები გაიტაცეს - რა მოხდა კოლუმბიაში და რას აცხადებენ სამართალდამცველები: კრიმინალური ამბის დეტალები
"შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და..." - ლივერპულის კოლუმბიელი ფეხბურთელის მშობლები გაიტაცეს - რა მოხდა კოლუმბიაში და რას აცხადებენ სამართალდამცველები: კრიმინალური ამბის დეტალები

ფეხ­ბურ­თის კო­ლუმ­ბი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვის, 26 წლის ლუის დი­ა­სის მშობ­ლე­ბი გა­ი­ტა­ცეს. შემ­თხვე­ვა კო­ლუმ­ბი­ა­ში, ქა­ლაქ გუ­ა­ხი­რა­ში, გა­სულ შა­ბათს მოხ­და. ამ დრო­ის­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლის დედა, თუმ­ცა მა­მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

  • მე­დი­ის ცნო­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცი­ის გარ­და, ჩარ­თუ­ლია ჯა­რიც. ფეხ­ბურ­თე­ლის დედა, სი­ლე­ნის მა­რუ­ლან­და, გა­ტა­ცე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა, თუმ­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა - უც­ნო­ბია, ქალი გამ­ტა­ცებ­ლებ­მა გა­მო­უშ­ვეს, თუ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შეძ­ლეს მისი დახ­სნა.

ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მის, ლუის მა­ნუ­ელ დი­ა­სის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

  • რო­გორც ცნო­ბი­ლია, ცოლ-ქმა­რი ქა­ლაქ გუ­ა­ხი­რა­ში ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან იყ­ვნენ გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს.

კო­ლუმ­ბი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­წე­სა ჯილ­დო ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ გა­ტა­ცე­ბუ­ლის პოვ­ნა­ში. ჯილ­დოდ 200 მი­ლი­ო­ნი პე­სოა და­წე­სე­ბუ­ლი, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 48 000 დო­ლა­რია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა დი­ა­სის მა­მის ვე­ნე­სუ­ა­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხეს.

ფეხ­ბურ­თე­ლი მშობ­ლებ­თან ერ­თად

  • კო­ლუმ­ბი­ის შს მი­ნის­ტრის, ლუის ფერ­ნან­დო ვე­ლას­კოს გან­ცხა­დე­ბით, ესა­უბრნენ ვე­ნე­სუ­ე­ლელ კო­ლე­გებს და ვე­ნე­სუ­ე­ლა­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი უპ­რე­ცენ­დენ­ტო მას­შტა­ბის ოპე­რა­ცი­ას ატა­რე­ბენ.

ლუის დი­ა­სი, რო­მე­ლიც ინ­გლი­სუ­რი კლუ­ბის, "ლი­ვერ­პუ­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლია, წე­ლი­წად­ში 3 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და გა­ტა­ცე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბა იყოს. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ჯერ არა­ვის და­კავ­ში­რე­ბი­ან და მათი მო­თხოვ­ნე­ბი უც­ნო­ბია.

"ვვა­რა­უ­დობ რომ ეს არის გა­ტა­ცე­ბა გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით. ლუის დი­ა­სი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, არც მისი მშობ­ლე­ბი არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი პო­ლი­ტი­კას­თან. ამ ფაქტს ვე­რაფ­რით და­ვუ­კავ­ში­რებთ პო­ლი­ტი­კას“, - ამ­ბობს კო­ლუმ­ბი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის სა­კონ­სულ­ტან­ციო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სერ­ხიო გუს­მა­ნი.

ფეხ­ბურ­თი კო­ლუმ­ბი­ა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტია. დი­ა­სი კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნია. 2021 წელს ის ბრწყი­ნავ­და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ გუნდში და კოპა ამე­რი­კა­ზე სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რიც გახ­და.

"ლი­ვერ­პულს" გა­სულ წელს შე­უ­ერ­თდა. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში, 9 თა­მაშ­ში, ორი გოლი გა­ი­ტა­ნა. გა­სულ კვი­რას "ლი­ვერ­პუ­ლი" პრე­მი­ერ ლი­გა­ში "ნო­ტინ­გჰემ ფო­რესტს" ეთა­მა­შე­ბო­და, ლუის დი­ა­სი კი არ იყო ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მის ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
ინტრიგანი
2

ეტყობა ის სიტუაციაა როგორც 2001 წელს ლევან კალაძე გაიტაცეს და მოითხოვეს ზუსტად იმდენი, რამდენიც კახიმ არ გადაუხადა მერაბ ჟორდანიას მილანში ტრანსფერისთვის. 

ავტორი:

"შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და..." - ლივერპულის კოლუმბიელი ფეხბურთელის მშობლები გაიტაცეს - რა მოხდა კოლუმბიაში და რას აცხადებენ სამართალდამცველები: კრიმინალური ამბის დეტალები

"შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და..." - ლივერპულის კოლუმბიელი ფეხბურთელის მშობლები გაიტაცეს - რა მოხდა კოლუმბიაში და რას აცხადებენ სამართალდამცველები: კრიმინალური ამბის დეტალები

ფეხბურთის კოლუმბიელი ვარსკვლავის, 26 წლის ლუის დიასის მშობლები გაიტაცეს. შემთხვევა კოლუმბიაში, ქალაქ გუახირაში, გასულ შაბათს მოხდა. ამ დროისთვის გათავისუფლებულია ფეხბურთელის დედა, თუმცა მამის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

  • მედიის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში პოლიციის გარდა, ჩართულია ჯარიც. ფეხბურთელის დედა, სილენის მარულანდა, გატაცებიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდა, თუმცა გათავისუფლების შესახებ დეტალები არ გასაჯაროებულა - უცნობია, ქალი გამტაცებლებმა გამოუშვეს, თუ სამართალდამცველებმა შეძლეს მისი დახსნა.

ფეხბურთელის მამის, ლუის მანუელ დიასის ძებნის სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

  • როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი ქალაქ გუახირაში ბენზინგასამართ სადგურთან იყვნენ გაჩერებულები, როდესაც ისინი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

კოლუმბიის ხელისუფლებამ დააწესა ჯილდო ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარებათ გატაცებულის პოვნაში. ჯილდოდ 200 მილიონი პესოა დაწესებული, რაც დაახლოებით, 48 000 დოლარია. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა, თავდამსხმელებმა დიასის მამის ვენესუალაში გადაყვანა მოახერხეს.

ფეხბურთელი მშობლებთან ერთად

  • კოლუმბიის შს მინისტრის, ლუის ფერნანდო ველასკოს განცხადებით, ესაუბრნენ ვენესუელელ კოლეგებს და ვენესუელაშიც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მისი თქმით, სამართალდამცველები უპრეცენდენტო მასშტაბის ოპერაციას ატარებენ.

ლუის დიასი, რომელიც ინგლისური კლუბის, "ლივერპულის" ფეხბურთელია, წელიწადში 3 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს და გატაცების სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, გამოძალვის მცდელობა იყოს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გამტაცებლები ჯერ არავის დაკავშირებიან და მათი მოთხოვნები უცნობია.

"ვვარაუდობ რომ ეს არის გატაცება გამოძალვის მიზნით. ლუის დიასი არ არის პოლიტიკური ფიგურა, არც მისი მშობლები არიან დაკავშირებულნი პოლიტიკასთან. ამ ფაქტს ვერაფრით დავუკავშირებთ პოლიტიკას“, - ამბობს კოლუმბიაში არსებული რისკების საკონსულტანციო კომპანიის ხელმძღვანელი, სერხიო გუსმანი.

ფეხბურთი კოლუმბიაში ყველაზე პოპულარული სპორტია. დიასი კოლუმბიელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენია. 2021 წელს ის ბრწყინავდა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში და კოპა ამერიკაზე საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

"ლივერპულს" გასულ წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში, 9 თამაშში, ორი გოლი გაიტანა. გასულ კვირას "ლივერპული" პრემიერ ლიგაში "ნოტინგჰემ ფორესტს" ეთამაშებოდა, ლუის დიასი კი არ იყო ძირითად შემადგენლობაში მის ოჯახში არსებული სიტუაციის გამო.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე