სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავტოვე ჩემი სხეული... ძალიან მშვიდ ადგილას აღმოვჩნდი, ტკივილი გაქრა. დავინახე თეთრი სინათლის სამი გამოსახულება..." - რას ჰყვებიან ადამიანები, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს?
"დავტოვე ჩემი სხეული... ძალიან მშვიდ ადგილას აღმოვჩნდი, ტკივილი გაქრა. დავინახე თეთრი სინათლის სამი გამოსახულება..." - რას ჰყვებიან ადამიანები, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს?

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ინ­გლი­სის ერთ-ერთ სო­ფელ­ში დე­ვიდ დი­ჩ­ფილ­დი რკი­ნიგ­ზა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის შემ­დეგ სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. ახლა მისი ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ეს­მის, რად­გან ის, რა­საც კაცი ჰყვე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია.

ამის თა­ო­ბა­ზე სტა­ტი­ას BBC აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით გთა­ვა­ზობთ:

2006 წელს დე­ვიდ დი­ჩ­ფილ­დი 46 წლის იყო, ის ბევ­რს სვამ­და. ლონ­დონ­ში ცხოვ­რე­ბა კარ­გად არ მი­დი­ო­და.

"მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, საქ­მე­ე­ბი ცუ­დად მი­დი­ო­და, ფული არ მქონ­და და ბი­ნი­დან გა­მო­სახ­ლე­ბას მი­პი­რებ­დნენ“, - იხ­სე­ნებს ის.

შე­დე­გად, მან და­ტო­ვა დე­და­ქა­ლა­ქი და დას­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად კემ­ბრი­ჯშირ­ში გა­და­ვი­და. ერთ დღეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გა­სა­ცი­ლებ­ლად დე­ვი­დი რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში წა­ვი­და. დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას ქურ­თუ­კის ნა­წი­ლი მა­ტა­რებ­ლის და­ხუ­რულ კარ­ში მოჰ­ყვა. მას შემ­დეგ, კი რაც მა­ტა­რე­ბე­ლი და­იძ­რა, კაცი ლი­ან­დაგ­ზე გა­და­ვარ­და და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ვიდ­რე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ ის ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცი­ის­თვის გა­და­იყ­ვა­ნა, დე­ვიდ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სუ­ლი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"მე დავ­ტო­ვე ჩემი სხე­უ­ლი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დრა­მაც უკან მო­ვი­ტო­ვე. ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც ჩემი სხე­უ­ლი გა­ნიც­დი­და, გაქ­რა. ძა­ლი­ან მშვიდ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი“, - ამ­ბობს დე­ვი­დი, რო­მელ­მაც კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი გა­და­ი­ტა­ნა.

"ზე­ვით რომ ავი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე თეთ­რი სი­ნათ­ლის სამი სი­მეტ­რი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ნელ-ნელა მო­მი­ახ­ლოვ­დნენ. სი­ნათ­ლე იმ­დე­ნად კაშ­კა­შა და ინ­ტენ­სი­უ­რი იყო, რომ შე­მეძ­ლო მას­ში ჩა­მე­ხე­და. ვგრძნობ­დი, რომ სი­ნათ­ლე ნელ-ნელა მთელ ჩემს სხე­ულ­ში შე­მო­დი­ო­და და მკურ­ნავ­და“.

კა­ცის თქმით, მას ან­გე­ლო­ზის მსგავ­სი არ­სე­ბე­ბი კურ­ნავ­დნენ.

"ვგრძნობ­დი, რომ ისი­ნი კურ­ნავ­დნენ ჩემს სხე­ულ­ზე არ­სე­ბულ ყვე­ლა ჭრი­ლო­ბას და აშო­რებ­დნენ ჩემს ცხოვ­რე­ბას დაგ­რო­ვილ მწუ­ხა­რე­ბას, მათ შე­აღ­წი­ეს ჩემს სუ­ლი­ერ არსში. პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი თავი სრულ­ყო­ფი­ლად და მა­შინ მივ­ხვდი, რო­გორ გა­ვა­ტა­რე მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა“.

მაგ­რამ დე­ვი­დის გა­მოც­დი­ლე­ბის ბოლო ეტა­პი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო. ის აღ­წერს ვარ­სკვლა­ვებ­სა და გა­ლაქ­ტი­კებს შო­რის ყოფ­ნის გან­ცდას, უსას­რუ­ლო­ბა­ში ყუ­რე­ბას და სი­ნათ­ლის თეთრ გვი­რაბს.

"ვგრძნობ­დი, რომ ჩემი სხე­უ­ლის ყვე­ლა მო­ლე­კუ­ლა ვიბ­რი­რებ­და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ენერ­გი­ით, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და თეთ­რი სი­ნათ­ლის სა­ხით უზარ­მა­ზა­რი გვი­რა­ბი­დან. ვი­ცო­დი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის წყა­როს ვუ­ყუ­რებ­დი. ეს იყო ღმერ­თი, თეთ­რი სი­ნათ­ლის ამ უზარ­მა­ზა­რი გვი­რა­ბის სა­ხით. დიდი სი­ხა­რუ­ლი მავ­სებ­და“.

დე­ვიდ­ში სუ­ლი­ე­რი გა­მოღ­ვი­ძე­ბის ეფექ­ტი არა მხო­ლოდ მყი­სი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, არა­მედ მის ცხოვ­რე­ბა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. ის ამ­ბობს, რომ ახლა აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას კმა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბით და სამ­ყა­როს ენერ­გი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

ყო­ველ­გვა­რი მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე, დე­ვიდს გა­ნუ­ვი­თარ­და კლა­სი­კუ­რი სიმ­ფო­ნი­ე­ბის შექ­მნი­სა და ხატ­ვის უნა­რი. მის კომ­პო­ზი­ცი­ებს ას­რუ­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რივ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში და მისი ერთ-ერთი ნა­ხა­ტი ამ­ჟა­მად გა­მო­ფე­ნი­ლია ბიბ­ლი­ის მუ­ზე­უმ­ში, ვა­შინგტონ­ში.

და­ვი­თი ნა­ხა­ტებ­ში ასა­ხავს იმას, რაც ნახა, წო­ნას­წო­რო­ბა სი­ცო­ცხლე­სა და სიკ­ვდილს შო­რის

თუმ­ცა, დე­ვი­დი ამას რე­ლი­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბად არ მი­იჩ­ნევს და ურ­ჩევ­ნია სა­კუ­თარ თავს სუ­ლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა უწო­დოს.

  • გა­მოღ­ვი­ძე­ბა

დოქ­ტო­რი სტივ ტე­ი­ლო­რი სუ­ლი­ე­რი და ტრან­სპერ­სო­ნა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი, ადა­მი­ა­ნის ინ­ტენ­სი­ურ ტან­ჯვა­სა და აუხ­სნელ სუ­ლი­ერ გა­მოც­დი­ლე­ბას შო­რის კავ­შირს სწავ­ლობს. ის ამ­ბობს, რომ დე­ვი­დის მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ხში­რია.

”რო­დე­საც თქვენ გაქვთ სიკ­ვდილ­თან ახ­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა, ეს იმ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და ბევ­რად უფრო ინ­ტენ­სი­უ­რია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ა­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­მუ­და­მოდ იც­ვლე­ბა".

"ეს ხში­რად ემარ­თე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ ცხოვ­რე­ბი­სად­მი სე­კუ­ლა­რუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა და მა­ში­ნაც კი, სუ­ლაც არ ხდე­ბი­ან რე­ლი­გი­უ­რე­ბი“, - ამ­ბობს დოქ­ტო­რი ტე­ი­ლო­რი, ბე­კე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უფ­რო­სი ლექ­ტო­რი.

მისი თქმით, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ასეთ გა­მოც­დი­ლე­ბას რე­ლი­გი­უ­რი ტერ­მი­ნე­ბით ხსნის.

პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თე­ო­რი­ე­ბის თა­ნახ­მად, სიკ­ვდილ­თან ახლო გა­მოც­დი­ლე­ბას ტვინ­ში ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს.

დე­ვი­დი ამ­ბობს, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა, არ იყო რე­ლი­გი­უ­რი, არა­მედ ეს იყო სუ­ლი­ე­რი.

მაგ­რამ დოქ­ტო­რი ტე­ი­ლო­რი ამ­ბობს, რომ კვლე­ვის დას­კვნე­ბი ამ სფე­რო­ში არა­ზუს­ტია და არ იძ­ლე­ვა მკა­ფიო მეც­ნი­ე­რულ ახ­სნას.

  • ნი­კო­ლაი ვო­რო­ნი­ნი, BBC მეც­ნი­ე­რე­ბის რუბ­რი­კის კო­რეს­პონ­დენ­ტი:

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ სიკ­ვდილ­თან ახლო გა­მოც­დი­ლე­ბა (NDE), ამ­ბო­ბენ, რომ ამ ფაქ­ტმა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა მათი პი­როვ­ნე­ბა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა. თუმ­ცა, სა­მეც­ნი­ე­რო სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ჰი­პო­თე­ზა და ახ­სნა იმის შე­სა­ხებ, თუ რა იწ­ვევს კონ­კრე­ტუ­ლად ამ გა­მოც­დი­ლე­ბას.

NDE-ს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ხში­რად აცხა­დე­ბენ, რომ გა­ი­ზარ­და მათ­ში სხვე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბის უნა­რი, ისი­ნი უფრო უკეთ უგე­ბენ ცხოვ­რე­ბას და მეტი იცი­ან სამ­ყა­როს შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ამ სა­ხის ამ­ბებს - რო­მელ­თა და­დას­ტუ­რე­ბა და უარ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია - უნდა მო­ექ­ცეთ ჯან­სა­ღი სკეპ­ტი­ციზ­მით.

ყვე­ლა, ვინც გა­ნიც­დის NDE-ს, სა­უბ­რობს სას­წა­უ­ლებ­რივ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­დარ­ჩე­ნის შე­დე­გად მას­ში მოხ­და.

ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის ღრმა ტრავ­მას ამ გა­მოც­დი­ლე­ბით ან დაბ­ნე­უ­ლად გრძნობს თავს. პი­როვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა შორს იყოს მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი­სა­გან. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის NDE-მ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შფოთ­ვა, დეპ­რე­სია ან მძი­მე პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა.

ასე­ვე უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს NDE. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ტვინ­ში ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბა, წამ­ლის დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბა, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა და სხვა. ეს ნიშ­ნავს, რომ არა­სო­დეს შე­იძ­ლე­ბა დარ­წმუ­ნე­ბით ით­ქვას, არის თუ არა NDE სუ­ლი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ან ჰა­ლუ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბით.

  • რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა­ში გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­წე­რენ სიკ­ვდილ­თან ახლო მდგო­მა­რე­ო­ბას. რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი რწმე­ნით, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბით.

ჯიჯი სტრე­ლე­რი ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს. 2014 წელს და­ა­არ­სა ჯგუ­ფი Near-Death Experience UK, მას შემ­დეგ, რაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თით­ქმის გარ­და­იც­ვა­ლა.

”მე გან­ვი­ცა­დე სი­ცა­რი­ე­ლის გან­ცდა, ის, რა­საც ხში­რად სი­ნათ­ლის გვი­რაბს უწო­დე­ბენ. ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სავ­სე იყო სიმ­შვი­დით და სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბით. მე არ ვი­ყა­ვი ჯიჯი, მაგ­რამ მა­ინც ვარ­სე­ბობ­დი, ჯერ კი­დევ ვიც­ნობ­დი ჩემს თავს და ჩემს გა­რე­მოც­ვას“.

"ეს ად­გი­ლი იყო უფრო ნა­თე­ლი და რე­ა­ლუ­რი, ვიდ­რე ეს სამ­ყა­რო, სა­დაც ვცხოვ­რობ და სა­ი­და­ნაც იქა­უ­რო­ბა ოც­ნე­ბის სამ­ყა­როს ჰგავს“, - ამ­ბობს ჯიჯი.

ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, მა­გა­ლი­თად, მან და­ი­წყო კვან­ტუ­რი ფი­ზი­კის გა­გე­ბა. ამან აი­ძუ­ლა იგი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძია პა­სუ­ხე­ბი მთა­ვარ რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ებ­ში, ისე­ვე რო­გორც რე­ლი­გი­ის მის­ტი­კურ გან­შტო­ე­ბებ­ში. მაგ­რამ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და მას და ახლა ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ლი­გი­ე­ბის მი­მართ ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

"იქა­უ­რო­ბა ოც­ნე­ბის სამ­ყა­როს ჰგავს...“ - ჯიჯი სტრე­ლე­რი

”ჩემ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მას­წავ­ლა, რომ ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა რე­ა­ლო­ბი­სა და არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სცილ­დე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნურ კონ­სტრუქ­ცი­ას. მაგ­რამ მე მჯე­რა, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი წარ­მო­უდ­გენ­ლად ურ­თი­ერ­თკავ­შირ­ში ვართ”.

დე­ვიდ დი­ჩ­ფილ­დის მგსავ­სად, ის გახ­და სუ­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და პა­ტივს სცემს რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ებს, მაგ­რამ თა­ვად არ არის რე­ლი­გი­უ­რი.

დოქ­ტო­რი სტივ ტე­ი­ლო­რი გა­ო­ცე­ბუ­ლია დე­ვი­დის და ჯი­ჯის მიერ მოხ­სე­ნე­ბუ­ლი "სუ­ლი­ე­რი“ გა­მოც­დი­ლე­ბით, მაგ­რამ აღი­ა­რებს, რომ ეს ძა­ლი­ან იდუ­მა­ლია იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ჭეშ­მა­რი­ტე­ბად მი­ი­ღონ:

”ჩვენ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რომ ჩვენ ადა­მი­ა­ნებს შეგ­ვიძ­ლია ავ­ხსნათ რე­ა­ლო­ბა და ავ­ხსნათ მთე­ლი ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად უც­ნა­უ­რია ბო­ლომ­დე გა­სა­გე­ბად“.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

მქონდა შემთხვევა როცა ნარკოზით დამაძინეს საავადმყოფოში გამამზადეს ოპერაციისთვის და ნარკოზის სიზმარში ვნახულობდი,რომ თითქოს სადღაც დიდ მწვანე გორაკზე მივდიოდი, ვიცოდი რომ იქ რაღაც მელოდა რაღაც მნიშვნელოვანი, ყველასგან აღმატებული მისი ძალა მეძახდა და ამ დროს ისეთი სიმშვიდე ისეთი სიყვარული სუფევდა ჩემში როგორც არასდროს... ხე იდგა ამ გორაკზე და მისკენ მივდიოდი ირგვლივ სულ სიმწვანე იყო მწვანე ხასხასა ბალახი და თავს ვგრძნობდი როგორც დაცული, სიყვარულითა და კმაყოფილებით სავსე. მომიტევეთ ამ გრძნობის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია... საოცარ კმაყოფილებას,სიყვარულს და დაცულობას ვგრძნობდი ჩემში. აბსულუტურად ყველაფერი გაქრა რაც იქამდე იყო, შეიძლებ ითქვას რომ მე მე არ ვიყავი მაგრამ კიდეც ვიყავი და მახსოვდა საკუთარი თავი... ეს ყველაფერი მახსოვს და შემდეგ ნარკოზიდან გამოვედი და წყურვილის აუტანელმა შეგრძნებამ გამაღვიძა. ამის შემდეგ ბევრჯერ ვცადე მსგავსი შეგრძნებებბეისთვის მიმეღწია ვფიქრობდი, ვუღრმავდებოდი გონებაში,ვიხსენებდი ყველა დეტალს ისევ იგივე გრძნობას თავლდახუჭული მაგრამ არ გამომდიოდა. სასწაული გრძნობა იყო ხალხო, სრული მოცემულობა ენით აღუწერელი... ეს იყო სიმშვიდის,სიყვარულის, დაცულობის,კმაყოფილების ნირვანა.

ნაან
1

ჩემს შვილს ჰქონდა ანალოგიური მდგომარეობა, როდესაც რვა წლის იყო. სავადმყოფოში იწვა და ცუდად იყო. ნუ არ მინდა დეტალების აღწერა, მაგრამ დაეცა ტემპერატურა და არ ესინჯებოდა წნევა და პულსი. ექიმმა მოახერხა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ბავში როგორც კი მოვიდა გონზე, მკითხა - დედა, როგორ მოხდა ასე? მე აქ ვიწექი, მაგრამ მაინდ კედელზე ( და ხელით მაჩვენა) აქ ვეკიდე და ჩემს თავს ზემოდან ვუყურებდი. და მერე მკითხა - ექიმმა რატომ დაიძახა ჩემზე ,,მოკვდა, მოკვდაო!,, ახლა ის უკვე დიდი ბიჭია და ეს ამბავი ბუნდოვნად ახსოვს. ის ამბობს რომ მახსოვს საწოლზე ჩემს თავს რომ ვუყურებდი, ის იყო ძალიან უმნიშვნელო როგორც ადამიანის ჩრდილი და იქ რაც ვიყავი ის ძალიან მნიშვნელოვანიო. ისე ვუყურებდი ჩემს თავს, როგორც ჩრდილსო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"დავტოვე ჩემი სხეული... ძალიან მშვიდ ადგილას აღმოვჩნდი, ტკივილი გაქრა. დავინახე თეთრი სინათლის სამი გამოსახულება..." - რას ჰყვებიან ადამიანები, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს?

"დავტოვე ჩემი სხეული... ძალიან მშვიდ ადგილას აღმოვჩნდი, ტკივილი გაქრა. დავინახე თეთრი სინათლის სამი გამოსახულება..." - რას ჰყვებიან ადამიანები, რომელთაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს?

რამდენიმე წლის წინ, ინგლისის ერთ-ერთ სოფელში დევიდ დიჩფილდი რკინიგზაზე მომხდარი ინცინდენტის შემდეგ სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ახლა მისი ძალიან ცოტა ადამიანს ესმის, რადგან ის, რასაც კაცი ჰყვება, ადამიანებისთვის დაუჯერებელია.

ამის თაობაზე სტატიას BBC აქვეყნებს, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

2006 წელს დევიდ დიჩფილდი 46 წლის იყო, ის ბევრს სვამდა. ლონდონში ცხოვრება კარგად არ მიდიოდა.

"მშენებლობაზე ვმუშაობდი, საქმეები ცუდად მიდიოდა, ფული არ მქონდა და ბინიდან გამოსახლებას მიპირებდნენ“, - იხსენებს ის.

შედეგად, მან დატოვა დედაქალაქი და დასთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯშირში გადავიდა. ერთ დღეს შეყვარებულის გასაცილებლად დევიდი რკინიგზის სადგურში წავიდა. დამშვიდობებისას ქურთუკის ნაწილი მატარებლის დახურულ კარში მოჰყვა. მას შემდეგ, კი რაც მატარებელი დაიძრა, კაცი ლიანდაგზე გადავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანამ ის ახლომდებარე საავადმყოფოში ოპერაციისთვის გადაიყვანა, დევიდმა არაჩვეულებრივი და მოულოდნელი სულიერი გამოცდილება მიიღო.

"მე დავტოვე ჩემი სხეული. საავადმყოფოში განვითარებული დრამაც უკან მოვიტოვე. ტკივილი, რომელსაც ჩემი სხეული განიცდიდა, გაქრა. ძალიან მშვიდ ადგილას აღმოვჩნდი“, - ამბობს დევიდი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.

"ზევით რომ ავიხედე, დავინახე თეთრი სინათლის სამი სიმეტრიული გამოსახულება, რომლებიც ნელ-ნელა მომიახლოვდნენ. სინათლე იმდენად კაშკაშა და ინტენსიური იყო, რომ შემეძლო მასში ჩამეხედა. ვგრძნობდი, რომ სინათლე ნელ-ნელა მთელ ჩემს სხეულში შემოდიოდა და მკურნავდა“.

კაცის თქმით, მას ანგელოზის მსგავსი არსებები კურნავდნენ.

"ვგრძნობდი, რომ ისინი კურნავდნენ ჩემს სხეულზე არსებულ ყველა ჭრილობას და აშორებდნენ ჩემს ცხოვრებას დაგროვილ მწუხარებას, მათ შეაღწიეს ჩემს სულიერ არსში. პირველად ვიგრძენი თავი სრულყოფილად და მაშინ მივხვდი, როგორ გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება“.

მაგრამ დევიდის გამოცდილების ბოლო ეტაპი ყველაზე ძლიერი იყო. ის აღწერს ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს შორის ყოფნის განცდას, უსასრულობაში ყურებას და სინათლის თეთრ გვირაბს.

"ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეულის ყველა მოლეკულა ვიბრირებდა სიყვარულით სავსე ენერგიით, რომელიც მოდიოდა თეთრი სინათლის სახით უზარმაზარი გვირაბიდან. ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრების წყაროს ვუყურებდი. ეს იყო ღმერთი, თეთრი სინათლის ამ უზარმაზარი გვირაბის სახით. დიდი სიხარული მავსებდა“.

დევიდში სულიერი გამოღვიძების ეფექტი არა მხოლოდ მყისიერი აღმოჩნდა, არამედ მის ცხოვრებაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა. ის ამბობს, რომ ახლა აგრძელებს ცხოვრებას კმაყოფილების გრძნობით და სამყაროს ენერგიებთან შესაბამისობაში.

ყოველგვარი მომზადებისა და გამოცდილების გარეშე, დევიდს განუვითარდა კლასიკური სიმფონიების შექმნისა და ხატვის უნარი. მის კომპოზიციებს ასრულებენ ადგილობრივ საკონცერტო დარბაზებში და მისი ერთ-ერთი ნახატი ამჟამად გამოფენილია ბიბლიის მუზეუმში, ვაშინგტონში.

დავითი ნახატებში ასახავს იმას, რაც ნახა, წონასწორობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

თუმცა, დევიდი ამას რელიგიურ გამოცდილებად არ მიიჩნევს და ურჩევნია საკუთარ თავს სულიერი პიროვნება უწოდოს.

  • გამოღვიძება

დოქტორი სტივ ტეილორი სულიერი და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგი, ადამიანის ინტენსიურ ტანჯვასა და აუხსნელ სულიერ გამოცდილებას შორის კავშირს სწავლობს. ის ამბობს, რომ დევიდის მსგავსი გამოცდილება ხშირია.

”როდესაც თქვენ გაქვთ სიკვდილთან ახლოს გამოცდილება, ეს იმდენად რეალური და ბევრად უფრო ინტენსიურია, ვიდრე ჩვეულებრივი რეალობის გაცნობიერება. თქვენი შეხედულება რეალობის შესახებ სამუდამოდ იცვლება".

"ეს ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცხოვრებისადმი სეკულარული შეხედულება და მაშინაც კი, სულაც არ ხდებიან რელიგიურები“, - ამბობს დოქტორი ტეილორი, ბეკეტის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი.

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ასეთ გამოცდილებას რელიგიური ტერმინებით ხსნის.

პოპულარული სამეცნიერო თეორიების თანახმად, სიკვდილთან ახლო გამოცდილებას ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს.

დევიდი ამბობს, რომ გამოცდილება, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება, არ იყო რელიგიური, არამედ ეს იყო სულიერი.

მაგრამ დოქტორი ტეილორი ამბობს, რომ კვლევის დასკვნები ამ სფეროში არაზუსტია და არ იძლევა მკაფიო მეცნიერულ ახსნას.

  • ნიკოლაი ვორონინი, BBC მეცნიერების რუბრიკის კორესპონდენტი:

ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სიკვდილთან ახლო გამოცდილება (NDE), ამბობენ, რომ ამ ფაქტმა ძირეულად შეცვალა მათი პიროვნება და მსოფლმხედველობა. თუმცა, სამეცნიერო სამყაროში არსებობს უამრავი ჰიპოთეზა და ახსნა იმის შესახებ, თუ რა იწვევს კონკრეტულად ამ გამოცდილებას.

NDE-ს გადარჩენილები ხშირად აცხადებენ, რომ გაიზარდა მათში სხვებისადმი თანაგრძნობის უნარი, ისინი უფრო უკეთ უგებენ ცხოვრებას და მეტი იციან სამყაროს შესახებ. თუმცა, ამ სახის ამბებს - რომელთა დადასტურება და უარყოფა შეუძლებელია - უნდა მოექცეთ ჯანსაღი სკეპტიციზმით.

ყველა, ვინც განიცდის NDE-ს, საუბრობს სასწაულებრივ ცვლილებებზე, რომლებიც გადარჩენის შედეგად მასში მოხდა.

ზოგიერთი ადამიანი განიცდის ღრმა ტრავმას ამ გამოცდილებით ან დაბნეულად გრძნობს თავს. პიროვნების ცვლილებები ასევე შეიძლება შორს იყოს მხოლოდ პოზიტიურისაგან. ზოგიერთი ადამიანისთვის NDE-მ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, დეპრესია ან მძიმე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს NDE. ეს შეიძლება იყოს ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა, წამლის დოზის გადაჭარბება, ფსიქიკური აშლილობა და სხვა. ეს ნიშნავს, რომ არასოდეს შეიძლება დარწმუნებით ითქვას, არის თუ არა NDE სულიერი გამოცდილება ან ჰალუცინაცია, რომელიც გამოწვეულია ადამიანის სამედიცინო მდგომარეობით.

  • რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, სხვადასხვა კულტურაში გაზრდილი ადამიანები განსხვავებულად აღწერენ სიკვდილთან ახლო მდგომარეობას. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს შეიძლება უფრო მეტად გამოწვეული იყოს ჩვენი კულტურული რწმენით, ვიდრე ნებისმიერი ობიექტური რეალობით.

ჯიჯი სტრელერი ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობს. 2014 წელს დააარსა ჯგუფი Near-Death Experience UK, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში თითქმის გარდაიცვალა.

”მე განვიცადე სიცარიელის განცდა, ის, რასაც ხშირად სინათლის გვირაბს უწოდებენ. ის აბსოლუტურად სავსე იყო სიმშვიდით და სიყვარულის გრძნობით. მე არ ვიყავი ჯიჯი, მაგრამ მაინც ვარსებობდი, ჯერ კიდევ ვიცნობდი ჩემს თავს და ჩემს გარემოცვას“.

"ეს ადგილი იყო უფრო ნათელი და რეალური, ვიდრე ეს სამყარო, სადაც ვცხოვრობ და საიდანაც იქაურობა ოცნების სამყაროს ჰგავს“, - ამბობს ჯიჯი.

ამ ინციდენტის შემდეგ მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგალითად, მან დაიწყო კვანტური ფიზიკის გაგება. ამან აიძულა იგი მრავალი წლის განმავლობაში ეძია პასუხები მთავარ რელიგიურ ტრადიციებში, ისევე როგორც რელიგიის მისტიკურ განშტოებებში. მაგრამ არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა მას და ახლა ტრადიციული რელიგიების მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს.

"იქაურობა ოცნების სამყაროს ჰგავს...“ - ჯიჯი სტრელერი

”ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ჩვენი ცნობიერება რეალობისა და არსებობის შესახებ სცილდება ყველა ადამიანურ კონსტრუქციას. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი წარმოუდგენლად ურთიერთკავშირში ვართ”.

დევიდ დიჩფილდის მგსავსად, ის გახდა სულიერი ადამიანი და პატივს სცემს რელიგიურ ტრადიციებს, მაგრამ თავად არ არის რელიგიური.

დოქტორი სტივ ტეილორი გაოცებულია დევიდის და ჯიჯის მიერ მოხსენებული "სულიერი“ გამოცდილებით, მაგრამ აღიარებს, რომ ეს ძალიან იდუმალია იმისთვის, რომ ადამიანებმა ჭეშმარიტებად მიიღონ:

”ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ავხსნათ რეალობა და ავხსნათ მთელი ჩვენი გამოცდილება. მაგრამ არის რაღაცეები, რომლებიც ზედმეტად უცნაურია ბოლომდე გასაგებად“.

წყარო