სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს - დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება უკვე გაფორმდა
ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს - დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება უკვე გაფორმდა

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის სრულ რე­კონ­სტრუქ­ცი­ას რუ­სუ­ლი შპს "ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა” გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას TASS ავ­რცე­ლებს.

რუ­სულ­მა კომ­პა­ნი­ამ და აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას თან­დას­წრე­ბით, "სა­ხელ­მი­წ­ფო-კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის“ შე­თან­ხმე­ბას 27 ოქ­ტომ­ბერს მო­წე­რეს ხელი. მას­ში წე­რია, რომ აფხა­ზეთ­ში სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნის მიზ­ნით რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის კომ­პლექ­სურ რე­კონ­სტრუქ­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, შპს "ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის” მფლო­ბე­ლი რა­შიდ ნურ­გა­ლი­ე­ვია, რო­მელ­მაც მისი პრო­ექ­ტის არ­ჩე­ვის­თვის ბჟა­ნი­ას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

დე ფაქ­ტო ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ ქრის­ტი­ნა ოზ­გა­ნის ცნო­ბით, "სა­ხელ­მწი­ფო-კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ“ ხელ­მო­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კომ­პლექ­სის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებს, ოდე­ნო­ბა­სა და მისი შემ­დგო­მი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წესს გან­სა­ზღვრავს.

"სა­ხელ­მწი­ფო ინარ­ჩუ­ნებს სა­კუთ­რე­ბას აე­როდ­რომ­ზე, აე­როდ­რო­მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე, ტერ­მი­ნა­ლის ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ზე, ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტის სტა­ტუს­სა და სა­ხელ­წო­დე­ბა "ვ.გ. არ­ძინ­ბას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტზე“, - აცხა­დებს ოზ­გა­ნი.

რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სერ­გეი გრი­ბკო­ვი ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნა აე­როდ­რო­მის აღ­დგე­ნა იქ­ნე­ბა. მისი თქმით, "უმოკ­ლეს დრო­ში გა­ფარ­თოვ­დე­ბა პე­რო­ნი (ბა­ქა­ნი), რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა მო­სახ­ვევ და ასაფ­რენ ბი­ლი­კებს, რო­მე­ლიც, ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნა­თე­ბა-სა­სიგ­ნა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა.“

ბჟა­ნი­ას პრეს­სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ "რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შემ­დეგ 3100 მეტრ სიგ­რძი­სა და 45 მეტრ სი­გა­ნის ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი თა­ნა­მედ­რო­ვე თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებს.“ ასე­ვე, აშენ­დე­ბა ახა­ლი სამ­გზავ­რო ტერ­მი­ნა­ლი, ხოლო აე­რო­პორ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა გა­რე­მონტდე­ბა, სა­დაც ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის ად­გი­ლი იქ­ნე­ბა. "აე­რო­პორ­ტის ახა­ლი კომ­პლექ­სის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სა­ათ­ში 1300 მგზავრს მი­აღ­წევს.“

ცნო­ბის­თვის: ბჟა­ნი­ამ ბოლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი­დან ტექ­ნი­კუ­რი რე­ი­სე­ბი 2024 წლის ივ­ლი­სამ­დე და­ი­წყე­ბა, ხოლო აე­რო­პორ­ტი 2024 წლის 31 დე­კემ­ბერს ამოქ­მედ­დე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალხაზ ბუდბა
1

აფხაზეთში მონარქია უნდა აღსდგეს ! და ახალგაზრდა ნიკოლოზ შარვაშიძე ჩაუდგეს სათავეში ! (ის ამჟამად ამერიკაში სტუდენტია , განათლებული და ჭკვიანი)

zaza
0

აფხაზებს ალბათ ომი უნდათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს - დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება უკვე გაფორმდა

ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორტს - დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება უკვე გაფორმდა

სოხუმის აეროპორტის სრულ რეკონსტრუქციას რუსული შპს "ინფრასტრუქტურული განვითარება” განახორციელებს. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

რუსულმა კომპანიამ და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანდასწრებით, "სახელმიწფო-კერძო პარტნიორობის“ შეთანხმებას 27 ოქტომბერს მოწერეს ხელი. მასში წერია, რომ აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით რუსული კომპანია სოხუმის აეროპორტის კომპლექსურ რეკონსტრუქციას განახორციელებს.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შპს "ინფრასტრუქტურული განვითარების” მფლობელი რაშიდ ნურგალიევია, რომელმაც მისი პროექტის არჩევისთვის ბჟანიას მადლობა გადაუხადა.

დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანის ცნობით, "სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შესახებ“ ხელმოწერილი ხელშეკრულება კომპლექსის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების პირობებს, ოდენობასა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს.

"სახელმწიფო ინარჩუნებს საკუთრებას აეროდრომზე, აეროდრომის ინფრასტრუქტურაზე, ტერმინალის ისტორიულ შენობაზე, ორმაგი დანიშნულების ობიექტის სტატუსსა და სახელწოდება "ვ.გ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტზე“, - აცხადებს ოზგანი.

რუსული კომპანიის გენერალური დირექტორი, სერგეი გრიბკოვი ამბობს, რომ პროექტის პრიორიტეტული ამოცანა აეროდრომის აღდგენა იქნება. მისი თქმით, "უმოკლეს დროში გაფართოვდება პერონი (ბაქანი), რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მოსახვევ და ასაფრენ ბილიკებს, რომელიც, ასევე, თანამედროვე განათება-სასიგნალო მოწყობილობებით აღიჭურვება.“

ბჟანიას პრესსამსახური აცხადებს, რომ "რეკონსტრუქციის შემდეგ 3100 მეტრ სიგრძისა და 45 მეტრ სიგანის ასაფრენი ბილიკი თანამედროვე თვითმფრინავების მიღებას შეძლებს.“ ასევე, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი, ხოლო აეროპორტის ისტორიული შენობა გარემონტდება, სადაც ე.წ. ოფიციალური პირებისა და დელეგაციების მიღების ადგილი იქნება. "აეროპორტის ახალი კომპლექსის გამტარუნარიანობა საათში 1300 მგზავრს მიაღწევს.“

ცნობისთვის: ბჟანიამ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური რეისები 2024 წლის ივლისამდე დაიწყება, ხოლო აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბერს ამოქმედდება. განაგრძეთ კითხვა