პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაუდას“ ვარსკვლავს, წარსულში, პირველი სიყვარული ტერორისტებმა მოუკლეს - რეალური ცხოვრების ტრაგედია მსახიობისა, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა
"ფაუდას“ ვარსკვლავს, წარსულში, პირველი სიყვარული ტერორისტებმა მოუკლეს - რეალური ცხოვრების ტრაგედია მსახიობისა, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა

ის­რა­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი, 51 წლის ლიორ რაზი, რომ­ლის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც ირის აზუ­ლაი პა­ლეს­ტი­ნელ­მა ტე­რო­რის­ტმა მოკ­ლა, 7 ოქ­ტომ­ბერს კი­ბუც­ში "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად ის­რა­ე­ლის არ­მი­ას შე­უ­ერ­თდა.

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი Netflix-ის სე­რი­ა­ლის, Fauda-ს ვარ­სკვლა­ვია. ლიონ რაზ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს, რომ ის "შე­უ­ერ­თდა თა­ვის ძმებს ის­რა­ე­ლის ფრონ­ტის ხაზ­ზე, რათა გა­და­ერ­ჩი­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი ქა­ლაქ სდე­როთ­ში" (ეს ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ღა­ზის სექ­ტო­რი­დან შე­ტე­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე იყო).

"ინ­სტაგ­რამ­ზე" მსა­ხი­ო­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტიც იძებ­ნე­ბა, სა­დაც წერს: "გახ­სოვ­დეთ, ვინ და­ი­წყო ხოც­ვა-ჟლე­ტა. "ჰა­მა­სი" არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც სურს ებ­რა­ე­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ სურს მშვი­დო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. რო­დე­საც ომი და­ი­წყე­ბა, ჩვენ გპირ­დე­ბით, რომ ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს. გახ­სოვ­დეთ, რომ ამ ომში ჩვენ შევ­დი­ვართ მძი­მე გუ­ლით, უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბის მოკ­ვლის სურ­ვი­ლის გა­რე­შე და არ ექ­ნე­ბათ არ­ჩე­ვა­ნი მათ, ვინც გვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა", - წერს რაზი.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­რი­ა­ლი "ფა­უ­და" ეფუძ­ნე­ბა ის­რა­ე­ლის გა­ზეთ "ჰა­ა­რე­ცის" ჟურ­ნა­ლის­ტის, ალი ისა­ხა­რო­ვის და ლიორ რა­ზის რე­ა­ლურ ამ­ბებს. ორი­ვე მათ­გა­ნი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და.

სე­რი­ა­ლი 2015 წელს და­ი­წყო და ომის და­წყე­ბამ­დე მე­ხუ­თე სე­ზო­ნის გა­მოს­ვლა და­ი­გეგ­მა. სე­რი­ა­ლის სა­თა­უ­რი ითარ­გმნე­ბა რო­გორც "ქა­ო­სი".

სე­რი­ა­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირ­თან ერ­თად

სე­რი­ა­ლი მოგ­ვი­თხრობს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სპეც­რაზ­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ფა­რუ­ლად მუ­შა­ობს. ლიორ რაზი თა­მა­შობს დო­რონს, "ჰა­მა­სის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის როლს.

  • ვინ არის ლიორ რაზი

რაზი და­ი­ბა­და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, მალე ადუ­მი­მის და­სახ­ლე­ბა­ში, ერა­ყე­ლი კა­ცი­სა და ალ­ჟი­რე­ლი ქა­ლის ოჯახ­ში. მისი მამა მუ­შა­ობ­და აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ის­რა­ე­ლის პერ­სო­ნა­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რაზი ჩა­ი­რი­ცხა დუვ­დე­ვა­ნის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

რო­დე­საც 19 წლის იყო, პა­ლეს­ტი­ნელ­მა ტე­რო­რის­ტმა მისი 18 წლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მოკ­ლა, რო­მელ­საც ლი­ო­რი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და.

მკვლე­ლი და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ 2011 წელს "ჰა­მა­სის" მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი გი­ლად შა­ლი­ტის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მის გარ­და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს კი­დევ 1026 პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტი­მა­რი.

სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რაზი გა­და­ვი­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და არ­ნოლდ შვარ­ცე­ნე­გე­რი­სა და ნას­ტა­სია კინ­სკის მცვე­ლად. მან თა­ვად უწო­და იმ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბას "გლა­მუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა".

  • კა­რი­ე­რა

ად­რე­ულ წლებ­ში რაზ­მა ითა­მა­შა სხვა­დას­ხვა სპექ­ტაკლში, რო­გე­ბი­ცაა "დონ ჟუ­ა­ნი" და "მაკ­ბე­ტი". ასე­ვე ითა­მა­შა მცი­რე რო­ლე­ბი ის­რა­ე­ლის სე­რი­ა­ლებ­ში. 2004 წელს ის არა­ერთ ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს.

2014 წელს "ჰა­ა­რე­ცის" ჟურ­ნა­ლისტ ავი ისა­შაროფ­თან ერ­თად შექ­მნა კრი­ტი­კო­სე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თრი­ლე­რი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლი Fauda, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი გმირს დო­რონ კა­ბი­ლი­ოს როლს თა­მა­შობს. 2016 წელს ის­რა­ე­ლის კინო აკა­დე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე სე­რი­ალ­მა მი­ი­ღო ექ­ვსი ჯილ­დო, მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი სე­რი­ა­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში. 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში The New York Times-მა "ფა­უ­და" 2017 წლის სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­რი­ა­ლად აღი­ა­რა, 2018 წელს შოუმ მო­ი­გო ის­რა­ე­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო აკა­დე­მი­ის 11 ჯილ­დო, მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო დრა­მა, სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი, კას­ტინ­გი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბი. სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კი რაზი გახ­და.

2018 წელს რაზ­მა ითა­მა­შა ფილმში "მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი“, რომ­ლის ავ­ტო­რია ჰე­ლენ ედ­მუნდსო­ნი. 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში Netflix-მა გა­მო­უშ­ვა ახა­ლი სე­რი­ა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით Hit & Run, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს რაზი ას­რუ­ლებს.

2023 წელს, მან და Fauda-ს თა­ნა­შემ­ქმნელ­მა ავი ისა­ხაროფ­მა შექ­მნეს სე­რი­ა­ლი "ბე­ი­რუ­თის აჩ­რდი­ლე­ბი“, ოთხნა­წი­ლი­ა­ნი ჯა­შუ­შუ­რი დრა­მა.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

რაზი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ის­რა­ე­ლელ მსა­ხი­ობ მე­ი­ტალ ბერ­და­ზე. წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს. ისი­ნი ის­რა­ელ­ში, რა­მათ ჰა­შა­რონ­ში ცხოვ­რო­ბენ.

  • სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ლიორ რა­ზის შე­სა­ხებ

ცნო­ბი­ლია, რო­გორც მე­ო­ჯა­ხე კაცი და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ატა­რებს. მისი პირ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს, რო­დე­საც ის 19 წლის იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქალს ასე იხ­სე­ნებ­და: "ის იყო ჩემი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. ის იყო ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ქალი იე­რუ­სა­ლიმ­ში, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი".

ლიორ რა­ზის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი

ლიორ რაზი ასე­ვე არის სა­ჯა­რო სპი­კე­რი. თა­ვის გა­მოს­ვლებ­ში ადა­მი­ა­ნებს უზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას მსხვერ­პლზე, სი­ძულ­ვილ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, კონ­ფლიქ­ტებ­ზე, ტკი­ვილ­ზე, შიშ­ზე, ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, მო­რალ­ზე და მე­გობ­რო­ბა­ზე. ის ასე­ვე სა­უბ­რობს სი­ცო­ცხლე­სა და სიკ­ვდილს შო­რის არ­სე­ბულ ბეწ­ვის ხიდ­ზე და ამ ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. მსა­ხი­ო­ბის სი­ტყვით გა­მოს­ვლა ხში­რად სხვე­ბის­თვის შთა­მა­გო­ნე­ბე­ლია.

მისი ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, რაც ძი­რი­თა­დად სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რი­დან და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბი­დან მი­ი­ღო. ლიორ რაზი ის­რა­ელ­ში უმ­დიდ­რე­სი ტე­ლემ­სა­ხი­ო­ბე­ბის ელი­ტა­რულ სი­ა­შია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისტორია მეორდება
15

ეს ამბები რა თქმა უნდა რუსეთის პროვოცირებულია. უნდათ დასავლეთმა მოადუნოს უკრაინისკენ ყურადღება და თვითონ ბოლომდე ჩახოცონ უკრაინელები. მაგრამ როგორც ყოველი ბოროტება თვითონ ჩავარდებიან საკუთარი ხელით გათხრილ სამარეში. ერთი პატარა კონფლიქტი სადმე და ახალი მსოფლიო ომი დაწყებულია. ისტორიამ ადამიანს ისევ ვერაფერი ვერ ასწავლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ფაუდას“ ვარსკვლავს, წარსულში, პირველი სიყვარული ტერორისტებმა მოუკლეს - რეალური ცხოვრების ტრაგედია მსახიობისა, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა

"ფაუდას“ ვარსკვლავს, წარსულში, პირველი სიყვარული ტერორისტებმა მოუკლეს - რეალური ცხოვრების ტრაგედია მსახიობისა, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა

ისრაელელი მსახიობი, 51 წლის ლიორ რაზი, რომლის პირველი სიყვარულიც ირის აზულაი პალესტინელმა ტერორისტმა მოკლა, 7 ოქტომბერს კიბუცში "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის დასაცავად ისრაელის არმიას შეუერთდა.

ცნობილი მსახიობი Netflix-ის სერიალის, Fauda-ს ვარსკვლავია. ლიონ რაზმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის "შეუერთდა თავის ძმებს ისრაელის ფრონტის ხაზზე, რათა გადაერჩინა დაზარალებული ოჯახები ქალაქ სდეროთში" (ეს ის ადგილია, რომელიც ღაზის სექტორიდან შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო).

"ინსტაგრამზე" მსახიობის მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული პოსტიც იძებნება, სადაც წერს: "გახსოვდეთ, ვინ დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. "ჰამასი" არის ორგანიზაცია, რომელსაც სურს ებრაელების განადგურება და არავითარ შემთხვევაში არ სურს მშვიდობაზე ლაპარაკი. როდესაც ომი დაიწყება, ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. გახსოვდეთ, რომ ამ ომში ჩვენ შევდივართ მძიმე გულით, უდანაშაულოების მოკვლის სურვილის გარეშე და არ ექნებათ არჩევანი მათ, ვინც გვეწინააღმდეგება", - წერს რაზი.

  • შეგახსენებთ, რომ სერიალი "ფაუდა" ეფუძნება ისრაელის გაზეთ "ჰაარეცის" ჟურნალისტის, ალი ისახაროვის და ლიორ რაზის რეალურ ამბებს. ორივე მათგანი ისრაელის თავდაცვის ძალებში მსახურობდა.

სერიალი 2015 წელს დაიწყო და ომის დაწყებამდე მეხუთე სეზონის გამოსვლა დაიგეგმა. სერიალის სათაური ითარგმნება როგორც "ქაოსი".

სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირთან ერთად

სერიალი მოგვითხრობს ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრტერორისტული სპეცრაზმის საქმიანობაზე, რომელიც ფარულად მუშაობს. ლიორ რაზი თამაშობს დორონს, "ჰამასის" მოწინააღმდეგე განყოფილების ხელმძღვანელის როლს.

  • ვინ არის ლიორ რაზი

რაზი დაიბადა დასავლეთ სანაპიროზე, მალე ადუმიმის დასახლებაში, ერაყელი კაცისა და ალჟირელი ქალის ოჯახში. მისი მამა მუშაობდა აშშ-ის საზღვაო ძალების ისრაელის პერსონალის განყოფილებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, რაზი ჩაირიცხა დუვდევანის კონტრტერორისტულ განყოფილებაში.

როდესაც 19 წლის იყო, პალესტინელმა ტერორისტმა მისი 18 წლის შეყვარებული მოკლა, რომელსაც ლიორი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა.

მკვლელი დააკავეს, მაგრამ 2011 წელს "ჰამასის" მიერ დატყვევებული გილად შალიტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მის გარდა გაათავისუფლეს კიდევ 1026 პალესტინელი პატიმარი.

სამსახურის დასრულების შემდეგ, რაზი გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც მუშაობდა არნოლდ შვარცენეგერისა და ნასტასია კინსკის მცველად. მან თავად უწოდა იმჟამინდელ ცხოვრებას "გლამურული გამოცდილება".

  • კარიერა

ადრეულ წლებში რაზმა ითამაშა სხვადასხვა სპექტაკლში, როგებიცაა "დონ ჟუანი" და "მაკბეტი". ასევე ითამაშა მცირე როლები ისრაელის სერიალებში. 2004 წელს ის არაერთ ფილმსა და სერიალში გადაიღეს.

2014 წელს "ჰაარეცის" ჟურნალისტ ავი ისაშაროფთან ერთად შექმნა კრიტიკოსების მიერ აღიარებული პოლიტიკური თრილერი, სატელევიზიო სერიალი Fauda, რომელშიც მთავარი გმირს დორონ კაბილიოს როლს თამაშობს. 2016 წელს ისრაელის კინო აკადემიის დაჯილდოებაზე სერიალმა მიიღო ექვსი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში. 2017 წლის დეკემბერში The New York Times-მა "ფაუდა" 2017 წლის საუკეთესო საერთაშორისო სერიალად აღიარა, 2018 წელს შოუმ მოიგო ისრაელის სატელევიზიო აკადემიის 11 ჯილდო, მათ შორის საუკეთესო სატელევიზიო დრამა, საუკეთესო სცენარი, კასტინგი, კინემატოგრაფია და სპეციალური ეფექტები. საუკეთესო მსახიობი კი რაზი გახდა.

2018 წელს რაზმა ითამაშა ფილმში "მარიამ მაგდალინელი“, რომლის ავტორია ჰელენ ედმუნდსონი. 2021 წლის აგვისტოში Netflix-მა გამოუშვა ახალი სერიალი სახელწოდებით Hit & Run, რომელშიც მთავარ როლს რაზი ასრულებს.

2023 წელს, მან და Fauda-ს თანაშემქმნელმა ავი ისახაროფმა შექმნეს სერიალი "ბეირუთის აჩრდილები“, ოთხნაწილიანი ჯაშუშური დრამა.

  • პირადი ცხოვრება

რაზი დაქორწინებულია ისრაელელ მსახიობ მეიტალ ბერდაზე. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. ისინი ისრაელში, რამათ ჰაშარონში ცხოვრობენ.

  • საინტერესო ფაქტები ლიორ რაზის შესახებ

ცნობილია, როგორც მეოჯახე კაცი და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მეუღლესთან და შვილებთან ატარებს. მისი პირველი შეყვარებული სასტიკად მოკლეს, როდესაც ის 19 წლის იყო. მოგვიანებით ქალს ასე იხსენებდა: "ის იყო ჩემი პირველი სიყვარული. ის იყო ერთ-ერთი ულამაზესი ქალი იერუსალიმში, საოცარი ადამიანი".

ლიორ რაზის პირველი სიყვარული

ლიორ რაზი ასევე არის საჯარო სპიკერი. თავის გამოსვლებში ადამიანებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას მსხვერპლზე, სიძულვილზე, ურთიერთობებზე, კონფლიქტებზე, ტკივილზე, შიშზე, ერთგულებაზე, მორალზე და მეგობრობაზე. ის ასევე საუბრობს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებულ ბეწვის ხიდზე და ამ ხიდზე სიარულის გამოცდილებაზე. მსახიობის სიტყვით გამოსვლა ხშირად სხვებისთვის შთამაგონებელია.

მისი ქონება დაახლოებით 5 მილიონი დოლარია, რაც ძირითადად სამსახიობო კარიერიდან და სატელევიზიო შოუებიდან მიიღო. ლიორ რაზი ისრაელში უმდიდრესი ტელემსახიობების ელიტარულ სიაშია.