საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიდედრის მიერ გამოგზავნილი 68,8 ათასი დოლარი და დედის ნაჩუქარი 100 ათასი... - მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძისა და გიორგი მიქაუტაძის ძვირადღირებული საჩუქრები: რა წერია კვლევაში?
სიდედრის მიერ გამოგზავნილი 68,8 ათასი დოლარი და დედის ნაჩუქარი 100 ათასი... - მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძისა და გიორგი მიქაუტაძის ძვირადღირებული საჩუქრები: რა წერია კვლევაში?

"ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" აქ­ვეყ­ნებს კვლე­ვას, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ხებ დეკ­ლა­რი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ასა­ხავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე და კვლე­ვა ასა­ხავს 2020-2022 წლე­ბის მო­ნა­ცე­მებს.

  • უნდა აღი­ნიშ­ნოს: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არ წარ­მო­ად­გე­ნენ "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, მათ­ზე ვრცელ­დე­ბა "კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი - მო­სა­მარ­თლე­ებს ეკ­რძა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჩუქ­რის ან მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს წლი­უ­რი ოდე­ნო­ბის 15%-ს, ხოლო ერთჯე­რა­დად მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5%-ს. ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის მიერ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯე­რა­დად მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 500 ლარს

კვლე­ვა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ 2020-2022 წლებ­ზე შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თის მხრივ ავ­ლენს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის მიმ­ღებ პი­რებს, ხოლო მე­ო­რეს მხრივ მი­მო­ი­ხი­ლავს მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვებს.

  • დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 2020-2022 წლებ­ში 49 მო­სა­მარ­თლემ ან­მათ­მა ოჯა­ხის წევ­რმა მი­ი­ღო სა­ჩუ­ქა­რი, რომ­ლის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენ­და 5 მი­ლი­ონ­ლარს.
  • მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2020-2022 წლებ­ში 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რი მი­ღე­ბუ­ლი აქვთ უშუ­ა­ლოდ დეკ­ლა­რანტ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, ხოლო 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის სა­ჩუ­ქა­რი - მათი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს.

მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთ-ერთი მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო, ამე­რი­კის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეა. მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რებს (მე­უღ­ლეს და შვილს) 2020-2022 წლებ­ში მე­უღ­ლის დე­დამ უცხო­ე­თი­დან სა­ჩუქ­რის სა­ხით გა­მო­უგ­ზავ­ნა 68,8 ათა­სი აშშ დო­ლა­რი­და 2.3 ათა­სი ლარი.

რა ვი­ცით მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის და მისი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ?

მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის მსგავ­სად, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს უვა­დო მო­სა­მარ­თლეა. 2005 წელს მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი.

სტუ­დია "მო­ნი­ტო­რის“ მიერ ადრე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით­ვე გა­ირ­კვა, რომ ინ­ჩა­ლა­ძეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­მი­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე მას დე­და­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­გუ­რა­მო­ში მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც 1500 კვად­რა­ტულ მეტრზეა აშე­ნე­ბუ­ლი. ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს რამ­დე­ნი­მე აი­ვა­ნი და ვე­რან­და აქვს. მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს მა­მი­დის სა­ხელ­ზე აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი ვე­რა­ზე და ჯა­ნა­ში­ას ქუ­ჩა­ზე. ერთ კორ­პუს­ში ჩინ­ჩა­ლა­ძის ოჯა­ხი ორ ბი­ნას და სამ ავ­ტო­ფა­რეხს ფლობს.

ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს 2022 წელს დე­დამ აჩუ­ქა ფუ­ლა­დი თან­ხა 100 ათა­სი აშშ დო­ლა­რი. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს თან­ხა მი­ქა­უ­ტა­ძეს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს.

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2023 წლის 5 თე­ბერ­ვალს შე­ავ­სო. მას ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ბინა თბი­ლის­ში, თა­მა­რა­ში­ლის ქუ­ჩა­ზე. ამა­ვე მი­სა­მარ­თზე ფიქ­სირ­დე­ბა ავ­ტო­ფა­რე­ხი, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლია 11 ათა­სი დო­ლა­რი. ასე­ვე მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ წავ­კის­ში, რო­მელ­შიც 90 ათა­სი დო­ლა­რია გა­დახ­დი­ლი. ხოლო ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ მი­წა­ში მო­სა­მარ­თლემ 10320 ლარი გა­და­ი­ხა­და.

მას ჰყავს toyota land cruiser, რო­მე­ლიც 2016 წელს 10 000 დო­ლა­რად იყი­და, ასე­ვე 13 000 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი კვად­რო­ციკ­ლი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად გა­წე­უ­ლი ხარ­ჯში მი­ქა­უ­ტა­ძეს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს 403 500 ლარი.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის მიმ­ღებ მო­სა­მარ­თლე­ებს შო­რის არის თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნინო ჭა­ლი­ძე, რომ­ლის შვილ­მაც მა­მის­გან მი­ხე­ილ ბე­ბი­აშ­ვი­ლის­გან სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 80 ათა­სი აშშ დო­ლა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბინა. მი­ხე­ილ ბე­ბი­აშ­ვი­ლი არის ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე. მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია რომ, 2022 წელს მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან სა­ჩუქ­რის სა­ხით 31 ათა­სი ლარი, ხოლო შვი­ლის­გან 10.3 ათა­სი ლარი მი­ი­ღო. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ბე­ბი­აშ­ვილ­მა 202212 წელს თა­ვის შვილს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა 80 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბინა, ხოლო სა­ნაც­ვლოდ მისი შვი­ლის­გან და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან ასე­ვე სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 41,3 ათა­სი ლარი.

წყა­რო: Idfi-ის კვლე­ვა

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
0

ბატონო მიხეილ მარიამ ცისკაძე მიაყოლეთ

თამაზი
0

რა ვიცი, მე ჰა-ჰა დაბადების დღეზე საპარსი ქაფი მაჩუქონ და ესენი რა "პაჩოტში" ყოფილან.

ისე, რომელიღაცას მაგარი სქემა მოუფიქრებია: კითხავენ, საიდან გაქვს, შვილმა მაჩუქა, შვილს კითხავენ და მამამ მაჩუქა :).

ავტორი:

სიდედრის მიერ გამოგზავნილი 68,8 ათასი დოლარი და დედის ნაჩუქარი 100 ათასი... - მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძისა და გიორგი მიქაუტაძის ძვირადღირებული საჩუქრები: რა წერია კვლევაში?

სიდედრის მიერ გამოგზავნილი 68,8 ათასი დოლარი და დედის ნაჩუქარი 100 ათასი... - მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძისა და გიორგი მიქაუტაძის ძვირადღირებული საჩუქრები: რა წერია კვლევაში?

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" აქვეყნებს კვლევას, რომელიც თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებულ ინფორმაციას ასახავს. ამ შემთხვევაში საუბარია ქართველ მოსამართლეებზე და კვლევა ასახავს 2020-2022 წლების მონაცემებს.

  • უნდა აღინიშნოს: მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები არ წარმოადგენენ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეებს, მათზე ვრცელდება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მოქმედება, მათ შორის საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები - მოსამართლეებს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე. წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს

კვლევაში წარმოდგენილია მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებზე შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რომელიც ერთის მხრივ ავლენს ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრების მიმღებ პირებს, ხოლო მეორეს მხრივ მიმოიხილავს მიღებული საჩუქრების კანონთან შესაბამისობის საეჭვო შემთხვევებს.

  • დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ანმათმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონლარს.
  • მოსამართლეების მიერ დეკლარირებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2022 წლებში 3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირებს, ხოლო 2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს.

მოსამართლეების მიერ მიღებული ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო, ამერიკის მიერ სანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძეა. მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და შვილს) 2020-2022 წლებში მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა 68,8 ათასი აშშ დოლარიდა 2.3 ათასი ლარი.

რა ვიცით მიხეილ ჩინჩალაძის და მისი ქონების შესახებ?

მიხეილ ჩინჩალაძე ლევან მურუსიძის მსგავსად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2005 წელს მას მიღებული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი.

სტუდია "მონიტორის“ მიერ ადრე გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებითვე გაირკვა, რომ ინჩალაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელიც მამიდის სახელზე იყო რეგისტრირებული. ასევე მას დედაზე აქვს გაფორმებული საგურამოში მდიდრული სახლი, რომელიც 1500 კვადრატულ მეტრზეა აშენებული. ორსართულიან სახლს რამდენიმე აივანი და ვერანდა აქვს. მიხეილ ჩინჩალაძეს მამიდის სახელზე აქვს გაფორმებული ბინები ვერაზე და ჯანაშიას ქუჩაზე. ერთ კორპუსში ჩინჩალაძის ოჯახი ორ ბინას და სამ ავტოფარეხს ფლობს.

ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძეს 2022 წელს დედამ აჩუქა ფულადი თანხა 100 ათასი აშშ დოლარი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხა მიქაუტაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს.

გიორგი მიქაუტაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2023 წლის 5 თებერვალს შეავსო. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, თამარაშილის ქუჩაზე. ამავე მისამართზე ფიქსირდება ავტოფარეხი, რომელშიც გადახდილია 11 ათასი დოლარი. ასევე მის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში, რომელშიც 90 ათასი დოლარია გადახდილი. ხოლო ამბროლაურის რაიონში არსებულ მიწაში მოსამართლემ 10320 ლარი გადაიხადა.

მას ჰყავს toyota land cruiser, რომელიც 2016 წელს 10 000 დოლარად იყიდა, ასევე 13 000 ევროდ შეძენილი კვადროციკლი. ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გაწეული ხარჯში მიქაუტაძეს მითითებული აქვს 403 500 ლარი.

ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრების მიმღებ მოსამართლეებს შორის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჭალიძე, რომლის შვილმაც მამისგან მიხეილ ბებიაშვილისგან საჩუქრად მიიღო 80 ათასი აშშ დოლარი ღირებულების ბინა. მიხეილ ბებიაშვილი არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მის დეკლარაციაში აღნიშნულია რომ, 2022 წელს მისი ყოფილი მეუღლისგან საჩუქრის სახით 31 ათასი ლარი, ხოლო შვილისგან 10.3 ათასი ლარი მიიღო. შესაბამისად, მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა 202212 წელს თავის შვილს საჩუქრად გადასცა 80 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბინა, ხოლო სანაცვლოდ მისი შვილისგან და ყოფილი მეუღლისგან ასევე საჩუქრად მიიღო 41,3 ათასი ლარი.

წყარო: Idfi-ის კვლევა