სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი - ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში
"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი -  ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

CNN -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ტა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის "ალ ჯა­ზი­რას" ჟურ­ნა­ლის­ტი, ღა­ზის სექ­ტო­რის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში დაბ­რუნ­და პირ­და­პირ ეთერ­ში, მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ მისი ოჯა­ხი ოთხშა­ბათს ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

არა­ბუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ვაელ ალ-დაჰდუ­ჰ­მა ღა­ზის სექ­ტო­რის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში აფეთ­ქე­ბის დროს, და­კარ­გა ცოლი, ვაჟი, ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხი სწო­რედ იქ აფა­რებ­და თავს.

ალ დაჰდუ­ჰ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მა­ყუ­რე­ბელს სამ­ძიმ­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა და ზა­რე­ბის­თვის.

”სო­ლი­და­რო­ბა და ლოც­ვა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ სა­ჭი­რო იყო სწრა­ფად დაბ­რუ­ნე­ბა ეთერ­ში ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად", - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა პირ­და­პირ ეთერ­ში.

"აქა­უ­რო­ბა კვლავ იწ­ვის, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვის­გან. მი­უ­ხე­და­ვად ტკი­ვი­ლი­სა და სის­ხლი­ა­ნი ჭრი­ლო­ბი­სა, მივ­ხვდი, რომ სწრა­ფად უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და შეგ­ხვედ­რო­დით კა­მე­რის ობი­ექ­ტი­ვი­დან და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით“, - დას­ძი­ნა მან.

ოთხშა­ბათს, კა­ტა­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლი წერ­და, "ჩვე­ნი კო­ლე­გის ვაელ ალ-დაჰდუ­ჰის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის მისი ცოლი, ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი, მო­წა­მებ­რი­ვად და­ი­ღუპ­ნენ ის­რა­ე­ლის და­ბომბვი­სას“. "ალ ჯა­ზი­რას" ცნო­ბით, ალ დაჰდუ­ჰის შვი­ლიშ­ვი­ლი ადა­მი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ცხად­და ორი სა­ა­თის შემ­დეგ.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს ალ დაჰდუ­ჰი, რო­მე­ლიც ტი­რის, რო­დე­საც ცის­ფერ ზე­წარ­ში გახ­ვე­ულ შვი­ლის ცხე­დარს ად­გას თავ­ზე. აღელ­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის კად­რე­ბი გავ­რცელ­და ასე­ვე შვი­ლიშ­ვი­ლის ცხედ­რის გა­და­ტა­ნის დროს ღა­ზის ალ-აქ­სას მო­წა­მე­ე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

"ჟურ­ნა­ლის­ტის ვაჟი მაჰ­მუ­დი 15 წლის იყო, ხოლო მისი ქა­ლიშ­ვი­ლი შამი შვი­დი წლის", - იტყო­ბი­ნე­ბა "ალ ჯა­ზი­რა".

"ალ ჯა­ზი­რას" წამ­ყვან­მა აბ­დი­სა­ლამ ფა­რაჰ­მა და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ეთერ­ში გა­ავ­რცე­ლა, წამ­ყვა­ნი ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბას ცდი­ლობ­და. ალ დაჰდუ­ჰის ოჯა­ხის 12 წევ­რი ოთხშა­ბათს მოკ­ლეს, მათ შო­რის 9 ბავ­შვი, ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ალ დაჰდუ­ჰის ოჯა­ხი გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი იქნა ტალ ელ ჰა­ვა­დან ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ნუ­სე­ი­რატ­ში, რო­მე­ლიც მათი აზ­რით, უსაფრ­თხო ად­გი­ლი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის" - გა­ნუ­ცხა­და CNN-ს "ალ ჯა­ზი­რას" ოფის­მა რა­მა­ლა­ში.

CNN და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ადას­ტუ­რებს აფეთ­ქე­ბის წყა­როს. მე­დია წერს, რომ "ალ ჯა­ზი­რამ" არ წარ­მო­ად­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აკავ­ში­რებს მომ­ხდარს ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმას­თან.

  • ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა CNN-ს და­უ­დას­ტუ­რეს, რომ მათ ავი­ა­ი­ე­რი­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ღა­ზის რე­გი­ონ­ში, იქ, სა­დაც ოთხშა­ბათს ალ-დაჰდუ­ჰის ნა­თე­სა­ვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. IDF-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ავი­ა­ი­ე­რი­ში მიზ­ნად ისა­ხავ­და "ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის" გა­ნად­გუ­რე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, "ჰა­მა­სი" 7 ოქ­ტომ­ბერს თავს და­ეს­ხა ის­რა­ე­ლის სამ­ხრეთ და­სახ­ლე­ბებს, რა დრო­საც და­ი­ღუ­პა 1 400 ადა­მი­ა­ნი, ძი­რი­თა­დად მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და 200-ზე მეტი კი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.

ღა­ზის რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ან­მა ალ­ყამ გა­მო­იწ­ვია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი ანკლა­ვის შიგ­ნით, რო­მე­ლიც ახლა მსოფ­ლი­ოს­გან მო­წყვე­ტი­ლია, თით­ქმის სრუ­ლი ბლო­კა­დის გამო.

27 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფარ­თო­ებს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებს ღა­ზა­ში, სა­დაც სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­აც და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
14

ისე, ჩვენი მოხუცი ბაბუ სად არის ხოლმე ამ დროს? ეტყობა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ზეცაში.

მერაბი
14

აბა რა ეგონათ თავები რომ დააჭრეს ხალხს მოეფერებოდენ შუა საუკუნეებია? 

ავტორი:

"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი - ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

"ალ ჯაზირას" ჟურნალისტის უდიდესი ტრაგედია: მან აფეთქებისას დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი -  ის მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში

CNN -ის ინფორმაციით, კატარის ტელევიზიის "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი, ღაზის სექტორის ბიუროს ხელმძღვანელი 24 საათზე ნაკლებ დროში დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ოჯახი ოთხშაბათს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

არაბული მედიის ცნობით, ვაელ ალ-დაჰდუჰმა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ლტოლვილთა ბანაკში აფეთქების დროს, დაკარგა ცოლი, ვაჟი, ქალიშვილი და შვილიშვილი. ჟურნალისტის ოჯახი სწორედ იქ აფარებდა თავს.

ალ დაჰდუჰმა მადლობა გადაუხადა მაყურებელს სამძიმრის შეტყობინებებისა და ზარებისთვის.

”სოლიდარობა და ლოცვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო სწრაფად დაბრუნება ეთერში ყველაფრის მიუხედავად", - განაცხადა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.

"აქაურობა კვლავ იწვის, საარტილერიო დაბომბვისგან. მიუხედავად ტკივილისა და სისხლიანი ჭრილობისა, მივხვდი, რომ სწრაფად უნდა დავბრუნებულიყავი და შეგხვედროდით კამერის ობიექტივიდან და სოციალური ქსელის საშუალებით“, - დასძინა მან.

ოთხშაბათს, კატარის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო ქსელი წერდა, "ჩვენი კოლეგის ვაელ ალ-დაჰდუჰის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ცოლი, ვაჟი და ქალიშვილი, მოწამებრივად დაიღუპნენ ისრაელის დაბომბვისას“. "ალ ჯაზირას" ცნობით, ალ დაჰდუჰის შვილიშვილი ადამი გარდაცვლილად გამოცხადდა ორი საათის შემდეგ.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ალ დაჰდუჰი, რომელიც ტირის, როდესაც ცისფერ ზეწარში გახვეულ შვილის ცხედარს ადგას თავზე. აღელვებული ჟურნალისტის კადრები გავრცელდა ასევე შვილიშვილის ცხედრის გადატანის დროს ღაზის ალ-აქსას მოწამეების საავადმყოფოში.

"ჟურნალისტის ვაჟი მაჰმუდი 15 წლის იყო, ხოლო მისი ქალიშვილი შამი შვიდი წლის", - იტყობინება "ალ ჯაზირა".

"ალ ჯაზირას" წამყვანმა აბდისალამ ფარაჰმა დაღუპულთა შესახებ განცხადება ეთერში გაავრცელა, წამყვანი ემოციების შეკავებას ცდილობდა. ალ დაჰდუჰის ოჯახის 12 წევრი ოთხშაბათს მოკლეს, მათ შორის 9 ბავშვი, ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

"ალ დაჰდუჰის ოჯახი გადასახლებული იქნა ტალ ელ ჰავადან ლტოლვილთა ბანაკში ნუსეირატში, რომელიც მათი აზრით, უსაფრთხო ადგილი იქნებოდა მათთვის" - განუცხადა CNN-ს "ალ ჯაზირას" ოფისმა რამალაში.

CNN დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს აფეთქების წყაროს. მედია წერს, რომ "ალ ჯაზირამ" არ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ აკავშირებს მომხდარს ისრაელის თავდასხმასთან.

  • ისრაელის თავდაცვის ძალებმა CNN-ს დაუდასტურეს, რომ მათ ავიაიერიში განახორციელეს ღაზის რეგიონში, იქ, სადაც ოთხშაბათს ალ-დაჰდუჰის ნათესავები დაიღუპნენ. IDF-მა განაცხადა, რომ ავიაიერიში მიზნად ისახავდა "ჰამასის ტერორისტული ინფრასტრუქტურის" განადგურებას.

შეგახსენებთ, "ჰამასი" 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელის სამხრეთ დასახლებებს, რა დროსაც დაიღუპა 1 400 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

ღაზის რამდენიმეკვირიანმა ალყამ გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი ანკლავის შიგნით, რომელიც ახლა მსოფლიოსგან მოწყვეტილია, თითქმის სრული ბლოკადის გამო.

27 ოქტომბერს ისრაელმა განაცხადა, რომ აფართოებს სამხედრო მოქმედებებს ღაზაში, სადაც სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო.