პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა" - როგორია ვითარება ღაზაში ისრაელის მასშტაბური შეტევის შემდეგ: ბოლო ცნობები ყველაზე ცხელი წერტილიდან
"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა" - როგორია ვითარება ღაზაში ისრაელის მასშტაბური შეტევის შემდეგ: ბოლო ცნობები ყველაზე ცხელი წერტილიდან

ღა­ზას სექ­ტორ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მის. რო­გორ BBC-ი წერს, ახ­ლა­ხანს კი­დევ რამ­დე­ნი­მე აფეთ­ქე­ბა მოხ­და. გარ­შე­მო ჩანს ბევ­რი კვამ­ლი. მა­ნამ­დე ის­რა­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის წუ­ხელ გა­ა­ფარ­თო­ებ­და ოპე­რა­ცი­ებს ღა­ზა­ში.

აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად ღა­ზის სექ­ტო­რის დიდ ნა­წილს ინ­ტერ­ნე­ტი არ მი­ე­წო­დე­ბა, შე­წყვე­ტი­ლია მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რიც. პა­ლეს­ტი­ნუ­რი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა და­ემ­თხვა ის­რა­ე­ლის მხრი­დან მას­შტა­ბურ და­ბომბვებს.

  • პა­ლეს­ტი­ნის "წი­თე­ლი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ “სრუ­ლი­ად და­კარ­გეს კონ­ტაქ­ტი” ღა­ზას სექ­ტორ­ში შტაბ­თან. ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში არის ნათ­ქვა­მი.

"ღრმად შეშ­ფო­თე­ბულ­ნი ვართ ჩვე­ნი გუნ­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, გა­აგ­რძე­ლონ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გამო, რომ ეს შე­ფერ­ხე­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრა­ლურ ‘101’ ნო­მერ­ზე და აფერ­ხებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის მი­მოს­ვლას დაჭ­რი­ლებ­თან და და­შა­ვე­ბუ­ლებ­თან”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ღა­ზა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Human Rights Watch. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, ისი­ნი ღე­ლა­ვენ ღა­ზას სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და მსოფ­ლი­ოს მო­უ­წო­დე­ბენ, "მო­ახ­დი­ნონ ზე­წო­ლა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს უდა­ნა­შა­უ­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ჩვე­ნი გუნ­დე­ბის დაც­ვა”.

"2023 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, ღა­ზას სექ­ტორ­ში ის­რა­ე­ლის მა­სი­უ­რი და­ბომბვის ფონ­ზე, სა­ტე­ლე­ფო­ნო და ინ­ტერ­ნე­ტის ფარ­თო გა­თიშ­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც თით­ქმის მთლი­ა­ნად მო­წყდა 2,2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გარე სამ­ყა­როს. ასე­თი გა­მორ­თვა საფრ­თხეს უქ­მნის მა­სობ­რი­ვი სი­სას­ტი­კი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის და­უს­ჯე­ლო­ბას" - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ვერ და­უ­კავ­შირ­და ღა­ზა­ში მყოფ პერ­სო­ნალს, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პარტნი­ო­რებს.

"ეს ბლო­კა­და მა­წუ­ხებს. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ის­რა­ელს, ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის და­უ­ყო­ნებ­ლივ დაც­ვას და სრულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­მო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

გა­ე­როს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საქ­მე­თა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის ოფი­სის (OCHA) სპი­კერ­მა ლინ ჰას­ტინგსმა თქვა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და გა­ე­როს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ვერ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, ენერ­გი­ის, საკ­ვე­ბის, წყლის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე.

ღა­ზა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან პენ­ტა­გონ­შიც - ისი­ნი ხაზს უს­ვა­მენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

აშშ-ის თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა ლოიდ ოს­ტინ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა თა­ვის ის­რა­ელ კო­ლე­გას­თან იოავ გა­ლან­ტთან და ისა­უბ­რა ღა­ზას სექ­ტორ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

"მდი­ვან­მა ხაზი გა­უს­ვა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ხაზი გა­უს­ვა ღა­ზას სექ­ტო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია პენ­ტა­გო­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დე­პარ­ტა­მენ­ტმა დას­ძი­ნა, რომ ოს­ტინ­მა ასე­ვე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა "ჰა­მა­სის" ბო­ე­ვი­კე­ბის მიერ ყვე­ლა მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

ოთხმოცდაათიან წლებში რაც ქართულ მოსახლეობას მოუწყვეს საქართველოს ტერიტორიაზე სამაჩაბლოში და აფხაზეთში, მსოფლიომ რაიმე თქვა? ან ახლა ვინმე იხსენებს მსოფლიოში? ქართველების ტრანსფერი ამ ორი რეგიონიდან მინმემ გააპროტესტა? ქართველ დევნილებს ვინმე დაეხმარა ? 

ჩემი აზრით პალესტინელი არაბებით ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება განპირობებულია რელიგიური ფაქტორებით და უბრალო ანტისემიტიზმით. 

ცხოვრება სასტიკია
1

მასე ვიყავით საქართველო მთელი 90-იანი წლები, არავის გავხსენებივართ. ღაზელებს მუდამ მუქთა კომუნალურები ქონდათ, პლიუს გაეროსგან მუქთა საავადმყოფოები და უნივერსიტეტები. იცოდით ეს?! არ იცოდით. იდარდა ჩვენზე ვინმემ?! არავინ

ავტორი:

"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა" - როგორია ვითარება ღაზაში ისრაელის მასშტაბური შეტევის შემდეგ: ბოლო ცნობები ყველაზე ცხელი წერტილიდან

"2 მილიონზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა" - როგორია ვითარება ღაზაში ისრაელის მასშტაბური შეტევის შემდეგ: ბოლო ცნობები ყველაზე ცხელი წერტილიდან

ღაზას სექტორში აფეთქებების ხმა ისმის. როგორ BBC-ი წერს, ახლახანს კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა. გარშემო ჩანს ბევრი კვამლი. მანამდე ისრაელმა განაცხადა, რომ ის წუხელ გააფართოებდა ოპერაციებს ღაზაში.

აფეთქებების შედეგად ღაზის სექტორის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება, შეწყვეტილია მობილური კავშირიც. პალესტინური მობილური ოპერატორის მუშაობის შეფერხება დაემთხვა ისრაელის მხრიდან მასშტაბურ დაბომბვებს.

  • პალესტინის "წითელი ნახევარმთვარის" ინფორმაციით, მათ “სრულიად დაკარგეს კონტაქტი” ღაზას სექტორში შტაბთან. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

"ღრმად შეშფოთებულნი ვართ ჩვენი გუნდების შესაძლებლობაზე, გააგრძელონ სასწრაფო სამედიცინო სერვისების მიწოდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს შეფერხება გავლენას ახდენს სასწრაფო დახმარების ცენტრალურ ‘101’ ნომერზე და აფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მიმოსვლას დაჭრილებთან და დაშავებულებთან”, - წერია განცხადებაში.

ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch. როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, ისინი ღელავენ ღაზას სექტორში მომუშავე მათი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და მსოფლიოს მოუწოდებენ, "მოახდინონ ზეწოლა ისრაელის ხელისუფლებაზე, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების, სამედიცინო დაწესებულებებისა და ჩვენი გუნდების დაცვა”.

"2023 წლის 27 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ისრაელის მასიური დაბომბვის ფონზე, სატელეფონო და ინტერნეტის ფართო გათიშვა მოხდა, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად მოწყდა 2,2 მილიონი ადამიანი გარე სამყაროს. ასეთი გამორთვა საფრთხეს უქმნის მასობრივი სისასტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დაუსჯელობას" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვერ დაუკავშირდა ღაზაში მყოფ პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებებს, სამედიცინო პერსონალს და ჰუმანიტარულ პარტნიორებს.

"ეს ბლოკადა მაწუხებს. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყონებლივ დაცვას და სრულ ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) სპიკერმა ლინ ჰასტინგსმა თქვა, რომ საავადმყოფოები და გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციები ვერ გააგრძელებენ ფუნქციონირებას კომუნიკაციების, ენერგიის, საკვების, წყლის და მედიკამენტების გარეშე.

ღაზაში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან პენტაგონშიც - ისინი ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობაზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ისრაელ კოლეგასთან იოავ გალანტთან და ისაუბრა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე.

"მდივანმა ხაზი გაუსვა ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

დეპარტამენტმა დასძინა, რომ ოსტინმა ასევე გაამახვილა ყურადღება "ჰამასის" ბოევიკების მიერ ყველა მძევლის გათავისუფლების აუცილებლობაზე.