საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ადგილს კარგად იცნობს, პოვნა გაუჭირდებათ" - სად "გაქრა" კაცი, რომელმაც აშშ-ში 22 ადამიანი მოკლა? მისი სახლის ჩხრეკისას "იდუმალი ჩანაწერი" აღმოაჩინეს
"ამ ადგილს კარგად იცნობს, პოვნა გაუჭირდებათ" - სად "გაქრა" კაცი, რომელმაც აშშ-ში 22 ადამიანი მოკლა? მისი სახლის ჩხრეკისას "იდუმალი ჩანაწერი" აღმოაჩინეს

აშშ-ში კვლავ ეძე­ბენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას თავს და­ეს­ხა და ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლის შე­დე­გად 22 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. ძებ­ნას აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვაც შე­უ­ერ­თდა. შემ­თხვე­ვა მე­ი­ნის შტა­ტის ქა­ლაქ ლუ­ის­ტონ­ში მოხ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი 40 წლის რო­ბერტ კარ­დია, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლის ინ­სტრუქ­ტო­რი, წარ­სულ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის ის­ტო­რი­ით.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლის ჩხრე­კის ორ­დე­რი გას­ცა. რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი" წერს, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა სახ­ლში "იდუ­მა­ლი ჩა­ნა­წე­რი" იპო­ვეს. პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს, იძ­ლე­ვა თუ არა ჩა­ნა­წე­რი პა­სუხს და­ნა­შა­უ­ლის მო­ტივ­ზე. მის ში­ნა­არსს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ასა­ჯა­რო­ებს.

კარ­დის მან­ქა­ნა ნავ­სად­გუ­რის მახ­ლობ­ლად იპო­ვეს - სრო­ლის ად­გი­ლი­დან თით­ქმის 8 მი­ლის და­შო­რე­ბით.

პო­ლი­ცია კარ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის სამ ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლავს:

  • მან თავი მო­იკ­ლა
  • გაქ­ცე­ვა სხვა მან­ქა­ნით მო­ა­ხერ­ხა
  • შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ტყე­ში იმა­ლე­ბა.

კარ­დის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, იგი ამ ტე­რი­ტო­რი­ას კარ­გად იც­ნობს, ამი­ტომ პო­ლი­ცი­ას მისი და­ჭე­რა გა­ურ­თულ­დე­ბა:

"ის აქ გა­ი­ზარ­და. ამ ტე­რი­ტო­რი­ას ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მალ­ვა მის­თვის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. ამ ტყე­ში ბევ­რი ისე­თი ად­გი­ლია, სა­დაც და­მალ­ვას მო­ა­ხერ­ხებს. თვითმფრი­ნა­ვი­დან ან ვერ­ტმფრე­ნი­დან ასეთ რა­მეს ვე­რა­სო­დეს და­ი­ნა­ხავთ", - ამ­ბობს კარ­დის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ზობ­ლე­ბი კარ­დის ოჯახს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ.

"მშვი­დი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ხალ­ხია. მთე­ლი მისი ოჯა­ხი ასო­ბით ჰექ­ტარს ფლობს ჩემი სახ­ლის გარ­შე­მო. ფერ­მე­რე­ბი არი­ან“, - ამ­ბობს ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კარ­დი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში 2002 წელს ჩა­ი­რი­ცხა, იგი გა­მოც­დი­ლი მსრო­ლე­ლია და თა­ვის ქვე­და­ნა­ყოფ­ში სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნე­ო­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "უც­ნა­უ­რი ქცე­ვის“ გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

26 ოქ­ტომ­ბერს იგი მე­ი­ნის შტა­ტის ქა­ლაქ ლუ­ის­ტონ­ში ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ბარ­სა და რეს­ტო­რანს და­ეს­ხა თავს. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი, 10 წლის ბავ­შვია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუმბული
2

ამერიკანეც ბლია

tasi
11

ამერიკაში ვინც კი სროლა ატეხა სადმე აცხადებენ რომ პსიქიკურად ვერ იყნენ,დავიჯერო ამდენი დარტყმულია ამ ქვეყანაში?ეტყობა "კარგი"ცხოვრებისგან აფრენენ.ბაიდენი მორალს რომ გვიკითხავს,თავის ქვეყანას მიხედოს .არაააა????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამ ადგილს კარგად იცნობს, პოვნა გაუჭირდებათ" - სად "გაქრა" კაცი, რომელმაც აშშ-ში 22 ადამიანი მოკლა? მისი სახლის ჩხრეკისას "იდუმალი ჩანაწერი" აღმოაჩინეს

"ამ ადგილს კარგად იცნობს, პოვნა გაუჭირდებათ" - სად "გაქრა" კაცი, რომელმაც აშშ-ში 22 ადამიანი მოკლა? მისი სახლის ჩხრეკისას "იდუმალი ჩანაწერი" აღმოაჩინეს

აშშ-ში კვლავ ეძებენ შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა და ბოლო მონაცემებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად 22 ადამიანი მოკლა. ძებნას აშშ-ის სანაპირო დაცვაც შეუერთდა. შემთხვევა მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მოხდა.

სამართალდამცველთა ცნობით, თავდამსხმელი 40 წლის რობერტ კარდია, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ინსტრუქტორი, წარსულში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ისტორიით.

ხელისუფლებამ ბრალდებულის სახლის ჩხრეკის ორდერი გასცა. როგორც "ნიუ იორკ პოსტი" წერს, გამომძიებლებმა სახლში "იდუმალი ჩანაწერი" იპოვეს. პოლიცია ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს, იძლევა თუ არა ჩანაწერი პასუხს დანაშაულის მოტივზე. მის შინაარსს ხელისუფლება არ ასაჯაროებს.

კარდის მანქანა ნავსადგურის მახლობლად იპოვეს - სროლის ადგილიდან თითქმის 8 მილის დაშორებით.

პოლიცია კარდის გაუჩინარების სამ ვარიანტს განიხილავს:

  • მან თავი მოიკლა
  • გაქცევა სხვა მანქანით მოახერხა
  • შესაძლებელია, რომ ტყეში იმალება.

კარდის ახლობლების თქმით, იგი ამ ტერიტორიას კარგად იცნობს, ამიტომ პოლიციას მისი დაჭერა გაურთულდება:

"ის აქ გაიზარდა. ამ ტერიტორიას ძალიან კარგად იცნობს. დიდი ხნის განმავლობაში დამალვა მისთვის პრობლემა არ იქნება. ამ ტყეში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც დამალვას მოახერხებს. თვითმფრინავიდან ან ვერტმფრენიდან ასეთ რამეს ვერასოდეს დაინახავთ", - ამბობს კარდის ოჯახის ახლობელი.

აღსანიშნავია, რომ მეზობლები კარდის ოჯახს დადებითად ახასიათებენ.

"მშვიდი და შრომისმოყვარე ხალხია. მთელი მისი ოჯახი ასობით ჰექტარს ფლობს ჩემი სახლის გარშემო. ფერმერები არიან“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

  • გავრცელებული ინფორმაციით, კარდი სამხედრო სამსახურში 2002 წელს ჩაირიცხა, იგი გამოცდილი მსროლელია და თავის ქვედანაყოფში საუკეთესოდ მიიჩნეოდა. თუმცა, მოგვიანებით, "უცნაური ქცევის“ გამოვლენის შემდეგ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

26 ოქტომბერს იგი მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში ერთმანეთთან ახლოს მდებარე ბარსა და რესტორანს დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი, 10 წლის ბავშვია.