კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ" - სოფო ჯაფარიძე
"სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ" - სოფო ჯაფარიძე

მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სოფო ჯა­ფა­რი­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­სა­ღე­ბის ოფის­ში ახა­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­რად­გი­ნა. სოფო ჯა­ფა­რი­ძის თქმით, პრო­ექ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით იწყე­ბა, სა­დაც ჩარ­თუ­ლი არი­ან ექი­მე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, ერ­თად აპი­რე­ბენ რე­გი­ო­ნებ­ში ჩას­ვლას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად.

"დღე არ გა­ივ­ლის, რომ არ მი­ვი­ღო უამ­რა­ვი წე­რი­ლი, თუ რა მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, თუ რო­გორ უჭირთ ექი­მებ­თან ვი­ზი­ტი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩვენ ვი­წყებთ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ექტს, რო­მელ­შიც ჩა­ერ­თო ძა­ლი­ან ბევ­რი ექი­მი. ვა­პი­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ჩას­ვლას და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას.

ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლი იყოს, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად არ ვთვლი, რომ სა­სა­ცი­ლოდ გვაქვს საქ­მე, როცა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მწერს, რომ გა­ჭირ­ვე­ბის გამო, არ­ჩე­ვანს აკე­თებს საკ­ვებ­სა და ექიმ­თან ვი­ზიტს შო­რის. როცა მშობ­ლებს, სა­კუ­თა­რი შიმ­ში­ლის ფა­სად უწევთ ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის გა­მოკ­ვე­ბა, როცა სრულ­ყო­ფი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნად გა­და­იქ­ცა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვაც კი ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის კლა­ნის­თვის და არა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის.

მე, სოფო ჯა­ფა­რი­ძე, ვიქ­ნე­ბი იქ სა­დაც ჩემს ხალ­ხს ვჭირ­დე­ბი. მე ყვე­ლა­ზე კარ­გად მეს­მის თქვე­ნი, რო­გორც დე­დას, რო­გორც ქალს და რო­გორც შვილს. თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა არ უნდა იყოს ოჯა­ხე­ბის­თვის მძი­მე ტვირ­თი! მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს არის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქ­ცია და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­თან. პრო­ექ­ტი და­ი­წყე­ბა 4 ნო­ემ­ბერს და სა­ი­დან და­ვი­წყებთ, დე­ტა­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად მალე გა­ი­გებთ”, - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო ჯაფარიძეს!
0

რას გვტენით ამ თქვენს მიშას დანარჩენ საქართველოს? რით ვერ გაიგეთ, რომ არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდაააა!!!

იდილია
0

ახლა ეს საფრთხობელა გვაკლდა სრული ჰარმონიისთვის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ" - სოფო ჯაფარიძე

"სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ" - სოფო ჯაფარიძე

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში ახალი ჰუმანიტარული ინიციატივა წარადგინა. სოფო ჯაფარიძის თქმით, პროექტი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იწყება, სადაც ჩართული არიან ექიმები და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ერთად აპირებენ რეგიონებში ჩასვლას მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად.

"დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო უამრავი წერილი, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, თუ როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი. ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას.

ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ სასაცილოდ გვაქვს საქმე, როცა გაჭირვებული ადამიანი მწერს, რომ გაჭირვების გამო, არჩევანს აკეთებს საკვებსა და ექიმთან ვიზიტს შორის. როცა მშობლებს, საკუთარი შიმშილის ფასად უწევთ ჩვილი ბავშვების გამოკვება, როცა სრულყოფილი მკურნალობის მიღება ფუფუნების საგნად გადაიქცა. დღეს საქართველოში ჯანდაცვაც კი ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის კლანისთვის და არა თითოეული თქვენგანისთვის.

მე, სოფო ჯაფარიძე, ვიქნები იქ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. მე ყველაზე კარგად მესმის თქვენი, როგორც დედას, როგორც ქალს და როგორც შვილს. თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი! მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული აქცია და ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. პროექტი დაიწყება 4 ნოემბერს და საიდან დავიწყებთ, დეტალებს აუცილებლად მალე გაიგებთ”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ