მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას?
"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას?

"ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცია მოს­კოვ­შია, თუმ­ცა რა მიზ­ნით, ბო­ლომ­დე არ არის ცნო­ბი­ლი. გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რი­დან ვი­ცით, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მო­ი­თხო­ვა ღა­ზას სექ­ტორ­ში მყო­ფი უცხო­ე­ლი მძევ­ლე­ბის, მათ შო­რის რუ­სე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, "ჰა­მა­სმა" კი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინს დიპ­ლო­მა­ტი­ის გამო, მაგ­რამ მძევ­ლე­ბი არ უხ­სე­ნე­ბია. ის­რა­ელ­მა მოს­კო­ვი გა­აკ­რი­ტი­კა და ჰა­მა­სის მიწ­ვე­ვას "არა­ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯი" უწო­და.

ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ გა­ცხა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მოს­კოვ­ში ჰა­მა­სის დე­ლე­გა­ცი­ის ჩას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „რია ნო­ვოს­ტიმ“ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა. რაც მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ. მისი გან­ცხა­დე­ბით, მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ „პა­ლეს­ტი­ნის მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი“.

სა­ღა­მოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­მარ­ტა, თუ რას აკე­თებ­და "ჰა­მა­სი" მოს­კოვ­ში.

  • ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბით, "შეხ­ვედ­რა შედ­გა ღა­ზას სექ­ტორ­ში ტყვედ მყო­ფი უცხო­ე­ლი მძევ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით". გარ­და ამი­სა, გა­ნი­ხი­ლეს ანკლა­ვის ტე­რი­ტო­რი­ი­დან რუსი და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის სა­კი­თხი.

დე­ლე­გა­ცი­ას "ჰა­მა­სის: პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რი აბუ მარ­ზუ­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რუ­სე­თის მხა­რეს კი - პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხა­ილ ბოგ­და­ნო­ვი. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა­ში არ ახ­სე­ნა ბოგ­და­ნო­ვის სა­ხე­ლი - "ჰა­მა­სმა" კი ის თა­ვის პრეს­რე­ლიზ­ში და­ა­სა­ხე­ლა და შეხ­ვედ­რი­დან ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ჰა­მა­სის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, აბუ მარ­ზუკ­მა მოს­კოვ­ში გა­ნი­ხი­ლა „ღა­ზას წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სია“ და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და უფ­ლე­ბას "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს სი­ო­ნის­ტურ ოკუ­პა­ცი­ას ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით".

"მოძ­რა­ო­ბის დე­ლე­გა­ცი­ამ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ზი­ცი­ას და აქ­ტი­უ­რი რუ­სუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის ძა­ლის­ხმე­ვას“, - ნათ­ქვა­მია პრეს­რე­ლიზ­ში.

"ჰა­მა­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში არ არის ნახ­სე­ნე­ბი მძევ­ლე­ბი. მაგ­რამ არის მო­წო­დე­ბე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის, სა­გუ­შა­გო­ე­ბის გახ­სნი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ. "ჰა­მა­სმა" ასე­ვე აღ­ნიშ­ნა პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბი, ხოლო რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია 1967 წლის სა­ზღვრებ­ში პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მისი დე­და­ქა­ლა­ქით აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­ში.

ის­რა­ელ­მა გა­აკ­რი­ტი­კა მოს­კო­ვი "ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცი­ის მას­პინ­ძლო­ბის გამო, ერთი დღის შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ვეტო და­ა­დო გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც გმობს ჰა­მასს 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის­თვის.

"ის­რა­ე­ლი გა­ნი­ხი­ლავს ჰა­მა­სის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მოს­კოვ­ში მიწ­ვე­ვას, რო­გორც უღირს ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ტე­რო­რიზმს და აკა­ნო­ნებს ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტე­ბის სი­სას­ტი­კეს“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლიორ ჰა­ი­ატ­მა.

ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად რუ­სე­თის სულ მცი­რე 20 მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა. რუ­სე­თის კი­დევ სამი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლებ­საც ასე­ვე აქვთ ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მძევ­ლად არი­ან ღა­ზას სექ­ტორ­ში, გა­ნა­ცხა­და ხუთ­შა­ბათს ის­რა­ელ­ში რუ­სე­თის ელჩმა ანა­ტო­ლი ვიქ­ტო­როვ­მა.

ის­რა­ელ­ზე ჰა­მა­სის თავ­დას­ხმამ­დე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ის­რა­ე­ლის დარ­ტყმე­ბის ძლი­ე­რი ტალ­ღა ღა­ზას სექ­ტორ­ზე, "ჰა­მა­სის" დე­ლე­გა­ცი­ე­ბის ვი­ზი­ტე­ბი მოს­კოვ­ში იშ­ვი­ა­თი არ იყო.

სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სე­თი არ აღი­ა­რებს "ჰა­მასს" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად. "თა­ლი­ბანს" აქვს ტე­რო­რის­ტუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ამას ხელი არა­სო­დეს შე­უშ­ლია "თა­ლი­ბე­ბის­თვის", რომ მოს­კოვ­ში ხში­რად ჩა­სუ­ლიყ­ვნენ.

"ჰა­მა­სმა" აშ­კა­რად და­ი­ჭი­რა რუ­სე­თის მხა­რე უკ­რა­ი­ნას­თან ომში. პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რმა აბუ მარ­ზუკ­მა, რო­მე­ლიც, მე­დი­ის ცნო­ბით, მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და, მა­ნამ­დე თქვა: "რუ­სე­თის „სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია" უკ­რა­ი­ნა­ში მიზ­ნად ისა­ხავს ბოლო მო­უ­ღოს აშშ-ს დო­მი­ნან­ტო­ბას მსოფ­ლი­ო­ში და მსოფ­ლიო გა­ხა­დოს მრა­ვალ­პო­ლა­რუ­ლი. ეს სა­სარ­გებ­ლოა ყვე­ლა ჩაგ­რუ­ლი ხალ­ხის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის­თვის“.

"ჰა­მა­სის" გარ­და, რო­გორც ზა­ხა­რო­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბა ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალი ბა­გე­რი კანი. ის­რა­ე­ლი ირანს ჰა­მა­სის ბო­ე­ვი­კე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, და­ფი­ნან­სე­ბა­სა და წვრთნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც მე­დია იუ­წყე­ბა, მი­იჩ­ნევს, რომ თე­ი­რა­ნი უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის და­გეგ­მვა­ში.

  • პუ­ტი­ნი ადრე თავს იკა­ვებ­და "ჰა­მა­სის" პირ­და­პი­რი დაგ­მო­ბის­გან ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის გამო. ამა­ვე დროს, მან სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა ღა­ზა­ში რო­გორც ის­რა­ე­ლის, ისე პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის და­ღუპ­ვის გამო.

„ჩვენ უნდა და­ვას­რუ­ლოთ ეს კონ­ფლიქ­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ უნდა და­ვიყ­ვა­ნოთ სა­კი­თხი რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ­დე“, - თქვა პუ­ტინ­მა, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო ომი უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰა­მა­სის დე­ლე­გა­ცი­ას პუ­ტინ­თან კონ­ტაქ­ტი არ აქვს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
22

დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც მსოფლიოს სხვა რეგიონებზე გავლენის გავრცელება სურთ, ნებისმიერი დაპირისპირების გამოყენებას და სასურველი მიმართულების მიცემას ცდილობენ. ეგ ვინმეს მოსწონს, თუ არა, ფაქტია. ეგრე იყო და იქნება. ვინ უფრო მართალია, ისრაელი, თუ არაბული სამყარო, არავინ უწყის და ყველა იქით იხრება, როგორც აწყობს. აშშ-მ კონფლიქტის სიახლოვეს ავიამზიდები განათავსა, რაც თავისთავად, ჩარევას და საკუთარი ინტერესების გატარებას ნიშნავს. ტერიტორიულად ბევრად ახლოს მყოფ რუსეთსაც იგივე რომ გაეკეთებინა, საინტერესოა, რა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ასე რომ, პალესტინა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, საკუთარ პრობლემებს როგორ მიუდგება, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. მთავარია, რა შედეგი დაუდგებათ. ისრაელი და პალესტინა შესაძლებლობის მიხედვით იცავენ თავიანთ სიმართლეს, ზუსტად ისევე, როგორც რუსეთი და აშშ. 

:D :D
31

კრემლში ტერორისტი თუ ჩავა, თორე კაი ვინ ჩავა მანდ საკუთარი ნებით :)))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას?

"ჰამასის" წევრები მოსკოვში - მოულოდნელი ვიზიტის დეტალები და ფოტო, რომელიც კრემლმა დამალა: რატომ ავრცელებენ მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას?

"ჰამასის" დელეგაცია მოსკოვშია, თუმცა რა მიზნით, ბოლომდე არ არის ცნობილი. გუშინდელი შეხვედრიდან ვიცით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ღაზას სექტორში მყოფი უცხოელი მძევლების, მათ შორის რუსების გათავისუფლება, "ჰამასმა" კი მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს დიპლომატიის გამო, მაგრამ მძევლები არ უხსენებია. ისრაელმა მოსკოვი გააკრიტიკა და ჰამასის მიწვევას "არაღირსეული ნაბიჯი" უწოდა.

ვიზიტის შესახებ წინასწარ გაცხადებული არ ყოფილა. მოსკოვში ჰამასის დელეგაციის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია „რია ნოვოსტიმ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. რაც მალევე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი განცხადებით, მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდნენ „პალესტინის მოძრაობის წარმომადგენლები“.

საღამოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რას აკეთებდა "ჰამასი" მოსკოვში.

  • ოფიციალური ფორმულირებით, "შეხვედრა შედგა ღაზას სექტორში ტყვედ მყოფი უცხოელი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით". გარდა ამისა, განიხილეს ანკლავის ტერიტორიიდან რუსი და სხვა მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი.

დელეგაციას "ჰამასის: პოლიტბიუროს წევრი აბუ მარზუკი ხელმძღვანელობდა, რუსეთის მხარეს კი - პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ ბოგდანოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში არ ახსენა ბოგდანოვის სახელი - "ჰამასმა" კი ის თავის პრესრელიზში დაასახელა და შეხვედრიდან ფოტო გამოაქვეყნა.

"ჰამასის ინტერპრეტაციით, აბუ მარზუკმა მოსკოვში განიხილა „ღაზას წინააღმდეგ მიმართული აგრესია“ და დაჟინებით მოითხოვდა უფლებას "წინააღმდეგობა გაუწიოს სიონისტურ ოკუპაციას ყველა შესაძლო საშუალებით".

"მოძრაობის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციას და აქტიური რუსული დიპლომატიის ძალისხმევას“, - ნათქვამია პრესრელიზში.

"ჰამასის" განცხადებაში არ არის ნახსენები მძევლები. მაგრამ არის მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის, საგუშაგოების გახსნისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ. "ჰამასმა" ასევე აღნიშნა პალესტინელი ხალხის უფლებები, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია 1967 წლის საზღვრებში პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობა, მისი დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.

ისრაელმა გააკრიტიკა მოსკოვი "ჰამასის" დელეგაციის მასპინძლობის გამო, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გმობს ჰამასს 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის.

"ისრაელი განიხილავს ჰამასის მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას, როგორც უღირს ნაბიჯს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და აკანონებს ჰამასის ტერორისტების სისასტიკეს“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლიორ ჰაიატმა.

ისრაელზე თავდასხმის შედეგად რუსეთის სულ მცირე 20 მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის კიდევ სამი მოქალაქე, რომლებსაც ასევე აქვთ ისრაელის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, მძევლად არიან ღაზას სექტორში, განაცხადა ხუთშაბათს ისრაელში რუსეთის ელჩმა ანატოლი ვიქტოროვმა.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმამდე, რამაც გამოიწვია ისრაელის დარტყმების ძლიერი ტალღა ღაზას სექტორზე, "ჰამასის" დელეგაციების ვიზიტები მოსკოვში იშვიათი არ იყო.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთი არ აღიარებს "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად. "თალიბანს" აქვს ტერორისტული და აკრძალული ორგანიზაციის სტატუსი, მაგრამ ამას ხელი არასოდეს შეუშლია "თალიბებისთვის", რომ მოსკოვში ხშირად ჩასულიყვნენ.

"ჰამასმა" აშკარად დაიჭირა რუსეთის მხარე უკრაინასთან ომში. პოლიტბიუროს წევრმა აბუ მარზუკმა, რომელიც, მედიის ცნობით, მოსკოვში ჩავიდა, მანამდე თქვა: "რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში მიზნად ისახავს ბოლო მოუღოს აშშ-ს დომინანტობას მსოფლიოში და მსოფლიო გახადოს მრავალპოლარული. ეს სასარგებლოა ყველა ჩაგრული ხალხისთვის, განსაკუთრებით პალესტინელებისთვის“.

"ჰამასის" გარდა, როგორც ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი. ისრაელი ირანს ჰამასის ბოევიკების მომზადებაში, დაფინანსებასა და წვრთნაში ადანაშაულებს. ამერიკის ხელისუფლება, როგორც მედია იუწყება, მიიჩნევს, რომ თეირანი უშუალოდ არ მონაწილეობს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში.

  • პუტინი ადრე თავს იკავებდა "ჰამასის" პირდაპირი დაგმობისგან ისრაელზე თავდასხმის გამო. ამავე დროს, მან სინანული გამოთქვა ღაზაში როგორც ისრაელის, ისე პალესტინელების დაღუპვის გამო.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავიყვანოთ საკითხი რაიმე სახის კონტაქტებისა და მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობამდე“, - თქვა პუტინმა, რომელმაც გასული წლის თებერვალში დაიწყო ომი უკრაინაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჰამასის დელეგაციას პუტინთან კონტაქტი არ აქვს.

წაიკითხეთ ასევე: