მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას არ მივატოვებ, ჩემი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა" - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
"მას არ მივატოვებ, ჩემი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა" - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი, 24 წლის სპარ­ტაკ ლე­კი­აშ­ვი­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ის უკ­რა­ი­ნის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ­ში იბ­რძო­და, 10 მა­ისს სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის ქვეშ მოყ­ვა და უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო. სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ახლა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია: და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, ვერ ხე­დავს, კი­დუ­რე­ბი­დან მხო­ლოდ ხე­ლებს ამოძ­რა­ვებს, ფე­ხებს ოდ­ნავ. მას ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი - ვიქ­ტო­რია უვ­ლის, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ სპარ­ტაკს არ მი­ა­ტო­ვებს, რად­გან მისი და მისი ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­და.

"სპარ­ტა­კი პო­ლო­ნეთ­ში, ომის და­წყე­ბამ­დე გა­ვი­ცა­ნი. შემ­დეგ მე უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი, სა­დაც მა­ლე­ვე ომი და­ი­წყო. სპარ­ტაკ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, - მი­სა­მარ­თი მო­მე­ცი, შენ­თან მოვ­დი­ვარ, უნდა და­გიც­ვაო. ის ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და, მერე კი ომში წა­ვი­და, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ­ში მო­ხა­ლი­სედ ჩა­ე­წე­რა... ძა­ლი­ან მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი, ექი­მე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის შანსს ვერ იძ­ლე­ოდ­ნენ, მაგ­რამ ჩვენ მო­ვინ­დო­მეთ და მან გა­უძ­ლო“.

Ambebi.ge სპარ­ტა­კის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ვანო ნა­დი­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­გორც მის­გან გა­ვი­გეთ, ქარ­თვე­ლი ახლა რივ­ნეს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ჰოს­პი­ტალ­შია, მაგ­რამ ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო პროგ­რა­მით ვერ სარ­გებ­ლობს, რად­გან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე არ არის. უკ­რა­ი­ნის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სა­ბუ­თე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, თუმ­ცა, ამა­სო­ბა­ში დრო გა­დის, სპარ­ტა­კი კი დრო­ულ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამ დრომ­დე ქარ­თველ მებ­რძოლს შე­მო­წი­რუ­ლო­ბის ხარ­ჯზე მკურ­ნა­ლო­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ლი­სე ექი­მი, ისი­ნი თავს მო­ვა­ლედ მი­იჩ­ნე­ვენ, და­ეხ­მა­რონ მო­ხა­ლი­სეს, რო­მელ­მაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მათი ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლის დროს მი­ი­ღო. ირ­კვე­ვა ისიც, რომ სპარ­ტა­კის მდგო­მა­რე­ო­ბით ამ დრომ­დე არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო და ჯან­დაც­ვის უწყე­ბა.

სპარ­ტა­კის შე­სა­ხებ, უფრო მეტს მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ია ამი­რა­ნაშ­ვი­ლი და დედა, ნა­თია ლე­კი­აშ­ვი­ლი გვი­ამ­ბო­ბენ.

ია ამი­რა­ნაშ­ვი­ლი:

- სპარ­ტა­კი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლია. მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდაა თა­ვი­სი აზ­როვ­ნე­ბით, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით, ცხოვ­რე­ბის წე­სით. უზო­მოდ პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ადა­მი­ა­ნია, მისი ვერ­ცერ­თი პე­და­გო­გი, ვერ­ცერ­თი მე­გო­ბა­რი, უბ­რა­ლოდ, ნაც­ნო­ბიც კი ვერ იტყვის, რომ სპარ­ტაკს ოდეს­მე სი­ტყვა გა­ექ­ცა ცუ­დად ან ვინ­მეს უდი­ე­რად მო­ექ­ცა. უკ­რა­ი­ნა­ში მისი წას­ვლა არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია. მცი­რე ნი­უ­ან­სშიც კი ჩან­და ამ ახალ­გაზ­რდის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და... აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა, რო­დე­საც სპარ­ტა­კის დაჭ­რის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ, გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­მა არ და­ზო­გა დრო და ენერ­გია - და­უ­კავ­შირ­და დე­დას, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში სა­მე­გობ­რო წრეს, რომ დაჭ­რი­ლის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ. შე­იძ­ლე­ბა ეს პა­ტა­რა ნი­უ­ან­სია, მაგ­რამ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში რაც იყო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. ჩვენც - სპარ­ტა­კის თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ვცდი­ლობთ, რა­ღაც თან­ხას მო­ვუ­ყა­როთ თავი, რომ დე­და­მისს უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლი­სა და შვი­ლის გვერ­დით ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს.

ნა­თია ლე­კი­აშ­ვი­ლი:

- შვი­ლი ყვე­ლა დე­დას უყ­ვარს და სა­უ­კე­თე­სოდ მი­აჩ­ნია, მაგ­რამ ვი­საც არ გინ­და ჰკი­თხოთ ჩვენს სო­ფელ­ში (შილ­და­ში) თუ მთლი­ა­ნად რა­ი­ონ­ში (ყვა­რელ­ში), ყვე­ლა გე­ტყვით, რომ უწე­სი­ე­რე­სი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნია. შვი­დი შვი­ლი მყავს, სპარ­ტა­კი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს და გა­მორ­ჩე­უ­ლა­დაც გა­მამ­წა­რა. უკ­რა­ი­ნა­ში, შარ­შან 25 ნო­ემ­ბერს წა­სუ­ლა. მე მე­გო­ნა, რომ ჯერ პო­ლო­ნეთ­ში იყო, მერე გერ­მა­ნი­ა­ში. ღმერ­თი და­მე­ფი­ცე­ბა, არ ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლი ომში რომ იყო. იმ დღეს, რო­დე­საც თურ­მე ჩემი შვი­ლი და­იჭ­რა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცუ­დად გავ­ხდი, სას­წრა­ფოც კი გა­მო­ვი­ძა­ხეთ... მე­ო­რე დღე იყო, ჯერ ისევ ცუ­დად ვი­ყა­ვი, ჩემი ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ოთახ­ში შე­მო­ვი­და და მი­თხრა - დედი, რა­ღაც უნდა გი­თხრა, ოღონდ იცო­დე, არ ინერ­ვი­უ­ლო, გა­დარ­ჩაო. რას ამ­ბობ, ვინ გა­დარ­ჩა-მეთ­ქი, აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დი, რა ხდე­ბო­და ჩამს თავს. მა­შინ კი გა­მიმ­ხი­ლა, სპარ­ტა­კი უკ­რა­ი­ნა­ში იყო და და­იჭ­რა, მაგ­რამ ახლა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბაო. მა­შინ­ვე ტე­ლე­ფონს ვეცი და იქ მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბა დამ­ხვდა - "დე, გი­ლო­ცავ, შენი შვი­ლი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა“.

სპარ­ტაკ ლე­კი­აშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად

- უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეთ?

- სი­ცო­ცხლეს დავ­თმობ­დი, ოღონდ კი ამ რთულ პე­რი­ოდ­ში ჩემი შვი­ლის გვერ­დით მამ­ყო­ფა, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს. ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ - თირკმელს გავ­ყიდ­დი, ჩემს თვა­ლებს და­ვი­თხრი­დი, ოღონდ კი სპარ­ტაკ­მა გა­ა­ხი­ლოს თვა­ლი, მაგ­რამ... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლიც უკ­რა­ი­ნა­შია, სამ­ხედ­რო ექი­მია და იქ­ნებ რა­მე­ში და­გეხ­მა­რო­თო. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი ლეშ­კა­შე­ლის დედა აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც გა­ირ­კვა, ქე­თის ჩემი შვი­ლის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩე­ნია, ჩემი შვი­ლის გა­ჩე­რე­ბუ­ლი გული მას აუ­მუ­შა­ვე­ბია. ქე­თიმ მი­თხრა, რომ დავ­ხე­დე ისე­თი ლა­მა­ზი, ისე­თი ვაჟ­კა­ცუ­რი იყო, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, არაფ­რის ფა­სად არ გა­ვუშ­ვებ-მეთ­ქი. ბახ­მუ­ტი­დან ხარ­კოვ­ში ქე­თიმ ჩა­მო­იყ­ვა­ნა, მას­ზე რაც იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. პულ­სი რომ აუ­მუ­შავ­და, მერე ექი­მებს გა­და­ა­ბა­რა. სამი დღე ყო­ფი­ლა კო­მა­ში. უკ­რა­ი­ნე­ლი ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, სას­წა­უ­ლი იყო ამის გა­დარ­ჩე­ნა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი ჰქო­ნი­აო.

- რო­გორც ვიცი, სპარ­ტაკს ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უვ­ლის...

- მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი, მე ვერ ჩა­ვე­დი, ის არის ჩემი შვი­ლის გვერ­დით. ჩვენს შო­რის რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა იყო, მაგ­რამ ახლა ამის დრო არ არის. ოღონდ ჩემი დე­ვი­ვით შვი­ლი გა­მო­ჯან­მრთელ­დეს და ვის­თა­ნაც უნდა, იმას­თან იყოს. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც მი­თხრა, სას­წრა­ფოდ უნდა შენს შვილს შვე­ლაო. ყვე­ლას გეხ­ვე­წე­ბით, ვი­საც რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ, და­მეხ­მა­რეთ, გა­და­მირ­ჩი­ნეთ ჩემი მებ­რძო­ლი შვი­ლი!

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

GE94TB7621545064300059 - მიმ­ღე­ბი ნა­თია ლე­კი­აშ­ვი­ლი

ასე­ვე

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
1

ვახ, რა ლამაზი წარმოსადეგი ბიჭია! უფალო , გადაარჩინე

 

ჩვენები იქიღუპებიან და უკრაინელები აქ გამორბიან!

 

ჩვენები იქ მიტომ მიდიან აქ არც სამუშაო არცარაფერია და იქ ამაში თუ კარგად ვიცი ფულს ირებენ და ამის გამო სიცოცხლეს წირავენ1 ამ მთავრობას ვუსურვებ ამი ბიჭის დედის მდგორმაობას!

ნოდო
0

შედარეთ ისრაელის ომი და უკრაინის ერთმანეთს ვინ გულაობს დღეს ევროპის ქვეყნებში და იტყვით მაგათთვის სიცოცხლე როგორ გავწირეო 

ავტორი:

"მას არ მივატოვებ, ჩემი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა" - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

"მას არ მივატოვებ, ჩემი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა" - უკრაინაში მძიმედ დაჭრილ ქართველ მებრძოლს შეყვარებული უვლის, ოჯახი ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, 24 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ის უკრაინის ინტერნაციონალურ ბატალიონში იბრძოდა, 10 მაისს საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა და უმძიმესი ჭრილობა მიიღო. სასწაულით გადარჩა, მაგრამ ახლა პარალიზებულია: დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ვერ ხედავს, კიდურებიდან მხოლოდ ხელებს ამოძრავებს, ფეხებს ოდნავ. მას ახლა შეყვარებული - ვიქტორია უვლის, რომელიც ამბობს, რომ სპარტაკს არ მიატოვებს, რადგან მისი და მისი ქვეყნის დასაცავად იბრძოდა.

"სპარტაკი პოლონეთში, ომის დაწყებამდე გავიცანი. შემდეგ მე უკრაინაში წავედი, სადაც მალევე ომი დაიწყო. სპარტაკმა დამირეკა და მითხრა, - მისამართი მომეცი, შენთან მოვდივარ, უნდა დაგიცვაო. ის ჩემთან ჩამოვიდა, მერე კი ომში წავიდა, ინტერნაციონალურ ბატალიონში მოხალისედ ჩაეწერა... ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, ექიმები მისი გადარჩენის შანსს ვერ იძლეოდნენ, მაგრამ ჩვენ მოვინდომეთ და მან გაუძლო“.

Ambebi.ge სპარტაკის მდგომარეობის გასარკვევად, უკრაინაში მებრძოლ ვანო ნადირაძეს დაუკავშირდა, როგორც მისგან გავიგეთ, ქართველი ახლა რივნეს სარეაბილიტაციო ჰოსპიტალშია, მაგრამ ვეტერანებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო პროგრამით ვერ სარგებლობს, რადგან უკრაინის მოქალაქე არ არის. უკრაინის საემიგრაციო სამსახური ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქის საბუთების მოსაწესრიგებლად და რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასართავად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, ამასობაში დრო გადის, სპარტაკი კი დროულ დახმარებას საჭიროებს. ამ დრომდე ქართველ მებრძოლს შემოწირულობის ხარჯზე მკურნალობენ. ამასთანავე, მის მკურნალობაში ჩართულია რამდენიმე მოხალისე ექიმი, ისინი თავს მოვალედ მიიჩნევენ, დაეხმარონ მოხალისეს, რომელმაც მძიმე დაზიანებები მათი ქვეყნისთვის ბრძოლის დროს მიიღო. ირკვევა ისიც, რომ სპარტაკის მდგომარეობით ამ დრომდე არ დაინტერესებულან საქართველოს საელჩო და ჯანდაცვის უწყება.

სპარტაკის შესახებ, უფრო მეტს მისი თანასოფლელი, საკრებულოს წევრი ია ამირანაშვილი და დედა, ნათია ლეკიაშვილი გვიამბობენ.

ია ამირანაშვილი:

- სპარტაკი მრავალშვილიანი ოჯახის შვილია. მათი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი აზროვნებით, მსოფლმხედველობით, ცხოვრების წესით. უზომოდ პატრიოტული სულისკვეთების ადამიანია, მისი ვერცერთი პედაგოგი, ვერცერთი მეგობარი, უბრალოდ, ნაცნობიც კი ვერ იტყვის, რომ სპარტაკს ოდესმე სიტყვა გაექცა ცუდად ან ვინმეს უდიერად მოექცა. უკრაინაში მისი წასვლა არავის გაჰკვირვებია. მცირე ნიუანსშიც კი ჩანდა ამ ახალგაზრდის დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ, საქართველოს ოკუპაციას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა... აუცილებლად უნდა ვთქვა, როდესაც სპარტაკის დაჭრის ამბავი გავიგეთ, გიორგი ბოტკოველმა არ დაზოგა დრო და ენერგია - დაუკავშირდა დედას, ასევე უკრაინაში სამეგობრო წრეს, რომ დაჭრილისთვის შესაბამისი ყურადღება მიექციათ. შეიძლება ეს პატარა ნიუანსია, მაგრამ მისი შესაძლებლობის ფარგლებში რაც იყო, ყველაფერი გააკეთა. ჩვენც - სპარტაკის თანასოფლელები ვცდილობთ, რაღაც თანხას მოვუყაროთ თავი, რომ დედამისს უკრაინაში წასვლისა და შვილის გვერდით ყოფნის შესაძლებლობა მიეცეს.

ნათია ლეკიაშვილი:

- შვილი ყველა დედას უყვარს და საუკეთესოდ მიაჩნია, მაგრამ ვისაც არ გინდა ჰკითხოთ ჩვენს სოფელში (შილდაში) თუ მთლიანად რაიონში (ყვარელში), ყველა გეტყვით, რომ უწესიერესი, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანია. შვიდი შვილი მყავს, სპარტაკი გამორჩეულად მიყვარს და გამორჩეულადაც გამამწარა. უკრაინაში, შარშან 25 ნოემბერს წასულა. მე მეგონა, რომ ჯერ პოლონეთში იყო, მერე გერმანიაში. ღმერთი დამეფიცება, არ ვიცოდი, ჩემი შვილი ომში რომ იყო. იმ დღეს, როდესაც თურმე ჩემი შვილი დაიჭრა, მოულოდნელად ცუდად გავხდი, სასწრაფოც კი გამოვიძახეთ... მეორე დღე იყო, ჯერ ისევ ცუდად ვიყავი, ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი ოთახში შემოვიდა და მითხრა - დედი, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ იცოდე, არ ინერვიულო, გადარჩაო. რას ამბობ, ვინ გადარჩა-მეთქი, აზრზე ვერ მოვდიოდი, რა ხდებოდა ჩამს თავს. მაშინ კი გამიმხილა, სპარტაკი უკრაინაში იყო და დაიჭრა, მაგრამ ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებაო. მაშინვე ტელეფონს ვეცი და იქ მეორე ქალიშვილის შეტყობინება დამხვდა - "დე, გილოცავ, შენი შვილი სიკვდილს გადაურჩა“.

სპარტაკ ლეკიაშვილი შეყვარებულთან ერთად

- უკრაინაში წასვლა ვერ მოახერხეთ?

- სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ კი ამ რთულ პერიოდში ჩემი შვილის გვერდით მამყოფა, მაგრამ ძალიან რთული სოციალური მდგომარეობა მაქვს. ყველაფრისთვის მზად ვარ - თირკმელს გავყიდდი, ჩემს თვალებს დავითხრიდი, ოღონდ კი სპარტაკმა გაახილოს თვალი, მაგრამ... სოციალურ ქსელში ერთი ქალბატონი გამომეხმაურა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ქალიშვილიც უკრაინაშია, სამხედრო ექიმია და იქნებ რამეში დაგეხმაროთო. ეს ქალბატონი ქეთი ლეშკაშელის დედა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ქეთის ჩემი შვილისთვის პირველადი დახმარება აღმოუჩენია, ჩემი შვილის გაჩერებული გული მას აუმუშავებია. ქეთიმ მითხრა, რომ დავხედე ისეთი ლამაზი, ისეთი ვაჟკაცური იყო, ჩემს თავს ვუთხარი, არაფრის ფასად არ გავუშვებ-მეთქი. ბახმუტიდან ხარკოვში ქეთიმ ჩამოიყვანა, მასზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთა. პულსი რომ აუმუშავდა, მერე ექიმებს გადააბარა. სამი დღე ყოფილა კომაში. უკრაინელი ექიმები მეუბნებიან, სასწაული იყო ამის გადარჩენა, ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონიაო.

- როგორც ვიცი, სპარტაკს ახლა შეყვარებული უვლის...

- მადლობელი ვარ მისი, მე ვერ ჩავედი, ის არის ჩემი შვილის გვერდით. ჩვენს შორის რაღაც უთანხმოება იყო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ოღონდ ჩემი დევივით შვილი გამოჯანმრთელდეს და ვისთანაც უნდა, იმასთან იყოს. ამ რამდენიმე დღის წინაც მითხრა, სასწრაფოდ უნდა შენს შვილს შველაო. ყველას გეხვეწებით, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ჩემი მებრძოლი შვილი!

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

GE94TB7621545064300059 - მიმღები ნათია ლეკიაშვილი

ასევე