ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ობიექტური დამკვირვებელი და შემფასებელი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული შთამბეჭდავი რეფორმებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მიიღოს.
"დიდია იმისი მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას "ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და "ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი მართალია ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ "ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან.
ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მთავარია სტატუსი მივიღოთ. მთავარია გაბედონ პრეზიდენტიდან დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციურ რიგებში, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობის“, და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაც იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით დეკემბერში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძეს არ უჭირდა და არც ეხლა უჭირს ევროპაში სეირნობა, თქვენ იკითხეთ, თქვე საცოდავებო....
სამაგიეროდ შენ ხარ ათას (აფიორაზე) გადამხდარი,,,ხო,მართლა მიშა ჩამოვიდა ტრუსკავეცკიდან (აფერისტი-2020)