სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამოვა გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ უმწიფარი ოპოზიციონერები, "ოცნების" პროპაგანდაზე  წყლის დამსხმელი განცხადებებით" - გვარამია ბრალდებას პასუხობს
"არ გამოვა გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ უმწიფარი ოპოზიციონერები, "ოცნების" პროპაგანდაზე  წყლის დამსხმელი განცხადებებით" - გვარამია ბრალდებას პასუხობს

"მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბრალ­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ნათ­ქვმია, რომ ის "ლე­ლოს­თან" და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ქვეყ­ნის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ხელს უშ­ლი­ან.

"და­ი­წყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრო­პა­გან­დამ ჩვე­ნი შემ­ზა­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სტა­ტუს­ზე უა­რის­თვის. სულ ტყუ­ი­ლად: არ გა­მო­ვა არა­ვის­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა, რამ­დენ­საც არ უნდა გეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გა­უ­გე­ბა­რი მავ­ნებ­ლუ­რი და "ოც­ნე­ბის" პრო­პა­გან­და­ზე უც­ნა­უ­რად და ზოგ­ჯერ სა­ეჭ­ვო­დაც წყლის დამ­სხმე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით ზო­გი­ერ­თი უმ­წი­ფა­რი ოპი­ზი­ცი­ო­ნე­რი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ზო­გი­ერ­თი უმ­წი­ფა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

  • არ გა­მო­ვა გა­დაბ­რა­ლე­ბა, იმი­ტომ რომ თუ ვერ მი­ვი­ღებთ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ოც­ნე­ბა გა­მა­ლე­ბით სა­ბო­ტი­რებს პრო­ცესს და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თის "მა­ინც" და თვა­ლის ჩა­პა­ჭუ­ნე­ბა ფე­ხებ­ზე კი­დია იქ ყვე­ლას და მხო­ლოდ აღი­ზი­ა­ნებს.

სა­კუ­თა­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი თუ უკარ­ნა­ხებთ, მოგ­ვცე­მენ. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც დე­მოკ­რა­ტია დან­გრე­უ­ლია და ევ­რორ­ე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის 2/3 შეგ­ნე­ბუ­ლად არა­თუ არ სრულ­დე­ბა, არა­მედ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უა­რეს­დე­ბა, ვე­რა­ვი­თა­რი სხვა მო­ტი­ვა­ცია ბუ­ნე­ბა­ში ვერ იარ­სე­ბებს: ვერც სო­ცი­ო­ლო­გია, ვერც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნია, ვერც ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი და ვერც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ტურ­ნე­ე­ბი" - წერს გვა­რა­მია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რო­გორც „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ის რი­გებ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა უნდა გა­და­ვად­დეს და 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუ­სი. რო­გორც სამ­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს მო­უ­წო­და, შე­წყვი­ტონ სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გზავ­ნი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­მა გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნეს, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ხელს "ლელო", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და ნიკა გვა­რა­მია უშ­ლი­ან.

კახა კა­ლა­ძე: პირ­და­პირ უნდა ვთქვათ, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ესე­ნი არი­ან: „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ვა­შა­ძეს­თან ერ­თად, ეს არის „ლელო“ და გვა­რა­მია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რე­ბით ვამ­ბობ, ჩვენც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ჩვე­ნი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­და­პირ გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე: გუ­შინ, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰქონ­დათ აღი­ა­რე­ბის დღე. ესეც არის ერთ-ერთი აღი­ა­რე­ბა. ჩვენ თვე­ე­ბია ვსა­უბ­რობთ, რომ ოპო­ზი­ცია კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ლო­ბი­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბას, მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის კონ­კრე­ტულ სუ­ბი­ექ­ტებს გუ­ლის­ხმობ­და, კერ­ძოდ ეს არის პარ­ტია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, „ლელო“ და გვა­რა­მია. ამ სამ სუ­ბი­ექ­ტზე ჰქონ­და მას ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა დე­ტა­ლებს ის არ აკონ­კრე­ტებს. ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ ეს სუ­ბი­ექ­ტე­ბი და­დი­ოდ­ნენ ევ­რო­პა­ში და არა მარ­ტო ევ­რო­პა­ში, ლო­ბი­რებ­დნენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.კ.ს
3

ეჰჰჰ კარგი იქნებოდა კომენტარის წერისას კულტურას და აზროვნებისთვის დრო დაგეთმო.

გვარამიას!
3

შენ, ხმის ამოღების უფლებაც არ გაქვს! სად არის სააკაშვილის ხელისუფლება, ნახევარზე მეტი ოპოზიცია და თქვენი ჟურნალისტების უმეტესობა (თუ საერთოდ იარსებებდა ეს ტელევიზიები) ციხეებში იქნებოდით გამოკეტილი!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ გამოვა გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ უმწიფარი ოპოზიციონერები, "ოცნების" პროპაგანდაზე  წყლის დამსხმელი განცხადებებით" - გვარამია ბრალდებას პასუხობს

"არ გამოვა გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ უმწიფარი ოპოზიციონერები, "ოცნების" პროპაგანდაზე  წყლის დამსხმელი განცხადებებით" - გვარამია ბრალდებას პასუხობს

"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" ბრალდებებს ეხმაურება, სადაც ნათქვმია, რომ ის "ლელოსთან" და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან.

"დაიწყო "ქართული ოცნების" პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავისზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და "ოცნების" პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპიზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.

  • არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის "მაინც" და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.

საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები" - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, შეწყვიტონ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება.

დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები და აღნიშნეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და ნიკა გვარამია უშლიან.

კახა კალაძე: პირდაპირ უნდა ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, ეს არის „ლელო“ და გვარამია. ეს ადამიანები, კონკრეტული სახელი და გვარებით ვამბობ, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, ჩვენი უცხოელი მეგობრები ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გვესაუბრებიან.

ირაკლი კობახიძე: გუშინ, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ აღიარების დღე. ესეც არის ერთ-ერთი აღიარება. ჩვენ თვეებია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებს. რაც შეეხება სამნიძის განცხადებას, მაქვს ინფორმაცია, რომ ის კონკრეტულ სუბიექტებს გულისხმობდა, კერძოდ ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია. ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია, თუმცა დეტალებს ის არ აკონკრეტებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.