ხმელთაშუა ზღვის დიეტა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის ერთგვარი გასაღები არასასურველი მუცლის ცხიმის მოსაშორებლად, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია დაბერებასთან.
ხშირად ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვარჯიში არ ეხმარება ადამიანებს, რომ შეაჩეროს ორგანიზმში მიმდინარე შეუქცევადი ცვლილებები, ისეთი, როგორიცაა ასაკი და სიბერე. მაგრამ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი სილამაზის საკითხში. PREDIMED-Plus-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ცვლილებების გამოსწორება შესაძლებელია ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვით. დიეტის კვლევის შედეგები JAMA Network Open-მა 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
გარდა იმისა, რომ დიეტის დაცვამ ადამიანების სხეულზე დადებითი გავლენა მოახდინა, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი შეამცირა. დიეტამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ხანდაზმულთა სხეულის გაახალგაზრდავებაზე. მეცნიერებმა შესაბამისი შედეგები სამწლიანი კვლევის შემდეგ გამოაქვეყნეს.
დიეტის საშუალებით პროდუქტების დაბალი კალორიული შემცველობის მიუხედავად, მათი შემადგენლობა და ცილების რაოდენობა საშუალებას მოგცემთ სხეულმა არ დაკარგოს კუნთი, რასაც ხშირად ექსტრემალური დიეტები ანადგურებს.
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 1521 საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ ჭარბი წონა, სიმსუქნე ან მეტაბოლური პრობლემები. ისინი დაყვეს ორ ჯგუფად: ერთი მიჰყვებოდა ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ამცირებდა კალორიების მიღებას 30%-ით და ზრდიდა ფიზიკურ აქტივობას, ხოლო მეორე მიჰყვებოდა ხმელთაშუა ზღვის დიეტას კალორიების შეზღუდვისა და აქტივობის ცვლილების გარეშე.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ცდის პირთა პირველმა ჯგუფმა მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს - ერთ წელიწადში მათ მოახერხეს სხეულის მთლიანი ცხიმის მასის დაახლოებით 5% განადგურებას. საუბარი იყო კონკრეტულად ვისცერალურ ცხიმზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გროვდება მუცლის არეში და ფარავს სასიცოცხლო ორგანოებს.
დიეტოლოგმა ილან მულშტეინმა, რომელიც არ მონაწილეობდა ექსპერიმენტში, კოლეგების წარმატებაზე ისაუბრა.
"ადამიანები ხშირად რჩევებს ექსპერტების მიერ რეკომენდებული კონკრეტული დიეტის დაცვაზე თვითნებურად იღებენ. შემდეგ მოდის იმედგაცრუება, რომ ის არ მუშაობს და არ არის ეფექტიანი. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის დიეტის მენიუ მოიცავს, თევზის გარდა, დიდი რაოდენობით მწვანილის ჭამას და მენიუდან შაქრიანი საკვების ამოღებას. მაგრამ ამერიკელების უმეტესობა ივიწყებს ამ რჩევებს და თვითნებურად არჩევს, რაც მოსწონს", - აღნიშნა დიეტოლოგმა.
"ყველაზე ჯანმრთელი ნაწილი ამ დიეტის არის ის, რასაც ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას - თქვენ უნდა იყოთ პირდაპირ შეპყრობილი ბოსტნეულითა და მწვანილით. ეს ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებებით სავსე საკვები და დაბალკალორიული ინგრედიენტები არის ამ დიეტის სული და გული.
დიეტოლოგის თქმით, ამ დიეტის "მშვენიერი მენიუ“ საშუალებას აძლევს ადამიანს შექმნას საკუთარი რაციონი: ლობიოს, სხვა პარკოსნების, ბოსტნეულის, ჯანსაღი ცხიმების, თხილის და თევზის სხვადასხვა სახეობის საშუალებით.
მიულშტაინმა ასევე გვირჩია, რომ კვირაში ექვსი დღე მინიმუმ 45 წუთის განმავლობაში ვივარჯიშოთ, რათა დიეტა შეესაბამებოდეს ხმელთაშუა ზღვაში მცხოვრები ადამიანების "ბუნებრივად აქტიურ ცხოვრების წესს“.
ბრიტანელი ექიმის მაიკლ მოსლის თქმით, დღის ერთ-ერთი საუკეთესო დასაწყისი, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ნაწლავებს აჩუქოთ ბოჭკოებით მდიდარი საუზმეა. მაგალითად, შეგიძლიათ დღე ავოკადოს სალათით დაიწყოთ. წყარო