მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მფრინავი, ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა - მას ბრალად ედება 83 ადამიანის მკვლელობის მცდელობა: რა მოხდა ვაშინგტონი-კალიფორნიის რეისზე
ამერიკელი მფრინავი, ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა - მას ბრალად ედება 83 ადამიანის მკვლელობის მცდელობა: რა მოხდა ვაშინგტონი-კალიფორნიის რეისზე

ალი­ას­კის ავი­ა­ხა­ზე­ბის რე­ი­სი, რო­მე­ლიც ვა­შინგტო­ნი­დან კა­ლი­ფორ­ნი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და, ნა­ად­რე­ვად დაჯ­და. ამის მი­ზე­ზი სა­თა­და­რი­გო პი­ლო­ტი, 44 წლის დე­ვიდ ემერ­სო­ნია.

ეკი­პა­ჟის თქმით, ემერ­სონს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის ეპი­ზო­დი ჰქონ­და და თვითმფრი­ნა­ვის ძრა­ვის გა­მორ­თვას ცდი­ლობ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სი­ტუ­ა­ცი­ის ტრა­გი­კუ­ლად გან­ვი­თა­რე­ბას ხელი რე­ი­სის კა­პი­ტან­მა და პირ­ველ­მა ოფი­ცერ­მა შე­უ­შა­ლეს და მფრი­ნა­ვის შე­ჩე­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. შემ­თხვე­ვის დროს თვითმფრი­ნავ­ში 80 მგზავ­რი იყო.

პო­ლი­ცი­ის დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მო­რი­გე პი­ლოტს რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს, მათ შო­რის, თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი 83 მგზავ­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა.

ალი­ას­კის ავი­ა­ხა­ზე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მო­რი­გე პი­ლო­ტი კა­ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა ის "წა­რუ­მა­ტებ­ლად ცდი­ლობ­და ძრა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბას". ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის კონ­ტროლს შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

ერთ-ერთი მგზავ­რის თქმით, ბორტზე მყო­ფებ­მა არ იცოდ­ნენ, რაში იყო საქ­მე, სა­ნამ ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­მა არ გა­მო­ა­ცხა­და, რომ თვითმფრი­ნა­ვის სას­წრა­ფოდ დას­მა იყო სა­ჭი­რო. მი­ზე­ზად მან პი­ლო­ტის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მი­სი­ვე თქმით, თვითმფრი­ნა­ვი უსაფრ­თხოდ და­ეშ­ვა მი­წა­ზე. ამა­ვე მგზავ­რმა გა­ამ­ხი­ლა, რომ ეს­მო­და, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი მფრი­ნავს: "ჩვენ კარ­გად ვიქ­ნე­ბით, არა უშავს, თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოგ­სვამთ".

ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ ინ­ცი­დენ­ტი არა­ნა­ი­რად არაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნებ­თან.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ბრალ­დე­ბუ­ლი პი­ლო­ტის მე­ზობ­ლებ­საც ესა­უბ­რა. დაბ­ნე­უ­ლი მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა და ერ­თგუ­ლი ქმა­რია და მათ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ემერ­სო­ნი ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას ეცა­და: "ეს უბ­რა­ლოდ შო­კის­მომ­გვრე­ლია. ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. ფან­ტას­ტი­კუ­რი მა­მაა, თა­ვის ორ შვილს ხში­რად ეთა­მა­შე­ბა და მე­გობ­რუ­ლია. უბ­რა­ლოდ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი კა­ცია. ვერც კი წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რომ ის ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას ეც­დე­ბო­და",- შეშ­ფო­თე­ბით მო­უ­თხრობ­დნენ ემერ­სო­ნის მე­ზობ­ლე­ბი Daily Mail-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
2

ეგ კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ვერიდები თვითმფრინავს.....

გიორგი
10

რა ეტაკა ,ამასაც ხომ არ ეგონა რომ ავღანელები ეკიდე ბორბლებზე? :))

ავტორი:

ამერიკელი მფრინავი, ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა - მას ბრალად ედება 83 ადამიანის მკვლელობის მცდელობა: რა მოხდა ვაშინგტონი-კალიფორნიის რეისზე

ამერიკელი მფრინავი, ფრენისას, თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა - მას ბრალად ედება 83 ადამიანის მკვლელობის მცდელობა: რა მოხდა ვაშინგტონი-კალიფორნიის რეისზე

ალიასკის ავიახაზების რეისი, რომელიც ვაშინგტონიდან კალიფორნიისკენ მიემართებოდა, ნაადრევად დაჯდა. ამის მიზეზი სათადარიგო პილოტი, 44 წლის დევიდ ემერსონია.

ეკიპაჟის თქმით, ემერსონს ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდი ჰქონდა და თვითმფრინავის ძრავის გამორთვას ცდილობდა. საბედნიეროდ, სიტუაციის ტრაგიკულად განვითარებას ხელი რეისის კაპიტანმა და პირველმა ოფიცერმა შეუშალეს და მფრინავის შეჩერება მოახერხეს. შემთხვევის დროს თვითმფრინავში 80 მგზავრი იყო.

პოლიციის დოკუმენტის მიხედვით, მორიგე პილოტს რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, თვითმფრინავში მყოფი 83 მგზავრის მკვლელობის მცდელობა.

ალიასკის ავიახაზების განცხადებაში ნათქვამია, რომ მორიგე პილოტი კაბინაში იმყოფებოდა, როცა ის "წარუმატებლად ცდილობდა ძრავების მუშაობის შეფერხებას". ეკიპაჟის წევრებმა ინციდენტის შესახებ საჰაერო მოძრაობის კონტროლს შეატყობინეს.

ერთ-ერთი მგზავრის თქმით, ბორტზე მყოფებმა არ იცოდნენ, რაში იყო საქმე, სანამ ბორტგამცილებელმა არ გამოაცხადა, რომ თვითმფრინავის სასწრაფოდ დასმა იყო საჭირო. მიზეზად მან პილოტისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება დაასახელა. მისივე თქმით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა მიწაზე. ამავე მგზავრმა გაამხილა, რომ ესმოდა, როგორ ეუბნებოდა ბორტგამცილებელი მფრინავს: "ჩვენ კარგად ვიქნებით, არა უშავს, თვითმფრინავიდან ჩამოგსვამთ".

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ ინციდენტი არანაირად არაა დაკავშირებული მიმდინარე მსოფლიო მოვლენებთან.

ადგილობრივი მედია ბრალდებული პილოტის მეზობლებსაც ესაუბრა. დაბნეული მეზობლების თქმით, ის მოსიყვარულე მამა და ერთგული ქმარია და მათთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ემერსონი ვინმესთვის ზიანის მიყენებას ეცადა: "ეს უბრალოდ შოკისმომგვრელია. ისინი შესანიშნავი მეზობლები არიან. ფანტასტიკური მამაა, თავის ორ შვილს ხშირად ეთამაშება და მეგობრულია. უბრალოდ, შესანიშნავი კაცია. ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ის ვინმესთვის ზიანის მიყენებას ეცდებოდა",- შეშფოთებით მოუთხრობდნენ ემერსონის მეზობლები Daily Mail-ის ჟურნალისტებს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა