პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლი საუცხოო ხედით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაცულ უბანში - სად ცხოვრობს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ახლა უკვე მეუღლესთან ერთად
სახლი საუცხოო ხედით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაცულ უბანში - სად ცხოვრობს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ახლა უკვე მეუღლესთან ერთად

22 წლის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­სულ კვი­რას 19 წლის ნიცა თა­ვა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ქორ­წი­ლი უხ­მა­უ­როდ ჩა­ივ­ლი­და, რომ არა რამ­დე­ნი­მე სტუმ­რის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თუ­ლი ფოტო, რო­მე­ლიც რო­გორც ქარ­თულ­მა, ისე უცხო­ურ­მა მე­დი­ამ აი­ტა­ცა.

60-კა­ცი­ა­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კვა­რა­ცხე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის რჩე­უ­ლია. ჩნდე­ბო­და კი­თხვა, თუ სად იცხოვ­რებ­და წყვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, რად­გან 19 წლის ნიცა თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია.

რა ფორ­მით გა­აგ­რძე­ლებს ის სწავ­ლას კვა­რა­ცხე­ლი­ას მე­უღ­ლის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, უც­ნო­ბია, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ წყვი­ლი იტა­ლი­ა­ში იცხოვ­რებს. სახ­ლი, სა­დაც ამ­ჟა­მად კვა­რა­ცხე­ლია ცხოვ­რობს, ნე­ა­პო­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ღე­ბუ­ლი ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ, კვა­რა­ცხე­ლი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ორ­ჯერ შე­იც­ვა­ლა. იტა­ლი­ა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, ბინა ნე­ა­პო­ლის მახ­ლობ­ლად, კუ­მა­ში იქი­რა­ვა, თუმ­ცა მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ფეხ­ბურ­თელს ავ­ტო­მო­ბი­ლი, Mini Countryman, მო­პა­რეს. ფეხ­ბურ­თელ­მა ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ტყო­ბი­ნა პო­ლი­ცი­ას და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი იპო­ვეს.

"სწო­რედ ამ მი­ზე­ზით გა­და­წყვი­ტა ბი­ნის გა­მოც­ვლა, რად­გან ის საკ­მა­რი­სად უსაფრ­თხოდ არ მი­იჩ­ნე­ო­და", - წერ­და იმ­ჟა­მად იტა­ლი­უ­რი მე­დია. ის თავ­და­პირ­ვე­ლად ნე­ა­პოლ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ახლა უკვე ახა­ლი სახ­ლი აქვს, ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარ­გად და­ცულ უბან­ში. VIA TASSO-ს კომ­პლექ­სი ნე­ა­პო­ლის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და სახ­ლს 24-სა­ა­თი­ა­ნი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ჰყავს.

კომ­პლექსს დიდი პარ­კინ­გი აქვს და ასე­ვე ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა კომ­ფორ­ტის­თვის. ბი­ნი­დან იშ­ლე­ბა ულა­მა­ზეს ხედი, სა­ი­და­ნაც ნე­ა­პო­ლის ყურე ჩანს. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­გორც ჩანს, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს ნე­ა­პო­ლი­ტა­ნურ ქა­ლაქ­ში, სა­დაც სა­ფეხ­ბურ­თო თავ­გა­და­სავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი იპო­ვა.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ის სულ რა­ღაც 22 წლი­საა და მისი დე­ბი­უ­ტი "ნა­პო­ლი­ში" და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ შედ­გა და სე­ზო­ნის სენ­სა­ცი­ად იქცა. ის გა­სულ სე­ზონ­ში არა მხო­ლოდ სე­რია ა-ს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლიც გახ­და. ხვი­ჩას თავ­გა­და­სა­ვა­ლი კვლავ წარ­მა­ტე­ბით გრძელ­დე­ბა...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
0

ღმერთმა ერთმანეთს შეაბეროს სიამ ტკბილობით ეს ლამაზი წყვილი

Tamaz jashi
2

გილოცავთ 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სახლი საუცხოო ხედით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაცულ უბანში - სად ცხოვრობს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ახლა უკვე მეუღლესთან ერთად

სახლი საუცხოო ხედით, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაცულ უბანში - სად ცხოვრობს ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, ახლა უკვე მეუღლესთან ერთად

22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ კვირას 19 წლის ნიცა თავაძეზე იქორწინა. ქორწილი უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა რამდენიმე სტუმრის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო, რომელიც როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა მედიამ აიტაცა.

60-კაციანი მოკრძალებული ქორწილის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წყვილი იტალიაში გაემგზავრა. ქვეყანაში, სადაც კვარაცხელია წარმატებული ფეხბურთელი და ნეაპოლელების რჩეულია. ჩნდებოდა კითხვა, თუ სად იცხოვრებდა წყვილი დაოჯახების შემდეგ, რადგან 19 წლის ნიცა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

რა ფორმით გააგრძელებს ის სწავლას კვარაცხელიას მეუღლის ქორწინების შემდეგ, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ წყვილი იტალიაში იცხოვრებს. სახლი, სადაც ამჟამად კვარაცხელია ცხოვრობს, ნეაპოლის ცენტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცუდი გამოცდილების შემდეგ, კვარაცხელიამ საცხოვრებელი ორჯერ შეიცვალა. იტალიაში გადასვლის შემდეგ, ბინა ნეაპოლის მახლობლად, კუმაში იქირავა, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს ავტომობილი, Mini Countryman, მოპარეს. ფეხბურთელმა ქურდობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და რამდენიმე დღეში ავტომობილი იპოვეს.

"სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ბინის გამოცვლა, რადგან ის საკმარისად უსაფრთხოდ არ მიიჩნეოდა", - წერდა იმჟამად იტალიური მედია. ის თავდაპირველად ნეაპოლში მდებარე სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ ახლა უკვე ახალი სახლი აქვს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ უბანში. VIA TASSO-ს კომპლექსი ნეაპოლის ცენტრში მდებარეობს და სახლს 24-საათიანი დაცვის სამსახური ჰყავს.

კომპლექსს დიდი პარკინგი აქვს და ასევე ყველა საჭიროება კომფორტისთვის. ბინიდან იშლება ულამაზეს ხედი, საიდანაც ნეაპოლის ყურე ჩანს. ქართველი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, თავს კომფორტულად გრძნობს ნეაპოლიტანურ ქალაქში, სადაც საფეხბურთო თავგადასავლის გასაგრძელებლად შესაფერისი ადგილი იპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება ამჟამად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ის სულ რაღაც 22 წლისაა და მისი დებიუტი "ნაპოლიში" დაახლოებით 1 წლის წინ შედგა და სეზონის სენსაციად იქცა. ის გასულ სეზონში არა მხოლოდ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა. ხვიჩას თავგადასავალი კვლავ წარმატებით გრძელდება...

იხილეთ ასევე: