სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დადასტურდა 16 წლის გოგონას გარდაცვალება, რომელიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა - ნოია დედასთნ და დასთან ერთად მოკლეს
დადასტურდა 16 წლის გოგონას გარდაცვალება, რომელიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა - ნოია დედასთნ და დასთან ერთად მოკლეს

16 წლის ინ­გლი­სე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­ი­კარ­გა, გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. ოჯა­ხის თა­ნახ­მად, 16 წლის ნოია შა­რა­ბი დე­დასთნ და დას­თან ერ­თად მოკ­ლეს.

ნოია შა­რა­ბის ნა­თე­სა­ვებს ამ დრომ­დე ეგო­ნათ, რომ 7 ოქ­ტომ­ბერს, ბე­ე­რის კი­ბუც­ზე თავ­დას­ხმი­სას, გო­გო­ნა მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ რო­გორც გა­ირ­კვა, ტე­რო­რის­ტებ­მა ნო­ი­ას­თან ერ­თად მისი 13 წლის და, ია­ჰე­ლი და ბავ­შვე­ბის 48 წლის დედა, ლი­ა­ნიც მოკ­ლეს. გო­გო­ნე­ბის მამა ჯერ კი­დევ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

ნოია და მისი ოჯა­ხი

"ნო­ი­ას ღი­მი­ლი მთელ ოთახს ანა­თებ­და. ის ჭკვი­ა­ნი, სენ­სი­ტი­უ­რი, მხი­ა­რუ­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გო­ნა იყო",- ჰყვე­ბი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მათ ისიც დას­ძი­ნეს, რომ 16 წლის მო­ზარ­დი შანსს არ უშ­ვებ­და ხე­ლი­დან, რომ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბო­და. "გული გვტკი­ვა, რომ ის ჩვენს გვერ­დით აღა­რაა, მაგ­რამ მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის­თვის სა­მუ­და­მოდ მად­ლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით",- სა­უბ­რო­ბენ ნა­თე­სა­ვე­ბი.

ნო­ი­ას დედა, ლი­ა­ნი ბრის­ტოლ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა 19 წლის ასაკ­ში ის ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კი­ბუც­ში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და. იქ ლი­ა­ნი თა­ვის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს შეხ­ვდა და მას შემ­დეგ ქვე­ყა­ნა აღარ და­უ­ტო­ვე­ბია.

ია­ჰე­ლი და ნოია

ტე­ო­რის­ტე­ბის ბე­ე­რის კი­ბუც­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე, ლი­ან­მა ნა­თე­სა­ვებს შეშ­ფო­თე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. "ის გვწერ­და, რომ სახ­ლთან გას­რო­ლის ხმე­ბი ის­მო­და, ხალ­ხი არა­ბუ­ლად გაჰ­ყვი­რო­და და ყვე­ლა გარ­ბო­და. შე­ში­ნე­ბუ­ლი ლი­ა­ნი ბავ­შვებ­თან ერ­თად ოთახ­ში ჩა­ი­კე­ტა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ეს­მათ, რო­გორ შეც­ვივ­დნენ ტე­რო­რის­ტე­ბი მათ სახ­ლში და რო­გორ ცდი­ლობ­დნენ მათ ოთახ­ში კა­რის გა­ღე­ბას"- უყ­ვე­ბი­ან გო­გო­ნე­ბის ბი­ძე­ბი MailOnline-ს.

მას შემ­დეგ ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­წყდა. ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი მათ სახ­ლში 10 ოქ­ტომ­ბერს შევ­ვიდ­ნენ და და­ცხრი­ლუ­ლი კედ­ლე­ბი ნა­ხეს. რო­გორც ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ტყვი­ე­ბი ბავ­შვე­ბის ოთა­ხებ­შიც იყო ნას­რო­ლი.

ნო­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლე­ბის რი­ცხვი, მი­ნი­მუმ 10-მდე გა­ი­ზარ­და. მათ გარ­და, კი­დევ 6 ინ­გლი­სე­ლი ით­ვლე­ბა და­კარ­გუ­ლად და არა­ვინ იცის, ტყვედ აიყ­ვა­ნეს ისი­ნი, თუ მოკ­ლუ­ლებს შო­რის არი­ან.

ჯამ­ში, ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1400 ებ­რა­ე­ლია მოკ­ლუ­ლი, მათ გარ­და 212 კი "ჰა­მასს" მძევ­ლად ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ლეს­ტი­ნას, ქვეყ­ნის ჯან­დაცვს სა­მი­ნის­ტრო იტყო­ბი­ნე­ბა, რომ 7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ 4 741 პა­ლეს­ტი­ნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, 15 898 კი და­შავ­და.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედშ
0

ეგ ფესტივალიც რა უბედურებად იყო საზღვარზე, ამდენი ხალხი ერთად შეკრებილი უკეთესს რომ ვერ ინატრებდნენ ტერორისტები. ხაფანგი პირდაპირ. ძალიან სამწუხაროა ამდენი ადამიანის ჩაჟლეტვა.

თაღი
1

რაღაც გეგმას რაღაც აზრი ხო უნდა ჰქონდეს? ესე ცეტებივით შესვლა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების დახოცვა?! ბავშვები და ქალების დახოცვა?! აზრი და 200 კინკილა მძევალი ამოდენა ნგრევა და ათასობით დახოცილის ხარჯზე! დებილო ტერორისტებო თქვენს დედას შ$$$ცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

დადასტურდა 16 წლის გოგონას გარდაცვალება, რომელიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა - ნოია დედასთნ და დასთან ერთად მოკლეს

დადასტურდა 16 წლის გოგონას გარდაცვალება, რომელიც "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა - ნოია დედასთნ და დასთან ერთად მოკლეს

16 წლის ინგლისელი გოგონა, რომელიც "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიკარგა, გარდაცვლილად გამოაცხადეს. ოჯახის თანახმად, 16 წლის ნოია შარაბი დედასთნ და დასთან ერთად მოკლეს.

ნოია შარაბის ნათესავებს ამ დრომდე ეგონათ, რომ 7 ოქტომბერს, ბეერის კიბუცზე თავდასხმისას, გოგონა მძევლად აიყვანეს, მაგრამ როგორც გაირკვა, ტერორისტებმა ნოიასთან ერთად მისი 13 წლის და, იაჰელი და ბავშვების 48 წლის დედა, ლიანიც მოკლეს. გოგონების მამა ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

ნოია და მისი ოჯახი

"ნოიას ღიმილი მთელ ოთახს ანათებდა. ის ჭკვიანი, სენსიტიური, მხიარული და სიცოცხლით სავსე გოგონა იყო",- ჰყვებიან დამწუხრებული ოჯახის წევრები. მათ ისიც დასძინეს, რომ 16 წლის მოზარდი შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა. "გული გვტკივა, რომ ის ჩვენს გვერდით აღარაა, მაგრამ მასთან ერთად გატარებული დროისთვის სამუდამოდ მადლიერები ვიქნებით",- საუბრობენ ნათესავები.

ნოიას დედა, ლიანი ბრისტოლში დაიბადა, თუმცა 19 წლის ასაკში ის ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში მოხალისედ წავიდა. იქ ლიანი თავის მომავალ მეუღლეს შეხვდა და მას შემდეგ ქვეყანა აღარ დაუტოვებია.

იაჰელი და ნოია

ტეორისტების ბეერის კიბუცში შესვლისთანავე, ლიანმა ნათესავებს შეშფოთებული შეტყობინებები გაუგზავნა. "ის გვწერდა, რომ სახლთან გასროლის ხმები ისმოდა, ხალხი არაბულად გაჰყვიროდა და ყველა გარბოდა. შეშინებული ლიანი ბავშვებთან ერთად ოთახში ჩაიკეტა, თუმცა მოგვიანებით მოესმათ, როგორ შეცვივდნენ ტერორისტები მათ სახლში და როგორ ცდილობდნენ მათ ოთახში კარის გაღებას"- უყვებიან გოგონების ბიძები MailOnline-ს.

მას შემდეგ ოჯახთან კომუნიკაცია გაწყდა. ისრაელის ჯარისკაცები მათ სახლში 10 ოქტომბერს შევვიდნენ და დაცხრილული კედლები ნახეს. როგორც ოჯახს შეატყობინეს, ტყვიები ბავშვების ოთახებშიც იყო ნასროლი.

ნოიას გარდაცვალების შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფების მიერ მოკლული ბრიტანელების რიცხვი, მინიმუმ 10-მდე გაიზარდა. მათ გარდა, კიდევ 6 ინგლისელი ითვლება დაკარგულად და არავინ იცის, ტყვედ აიყვანეს ისინი, თუ მოკლულებს შორის არიან.

ჯამში, ისრაელის ოფიციალური ინფორმაციით, 1400 ებრაელია მოკლული, მათ გარდა 212 კი "ჰამასს" მძევლად ჰყავს აყვანილი. რაც შეეხება პალესტინას, ქვეყნის ჯანდაცვს სამინისტრო იტყობინება, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ 4 741 პალესტინელი გარდაიცვალა, 15 898 კი დაშავდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა