სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს... იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, ჭკვიანად მოქცევა უშველის?" - ექსპერტი
"ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს... იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, ჭკვიანად მოქცევა უშველის?" - ექსპერტი

მსოფ­ლი­ო­სა თუ ჩვენს რე­გი­ონ­ში შექ­მნილ რთულ და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე ვი­თა­რე­ბა­ში, სულ უფრო მეტი კი­თხვა ის­მის სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ. გა­სულ კვი­რას პარ­ლა­მენტს სტუმ­რობ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ერთი წლის ან­გა­რი­ში წარ­მო­ად­გი­ნა. სხდო­მის ნა­წი­ლი, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, და­ი­ხუ­რა, მაგ­რამ მო­ვის­მი­ნეთ არა­ერ­თი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით, ის­მის კი­თხვა, რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი მსოფ­ლი­ო­ში, რე­გი­ონ­სა და უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს? - ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძემ. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ამ სფე­რო­ში ჩა­ხე­დუ­ლი არა ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, აზ­რის გა­მოთ­ქმაც მხო­ლოდ სა­კი­თხზე ზე­და­პი­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­მიძ­ლია. ის, რაც მო­ვის­მი­ნე და რა­საც ვხე­დავ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, მი­ბიძ­გებს აზ­რის­კენ, რომ შე­საძ­ლოა მცი­რე ინ­ცი­დენ­ტებ­ზე ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ ზო­გა­დად არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს ვერ პა­სუ­ხო­ბენ და ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია ის, რომ ჩვენ­თან ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მა­ლუ­რი სტრა­ტე­გია არ არ­სე­ბობს. ჩემი აზ­რით, მსოფ­ლი­ო­ში იმ­დე­ნად რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, ჩვე­ნი სამ­თავ­რო­ბო ელი­ტა ვერ ხვდე­ბა, რა უნდა გა­ა­კე­თოს. ცუგცვან­გის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, პრე­ვენ­ცი­უ­ლი, შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არც იგეგ­მე­ბა.

რას ნიშ­ნავს ჩი­ნეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მა­შინ, როცა სა­გა­რეო კურ­სად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გაქვს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვა? იქით აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მე­დი­ა­ტო­რო­ბა სურთ, ცდი­ლო­ბენ რუ­სეთს არა­ფე­რი აწყე­ნი­ნონ... მოკ­ლედ, მშვი­დო­ბის მტრე­დო­ბას ცდი­ლო­ბენ და ვერ ხვდე­ბი­ან, რომ მსოფ­ლი­ო­ში ახლა უმწვა­ვე­სი ბრძო­ლა მი­დის 2 დოქ­ტრი­ნას შო­რის - გა­უ­ნათ­ლე­ბელ, ბნელ, რა­დი­კა­ლურ, არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებ­სა და და­სავ­ლურ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის. ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ მოგ­ვი­წევს ჩვე­ნი ად­გი­ლის მო­ნახ­ვა, მაგ­რამ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აშ­კა­რად არ შე­უძ­ლია ეს. ისი­ნი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რო­ბენ და არა იმა­ზე, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი რო­გორ მსოფ­ლი­ო­ში იცხოვ­რე­ბენ...

- რო­გორც გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა თქვა, სუს-ის ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 2022 წელს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ საფრ­თხედ კვლავ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია იყო. იმავდრო­უ­ლად, მის­თვის დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მტე­რი?- მას რუ­სე­თი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, არა­მედ გა­ნა­ცხა­და, "მთა­ვა­რი მტე­რი არის ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრე ძა­ლე­ბი".

- პირ­ვე­ლად უნდა გი­თხრათ, რომ სი­ტყვას "ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი" არას­წო­რად ხმა­რო­ბენ. თუ ლი­ლუ­აშ­ვილს "ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი" ჰგო­ნია "სა­სი­ცო­ცხლო", ძა­ლი­ან ცდე­ბა. მე­ო­რე, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და­ახ­ლო­ე­ბით იმ დო­ნე­ზე მი­დის, ორ­ჯერ ორი რომ ოთხია. მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის შე­იძ­ლე­ბა არის ოპო­ნენ­ტი პარ­ტია, მაგ­რამ არა ქვეყ­ნის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ახლა არის ის, რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, უხის­ტე­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ და რა­დი­კა­ლურ ძა­ლებს შო­რის. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ - აქეთ რუ­სე­თი, იქით თურ­ქე­თი, ირა­ნი, ცოტა მო­შო­რე­ბით კი ერა­ყი. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მაც სწო­რედ ასე­თი ბნე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი და ექ­სპან­სი­ო­ნის­ტუ­რი ძა­ლის მიერ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, თუ რო­გორ ვი­პო­ვოთ გზამ­კვლე­ვი მსოფ­ლიო გე­ო­პო­ლი­ტი­კის ამ შფო­თი­ან ოკე­ა­ნე­ში.

- ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ბირ­თვულ საფრ­თხე­ებ­ზეც. მისი თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მუ­შა­ო­ბენ, რომ თი­თო­ე­ულ უწყე­ბას გა­წე­რი­ლი აქვს სცე­ნა­რი, მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა და ა.შ., და თქვა ფრა­ზა, რა­საც არა­ერ­თი დამ­ცი­ნა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. "გა­წე­რი­ლი აქვს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რა­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა, მათ შო­რის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სქე­მა და თავ­შე­საფ­რე­ბის გა­მო­ყო­ფა. თუმ­ცა ეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა მა­შინ, თუკი ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, პირ­და­პი­რი დარ­ტყმა ხდე­ბა. თავ­შე­სა­ფა­რი არ გვიშ­ვე­ლის მაგ შემ­თხვე­ვა­ში. ამი­ტომ ჭკვი­ა­ნად უნდა ვი­ყოთ, ზო­მი­ე­რი პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა ვა­წარ­მო­ოთ რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ისე გა­რე­თაც", - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

- ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ ბირ­თვუ­ლი ომი თუ და­ი­წყო, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ვინ და­არ­ტყამს, მაგ­რამ რა­დი­ა­ცია ყველ­გან მი­აღ­წევს. სა­ქარ­თვე­ლოც ვერ გა­და­ურ­ჩე­ბა ბირ­თვულ ზამ­თარს. იმ დროს რისი გამ­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არ ვიცი, რა ჭკვი­ა­ნად მოქ­ცე­ვა უშ­ვე­ლის. ვიცი, რომ ამ ამ­ბავ­ზე ბევ­რს ხა­ლი­სობ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მაგ­რამ მე სა­ერ­თოდ არ მე­ცი­ნე­ბა, იმა­ზე ვფიქ­რობ, ვის ხელ­შია სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა.

ამ ეტაპ­ზე ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს ბირ­თვუ­ლი საფრ­თხე: 1. შე­საძ­ლოა რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნოს ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და 2. ის­რა­ელ-ირა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნონ. ფაქ­ტობ­რი­ვად ორი­ვე ტე­რი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თან ისე ახ­ლოს არის, რა­დი­ა­ცი­ას ვე­რაფ­რით გა­ვექ­ცე­ვით. არ ვიცი, ჭკვი­ა­ნად მოქ­ცე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ამის­გან რო­გორ და­ი­ცავს?! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
3

თვალერელიძე გირჩევთ ჩაი მიირთვათ და ახალგაზრდობის ფოტოები ათვალიეროთ,რატომ?იმიტომ.ნაცებო ლილუსშვილი არ მოგწონთ,დორბლიანი ხომ კარგია,პოდოლიაკები არესტოვიჩები,ზელენსკები,გადახედეთ რუკას(თუ იცით) ომამდე და ომის დროს სად დგას რუსის ჯარი ,უკრსინა ხომ იმარჯვებს?როგორ ადებილებთ ხალხს საქართველოს რუკაც ნახეთ ომამდე და იმ დორბლისნის დაწყებულ ომის შემდეგ.დაწყებულიო ჩემი სიტყვა არსრის თვითონ თქვა.ასე რომ ნაცებო მოკეტეთ დიახ ომი არ გვინდა გინდააათ?ეადით უკრაინაში დიდ ზელენსკისთან იმედები რომ გაუცრუა დადსვლეთს და მისი დანახვა აღარსვის უნდა.

ლაშა
3

ჩემი აზრით ხელისუფლება სწორ პოლიტიკას ატარებს როდესაც ალაგებს ურთიერთობას ჩინეთთან და ამ დროს დასავლეთისკენ სწრაფვა უწერია დოქტრინაში, გადავხედოთ ისტორიას თუ როგორ ალაგებდნენ ქართ.მეფეები თავიანთ დაუძინებელ მტრებთან ურთიერთობებს ამით სარგებლობდნენ დროს იგებდნენ და როდესაც მტერი საბოლოოდ დასუსტდებოდა შეტევაზე გადადიოდნენ, აი ესეთი ოპოზიცია რომ ყოლოდათ რას იზამდნენ ნამდვილად არ ვიცი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს... იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, ჭკვიანად მოქცევა უშველის?" - ექსპერტი

"ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს... იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, ჭკვიანად მოქცევა უშველის?" - ექსპერტი

მსოფლიოსა თუ ჩვენს რეგიონში შექმნილ რთულ და გამოწვევებით სავსე ვითარებაში, სულ უფრო მეტი კითხვა ისმის საქართველოს უსაფრთხოების სისტემების შესახებ. გასულ კვირას პარლამენტს სტუმრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა. სხდომის ნაწილი, გასაგები მიზეზების გამო, დაიხურა, მაგრამ მოვისმინეთ არაერთი საჯარო განცხადებაც. ამ განცხადებების გაანალიზებით, ისმის კითხვა, რამდენად პასუხობს საქართველოს დღევანდელი უსაფრთხოების სისტემები მსოფლიოში, რეგიონსა და უშუალოდ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ამ სფეროში ჩახედული არა ვარ და შესაბამისად, აზრის გამოთქმაც მხოლოდ საკითხზე ზედაპირული დაკვირვებით შემიძლია. ის, რაც მოვისმინე და რასაც ვხედავ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიბიძგებს აზრისკენ, რომ შესაძლოა მცირე ინციდენტებზე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, მაგრამ ზოგადად არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობენ და ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენთან ქვეყნის უსაფრთხოების ნორმალური სტრატეგია არ არსებობს. ჩემი აზრით, მსოფლიოში იმდენად რთული ვითარებაა, ჩვენი სამთავრობო ელიტა ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს. ცუგცვანგის მდგომარეობაში არიან, პრევენციული, შემარბილებელი ღონისძიებები არც იგეგმება.

რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა მაშინ, როცა საგარეო კურსად გამოცხადებული გაქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა? იქით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორობა სურთ, ცდილობენ რუსეთს არაფერი აწყენინონ... მოკლედ, მშვიდობის მტრედობას ცდილობენ და ვერ ხვდებიან, რომ მსოფლიოში ახლა უმწვავესი ბრძოლა მიდის 2 დოქტრინას შორის - გაუნათლებელ, ბნელ, რადიკალურ, არადემოკრატიულ ძალებსა და დასავლურ, დემოკრატიულ ფასეულობებს შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ადგილის მონახვა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აშკარად არ შეუძლია ეს. ისინი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე ფიქრობენ და არა იმაზე, ჩვენი შვილები როგორ მსოფლიოში იცხოვრებენ...

- როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, სუს-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რუსული ოკუპაცია იყო. იმავდროულად, მისთვის დასმულ შეკითხვაზე, ვინ არის საქართველოს მთავარი მტერი?- მას რუსეთი არ დაუსახელებია, არამედ განაცხადა, "მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები".

- პირველად უნდა გითხრათ, რომ სიტყვას "ეგზისტენციალური" არასწორად ხმარობენ. თუ ლილუაშვილს "ეგზისტენციალური" ჰგონია "სასიცოცხლო", ძალიან ცდება. მეორე, მისი განცხადებებიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბარი დაახლოებით იმ დონეზე მიდის, ორჯერ ორი რომ ოთხია. მთავარი გამოწვევა მმართველი პარტიისთვის შეიძლება არის ოპონენტი პარტია, მაგრამ არა ქვეყნისთვის. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის ის, რაც მსოფლიოში ხდება, უხისტესი წინააღმდეგობა დემოკრატიულ და რადიკალურ ძალებს შორის. ნუ დაგავიწყდებათ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - აქეთ რუსეთი, იქით თურქეთი, ირანი, ცოტა მოშორებით კი ერაყი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც სწორედ ასეთი ბნელი რადიკალური და ექსპანსიონისტური ძალის მიერ არის გამოწვეული. დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა, თუ როგორ ვიპოვოთ გზამკვლევი მსოფლიო გეოპოლიტიკის ამ შფოთიან ოკეანეში.

- ლილუაშვილმა ისაუბრა ბირთვულ საფრთხეებზეც. მისი თქმით, ამ მიმართულებითაც მუშაობენ, რომ თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა და ა.შ., და თქვა ფრაზა, რასაც არაერთი დამცინავი გამოხმაურება მოჰყვა. "გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა და თავშესაფრების გამოყოფა. თუმცა ეს აქტუალური გახდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყანაში, ისე გარეთაც", - განაცხადა ლილუაშვილმა.

- ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ბირთვული ომი თუ დაიწყო, საქართველოს არავინ დაარტყამს, მაგრამ რადიაცია ყველგან მიაღწევს. საქართველოც ვერ გადაურჩება ბირთვულ ზამთარს. იმ დროს რისი გამკეთებელი იქნება ლილუაშვილი, არ ვიცი, რა ჭკვიანად მოქცევა უშველის. ვიცი, რომ ამ ამბავზე ბევრს ხალისობდნენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ მე საერთოდ არ მეცინება, იმაზე ვფიქრობ, ვის ხელშია საქართველოს უსაფრთხოება.

ამ ეტაპზე ორი მიმართულებით არსებობს ბირთვული საფრთხე: 1. შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და 2. ისრაელ-ირანის დაპირისპირების შემთხვევაში, ასევე შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენონ. ფაქტობრივად ორივე ტერიტორია საქართველოსთან ისე ახლოს არის, რადიაციას ვერაფრით გავექცევით. არ ვიცი, ჭკვიანად მოქცევა საქართველოს ამისგან როგორ დაიცავს?! წაიკითხეთ სრულად