მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაშია, ადვილი არ არის - ამას მტერსაც არ ვუსურვებდი" -"ჰამასის" მძევალი გოგონას შეყვარებული მსოფლიო ლიდერებს მიმართავს
"იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაშია, ადვილი არ არის - ამას მტერსაც არ ვუსურვებდი"  -"ჰამასის" მძევალი გოგონას შეყვარებული მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

იმის ცოდ­ნა, რომ ის ახლა ღა­ზა­ში მძე­ვა­ლია, ად­ვი­ლი არ არის – ამას მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ­დი

27 წლის ინ­ბარ ჰა­ი­მა­ნი ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის დროს, 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. ჰა­ი­მა­ნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ნოამ ალო­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რებს მო­უ­წო­დებს, მძევ­ლე­ბის უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბა მათ პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცი­ონ.

ჰა­ი­მა­ნი, 27 წლის მხატ­ვა­რია. იგი მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და ნო­ვას ფეს­ტი­ვალ­ზე სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ში, სწო­რედ იმ დღეს, რო­დე­საც ჰა­მა­სმა ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა წა­მო­ი­წყო. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 260-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი ტყვედ წა­იყ­ვა­ნეს. ინ­ბა­რის გა­ტა­ცე­ბის ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­შიც გავ­რცელ­და.

"ჩემს მშობ­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ, ეს არ ვნა­ხო“, - ამ­ბობს 24 წლის ნო­ა­მი. "მათ კად­რე­ბი აღ­მი­წე­რეს, თუმ­ცა ვი­დეო თა­ვად არ მი­ნა­ხავს. არ მინ­და, რომ ეს ჩემს გო­ნე­ბა­ში და­ფიქ­სირ­დეს. ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პო­ზი­ტი­ვი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო მის და­საბ­რუ­ნებ­ლად“.

ინ­ბარ ჰა­ი­მა­ნი

"ვი­დეო ერ­თგვარ შვე­ბად მი­ვი­ღეთ, რად­გან დავ­რწმუნ­დით, რომ ის ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია. იმის ცოდ­ნა, რომ ის ახლა ღა­ზა­ში მძე­ვა­ლია, ად­ვი­ლი არ არის – ამას მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ­დი. თუმ­ცა, სიკ­ვდილ­ზე უკე­თე­სია“ - ამ­ბობს ალო­ნი - ”გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ჰა­მა­სის წევ­რე­ბი არ იყ­ვნენ. ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ღა­ზას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ერთ მათ­განს დანა ჰქონ­და. ინ­ბარს და­ე­დევნნენ და მისი და­ჭე­რა მო­ა­ხერ­ხეს. ამ დროს მო­ტო­ციკ­ლით მო­ვი­და კი­დევ ერთი ტე­რო­რის­ტი და მძევ­ლე­ბი წა­იყ­ვა­ნეს.“

მას შემ­დეგ ჰე­ი­მა­ნი­სა და ალო­ნის ოჯა­ხე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ ინ­ბა­რის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ღა­ზას ტყვე­ო­ბა­ში უცხო­ე­თის ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა. მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, სამ­შვი­დო­ბო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი.

ალო­ნის თხოვ­ნა მარ­ტი­ვია: "მინ­და, ის­რა­ე­ლის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და აშშ-ის მთავ­რო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ იმის­თვის, რომ მძევ­ლე­ბი უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­დნენ. ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის­თვის ეს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი უნდა იყოს“ - ამ­ბობს ის. – „მე ნამ­დვი­ლად მჯე­რა, რომ ინ­ბა­რი ჩვენ­თან დაბ­რუნ­დე­ბა. მაგ­რამ ამის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ.“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაშია, ადვილი არ არის - ამას მტერსაც არ ვუსურვებდი" -"ჰამასის" მძევალი გოგონას შეყვარებული მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

"იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაშია, ადვილი არ არის - ამას მტერსაც არ ვუსურვებდი"  -"ჰამასის" მძევალი გოგონას შეყვარებული მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაში მძევალია, ადვილი არ არის – ამას მტერსაც არ ვუსურვებდი

27 წლის ინბარ ჰაიმანი ისრაელზე თავდასხმის დროს, 7 ოქტომბერს გაიტაცეს. ჰაიმანის შეყვარებული ნოამ ალონი საერთაშორისო ლიდერებს მოუწოდებს, მძევლების უსაფრთხო დაბრუნება მათ პრიორიტეტად აქციონ.

ჰაიმანი, 27 წლის მხატვარია. იგი მოხალისედ მუშაობდა ნოვას ფესტივალზე სამხრეთ ისრაელში, სწორედ იმ დღეს, როდესაც ჰამასმა ტერორისტული თავდასხმა წამოიწყო. თავდასხმის შედეგად 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გადარჩენილების უმეტესობა კი ტყვედ წაიყვანეს. ინბარის გატაცების ვიდეო ინტერნეტშიც გავრცელდა.

"ჩემს მშობლებს ურჩევნიათ, ეს არ ვნახო“, - ამბობს 24 წლის ნოამი. "მათ კადრები აღმიწერეს, თუმცა ვიდეო თავად არ მინახავს. არ მინდა, რომ ეს ჩემს გონებაში დაფიქსირდეს. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შევინარჩუნო და ყველაფერი გავაკეთო მის დასაბრუნებლად“.

ინბარ ჰაიმანი

"ვიდეო ერთგვარ შვებად მივიღეთ, რადგან დავრწმუნდით, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. იმის ცოდნა, რომ ის ახლა ღაზაში მძევალია, ადვილი არ არის – ამას მტერსაც არ ვუსურვებდი. თუმცა, სიკვდილზე უკეთესია“ - ამბობს ალონი - ”გამტაცებლები ჰამასის წევრები არ იყვნენ. ვფიქრობ, მხოლოდ ღაზას მოქალაქეები უნდა ყოფილიყვნენ. ერთ მათგანს დანა ჰქონდა. ინბარს დაედევნნენ და მისი დაჭერა მოახერხეს. ამ დროს მოტოციკლით მოვიდა კიდევ ერთი ტერორისტი და მძევლები წაიყვანეს.“

მას შემდეგ ჰეიმანისა და ალონის ოჯახები ყველაფერს აკეთებენ ინბარის დასაბრუნებლად. ღაზას ტყვეობაში უცხოეთის ბევრი მოქალაქე იმყოფება. მათ შორის, ბავშვები, მოხუცები, სამშვიდობო აქტივისტები და ჯარისკაცები.

ალონის თხოვნა მარტივია: "მინდა, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობამ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ისრაელის მთავრობისთვის ეს პრიორიტეტული უნდა იყოს“ - ამბობს ის. – „მე ნამდვილად მჯერა, რომ ინბარი ჩვენთან დაბრუნდება. მაგრამ ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.“